ვაჟა ხორნაული - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ვაჟა ხორნაული
nukriaДата: შაბ, 01.03.2014, 19:42 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

ყვავილოვანი ნორჩი პანტებით
ბილიკი ბილიკს გადახვეულა
ხევებში ნისლის ფოლიანტები
ადიდებული კაწალხეურა.

გზები სასწაულს ცისას ელიან
/მარაო ღრუბლის ფარტენებისა/
ქედნის ხმა გესმის-მზისყანელია
ასე ლოცულობს გათენებისას.

მშვენიერება მადლის მარადის
საგალობელი საორბულასი…
უფალს ადიდებს ამ დროს ჯალათიც
უფალს ადიდებს ამ დროს უნასიც.

ხვალ ისევ წახვალ აქ არ იქნები
/რამდენი რამე გითხრეს კედლებმა/
ბედნიერების გალაქტიკების
განახლება და მსხვრევა გრძელდება.

***
ცელი პრიალებს
წყარო კრიალებს
ბრწყინავს ფოთოლი-
სარკე ლელისა.
და დამსხვრული
შუშის წკრიალი
ჰგავს ჩაცინებას მანეკენისას.
 
nukriaДата: ორ, 31.03.2014, 10:52 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღ ა ლ ა ტ ი
--------------
დააფიცე და რჯული უხსენე
/ვერ მოაქციოს მოძღვარმა ათმა/
მაინც გაწირავს ნესტანს უსენი
მაინც უღალატებს ფატმანს.

ვაჭრები განძით ხონჩებს უვსებენ
ბევრჯერ მოხიბლა სიუხვემ მათმა
არ შეიბრალებს ნესტანს უსენი
სიცოცხლეს გაუმწარებს ფატმანს.

გულვაჭარელა ლაჩრის გონება
ვერ გაანათა ღმერთმა და ხატმა
მზე წაიყვანეს მეფის მონებმა
და ზეცა დაუბნელდა ფატმანს.
 
nukriaДата: ხუთ, 10.04.2014, 10:18 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფერფლად ქცეულა ტახტი თუ ეტლი
ბოლოს ყველასთვის ეშვება ფარდა

რა დარჩათ ქვეყნად ჩრდილების მეტი
რა დარჩათ ქვეყნად არაფრის გარდა. ეს დარჩათ-თანაც დროებით მხოლოდ
/აღარ იცლება მათთვის ფიალა/
არაფერიც და ჩრდილებიც ბოლოს
დროის ტალღებში გაქრა მთლიანად.
 
nukriaДата: ოთხ, 16.04.2014, 21:09 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეწყერზე ენთო გვირილა
თოვლი გალობით დნებოდა.
წყალში სივრცეში თვალებში
უცხო ნათელი ჩნდებოდა. ამაღლებული ღრუბელი
მწვერვალებს შორის თბებოდა. ხმა_გულში დაბადებული
მეშვიდე ცასა სწვდებოდა.
 
nukriaДата: ოთხ, 23.04.2014, 13:20 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქ სადაც სიყვარულია
----------------------
უსიყვარულო ტაძარი
სკაა უსანთლო უთაფლო
ნახავ და ვერ გაიხარებ
გაგახსენდება უდაბნო. უსიყვარულო ტაძარი
ზამთარ და ზაფხულ ცივია
ღიმილი ღიმილს არა ჰგავს_
თითქოს ყინულის სხივია. იქ სადაც სიყვარულია
სამოთხის ხმები ხარობსო
გულიდან ამოფრენილი
უფლის მგოსანი გალობსო. იქ სადაც სიყვარულია
სიმღერა არა ბერდება
სიცოცხლე ცისკენ ფრენაა
წყაროს წყალივით დენაა
და უსასრულოდ გრძელდება.
 
nukriaДата: სამ, 29.04.2014, 21:55 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნამმა თქვა:"სიხარული ვარ
ბალახისა თუ ქვისაო,
მტერი ლამაზი,მე რომ მყავს,
სხვას ეყოლება ვისაო_
აბრიალ-აბიბინდება,
შეხედავ,გაგიკვირდება,
სასწაულია ღვთისაო,
სამყაროს გამხარებელი,
არც-რისა სადარებელი,
სიკვდილ-სიცოცხლის ხნისაო,
ამიყვანს,ცას შემატოვებს
სითბო იმისი ხმისაო.
მერე მწვერვალებს აანთებს,
სილურჯეს აიაღმართებს,
ზღვაზე დააფენს ჩრდილსაო,
როგორ უხდება ,დალოცვილს,
უსასრულობა გზისაო".
 
nukriaДата: ოთხ, 30.04.2014, 20:51 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სანამ მეც ავღიღინდები
სამარის მწვანე კართანა
მამყოფე დამბადებელო
სამოთხის წყარო-ქართანა
მწვერვალთან შუბისწვერასთან
და მოქანავე ზღვასთანა
გულს თავმიდებულ მიწასთან
ფიქრში მგალობელ ცასთანა
ლექსებთან ორბისფრთიანთან
და მზისსურნელა ქალთანა. შენთან ხომ ისედაცა ვარ_
ღმერთთან ვერ მნახავ სხვასთანა.
 
nukriaДата: ორ, 19.05.2014, 13:33 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ელვა და ქარი აცოცხლებს
გულს გამუდმებით მტკივანსა. დარდს ვერვინ დაემალება
ვით შემოდგომის წვიმასა. რა გამოგილევს სევდიან
საღამოსა თუ დილასა... სულ ფხიზლობ როგორც ყვავილი
მდგარი უფსკრულის პირასა.
 
nukriaДата: ოთხ, 21.05.2014, 22:01 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტავი რისთვის თენდება-
ნუთუ მარტოდენ მისთვისა
რომ ისევ ვნახოთ მგზავრები
შეუმჩნეველნი ცისთვისა
ბზარები კოშკებისანი
ეკლიანობა ნისლისა
ლამაზ-ლამაზი ბაღები
გაშენებულნი მტრისთვისა
უფლისთვალება კრავები
გამეტებულნი მგლისთვისა
ხატში მოსული ლანდები
ნატვრად ქცეული დღისთვისა.
 
nukriaДата: ხუთ, 22.05.2014, 20:20 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გულს რომ პეშვივით შეუშვერ
ციდან წამოსულ წყაროსა_
მტერიც დაგლოცავს ზურგს უკან
აღარ გაგითხრის ხაროსა
შუქი რამ აუმღვრეველი
შემოგეხვევა სამოსად
ისეთი სითბო ექნება
როგორც წინაპრის ჯვალოსა
ტყვია და ხმალი კი არა
ელვაც ვერ გაეკაროსა. ფიქრი გასცდება სივრცეებს
რომ მზის თვალს ეწამწამოსა
უფალი გეტყვის სიტყვებსა
სურნელოვანსა ამოსა
იის ხმით მოგეფერება
მგალობელს უსახლკაროსა. მაღლა ცამ დაბლა ქვეყანამ
როგორ არ გაიხაროსა_
გულს რომ პეშვივით შეუშვერ
ციდან წამოსულ წყაროსა.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость