გივი ალხაზიშვილი - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გივი ალხაზიშვილი
nukriaДата: ოთხ, 12.03.2014, 00:32 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დრო არასოდეს არ არის ცოტა
და არც ბევრი,

ის ყოველთვის საკმარისია.,
უკმარია მხოლოდ სურვილი..


ღრმაა წუთი, ჭასავითაა, როცა გიყვარს, ისე ლივლივებს...
მომავალზე ისე ვსაუბრობთ,
თითქოს ათას წელს ვაპირებდეთ აქეთ დარჩენას,
და ვბჭობთ წარსულზეც, აქ რომ არის, რადგან ჩვენც აქ ვართ...
კბილით გვიჭირავს
და ეს სული გვყოფნის ტკივილის დასათმენად
და სულ ესაა... სულ ესაა, სულ, სულ...

შავი ჩიტები რომ გეგონა - ისევ ნაგვის პარკებია,
ლისის ტბისკენ მიფრინავენ
ონკოლოგიურ საავადმყოფოს ეზოებიდან,
საწყობების და მორგის შემოვლით
და ნაგვის ჩიტებს, გადამფრენი ფრინველებივით
მიაცილებენ ფანჯრებიდან გადმომზირალი
თვალები და ცივი ქარი ისევ არსაით.

დრო არასოდეს არ არის ცოტა და არც ბევრი,
ის ყოველთვის საკმარისია სიცოცხლისა და სიკვდილისთვის;
თურმე, რაღას არ ხედავს თვალი,
თავის სიღრმით შეძრწუნებული?!

გამჭვირვალე ხარ ჰაერივით,
ბავშვებსაც ვერ მოეფარები ტელე-ეკრანთან,
ვერც სარკესთან, ვერც ფანჯარასთან..
მაგ სიფრიფანა მხრებს რომ ვხედავ,
მეშინია ნიავს არ გაჰყვე პეპელასავით
და ჩრდილივით არ დაიკარგო.

აღარ ბრაზობ, გაკვირვებული რომ გიყურებენ
და ყველაფერს ხედავ გამჭოლად _
კედელს, კარადას და ფრთებივით მსუბუქ კიდურებს
და საბრალოა ვინც შენ გაგჭორა.
შენ აყურადებ საკუთარ სუნთქვას
და უნებლიეთ იმეორებ აკვიატებულ და მარტივ მოტივს:
...წითელი ვაშლი გაგორდააა..
/დიდედას ხმით შემოგესმა გულში ნამღერი.../
და ვაშლი მართალა დაინახე ნატურმორტივით.

აქაც გადის და დრო აღარსად მიიპარება;
დილაობით კი მოცურდებიან მზის დელფინები,
და პალატები თვალზე ხელებს მიიფარებენ...
და შენ ძილ_ბურანს მშვიდი სუნთქვით მიეფინები.

განსაცვიფრებლად საშიშია აქ, წუთის სიღრმე,
მუდამ სხვაგან რომ იხედება...….

ბნელ დერეფნებში ხელჩანთიანი მოვაჭრეები მიდი_მოდიან
და პალატიდან პალატაში შეაბჟუტებენ
ცარიელ თვალებს და საკუთარ მიუსაფრობას.

შემოიხედეს. ჩვენ მაგიდას ვუზივართ ორნი,
ჟოლოს მურაბა მოგვართვეს და გვემშობლიურა,
ჟოლოს და ჩაის დროში ვაზავებთ და ასე ვწრუპავთ
დარჩენილ დღეებს,
და რაღაც ქრება შეუმჩნევლად ჩაის ორთქლივით...
და ის სიმჩატე ილექება ნათქვამ სიტყვებში,
შენ რომ ჩურჩულებ და ბაგიდან ჩამოთქრიალებს...
შენს პალატაში თავჩაქინდრული რომ ღიღინებ,
ეს მერამდენედ
ცდილობ ტკივილი ამოიმღერო:

...წითელი ვაშლი გაგორდა...
 
nukriaДата: პარ, 14.03.2014, 23:09 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კულუარებში მოსისინე გახსოვს იქედნე,
თავის მსხვერპლისკენ გესლიან თვალს რომ გააპარებს?!

უბედურები თავის ქონში გამოიკეტნენ,
მე კი, უფალო, შენი ფრთების ჩრდილით დამფარე.

ამღვრევს საღამოს ზეცას ყვავის ფრთების სავსავი,
მიახლოვდება გადაბმული ღამის თევანი,
მე შენს წინაშე სიხარულის მათბობს სისავსე
და მოწყვეტის წინ ვირინდები, როგორც მტევანი.

აქ ვიღაც იჯდა, ყვითელ ჯაგის თუ დაბალი ხის
მსგავსი სულდგმული. სად წახვედი, ნეტავ, საპყარო?!
შენს ნაკვალევზე თეთრი კვიცი რომ დაბალახობს –
მის გასახედენად ემზადება მთელი სამყარო.
 
nukriaДата: კვ, 16.03.2014, 19:48 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორი სურათი ფოტოს გადაღებამდე

1.გეში

მოდით, მარტის ფეხშიშველა დღეებო,
გამოექეცით მაწანწალა ქარს,
მოდით, ღამე ერთად ვათიოთ,
გავიყვანოთ ერთმანეთი ბოლო ჟამივით,
ჩვენი სუნთქვით დაორთქლილ მინებს
შევეზარდოთ ნათრევი მზერით,
წავუყრუოთ კატების შლიგინს
და კნავილით დაკაწრულ ნერვებს;

მოდით, ერთმანეთს გავაძლებინოთ,
დავტოვოთ ჩვენი ანაბეჭდები ერთმანეთში,
უმიზეზოდ ვიარსებოთ
და თვალი ჩუმად გავაპაროთ იმ ფანჯრისაკენ,
საიდანაც აღარ ვჩანვართ
და ჩვენს კვალზე დადის ბალახი...

გული ლამის გამელიოს,
როგორც ორი ფანჯარა მზის ჩასვლისას,
ისე ვირეკლავთ ერთიმეორეს
და ერთმანეთში ვიგულისხმებით
და ჩაგვესმის,
როგორ აიდგა ფეხი ბალახმა
და სადღაც ყურთან ჩაიარა,
მისი სუნი მოსწვდა ნესტოებს
და შუბლის ძარღვი შეატოკა,
შეათამაშა...

მიბმული ვარ გულისცემაზე
და თავს ვკარგავ
მხოლოდ სულის მოსაბრუნებლად.

2.მეორე კადრი

ამათ შეხედეთ,
თავი იმდენად აიმაღლეს
რამდენადაც სხვები მიჩქმალეს.

მე ამათი... გულგრილობა არასოდეს გამიკვირდება,
არსებობს მათი ჯგუფური ფოტო,
რა თქმა უნდა, მე იქ არ ვჩანვარ,
რადგან ჩარჩო ვარ
და ჩარჩო კედელს,
კედელი კი გულგრილობას,
ხოლო ჩარჩოს ყველა ერთად ისე ჰკიდია,
რომ მნემოსინეც ვერ იხსენებს ამათ სახელებს.

მოემზადეთ!
ვიღებ! ჩიტი გამოფრინდება..
ფოტო-სესიაც კიჩად იქცა სიბრძნის დარგივით...
ისტორიულ წამს გააქვავებს ობიექტივი
და მორიგ უკვდავს ჩაიხუტებს ფოტო-არქივი.
 
nukriaДата: ხუთ, 20.03.2014, 00:21 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ავადმყოფის დღიურიდან

ისინი ცას ემალებიან,
სახლებს იმიტომ აშენებენ, რომ ცას ემალებიან,
სარკის ცაში იხედებიან,
სადაც ვარსკვლავი არ ამოდის
და არც ჩიტები დაფრენენ.

იქ ვერ შეაღწევ _
სარკე სიცრუის ზედაპირია,
ანარეკლია,
რომელიც სარკის გარეშეც არსებობს
და ამ კედლებისა და სახურავების გარეშეც
არსებობს ცა და დედამიწა,
ისინი სახლებში მაინც შემოდიან
ჩვენი თვალებით და ჩვენი სხეულებით;
გულაღმა წვებიან და იმაზე ფიქრობენ,
რაც ფიქრში გაცვდა.

ხის ჩრდილებსაც მოსწყინდათ კედლებთან დგომა
და ფანჯრიდან შემოდიან შინ,
ისინიც ცას ემალებიან,
რომელმაც მხოლოდ ორი რამ იცის _
გათენება და დაღამება,
ანუ ის, რასაც ჩვენ ვემალებით
და ოთახიდან ოთახში დაგვაქვს _
ქოთნის ყვავილების სევდა.

როცა უმწეოდ ვიღიმებით,
ოთახის ყვავილებს ვგავართ,
რომლებიც მხოლოდ სინათლისკენ იზრდებიან
და არა სარკეებისკენ,
რომლებსაც ზოგჯერ შავ ქსოვილს აფარებენ,
რომ ვინმე არ მოიპარონ.

ჩემი თმა გაშლილია, გაშლილია კულულებად
და ჩემი თვალები _ ცის ორი წვეთი _
ამ ოთხ კედელში ამოშრობას ელოდება.

მე გამოგიგზავნი გაფიქრებულ სიტყვებს,
გულში გავლებულ სიტყვებს,
მემბრანებივით რომ თრთიან
და შენამდე მოაღწევენ იმ შრიალივით,
ყურზე ხელს რომ აიფარებ, რათა უკეთ გაიგონო
საკუთარი სისხლის სიმღერა,
რომელიც ჯერ კიდევ მოძრაობს
სხეულში ჩამწყვდეული,
ვიდრე გზას იპოვის ცისკენ
და ვარსკვლავებად გადაიქცევა...
 
nukriaДата: სამ, 25.03.2014, 01:07 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვისაც კი თვალი გავაყოლე, ის ჩემში დარჩა,
ვისაც კი გული გავატანე თან წამიყოლა,
აბა, რა ვუთხრა წუთისოფელს, ამ ბებერ ფარჩაკს,
აღარც კი ვიცი, ის იყო თუ არა იყო რა...

რადგან უშენოდ ნუგეშიც კი არაფერია
და ამ სოფელში ამაოა ყოფნა უშენოდ,
რომ შენი სუნთქვა ცის ბაგიდან დანაბერია
და ვცდილობ სიტყვით სამალავი ამოვუშენო.

ჩვენ ხომ იმ წუთში ვიბადებით რომელშიც ვკვდებით,
განსხვავებული არსებობა დროის ფანდია,
მე მჯერა შენი დუმილის და უხილავ კდემის,
სხვა დანარჩენი, რა თქმა უნდა, სიაფანდია.

ჩემი დღეები, რაც მებოძა, ზოზინით მიდის
და ეს ცხოვრება დროებითი მისამართია,
არის იმედი, არის რწმენა და არის მითი
და გულისცემა... რომ ეს გული მზის საათია.
 
nukriaДата: პარ, 28.03.2014, 23:09 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეღამებისა
/სექტემბრის ეპისტოლე/


სიჩუმე ჩემი თვალებია...
ამ სიჩუმეში,
ისევ ამოდის დარდის ეკალი..
ერთი ტემბრი გვაქვს მე და სექტემბერს
და შემოდგომა
შენს მაგივრად მომდევს ხელკავით.

მხოლოდ ხსოვნა ვარ,
მაგრამ ხსოვნაში ობლის კივილი
დარჩა იმ დროის ობელისკივით...

შეჩვეული ვარ ეკლიან ბალიშს
და ფიქრის ისე გამოზოგვას,
რომ არ დამთავრდეს..
გადის დღე-ღამე შორიახლოს,
ისევ უჩემოდ,
იქნებ სექტემბრის აჩქროლება
მეყოს ზამთრამდე.

საგნები ისე დამიახლოვდნენ,
ნათითურების ამბებს მიმხელენ.
შენ ეს მუსიკა ვერ დაგამწუხრებს,
აღარ მოუსმენ ბგერებს სევდიანს,
რაც გულში გაკრთა, თვალსაც ანათებს,
ანარეკლია ან სევადაა...
/ლიფსიტასავით ხტის მაჯისცემა,
ის ავადაა.../

სარეცხის თოკზე შავი ხალათი
მოირგო ქარმა და ამოიცვა..
შედედდა ბინდი შეღამებისა,
კრთება გიშერი, უფრო მოცვია..
უბერავს ქარი, ქარი სულია
და ყოველივე ქარმა მოიცვა;
მე ორიოდე სიტყვაც მეყოფა,
შენი ბაგიდან თუ ჩამოცვივა...
 
nukriaДата: ორ, 31.03.2014, 23:07 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველა, ვინც გაქრა, ჩემში გადარჩა,
შეეკედლა ჩემს სიმუნჯეს

და აღვივსე უცნობი სიღრმით,
დამანახა ვინც აქ არ არის,
დამისვა თვალწინ და მასაუბრა მხოლოდ თვალებით,
უსიტყვო ენით, უხმოდ;

მე ვეძებდი და არ მესმოდა
სიჩუმის სუნთქვა...

ერთია წუთი, რომ გრძელდება,
უცნობ დროს რომ არ ემატება და არც აკლდება
და წასასვლელად მუდამ მზად არის...

ვათვალიერებ მდუმარებით სავსე მუზეუმს
და გულში ახლა ის წუთი ბრწყინავს,
ჩემში რომ ფეთქავს
და ვგრძნობ დუმილში რომ კრისტალდება,
თან მიტოვებულ ღამეს გაჰყურებს,
უმიზეზო და ნუკრისთვალება.

მოდი, დამიჯექ,
სიმარტოვის გვერდით იყავ და იღიღინე,
ხმა გამახსენე,
ბალახივით როგორ ამოდის,
როცა ვიღლები არსებობით უთავბოლოთი,
როცა ვგრძნობ სმენით, კრისტალივით რომ ჩაისახე,
და სისავსეში დაბადების იწყებ მოლოდინს.
 
nukriaДата: ოთხ, 16.04.2014, 21:03 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიტოვებული ხმები შენ ბგერებს უვლი,
ასაზრდოვებ,
სული მოუხმობს მათ სავსე ჟღერას,
რომ თქვა რაიმე, ისე უბრალო,
დედაჩემი რომ გვიამბობდა და მისი თხრობა
იყო იმდენად გამჭვირვალე,
რომ ცოცხლად ჩანდა ყველაფერი,
ხალათზე ბავშვის სახელივით ამოქარგული. რაც არასოდეს მოგვისმენია,
მაგრამ გვახსოვდა საიდანღაც
და შემკრთალები ისე ვუსმენდით
გაფაციცებით, რომ არაფერი არსებობდა,
გარდა იმისა, რაც უნებლიედ ამოიმღერე. შენ გაამხილე გაფიქრებულ სიტყვის სიჩუმე
და იგრძენ ფსკერი, რომელიც არ ჩანს.
ის თურმე ჩვენში იმალება
და თავისთავს გულდასმით ეძებს,
რომ უნებლიედ ფიქრის ფრაგმენტი გამოაჩინოს,
როგორც უბრალო მინიშნება,
რომ მზე სიტყვიდან ამოდის და სიტყვაში ჩადის. ისინი ახლაც არსაიდან ამოაღწევენ,
გაშლიან ფრთებს და ჩემში,
როგორც მიტოვებულ ცაში დაფრენენ,
სადაც ფრთები ქრება უკვალოდ,
მხოლოდ ხმები ილექება მიყურადებულ ნიჟარებში
და ახალ სივრცეს სადაც ჰპოვებენ,
იქ იბუდებენ, თავიანთ ხმების ექოებში შემალულები. შენს გარინდვაში უწინდელი სიჩუმე სუფევს
და მესკიას ხმით ამომკვნესავი
დუმილი სუნთქვის შეხებისას თვალს აიცრემლებს
და ენას იდგამს მდინარესავით. ზოგჯერ ამ ხმებს ისე ენდობი,
თითქოს საკუთარ დაბადებას ესწრებოდე,
რომელიც იყო და აღარ ეძებ... შენ ხომ მანამდეც არსებობდი
დალექილი მინერალივით,
რომელიც დღესაც იღვიძებს შენში
და გზას პოულობს,
მაშინაც კი, როცა უკან აღარ ბრუნდება,
მაგრამ ყოველთვის იგულისხმება,
რადგან სუნთქავს ჩვენთან ერთად
და ვინც სიტყვაში დაიდო ბინა,
მან არც კი იცის არის თუ არა,
ან იქნებ ისიც სინათლემ შთანთქა
და მხოლოდ ხმაა!
 
nukriaДата: პარ, 18.04.2014, 18:45 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ გაყიდეს, როგორ გასცეს, რარიგ მზაკვრულად,
ვინც აღიარა, თვითვე იყო უარმყოფელი,
ღმერთო, ნუ მიწყენ, რაც იხილე ჯვარზე გაკრულმა,
როგორც იხილე, ახლაც ისე მოჩანს სოფელი. იგივე ხალხი, იგივე ცა, იგივ ხედები,
მსგავსი თვალები _ უარყოფით შენისლულები,
ნალურსმევიდან, ტკივილიდან შენ იხედები
და გვეფერები სისხლიანი ხელისგულებით. რა დრო გასულა, იტყვის ვინმე, არ აგონდება,
რაც შენ დაგვტოვე, მეორე დღე გადის ამჟამად,
ჩვენ კი დავეძებთ მოსახვეჭელს, ჩინს და წოდებას,
როდესაც ცრემლი გუშინდელი ჯერ არ გამშრალა. მომავლისაკენ ვიხედებით, საწყალ არსებებს
ბუნდოვნად გვახსოვს, დაგვავიწყდა ანდა სრულიად,
მაგრამ ჩვენს დღეებს ბედისწერის ხმები ავსებენ:
შენ მომავალში დაბრუნდები გარდასულიდან.
 
nukriaДата: სამ, 22.04.2014, 09:14 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიქნები მარტო. დუმს ოთახი. ხელში დავითნი.
აღვიდგენ ლოცვას, სინანულის სარკმელს მას ვუღებ,
ვინც მოვა ჩუმად და გამომწვარ ჩემ ძვლებს დაითვლის,
ყველა კითხვაზე მოხმობის დღეს, ვინც მიპასუხებს. დროის შრიალი, დროის ფრთების არარსებულის,
ბრწყინვალე კვირის შვიდეული, ის შვიდი სარკე,
ანარეკლების ელვარებით გადავსებული
და გზა თავისთვის მიმავალი სიმშვიდისაკენ. ხასხასა ბალახს ვუერთდები და ცას ავხედავ,
გამაძლებინე, როგორც ბნელში ძლებდა სანთელი,
ვიღაც ხელს მიწვდის ჩამოქცეულ სახლის თავხედან,
ისიც ჩემსავით აჩრდილი და ძვლებდასათვლელი.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость