გივი ალხაზიშვილი
|
|
nukria | Дата: კვ, 25.05.2014, 11:40 | Сообщение # 111 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მადლობა ღმერთო, იმ წლებისთვის, თურმე რომელიც არ მეკუთნოდა, მე კი დღემდე ჩემი მეგონა, მადლობა ღმერთო, არაფრისთვის, რაც ყველაფრიდან გადამირჩინე, რა ვიცოდი, ან რა მეღონა; რასაც ვერასდროს შევეხები და წარმოდგენაც შეუძლებელი არის მისი და რაც ნაკვთებად აჩნდება სახეს და სიტყვებსაც და იშვიათად, თვალში კი არა, გამჭვირვალე გულში გაკრთება. მადლობა ღმერთო - ამ წუთისთვის, ამ შეგრძნებისთვის, ამ დინებისთვის, თანდათან რომ ვტოვებ კალაპოტს, მე ვერ ავყვები საბრალოებს, ამ წუთისოფელს რომ შესევიან საშოვნელად და საალაფოდ. მადლობა ღმერთო, იმედისთვის, როცა ბეზრდება სოფელს სტუმარი, ან პირიქით, სტუმარს სოფელი, მადლობა ღმერთო, ეჭვებისთვის, როცა გეძებდი და მხოლოდ სიტყვა მიწილადე გასაყოფელი. 26. 12. 2008 წ. "შენ ცოცხლობ ჩემში" 2013
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 26.05.2014, 09:28 | Сообщение # 112 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მადლობა ღმერთო, იმ წლებისთვის, თურმე რომელიც არ მეკუთნოდა, მე კი დღემდე ჩემი მეგონა, მადლობა ღმერთო, არაფრისთვის, რაც ყველაფრიდან გადამირჩინე, რა ვიცოდი, ან რა მეღონა; რასაც ვერასდროს შევეხები და წარმოდგენაც შეუძლებელი არის მისი და რაც ნაკვთებად აჩნდება სახეს და სიტყვებსაც და იშვიათად, თვალში კი არა, გამჭვირვალე გულში გაკრთება. მადლობა ღმერთო - ამ წუთისთვის, ამ შეგრძნებისთვის, ამ დინებისთვის, თანდათან რომ ვტოვებ კალაპოტს, მე ვერ ავყვები საბრალოებს, ამ წუთისოფელს რომ შესევიან საშოვნელად და საალაფოდ. მადლობა ღმერთო, იმედისთვის, როცა ბეზრდება სოფელს სტუმარი, ან პირიქით, სტუმარს სოფელი, მადლობა ღმერთო, ეჭვებისთვის, როცა გეძებდი და მხოლოდ სიტყვა მიწილადე გასაყოფელი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 02.06.2014, 19:18 | Сообщение # 113 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დროში ჩაიმალე, სადაც აღმოაჩენ, რომ ქრები და შენ ხარ არაფრის მფლობელი, `დაკარგე თავი, რომ ხელახლა იპოვო~, თუნდაც ეს კედელი მხრის მისაყრდნობელი. სიტყვები ამოვა გულიდან შრიალით, სიტყვები ყველგან და მუდამ და სულ როა და შენი ღიმილი ღაწვზე გარბენილი, დარდში ამოზრდილი სუროა, სუროა. ვინ არის წინაპარი?! ახლა ერთდროულად შენ ხარ წინაპარიც და შთამომავალი, წახვალ ფეხაკრეფით, უკან იხედები, ასე მიდიოდა და წავა მრავალი. სიტყვები სულ ოდნავ ღია სარკმლებია, რასაც შენ დაეძებ, იპოვი გაყუჩებით, მბრუნავი წრეების წრეებში წრე არი და ჰორიზონტების ცივი მარყუჟები. ცაზე გამოჩნდება ვარსკვლავი კუდიანი და გაფიქრებაც კი შეგზარავს, რომ იმ კუდს ირეკლავს თვალი მომაკვდავის, ვისაც უცაბედად გული გაებზარა. მთვარეა თავმდგომი, ავადმყოფს ფანჯრიდან დაჰყურებს ნაღვლიან თვალების ლაქები, მიწის სიბნელიდან ეხმიანებიან მიმქრალ მაჯისცემას მკვდარი ქალაქები. დუმილს მოყურადეს და მარად გასუსულს ნემსივით გაუვლის სირენა 03-ის და ხელი, ჰაერში სიტყვას რომ დაეძებს, თვალწინ ჩამოჭკნება მოტეხილ რტოსავით. თეთრი ხალათების გადაჩურჩულება, გახსნილი საფულე _ ძველი პრეამბულა, ტუმბოზე გულგრილი მოჩანს ნატურმორტი _ ვაშლი მონაკბეჩი, შპრიცი და ამპულა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.06.2014, 14:39 | Сообщение # 114 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როცა შენთვისაც დილიდანვე იწყება ღამე, * გაზაფხულიდან მოელი ზამთარს, არ გიკვირს ამ ცას რომ შეეხამე და გაურკვეველ დარსა თუ ავდარს.
მე ვეღარ ვამჩნევ, დღე ღამეში როგორ გადადის, შენთან ერთად თუ ისევ უჩემოდ, მიზიდულობავ, გადაუჩვევო, ჩვენ ხომ ყველაფერს ვგრძნობდით ვადამდი?!
მე ვეღარ ვამჩნევ დღე ღამეში როგორ გადადის, ისევ დროს ვუსწრებ, ვარ უვადოდ უცნობ ვადამდი... გულში ჩაგითქვამ და შენამდე რომ მოაღწიოს, სულს გამოვატან შენთან, როგორც ადრე ვატანდი.
1. 6. 2014
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.06.2014, 17:09 | Сообщение # 115 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აი, ესაა, რაც შენგან დარჩა, ორიოდ სიტყვა _ სარკმელივით რომ გამოიღო და კიდევ ორთქლი, უკანასკნელ სიტყვას რომ გაჰყვა და დროებითი დრო რომელიც შენს გამო იყო და ამ ხსოვნიდან, სახელი რომ ვერ მოვუძებნე, ღამის კრისტალმა რტო გამოიღო.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 11.06.2014, 13:45 | Сообщение # 116 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დუმილში ჩატოვე გაფიქრება, არ გინდა მტანჯველი ხილვები შენც ხატო, სათქმელი არ წამოგცდეს, მიივიწყე, რომ არ გაცოცხლდეს და არ გამოგეცხადოს.
დარჩი უწარსულო საწუთროს ამარა, გაკრთობს მომავალი სუნთქვა ამ დუმილის და უცნობ ბინაში წამლის შუშას თვალებით მოსვამს დავრდომილი.
ეზოში უპატრონო ძაღლები დარბიან, ისინი ღამეს ყმუილით გამოხრავენ, გაბმული ტკივილით დამუნჯებულები თვალებით მეტყველებენ, არ ოხრავენ.
...და ბაღში სულ ბოლო ყვავილი _ კორპუსის თვალთვალის შემკრები, ჭკნება დაჟინებულ მზერისაგან, ვიღაცის თვალებში შენ ქრები.
შენი მისამართი და შენი უბანი აშენებამდეც კი ახსოვდა ქარს, საწუთრო ძუნწია და ხელმოჭერილი _ვერც შეევაჭრები ამ სოვდაგარს.
გვიანი შემოდგომა, წვიმიანი, აყალო ნაფეხურს ინახავს თარგივით, წვიმით რომ ივსება და მერე ლივლივებს ცის ანარეკლების ენაზე თარგმნილი.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 11.06.2014, 23:27 | Сообщение # 117 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საითაც გული, იქით კალამი, ვორდის ფაილიც იქით მიიწევს და გული, ცრემლით მოსაკალავი, მოსაკლავია და მოკალული და ახლა წუთით ვეღარ გივიწყებ.
და მადლი, თუკი რამ შევაგროვე, ვაგროვე მარცვალ-მარცვალ-მარცვალ და სადაც აინთო, იქვე აქრობენ, სადაც იყარა, შურმა გაწალდა.. მხოლოდ ნიავი მელამუნება, ამ სიბერეში გამიწაწალდა.
დიახ, ეს მე ვარ, ვინც წეღან შეკრთა და უნებლიეთ ამოიოხრა, იმის სათქმელად, რასაც ვერ ვამბობ, რომ უშენობამ ისე გამომხრა და თვალს შემორჩა ჭრილობასავით უკანასკნელი შენი მიმოხვრა...
4. 5. 2012 წ.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.06.2014, 00:57 | Сообщение # 118 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * * არ ვიცი, ეს დილა საიდან მეცნობა _ სახლში რომ შემოდის და გულში მივარდება, ან გუშინდელია, ან გუშინწინდელი და მოსაბეზრებელ წრეზე მეორდება იგივე დილა და ჩემში ამოყვინთავს, სადღაც ჩამალული შიშის ფიორდები, არ ვიცი, როგორ, ან საიდან მეცნობი, დღეო, თვალწინ რომ მეორდები.
ვეღარ გამიგია, ვარდივით იშლები, ვორდივით იხსნები და გულში ვარდები... უკვე გავლილია გზები გასავლელი _ ვერსები, ფუტები, მეტრები, იარდები..
ვმუნჯდები. ვისკენაც შიშით მივდიოდი _ ვისკივით დავლიე და ვეღარ ვშორდები, დღეო, იქ სულ დღეა და ვინღა შეგიცნობს, აქ, დროგამოშვებით მაინც მეორდები...
მე კი ხელს ჩაგკიდებ _ წავიდეთ, დავტოვოთ, ეს წლები-ჩიხები, ხსოვნაში გაფანტული, სახეზე ღიმილის ია-ვარდს გაფენენ თვალები უძირო და ინფანტილური.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 19.06.2014, 17:34 | Сообщение # 119 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ...და რადგან ცხოვრება თითქმის ისეთია, როგორსაც ყველანი ნაღდად ვიმსახურებთ, რა გვაქვს საწუწუნო? ყოველდღიურობა დაუნდობელია, თანაც უსახური.
ჩვენ კი თავს ვაფარებთ სიტყვების ქვეყანას და ზეცას, იგია ქვეყნის სახურავი, რომელიც ფანჯრიდან ჟამიჟამ გაკრთება, როგორც არქაული რეალობა _ მზის სამფლობელოდ და ღრუბლების ნაკვთებად და ცის ფრინველები, ცად რომ რიალებენ, კარგავენ ფრთებსაც და წონას და ჩრდილებსაც და ჩვენი თვალების ცაში ბრუნდებიან, რადგანაც მათ უყვართ ხსოვნის ბუდეები და ბებერ ბავშვების ბინდში ჩაბუდება.
შენ ერთხელ ამბობდი, რომ არდადეგების ჯამია ზაფხული, ბალახის სურნელი სუნთქვაა იმ დროის, რომელიც იყო და არის და იქნება, რომ წინსვლით შესაძლო ყოფილა უკუსვლა და გაყუჩებული მომავლის მიგნება.
შეერწყმის დროდადრო ქალაქურ ნარატივს ქალაქელ-სოფლელის ყანის ნოსტალგია, ის დადის, უჭირავს ვენახის სასხლავი, კორპუსთან, იქ, სადაც მისი ბოსტანია.
შენ კი აგემოვნებ თბილისურ კოქტეილს თვალითაც, სუნითაც და კიდეც მოწრუპავ ამ ზაფხულს, რომელიც ძველ არდადეგების შესაკრებელია და ჩიტზე მომცროა მიზეზი დარდისა, შენში რომ დაფრინავს და გულს რომ გიჩქროლებს ხსოვნათა მიჩქმალვით, შენ გზა დაგეკარგა, როდესაც იპოვე თავი და ამჯერად აღრსად იჩქარი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 23.06.2014, 04:05 | Сообщение # 120 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დარდის ამომღერება წავედი ცაში, თვალის ცა მიყვარს; ვიღაც თავს იქცევს გზის გამრუდებით... მოვა უცნობი და მეც წამიყვანს და თუ მინატრებ დაგიბრუნდები. დამეძებს მტვერი, მტვერი მზის სხივის, მოცეკვავე და საყოველთაო, როცა მზე ჟონავს ზეცის სისხლივით, ამბობ, ღრუბელი აყვავილდაო. ისე გაივლის დილა ყოველი, ჩემს გაჩენამდე რომ გადიოდა, გამოიხედავს ჩემკენ ყვავილი და თვალს მოჭუტავს, როგორც იოტა, ახლაც არ ვიცი, გზას სად მივყავდი, როცა აღარსად არ მიდიოდა?! 11.11.2013 წ. "უცნობი მზე" 2014
|
|
|
|