გივი ალხაზიშვილი
|
|
nukria | Дата: სამ, 24.06.2014, 12:23 | Сообщение # 121 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * * არ ვიცი, ეს დილა საიდან მეცნობა _ სახლში რომ შემოდის და გულში მივარდება, ან გუშინდელია, ან გუშინწინდელი და მოსაბეზრებელ წრეზე მეორდებაA იგივე დილა და ჩემში ამოყვინთავს, სადღაც ჩამალული შიშის ფიორდები, არ ვიცი, როგორ, ან საიდან მეცნობი, დღეო, თვალწინ რომ მეორდები. ვეღარ გამიგია, ვარდივით იშლები, ვორდივით იხსნები და გულში ვარდები... უკვე გავლილია გზები გასავლელი _ ვერსები, ფუტები, მეტრები, იარდები.. ვმუნჯდები. ვისკენაც შიშით მივდიოდი _ ვისკივით დავლიე და ვეღარ ვშორდები, დღეო, იქ სულ დღეა და ვინღა შეგიცნობს, აქ, დროგამოშვებით მაინც მეორდები... მე კი ხელს ჩაგკიდებ _ წავიდეთ, დავტოვოთ, ეს წლები-ჩიხები, ხსოვნაში გაფანტული, სახეზე ღიმილის ია-ვარდს გაფენენ თვალები უძირო და ინფანტილური. 16. 2. 2009 წ. "შენ ცოცხლობ ჩემში" 2013
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.06.2014, 13:33 | Сообщение # 122 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შეძახილი ჩემთვის
მოშორდი აქაურობას და გზა ეძებე!
ვრცელი პაუზის მერე გამოხვალ და ჩაივლი იმ მგზავრივით სიზმრად ჰაერზე რომ აბიჯებს და დაკარგულ თავს უბრუნდება.
ჯერ იმ ჩიხში ხარ, გალავანი რომ შემოავლე და ჩვეული თვალსაწიერი ყულფად აქციე; გახსენ გული და ცა გაიხსნება. . 24. 4. 2012 წ.
"ეპისტოლეთა წიგნი" 2012
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 26.06.2014, 11:23 | Сообщение # 123 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კვლავინდბურად მაბავ ხმის ტემბრით, რეგისტრის რხევით, ბგერის ხავერდით, დიაპაზონი გაქვს იმათებრი, ვისაც წარსულში სულს უხამებდი.
ამიყოლიე, გულში ჩამხედე და უნებლიედ გყვები სხეულით, შენი სიმღერა ისე მამხნევებს, როგორც ჩანჩქერში მზე ჩახვეული.
გულში გავივლებ, _ რა შეედრება მოგუდული ხმით სმენის დაღარვას, შენი სიმდიდრე არის სიმდედრე და სიყვარულით გულის დაღალვა; თმას არა, ახლა ღამეს მითეთრებ, ისე შენში ვარ, სხვაგან აღარ ვარ...
18. 5. 2014
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 26.06.2014, 11:25 | Сообщение # 124 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნაპერწკლის ექო
გადაბერებულ ცოდვილ მიწაზე, ცით გადასახლდა მზე ზღვის ოხვრაში. დღე იმალება,იქვე იმ ჟამსვე, უკუნთან ჯიქურ ქედის მოხრაში.
არ გაფერმკრთალდა და ვერ დამთავრდა, აზრის ნაყოფის ჭიდილი სულთან. ცოდვა და მადლი სამყაროს რთავდა, მე კი ცის თაღზე ნავარდი მსურდა.
ამ ჩემს შუა დღის აღმართს და ბექობს, თუ კი გაუძლებს ნატანჯი მხრები. ანთებულ თვალის ნაპერწკლის ექოს, დააგუგუნებს ფიქრების მთები.
დათო არახამია
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.06.2014, 21:29 | Сообщение # 125 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როცა მისმენ...
მე აღარ ვმღერი, ჩემთვის ვარ და გულში ვღიღიღინებ და ჩუმად ვცდილობ იმ დღეების ფიქრში აღდგენას, ჩიტებივით რომ ვეძებდით საკენკს და ამ ძებნაში უნებლიეთ წლები გავიდა.
სიმღერის წუთი იბადება და თავისთავად, როცა სამყარო ირინდება ჩემ მოსასმენად, მე ვიგრძნობ იმ დროს, ჩემ სიტყვებში რომ შემალულა, და მისი სიღრმე უასაკოა, რამეს თუ გეტყვი მხოლოდ თვალებით, და მხოლოდ გულში თუ გავივლებ შენ გასაგონად...
29.9.2013 წ.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.07.2014, 18:45 | Сообщение # 126 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფსალმუნი
ის სიტყვები, პირველად რომ თქვი უფალო, ანათებდნენ, როდესაც ჟღერდნენ.
შენ შეეწიე ამ ქვეყანას, უფალო ჩემო, სიტყვებს ნათელი დაუკარგეს და ხმოვანებაც ისეთი აქვთ, თითქოს ქვებზე ჟანგიან თუნუქს აჟღარუნებენ, ვინ ამოაღწევს ბნელი ხმაურით შენს სიწმიდეში, როცა მრავალი თავის ჭაობში იძირება და შველას შესთხოვს პოლიტიკურ გვამებს, რადგან არავინ ეგულება იმათზე მაღლა და საცოდავი ფინიებივით კუდში დასდევენ — იმათ, ვინც უკვე მკვდრად იშვა და აღარ მოკვდება.
ჭეშმარიტება არის ყველგან, სადაც შენ სუფევ, შენ შეეწიე ამ ქვეყანას, უფალო ჩემო!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 02.07.2014, 00:52 | Сообщение # 127 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აღარაფერი მითქვამს შენთვის, გადავიფიქრე... რა აზრი ჰქონდა, ამეხსნა, რომ ამ ოთახში ვეღარ ვჩერდები, რომ კედლები, ჩემი ძვლებით აშენებული, იბზარებიან საკუთარი სიმძიმისაგან, რომ ჩემი ყველა მოძრაობა ან უნებლიე შორისდებული, გულს რომ მოსწყდება, იმას ნიშნავს, რომ წასვლა მინდა, საკუთარი თავიდან წასვლა, ანუ შენში გადმოსახლება.
1997 წ.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.07.2014, 14:11 | Сообщение # 128 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საერთო დრო ამ ჩანაწერიდან მავანმა ვერლიბრი გამოჩორკნა... შენი და ჩემი დრო მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ აწმყო საერთო გვაქვს, განსხვავება ჩვენს რეალობებს შორის იმდენად საგრძნობია, რამდენადაც შენ ვერ ამჩნევ სხვაობას, რადგან სტერეოტიპზე აგიწყვია ყოველდღიურობა. მე არსად მეჩქარება შენგან განსხვავებით და საკუთარ მოცალეობაში ვარსებობ იმ დროის კარნახით, ღვთსიგან რომ მაქვს ბოძებული და არ არის მექანიკური და ელექტრონული საათების ნაწყალობევი. ამიტომ არ უნდა გაიმეორო უაზროდ, დაუფიქრებლად, მეტიჩრული შენიშვნა, მეტადრე მაშინ, თუ შენიშვნა ზედაპირულია და სიღრმეში წუთითაც არ შეყოვნებულა. თანდათან ყველანი გავუჩინარდებით, მაგრამ უწყვეტი პოპულაცია ასხვაფერებს, აუჩინარებს დანაკლისს, ინარჩუნებს, როგორც ადამიანურ რესურსს, ასევე აწესრიგებს ქალაქელი ბეღურების, მწერების და ქალაქელი ყვავების და ჭილყვავების ბალანსს. დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე, მიუხედავად საერთო აწმყოსი, რომელიც საერთო საცხოვრებელს მაგონებს, ასევე არის დრო, რომლის არსებობის შესახებ არაფერი იცის ზოგიერთებმა, ვისაც ეჩვენება, რომ საკუთარი აზრი გააჩნია. აზრის გამოთქმის თავისუფლება არ ნიშნავს ყველა ეთიკური ზღვარის დარღვევას, მეტადრე უარყოფას. იყავ შენთვის, ჩემო ძვირფასო და უსაყვარლესო ადამიანო, მაგრამ ეცადე, სულში არ ჩამიძვრე! თუთიყუშივით ნუ გაიმეორებ იმას, რაც გონებაში კი არ მომწიფებულა, არამედ დაუფიქრებლობის ზედაპირზე წამოტივტივდა, როგორც მიმზიდველი ფიქცია. გავიმეორებ: ჩვენი საერთო დრო აწმყოა, რომელიც გაურკვეველი დროის შემდეგ იქცევა წარსულად და გვიან მიხვდები იმას, რასაც ახლა ვერ აცნობიერებ მექანიკური დინების გადამკიდე. შენ რომ ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანი ხარ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, მაგრამ გირჩევ, ნუ აყვები ზედაპირის კარნახს, რომელმაც არაფერი იცის იმ სიღრმის შესახებ, რადგან შეუძლებელია იცოდეს ის, რაც არ უგრძვნია და გაუითავისებია, ე.ი. რაც არ გააჩნია. რადგან ერთადერთი რეალური დრო, როცა შეგვიძლია რაიმე გავაკეთოთ არის აწმყო, სწორედ აწმყოშია აუცილებელი იმ განაზრების რედუცირება, რომელიც მომავალში, მაშინაც კი იარსებებს, როცა ჩვენ მხოლოდ ფიზკურად აღარ ვიქნებით. ინტენცია იმაზე უნდა იყოს მიმართული, რისი ამოცნობაც შეუძლებელია, მაგრამ საიდანაც გამოდნება ან გამოკრთის ის სინათლე, რომელიც მხოლოდ იქიდან იღებს სათავეს.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.07.2014, 14:43 | Сообщение # 129 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წადი, მაგრამ მაინც იქ მიხვალ, სადაც არცოდნის სიცარიელეს აფერადებს ძველი სიცრუე და საუბრისას თვალი ამჟღავნებს უთქმელობის ორაზროვნებას და კედლის ბზარიც აღარ მალავს შევსების სურვილს, თუნდაც ქოთნის ყვავილის შუქით ან იმ შრიალით _ ოთახში რომ შემოაღწია გამუდმებულად მომავალმა წარსულის ექომ. ახლაც ის წუთი მეორდება, გულში რომ ჩადნა და ფანჯრის მინა რომ შებურა ორთქლმა ჩაიდნის, შენ აღარ გახსოვს სად და როდის, რა ჩაიდინე, ანდა საკუთარ სიჩუმეში რაღას ჩაიტან და რაც იქიდან აღმოცენდება _ იქნება ხელი, ჰაერში რომ სიტყვას დაეძებს და უნებლიე მოძრაობის შრიალს პოულობს. წადი, მაგრამ მაინც იქ მიხვალ, სადაც სიცოცხლე ხატავს მოძრავ იეროგლიფებს და ოთახებში რა ფეხაკრეფით დააბიჯებენ მათი ჩრდილები, როცა ბავშვი წამოიტირებს. წადი, თუმცა, შენ ხომ აქა ხარ, სადაც ახლა წასვლას აპირებ და საიდანაც გამოიქეცი, რათა საკუთარ ხელისგულებში ჩაგერგო თავი და სიჩუმიდან ის სიმღერა ამოგეყვანა _ ყველა ქვითინს რომ აღემატება.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.07.2014, 01:45 | Сообщение # 130 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ახლა შენზე წავიდარდე / ივლისის მეორე ეპისტოლე/ ...შენ გამომძერწე დედის მუცელში... * ...ახლა ვარ უჩინარი სამარხივით, რომელზეც დადიან და არც იციან... ** და როცა არ დადიან ფიქრის დრო მისაკუთრებს, მზისა და მთვარის სანიშნით მომძებნა და კიდევ ცვალებად განწყობის აალებით, მე კი მეშინია გამჭოლი მზერის და ჩემში სიტყვებად ახელილ თვალების.. მე ვდარდობ, როდესაც არ დადიან და მოწყენილობა მეუფლება; მაფიქრებს და მათი არმოსვლა, რაღაც მნიშვნელოვანს მეუბნება, რადგან, ორჭოფობა ყოველთვის, თან გასაგებია, თან გაუგებარი და ეს ხელისგული, თავი რომ ჩამოვდე _ ხან ჩემი სახლია, ხან ჩვენი გემბანი.... ყველა სულიერი საბრალოა, ვინც ფიქრს სატკივარზე ამახვილებს, მე ახლა შენზე წავიდარდე და სიტყვა თვალივით ამეხილა: ჩემი მომავალი შინ ბრუნდება უთვალავ-ღამე-დამეხილი.
|
|
|
|