გივი ალხაზიშვილი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 16
  • 17
  • »
გივი ალხაზიშვილი
nukriaДата: პარ, 22.06.2012, 18:07 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
შენი თვალები _ ცის სრუტეები,
ამოვსებული უძრავი სივრცით,
ოცნება იქ თუ აგისრულდება,
როცა იხილავ უხილავ ციმციმს.

არავინ იცის სად ხარ ამჟამად,
მიწაზე დარჩა მარტოდენ ფერფლი,
მოდის საღამო, გადააშავა
ბაღი ჩრდილების მცურავი ფარფლით.

ტირის გოგონა, ღმერთს ეხვეწება,
ჰაერი შენით თრთის და ირწევა,
ვცდილობ საკუთარ თავში შეღწევას,
დამალვას, ანუ თავდავიწყებას.

ბედისწერა რომ გაინასკვება
მარადისობაც აღარ აყოვნებს,
შენ დაიკვნესე უკანასკნელად
და კვნესას გული ამოაყოლე.
 
nukriaДата: შაბ, 23.06.2012, 16:27 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საღამოს ლოცვა

მიქაელ, მიქაელ,
დარდი გამიქარვე!
სული ამიხილე, ჩამიქრე თვალები,
თავსაც შევუძახებ: წადი, აიკარვე,
გეყოფა, რაც წერე მაგ ნატერფალებით.
გაბრიელ, გაბრიელ,
ცაში გამაბნიე,
მე ვარ მომლოდინე შენი და განა სხვის?!
საღამოს ვარსკვლავი, თვალს რომ აბრიალებს,
ამბობს: სხეულიდან ეგ სული განასხი!
მიქაელ, მიქაელ, გაბრიელ, გაბრიელ,
უკვე აღარ მინდა, აღარ, მოსვლა წლების,
გავხედავ ვიტრინას ბრჭყვიალააბრიანს,
ვეჭვობ, რაღაც დამრჩა თითქოს მოსასწრები.
ეს დღე უნიათო იქ გადის, აქ გადის,
უჟმური წუთები მკლავენ და არც მკლავენ,
თაფლისფერ თვალებში მისხალი აქატის,
ტყუილის ნამცეცებს _ აგროვებს ვარსკვლავებს.
მიქაელ, მიქაელ, _
დარდი გამიქარვე,
გაბრიელ, გაბრიელ,
ცაში გამაბნიე.
 
nukriaДата: შაბ, 23.06.2012, 16:29 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუთის ანაბეჭდი

ყველა მათგანი გაურბის წარსულს
და ეშინია უკან მიხედვის,
ხოლო მომავალს ხანდახან არ სურს
ხელახლა ნახვა ამ საბრიყვეთის.
და იგი ქრება ზოგისთვის სწრაფად,
არსებობას კი სხვებში იგრძელებს,
ორი იდაყვი და ფანჯრის რაფა
და სიახლეში რაღაც სიძველე.
მოუთმენელი და მშვიდი დრო კი
ისევ გპირდება ახალ განსაცდელს,
მობოშებულა სარეცხის თოკი
და ქარი არწევს ბავშვის ტანსაცმელს.
რაც დრომ გიბოძა, სითბოა ნავლის,
დასავიწყებლად არ დაგანება,
იხსენებ უცნობს, შემთხვევით ჩავლილს
და გულის უცებ გადაქანებას.
 
nukriaДата: შაბ, 23.06.2012, 16:32 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შორისდებულის განმარტება

საღამოს ქალაქს რომ გადაუფრენს
შავი ყვავები ფრთამოსავსავე,
თითქოს უსმენენ ხალხის საუბარს
და ცალკე ფრაზებს ცაში სანსლავენ.
და გვიბრუნდება სკორედ, ყრანტალად
ჩვენი აზრების ბნელი სინქრონი,
იმავე ციდან რომ მოყანტალებს,
და სულში აღწევს ეჭვის მიკრობი.
მექანიკურად ბევრჯერ დავთვალე
ხეები, როცა გამომეტირე,
მორიგე ექთნის შევხვდი ავ თვალებს _
უძილობისგან გამობლეტილებს.
მაღალ ფანჯრებთან კენწეროები
თავს იწონებენ მინის სარკეში,
თანდათანობით შენ ეწირები
დღეებს, სიკვდილის სუნზე დაგეშილს.
რა ძნელი იყო კარის მიხურვა
და გახსნილ გულში ცრემლის ჩაღვენთა,
საფეთქლებში რომ სისხლმა იხუვლა,
აღარ შემეძლო, რამე არ მეთქვა.
შორისდებულად იქცა ნათქვამი,
რა უნებლიე იყო ხავილი
და აღმოცენდა ყოვლის მშთანთქავი,
ჩემივე ტანჯვის ეკლის ყვავილი.
 
nukriaДата: სამ, 26.06.2012, 15:25 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წიგნიდან "ჩაბრუნებული მზერა"

ხანდახან ნაბიჯის გადადგმა ძნელია,
მაშინაც, როდესაც ზიხარ და არ იძვრი
და ფიქრით მიიწევ წვიმიან ბაღებში
და ქარში. ქარ-წვიმა და ისევ ქარი ცრის;
ყოფილი დღეების, მრავალჯერ ჩავლილის
ნავლია, თვალებში გვეყრება ირიბად
და ტოლერანტობა ნულოვან ღიმილით,
ნულოვან-ნალოვან-განიველირება.

მე შენთვის სიმღერა რომ წავიღიღინე
გამტაცა ქარმა და დაშალა ტაქტებად,
მოძრავი ბაღია ამ ქარის ნაკვთები
და ფიქრი, რომელიც სიტყვაში ჩაკვდება.
ნაბიჯი... ნაბიჯი... ყოველთვის ძნელია,
მეტადრე როდესაც გადადგამ არსაით...
აქ მარტო ორნი ვართ და შინ ფეხაკრეფით
საღამო შემოდის შვილმოკლულ დასავით.

13. 8. 2009 წ.
 
nukriaДата: ხუთ, 12.07.2012, 15:26 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეგრძნების კვალი

/ივლისის ეპისტოლე/

გადამავიწყდა..
მახსოვს მხოლოდ შეგრძნების კვალი,
ცვილის გული, სხვა არაფერი..

არ ისურვა, სიტყვებს თავი არ შეაფარა..
სჯობს, არ ვიცოდე არაფერი,
მხოლოდ ვგრძნობდე ჰაერის რხევით,
ყველა სიტყვით, ყველა საცეცით, ყოველი ბგერით,
გაურკვევლობის სუნთქვაში როგორ იბადებიან
სხვა დღეები და ღამეები
და გაქცევაზე უჭირავთ თვალი.

...იგი მოვა, ვინც, ოდესღაც,
თავის ხელის ჩრდილში დამმალა.

გაქრა ივნისი, წაიყოლა თიბათვის სუნთქვა,
მისი სხეულის ფრაგმენტები ჩარჩა ჩემში _
ცაცხვის, ფშატის და თივის სუნით,
მაგრამ რა მითხრა ვეღარ ვიხსენებ..

მხოლოდ კონტური, შეგრძნების კვალი _
ზოგჯერ სისხლში რომ წაიმღერებს
და ქარს ინატრებს
მუდამ ქარის მომლოდინე ქარის წისქვილი,
რადგან ისედაც იფქვება დრო,
ისედაც ცრიან წელიწადებს,
ისედაც ზელენ
და ისედაც მზე გადმოდის ოქროს ვარცლიდან
და ისედაც აცხობენ გულში ჩაკრულ სურვილებს.

ისეთნაირად მომენატრე,
ახლა შენში ჩაკარგვა მინდა და ზღვის ფშვინვაში
მილიონების სუნთქვას ვპოულობ
და შენც იქ გეძებ, სახლში, რომელიც სუნთქვით აშენეს.

ქარი სულია, არვინ იცის, საიდან მოდის და საით მიდის..

...და უკვე დროა, ავწიოთ ფრთები განთიადისა,
რომ შევეგებოთ პირქარს ქარის წისქვილებივით
და ამ უნდობარ საუკუნეში
კიდევ ერთხანს ვიქარწისქვილოთ,
ვიქარწვიმოთ და გავიქარწყლოთ დარდი,
ვიდრე დრო გაგვაქარწყლებს.
 
nukriaДата: ხუთ, 12.07.2012, 15:27 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ფოთლების არა. გადაშლილი ფურცლის შრიალი
და აღმოჩენა _ საღამოსთან ერთად მოვბერდი.
ქაღალდის სივრცე და ნაჩხაპნი მრავალშრიანი,
ჩამქრალი თვალი, მოდარაჯე ფანჯრის მოლბერტი.

გამოუცვლელი პეიზაჟი და კენწეროთა
რწევა, ვარსკვლავს რომ გამოადნობს
ღამის შლამიდან,
მე რა ვიცოდი, სიტყვებით თუ დაგეწეოდი,
ახლა რომელთა უარყოფა და წაშლა მინდა.

შენ გაიღვიძე მივიწყებულ დროის ჩქამივით,
შეავლე მზერა გამჭოლავი და დამთარსავი
ყველას, ვინც ახლა ფეხაკრეფით აქვე ჩამივლის
და არსაიდან მომავალი მიდის არსაით.
 
nukriaДата: ორ, 16.07.2012, 22:22 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"გაღწევის სურვილი"

`საღამოს მოჰყავს მარტოობა,
მე ცის ქვეშ ვრჩები,
ასე იყო და ასე იქნება~,
ჭირს სასურველი დროის მიგნება
და აღარც ვეძებ განგების რჩევით.

ბინდში რომ მგზავრი ჩაიკარგება
და ნაბიჯის ხმას სიჩუმე შთანთქავს,
მე ვიწყებ ფიქრის სახლის აგებას,
ანუ წარსულის სპექტაკლის დადგმას.

და მატარებლის ხმაურს შორეულს,
კენწეროების უნებურ რხევას,
მეც რწევით ვხვდები, თითქოსდა ხე ვარ,
ფესვებით ვიწოვ დროს აშმორებულს.

თვალის დახუჭვა ნიშნავს ახელას,
რომ დავინახო, რაც ჩემში არი,
ვარ უშენობით მუდამ მშიერი
და ღიღინს დარდი ჰქვია სახელად.

მგონი, შუქია ბავშვის სიცილი
გამოღწეული ძველი ფანჯრიდან,
ჩემშია, ვინც ვერ ჩამოვიცილე,
ვინც საკუთარი მარცხი განჭვრიტა.
 
nukriaДата: კვ, 09.09.2012, 22:13 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
მივიდა თვალი ბალახის ღერთან _
შუქთან, მიწამ რომ ამოასხივა...
აქ რომ ოდესღაც შენი ხმა ჟღერდა,
დღეს, ფერადებად ხეებს ასხია.

აქ ხომ ოდესღაც ვიყავით ერთად,
რა უმომავლო იყო წარსული,
ალბათ ეს წიგნი მოაღწევს შენთან,
ჩვენი მკლავების ყდაში ჩასმული.
 
nukriaДата: ოთხ, 12.09.2012, 16:25 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ელეგია

ზოგჯერ თვითონაც არ ვიცი, ვინ ვარ,
როცა საკუთარ სურვილს ვერევი,
მე სხვა ვარ, როცა გავყურებ მყინვარს
და სულ სხვა, როცა შენ გეფერები.

თანდათანობით ვშორდები ყოფას _
ცრემლისმომგვრელს და დამამცირებელს,
ამ საუკუნეს, ავსა და მყეფარს,
სისხლის წვიმები გააცილებენ.

შენ იცვამ მთვარის ბოძებულ ქსოვილს
და მთვარის შუქში სუნთქავს წარსული, _
განათებული წარუშლელ ხსოვნით
და მწუხარებით _ გზის დასასრულის.
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 16
  • 17
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость