გივი ალხაზიშვილი
|
|
nukria | Дата: პარ, 21.09.2012, 21:46 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხანდახან ნაბიჯის გადადგმა ძნელია, მაშინაც, როდესაც ზიხარ და არ იძვრი და ფიქრით მიიწევ წვიმიან ბაღებში და ქარში. ქარ-წვიმა და ისევ ქარი ცრის; ყოფილი დღეების, მრავალჯერ ჩავლილის ნავლია, თვალებში გვეყრება ირიბად და ტოლერანტობა ნულოვან ღიმილით, ნულოვან-ნალოვან-განიველირება.
მე შენთვის სიმღერა რომ წავიღიღინე გამტაცა ქარმა და დაშალა ტაქტებად, მოძრავი ბაღია ამ ქარის ნაკვთები და ფიქრი, რომელიც სიტყვაში ჩაკვდება. ნაბიჯი... ნაბიჯი... ყოველთვის ძნელია, მეტადრე როდესაც გადადგამ არსაით... აქ მარტო ორნი ვართ და შინ ფეხაკრეფით საღამო შემოდის შვილმოკლულ დასავით.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 27.09.2012, 20:20 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფანჯარასთან
ღია ფანჯარა, ეს ნიშნავს, კვლავაც პირისპირ შეხვდე მოწყენილობას, და იგრძნობ სივრცეს, როგორც ჭრილობა, აწუხებს შენი თვალების ჭრილი, დადუმებული სიტყვით აღსავსე; მოფარფატდება პეპელა ჭრელი და შენს თვალებში ეძებს გასასვლელს.
ოთახში ბრუნავს ფირფიტა ლისტის, ლისტს აკორდებით უნდა გარკვევა, რომ ეს სამყაროც სარკეა მისთვის, როგორც პეპლისთვის თვალი სარკეა.
მოფრთხიალდება ღაბუა ჩიტი და შენს თვალებში ბუდეს იკეთებს, მაგრამ შენ დგახარ ისეთი მშვიდი, თითქოსდა კლდიდან ამოიკვეთე.
ვინც უნდა იყო, იგი შენ არ ხარ და მომავალში შენ ვინც იქნები _ ხელახლა შეგქმნის ფარული ზრახვა, როცა სანთლისგან ჩამოიქნები.
ჯერ კი ღიაა ფანჯარა კვლავაც, პირისპირ ხვდები მოწყენილობას, მიხვალ, რაფაზე დააწყობ მკლავებს და ხელს აფარებ თვალებს _ ჭრილობას.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 28.09.2012, 14:23 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * * გასასვლელია ზამთრის გვირაბი, გასაშრობია სველი თუთუნი, ისევ თოვს, ``თოვლი არის ირიბი~, მტკვრისაც არ ისმის, თითქოს, დუდუნი.
ზოგი ფანჯრიდან უმზერს მირაბოს, გაითავისა ზოგმა ლევილი, მე კი მივყვები მეტროს გვირაბებს და სამშობლოში ვრჩები დევნილი.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 03.10.2012, 20:01 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვცდი
ვცდი, დროის ბზარი რომ ამოვგმანო შორისდებულით, ანდა ხმოვნებით, რომელმაც იქნებ შვება მომგვაროს გზის გაგრძელებით თუ შეყოვნებით. მაგრამ სიკვდილიც რომ სიკეთეა, მინდა, არც მინდა ამის გაგება, მოულოდნელად რომ იკვეთება და მაახლოებს უცნობ განგებას.
თუმცა ეს წუთი არის უჩვევი, უცნობი, უცხო და შემზარავი, ყოველი ნერვით ვებღაუჭები დროს, თუ დამაცლის დროის მპარავი.
ფანჯრის რაფაზე ხტიან თითები, ვარსკვლავთცვენაა თუ მარჯნისცვენა, მე ვზი შემკრთალი და ვიჭყიტები, ლიფსიტასავით ხტის მაჯისცემა.
ბაბუაწვერა გასუსულია და მის სიჩუმეს შიში რას უზამს?! და ჩემს ყოფაზე უფრო სრულია ჩემივე შიშის ჩემში გასუსვა..
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 25.10.2012, 01:20 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ერთ სიტყვაში..
/ოქტომბრის მეოთხე ეპისტოლე/
...ჩვენც ავყევით, რადგან სისხლში_ ოქტომბრის მზემ გაიდგა ფესვი და მოგვანატრა ერთმანეთი და შეგვიძღვა ერთმანეთში და ერთ სიტყვაში, - უწყვეტელ დროში და გვაუღლა იმ დღესთან ერთად, თითქოს რომ იყო, თითქოს რომ არის...
შენ ხარ ჩემი _ შინ, არ მეშინია, გაშინაურდა, მგონი, სულეთი და ვეღარ ვარჩევ მე რომელი ვარ, ის აჩრდილი თუ ეს სილუეტი...
მოგეფერები, მიწა მიწას რომ ეფერება - სულაც არ არის ჩემთვის სულ ერთი, რომ მიყვარს, შენი სიახლოვეა, შენს ხსენებაზე მოვსულიერდი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 26.10.2012, 19:57 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხსოვნა უჩარჩოო
/ოქტომბრის ეპისტოლე/
ვწრუპავთ ჩაის - დროსთან ერთად, მომავალი მოდის და ქრება ჩაის ორთქლივით.
დროს გავყავართ და ვსაუბრობთ წარსულზე, როგორც ყოფილ აწმყოზე. ........ მერე ვიღაც მაწვდის ანგარიშს - ერთ პერსონაზე და მე მიკვირს, რომ ის იყო და არა იყო და ვსაუბრობდით;
უჩინმაჩინის ქუდი ეხურა და მას სხვები ვეღარ ამჩნევდნენ...
იგი ასეთი გამჭვირვალე და სიფრიფანა ჰაერივით იყო ჰაერში, ახლაც რომ ვსუნთქავ ნაწვიმარ ბაღში და ყვავილის მზერა მეცნობა და ზღვის ფშვინვა, მეგობარივით მეგულება გულისყურში, უჩარჩოო ხსოვნის სიღრმეში, შენს სიჩუმეში, ამ სიტყვებში, ახლა რომ ვფიქრობ შენს გასაგონად.
.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 26.10.2012, 19:57 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საფეხური
/ოქტომბრის მეორე ეპისტოლე/ ..რაც მახსოვს, ისიც დასავიწყებლად
ღამის მტევნები _ ხელისგული გრძნობდა სისავსეს...
რაც შენ წახვედი, სიტყვები გაქრნენ, ჩემს სათქმელს შორისდებული ჰყოფნის და ბოლთას ვცემ მეს და მეს შორის.
ახლაც გული ამიჩუყდა, მაგრამ უცრემლოდ; ცრემლს სიტყვა იწოვს და აკრისტალებს იმ დღისთვის, ჟამი რომ დაუდგება.
ის მიყურებს ალმაცერ სხივით, მე ხომ ყველაფერს ვიმახსოვრებ დასავიწყებლად.
თვითონ მე ვარ ის საფეხური, რომელიც უნდა გამოვტოვო რომ საკუთარ სისუსტეს გავცდე..
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 02.11.2012, 23:54 | Сообщение # 28 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| Spiritus
მგონი აქ ხარ... შენს სიახლოვეს ვგრძნობ და მიკვირს, სიტყვებში როგორ შემოხვედი...
სად ხარ, არ ვიცი, შორიახლოს თუ ისევ გულში?! -
მე სულით გხედავ...
უთქმელადაც ვსაუბრობთ ხოლმე _ ჩრდილების ენით და ნაბიჯების ექოების მონაცვლეობით _ ჰაერის ჩქამით და ჰორიზონტით, იოტასავით რომ ინასკვება და მხოლოდ გულში გავლებულ სიტყვით.....
წარმოსახვა სარეველაა, ყაყაჩოსავით ლამაზია, მაგრამ ფუჭია. ჩამქრალ ოთახში უმიზეზოდ ირწევა ფარდა, და მოჩურჩულე სანთლის ალი შენი ტუჩია.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 02.12.2012, 23:12 | Сообщение # 29 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეტაპი არის სიახლე. ამ ქალაქში ძველი სიახლე მკვიდრობს და ვიცი, ვის კარზე და ვისთან ირევა მკვდარი დღეები. ხეიბარი თბილისი ახელს ფანჯრებს და ცდილობს მზის ამოსვლით ინსტალირებას.
სხვა სიახლესაც მოგიყვები: ვცადე დაშვება. ხსოვნის სუფრასთან გაგვაწვალეს ხშირი stand up-ით, კი, ჩვენ ვარსებობთ და ჩქარობე შტერი ბავშვები საიქიოში გაგვისტუმრონ ბნლი ეტაპით.
ვემშვიდობები ჩავლილ დღეთა რესტავრატორებს, მომბეზრდა შენი გახსენების რესტავრირება, მაკულატურის მწარმოებელ, განთქმულ ავტორებს გადავაბარებ წერილობით შენს დაპირებას.
ძველი ძველია, რა გამოლევს ჩვენში სიბრიყვეს, უპირველესებს ჟამი აქცევს მეტაპირებად, მათ უპირობო პირობების პირას მიგვრიყეს და ეჩქარებათ ჩვენი სხვაგან ეტაპირება.
გამქრალა სიღრმე, შეუცვლია იგი ზედაპირს, თვალებიც იქცნენ ნაგუბართა ზედაპირებად, გრანდიოზული მივიწყების ბნელი ეტაპით გრძელდება ჩვენი სიკვდილისკენ ეტაპირება.
ძველია ზიზღი. ძველი ზიზღი ახლებს იყენებს, უმაღლეს გვამთა მახსოვს ბევრი მე დაპირება, შეემატება ჩვენი ძვლები ძვლების რიყეებს, მიმდინარეობს საუკუნო ეტაპირება.
სალამი დილავ, სასწაულთა ხარ სასწაული, ჩემივე თავის ვერ დავიწყებ მე დატირებას, მილიონებო, ძვირფასებო, ვერსად წაუვალთ თანდათანობით თავის თავში ეტაპირებას.
მომწარო ჩეფირს უფრო მწარე ფიქრით ვაზავებ, გადავიღამე. შენ ხარ დარდი და საესავი. მიყვარს ჰაერი მომზისფერო. ძველი ვაზივით მზეს ვეფიცხები და მკითხულობს ცა ჰაესავით.
რადგან აღანთებს აღმომხდარი მზე აღმოსავლეთს, აულალდება შეთვალული ლოყა ალუბალს, იხსენებს შაშვი _ დიდი დიღმის ახალმოსახლე, ძველ რეპერტუარს და სიზმრებში აღწევს გალობა:
“იყო შაშვი მგალობელი...”
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 12.12.2012, 16:11 | Сообщение # 30 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "მონატრებისთვის"
თითქოს, საცაა კარს შემოაღებ და ღიმილიან მზერას შეავლებ ყველას, ვინც დაგხვდა, ან ვინც გზაშია _ ვისაც უცნობი დრო შეალიე...
სიტყვა ინახავს გულის სინათლეს თვალები სიტყვით გაბრწყინდებიან და კარსმომდგარი საღამოების მოლოდინები აღარ მწყინდება.
ისინი ჩემში სიტყვებს ართავენ და უცნობ ზღვართან დაფრენს ფარტენა, ნიშნად იმისა, რომ ეს სიცოცხლე გაყურსულია და ფარატინა.
აჰა, საცაა კარს შემოაღებ და მკლავებს ისე გაშლი ჩელტებად, რომ ეს სამყარო წამით ისვენებს და შენს ცისხელა გულში ჩერდება...
აქვე ხარ, მაგრამ, მაინც არა ხარ, ჩემთან ხარ, მაინც ვრჩები უშენოდ, შენი სიშორე დავიახლოვე, იქნებ ერთმანეთს რამე ვუშველოთ. უნდა ჩავიკრა გულში ეს ნატვრა და ობოლივით უნდა ვიშვილო.
|
|
|
|