ვაჟა ხორნაული - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ვაჟა ხორნაული
nukriaДата: სამ, 27.05.2014, 13:52 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უსუსურობა მდინარის
სასწაულობა წვეთისა. მარადიული გუთანი
მარგალიტები ბელტისა. მანათობელი გულიდან
ცისკენ გაფრენა მტრედისა. სამყაროს საგანძურებში
ოქრო და ვერცხლი სევდისა. მზე მინდობილი წყაროსა
ნისლზე ყვავილის ამოსვლა-
ბედნიერება ღმერთისა.
 
nukriaДата: ხუთ, 29.05.2014, 12:15 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გარდაცვალების წინ
რას ხედავდა
დიდი მოძღვარი?
ხედავდა თავისიანს-
ავაზაკს მგლისთვალებას
მაგრამ ამავე დროს
ხედავდა ყვავილსაც
რომელიც ზეციერის
სახესავით გასხივოსნებული
თანდათან იზრდებოდა
ავსებდა სივრცეს
მის ნათელ ჩრდილში ავაზაკი
მოჩანდა და აღარც მოჩანდა
და ბოლოს მთლიანად წაიშალა
დახუჭული თვალების სივრცეში. დახუჭული თვალების სივრცეში
ენთო ყვავილი
დიდი და მშვენიერი
ზეციერის სახესავით გასხივოსნებული.
 
nukriaДата: ხუთ, 29.05.2014, 12:16 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცა გულში დაგრჩა
და ჭასავით ისევ ლივლივებ;
სხვა ვინ დაგვეძებს,
ერთმანეთით დაობლებულებს?!
სულ აღარავინ,
მაგრამ თითქოს ვიგულისხმებით,
სქოლიოდან რომ ვეზიდებით
საკუთარ ფიქრებს
და ჩვენ ვწერთ და ვშლით სიცოცხლის კვალს,
და კვალთან ერთად ვუჩინარდებით,
ვქრებით აქ და
ვარსებობთ სადღაც. ხან მავიწყდება, რომ დავიწყება
ათასში ერთხელ მაინც მიხსენებს,
როდესაც თავი მიავიწყდება_
ისე თვლემს ჩემში,
როგორც მამის ბოძებულ სახლში... სულში დროდადრო ვიღაც იღვიძებს
და ჩემთან ერთად ფრენა უნდება
და სადაც გული დარჩა ოდესღაც,
მოხუჭავს თვალს და იქ მიბრუნდება.
13. 4. 2014
 
nukriaДата: კვ, 01.06.2014, 16:46 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მასწავლებელს ეცინება
და ხმაც უცინისო:
_ჩანთა ასე გაბერილი
რატომა გაქვს, ხვთისო? ხვთისოს თავი დაუხრია,
იყურება ძირსო…
და გაისმა კლასში ხმები:
_ფისო უზის,ფისო! აი,გახსნეს ხვთისოს ჩანთა
და იქ,წიგნის ძირსო,
იწვა თვალებმინაბული,
პაწაწინა ფისო. რა ქნას ხვთისომ…ხუჭუჭა თავს
უფრო დაბლა ხრისო,
მასწავლებლის ჩრდილს უყურებს,
აქსუტუნებს ცხვირსო. მასწავლებელს ეცინება
და ხმაც უცინისო:
_ცხოველების სიყვარული
კარგი არის,ხვთისო!
 
nukriaДата: ორ, 02.06.2014, 21:49 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აპეტიტო ჭყვიტინაძე
------------------------ თოვლმა მთები გაათეთრა,
ჩამოვიდა ბარადა…
ხარობს გოჭი აპეტიტო,
ჭყვიტინაძე გვარადა. გუნდაობს და კოტრიალობს,
აუწუთლდა ყურები,
ალამაზებს ეზოს კვალი
მისი თხილამურების. სიყვარულით ეძახიან
იქით-მათე,აქეთ-მიტო,
წიწილები კისკისებენ:
“რა დღეშია აპეტიტო!” აპეტიტო ჭყვიტინაძე
კარგადაა მგლის ჯინაზე.
 
nukriaДата: სამ, 03.06.2014, 11:13 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმა ბაღებს აშრიალებს,
მზე ღრუბლებში ჩადის,
ქვაფენილზე დაფენილა
ყვავილები ატმის…
და წვიმაში,
ქოლგით ხელში
მშვიდად მიდის ბატი,
მიჰყავს თაგვი და კურდღელი,
მფარველია მათი… ორღობეში ჩაიარეს
სამმა ერთი ქოლგით,
სარკმლებიდან უყურებენ
ნინო,გია,გოგი. ახლა მათთვის ეს ამინდი
სულ არაა ცუდი,
წვიმს…
მიდიან და სველდება
მხოლოდ თაგვის კუდი.
 
nukriaДата: ოთხ, 04.06.2014, 11:59 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზები-ვარსკვლავთა ნამნაპკურები
ერთად გალობა მზის და ფრინველის
გულში სამოთხის ნაკადულები
და ყვავილები ცისნაპირელი. ნამში ღვთიური სხივის კრიალი
ქარში სიჩუმე არწივებისა
ქვეყანა-მშვიდი ღიმილიანი
ვით ანგელოზი ჩაძინებისას.
 
nukriaДата: ხუთ, 05.06.2014, 17:55 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გოჭი გაზეთს კითხულობს,
თან ბილიკზე მიდის.
_ფრთხილად,_ჭუკი აფრთხილებს,_
მანდ ორმოა დიდი.
გოჭმა არ შეისმინა,
კითხულობს და მიდის,
კითხვით გადაიარა
საცალფეხო ხიდი.
_ფრთხილად,_ისევ ეძახის
ლოდზე მდგარი ჭუკი.
ძროხა არაფერს ამბობს,
უყურებს და უკვირს.
მიდის…გაქრა უეცრად
გოჭიც,გოჭის ჩრდილიც,
ტყაპ!_ორმოში ჩავარდა,
სიბნელეში ჭყივის.
ხელით ამოიყვანეს,
არ დასჭირდათ თოკი,
აბანავა მამალმა,
წყალი ასხა კოკით. ახლა გოჭი, დარცხვენილი,
მიდის თავის გზაზე,
ჭუკს უთხრა,რომ არასოდეს
მოიქცევა ასე…
მაგიდასთან წაიკითხავს
ჟურნალსა თუ გაზეთს.
 
nukriaДата: პარ, 06.06.2014, 13:02 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უშიშა უნდა გაგაცნოთ,
მალე ხუთი წლის რომ ხდება,_
ხან ლოდებს ეჭიდავება,
ხან ღობეს შეაბობღდება,
ანცია,თავისწვერაა,
ხანდახან წკეპლაც მოხვდება. ნეტავი მაშინ განახათ,
ხმალი რომ მოაგონდება,
შემოგეჭდობა,შეგანჯღრევს,
ბელივით აგეტოტება,
თან ისე ამოიოხრებს,
კაცს გული დაგიღონდება… ხმალს ჯერ ვერ მოგცემ,უშიშავ,
მამალს დაჰკრავ და მოკვდება.
გაიზრდები და გაჩუქებ,
მამულის მტერსამც მოხვდება!
 
nukriaДата: კვ, 08.06.2014, 19:26 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვეფხია გედეხაურმა
ინდაურს მოსდო შარია,
გააფრთხო,გამოეკიდა,
გადაარბინა ბანია,
ქვა ესროლა და მოარტყა,
ლამის მოსტეხა მხარია. საკენკს შეეშვა მამალი,
სახე გაუხდა მწყრალია,
ცუგა_თეთრი და შავკუდა
გაბრაზდა,თანაც_ძალიან. ვეფხიას მამა მოვიდა,
ტოტზე დაჰკიდა ცელია,
არც უყვირია შვილისთვის,
არც ყური აუწევია,
ღიმილით უსაყვედურა
(თავზე დაადო ხელია):
“ინდაური და ქათამი
არაა შენი მტერია,
კვერცხსა და ბუმბულს გვაძლევენ,
უმაგათობა ძნელია,
ეზოსაც ალამაზებენ,
ზოგჯერ კიდევაც მღერიან.” სულ მალე მთელი სოფელი
ამბობდა ასეთ რამესა:
“აღარ იცნობა ვეფხია,
ღიმილით გვიღებს კარებსა,
მამასთან ერთად მუშაობს,
უვლის ბაღსა და ყანებსა,
თან ფრინველებსაც მფარველობს,
ნიავს არ გააკარებსა.”
 
ძებნა:

მოგესალმები Гость