ვაჟა ხორნაული
|
|
nukria | Дата: ორ, 09.06.2014, 20:16 | Сообщение # 91 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიკვდილის რვეულს უხდება ყვავილოვანი ყდებიო გადაშლი შემოგესმება ნაირ-ნაირი ხმებიო პირველ ფურცელზე სწერია (პწკარები მზისა ფერია) სიტყვები საოცრებიო: “ღმერთის კალთიდან გადმოსულს რად მომიმრავლდა მტრებიო ბრძენკაცთა მოწონებული ჭორის სათრევი ვხდებიო (თავს რომ იღუპავ ბეჩავო მე რაღას მემართლებიო).
მახარებს ყველა აკვანი (და გზები ცისკენ ნაკვალი) ყველა საფლავთან ვკვდებიო სიცოცხლეს ვეძმობილები სიყვარულს ვენაცვლებიო.”
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.06.2014, 13:13 | Сообщение # 92 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აკამკამებულ სივრცეში მოჩანდა მწკრივი წეროთა მავანის გულში მზე ენთო მავანის გულში ბნელოდა. თითქოს კაცთაგან არასდროს ცას არაფერი სწყენოდა_ იყო მშვიდი და ნათელი და მწვერვალებთან გველოდა.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 27.06.2014, 19:17 | Сообщение # 93 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სასწაულები ცის და სიმების ალვები მწვანე ღილჩახსნილები.
ბედნიერება ნაპირებისა ჩრდილის სითბოში ჩაძინებისას.
ამ კოშკებს ნატრობ თუ იმ რანჩოებს იდონკიხოტებ თუ ისანჩოებ?
ხმა სიჩუმისა ალერსიანის სად იქაური,სად ეს იანი.
მგზავრი სამოთხის წყარონასვამი სინათლე ღმერთის გალობასავით.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.06.2014, 11:07 | Сообщение # 94 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ფრთები რომ ჰქონდეს_ სივრცეს შერჩებოდა სიცოცხლის ბოლომდე.
*** ხე წაიქცა მაგრამ ბუდე ჰაერში დარჩა ღმერთის ხელისგულზე.
*** გაწვიმდა…წამოდგა გაშალა ფრთები და ბუდის გუმბათივით მოჩანდა.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 03.07.2014, 20:24 | Сообщение # 95 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვახტანგ ჩხუმიანს არ იბზარება თოვლი შხარაზე არ იბინდება მთათა ნათელი აქ სიმაღლეა ისე ლამაზი როგორც ტაძარში ფიქრი ქართველის. ყველა მაჩუბთან სითბო მოგელის ყველა მწვერვალთან-ბუდე ქარების აქ სვანებივით დგანან კოშკები და კოშკებივით დგანან სვანები.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 03.07.2014, 23:07 | Сообщение # 96 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აკამკამებულ სივრცეში მოჩანდა მწკრივი წეროთა მავანის გულში მზე ენთო მავანის გულში ბნელოდა. თითქოს კაცთაგან არასდროს ცას არაფერი სწყენოდა_ იყო მშვიდი და ნათელი და მწვერვალებთან გველოდა.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.07.2014, 13:58 | Сообщение # 97 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** სინათლემ ნამი აკრიფა უფრო მოვიდა ფერზედა მთიბავმა ხორბლისფერამა სხივებს აასწრო სერზედა ცას სწყდება მწვანე ბალახი წვება გამზრდელის მკერდზედა იფიქრებ:”ამომავალი მზე არ შეეჭრას ცელზედა.” აგერ არწივიც_აისის ოქრო უბრწყინავს ფრთებზედა ვით მაცნე ქვესკნელებისა ჩრდილი მიცურავს მთებზედა. ნათება ღმერთის სიბრძნისა_ მშვენება ცის და მიწისა გენაპერწკლება ძვლებზედა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 15.07.2014, 13:52 | Сообщение # 98 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გახარება გორით გორის მზის მეზობლად ქედები. ბაღში მწვანე კორიდორი ყვავილოვან კედლებით. განათება ფერით ფერის თმაზე ნამი ჩინარის.… მელოდია ძველისძველი ცის სიღრმიდან მდინარი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 19.07.2014, 20:22 | Сообщение # 99 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უფალი გეტყვის სიტყვებსა ------------------------ გულს რომ პეშვივით შეუშვერ ციდან წამოსულ წყაროსა_ მტერიც დაგლოცავს ზურგს უკან აღარ გაგითხრის ხაროსა შუქი რამ აუმღვრეველი შემოგეხვევა სამოსად ისეთი სითბო ექნება როგორც წინაპრის ჯვალოსა ტყვია და ხმალი კი არა ელვაც ვერ გაეკაროსა. ფიქრი გასცდება სივრცეებს რომ მზის თვალს ეწამწამოსა უფალი გეტყვის სიტყვებსა სურნელოვანსა ამოსა იის ხმით მოგეფერება მგალობელს უსახლკაროსა. მაღლა ცამ დაბლა ქვეყანამ როგორ არ გაიხაროსა_ გულს რომ პეშვივით შეუშვერ ციდან წამოსულ წყაროსა.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 26.07.2014, 20:19 | Сообщение # 100 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ოქროს ლომი ძარღვებში სისხლი მეყინება შენს დანახვაზე... ძარღვებში სისხლი მართლა მეყინება შენი ასაკის გააზრებისას... ჭილოფში გახვეული, კრემაციაქმნილ მიცვალებულთა ფერფლში რომ ბრწყინავ! მესამე ათასწლეულის მეორე ნახევარი ძველი წელთაღრიცხვით... 4400 წელი სახუმაროა? ვინ იცის იმ დროს რა ხდებოდა ალაზნის პირზე, გორასამარხში წნორის მახლობლად... რომელ ღმერთს სჭირდებოდა ამხელა მსხვერპლი... ვის სულს სდარაჯობ ხელის გულზე ძლივს რომ მემჩნევი...
|
|
|
|