გივი ალხაზიშვილი
|
|
nukria | Дата: კვ, 26.01.2014, 01:23 | Сообщение # 71 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წერილი ოთხი წლის ქეთის
შებინდებისას რომ გადამფურცლავ და შეეცდები გამესაუბრო, მე გავცოცხლდები, როცა დაგბურძგლავს _ თუ გაგაგონებ რამე საუფლოს.
გახმიანდება დარდი ბავშვური, მხოლოდ მზერით რომ ცდილობ განვრცობას, რადგან გულშია იგი დახშული და ვერ მოასწრო თავის გაცნობა.
შენ გამუდმებულ ფიქრში მეზრდები, ოცნებობ დროზე სანეტაროზე, დამხურე ჩუმად, რომ მოგბეზრდები და მიმატოვე ხსოვნის თაროზე.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 28.01.2014, 23:45 | Сообщение # 72 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ ცოცხლობ ჩემში...
იყავ გამვლელი, ჩაიარე და მიეფარე ხსოვნას და თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდი...
შენ თუ ხარ სადმე, მხოლოდ სულში, სადაც ანათებ, სიყვარულია არაფერს რომ არ ისაკუთრებს, იგი ისედაც ფლობს ყველაფერს, ისე სავსეა...
...ჩვენ მოვედით იმ ადგილიდან, სადაც სინათლე წარმოიშვა თავისთავისგან...
როცა გკითხავენ: როგორია მამის ნიშანი, რომ ამოგიცნოთ? უთხარით ყველას, რომ ესაა სვლა სიმშვიდისკენ, ღრუბლის ჩრდილივით, რომ გადაივლის გულსა და თვალზე და თავის ფეხით შინ რომ ბრუნდება.
ეს დროა, მამლის ყივილსა და ყივილს შორის, უძილარს რომ წამოგეწევა; ის კრისტალია, ჩვენს გულებში ჩაღვრილი ცრემლის და ახლა მისთვის სულ ერთია იყო და არა...
მას საკუთარი ნათელი მალავს, ვინც მუდამ ჩვენში იგულისხმება...
მე ვარ შვილი სინათლისა, თავს ვპოულობ მაშინ, როცა ვუჩინარდები, როცა შემიწოვს ჰორიზონტი და ჩემს თვალებს სვამს დროსთან ერთად.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 31.01.2014, 20:08 | Сообщение # 73 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კი არ თოვს, მათი ფერფლი მოცვივა, ვინც მოინატრა აქ დაბრუნება, ახლა ეს თოვა ჩუმი ლოცვაა, ფანტელებით რომ ამბობს ბუნება.
ისე მოსწყურდათ აქაურობა და აქაურთა თვალის შევლება, ამ მონატრების და გაორების და ამ სიმუნჯის წამოცრემლება,,
რომ მათი ნატვრის ენა თოვლია და ეფინება ფანტელს ფანტელი ასე ქათქათა, ასე მოვლილი, წუთით არსებულ სოფლის მნატვრელი...
ორ სოფელს შორის ჟამი მიმოდის, დღეს ღამე მოსდევს, ტირილს, გალობა და ეს კავშირი არის იმედი და წასვლა-მოსვლის გარდუვალობა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.02.2014, 18:15 | Сообщение # 74 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზამთრის სიმღერა
ისევ გათენდა! გაიკვირვებ სიზმრით დაღლილი, მშიერ სიმღერას ჩიტებისას მიაყურადებ და იფნის ტოტი გათოშილი და ძირს დახრილი შენს ხელს წააგავს ვერმიწვდენილს პურის ყუამდე.
გამოიყოლე სიზმრებიდან დარდი იმხელა, ვეღარ ერევი, ვის გაუმხელ ანდა სამძიმარს და დამშეული ბეღურების ძველი სიმღერა ჩაესმის ყველას, ვისაც არ სძინავს.
ვერ გაფრინდები, რომ ისურვო, ვერსად ჩიტივით, შედიხარ ფიქრში, წაუშლია სახე ნათებას, ელვარე გუბე, რომელშიაც მზე ჩაეტევა, თავისი ბრწყინვით ყველა სარკეს აღემატება.
ზამთრის სიმღერას, ამომავალ მზეში განბანილს, აღარც კი ახსოვს, როგორ იქცა ღამე მიწურად და შენ შეამჩნევ, რომ ფანჯარა _ შენი გემბანი გაურკვეველი სიცოცხლისკენ შიშით მიცურავს.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 04.02.2014, 22:49 | Сообщение # 75 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ...რაც გაგახსენდა სულ ეს იყო: ხმები, ხმები და ფრთების შხუილი, ცა _ ყვავების გადანაფრენი, შავი ლაქები მოსავსავე, სხვა არაფერი, სხვა აღარავინ, მხოლოდ გულში გასანასკვავი ფიქრი, რომელიც თვალებშიაც იკითხებოდა და წაკითხვისას არ ბრწყინავდა, როგორც ვარსკვლავი
და სუსხიანი ზამთრის კოცნით სულშეხუთული გარბოდა ვიღაც შინისაკენ, იქნებ შინიდან ან არავისთან არ გარბოდა და ეშინოდა, რომ ყველგან, მუდამ და ყოველდღე იყო არავინ, ვინც ფანჯრის მინებს შეუმჩნეველ სუნთქვით ორთქლავდა და დროს გპარავდა, სხვა რა გქონდა მოსაპარავი
და დღე და ღამეს ვინ დაღლიდა მორიგეობით, ერთმანეთს ცვლიდა გამუდმებით ორი ბადრაგი, შენ ბოლთას სცემდი და სხეული გადასათრაქი, ოთხკედელს შორის გადაგქონდა შინაპატიმარს და ტელევიზორს აუქმებდა ძველი ფანჯარა, ვორდის პროგრამა ავტოკალამს და ფარატინა
ქაღალდს, რომელიც არც გახსოვდა, აღარც დაორთქლილ ფანჯრის მინაზე აღარ წერდი, აღარც სარკეზე და ვირტუალურ სამყაროში სჩრიდი ანკესებს _ ლექსებს და გრძნობდი, თითქოს, ვიღაც იყო მომსვლელი, შენ ბრუნდებოდი და ხედავდი, რომ მზეს ჩამავალს შემოსცვეთოდა ოქროს ქოში და სამოსელი.
მალე ამ მთებსაც ბინდის გარსი გადაეკვრება და მოვა ღამე სუსხიანი და გულმრისხანე, როცა ნათურებს ოთახები გამოისხამენ, ის გაშლის ბანქოს, უდროობით კვდება საათი და ვერ თენდება და იგივე დუბლში ჩარჩენილ დროს იმეორებს პასიანსი და მასლაათი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 10.02.2014, 00:58 | Сообщение # 76 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უწონადობა
ხმას ვერ მიაწვდენ, უხმოდ, გულში დაუძახე და გააგონებ...
შენ ხარ იგი, არქაულ პულსს რომ აგრძელებ, შენით ფეთქავს ყველა სიტყვა, სულიერივით რომ მოძრაობს და ჩრდილს არ ტოვებს...
ერთვი იმ სივრცეს, ბავშვობაში რომ დაფრინავდი გეშინოდა დაბლა დაშვების და ციდან ცაში ფრთების შხუილი მიგაცილებდა.
ახლა ფრთები შენ სიტყვებში იმალებიან და მიიწევენ იქით, სადაც იგი გეძახის და სიღრმით სავსე თვალებიდან სული გეღვრება...
გენატრება მაშინდელი უწონადობა და უსიტყვო შეგრძნებები, მხოლოდ ფრთებს რომ ამოძრავებდნენ...
მოდი ჩემთან, ფრთები ისევ დავატოლოთ და იქ დავბრუნდეთ, სადაც ვიყავით; სადაც ნატვრის გულში გავლება გვამყოფებს ერთსულ და ერთმანეთში ერთმანეთს ვეძებთ.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 13.02.2014, 01:39 | Сообщение # 77 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შემევედრება ბრმა და თავნება, რომ ვუთხრა რამე, თუნდ იმის მსგავსი, რასაც ქვა ამბობს საკუთარ ხავსით, დიდი სიჩუმის გასამჟღავნებლად.
ვარსკვლავი ისე მომაშტერდება, ისე, რომ ჩემში ჩაღწევას ლამობს, ციმციმებს, თითქოს მეძახის: წამო! და ჩემთან ერთად თვალწინ ბერდება.
შემეშინდება და თვალს ვარიდებ გამაოგნებელ და გამჭოლ ციმციმს და ძველი რითმა, თუმცაღა მიმძიმს, შემეშველება, რათა მკვდარი დღე
გადავივიწყო უქმად გასული და უნებლიეს რომ მივწვდე პირჯვარს, თან ჩაით სავსეს გავხედავ ფინჯანს ხმაგაკმენდილი და გასუსული.
როგორმე უნდა ამოვაღწიო, უნდა დავუსხლტე სხეულის საკანს, რათა ავმღერდე ტკივილისაგან, რომ უნებლიე შუქმა მარწიოს.
გარდაიცვალა ჩემში მრავალი, მიემატება ეს ერთიც მრავალს, მე მიხარია, რომ სხვისთვის ბრმა ვარ _ ჩემივე თავში მზედ ჩამავალი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 15.02.2014, 22:42 | Сообщение # 78 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გოგომ ჩაიარა, ნაბიჯი შეანელე, ნაცნობი სურნელი, მგონი, `შანელია~.
შენ ისევ იღვიძებ, მზადა ხარ მარტისთვის, გარდაისახები ბებერი არტისტი.
ამწვანდა მიწა და გახუნდა ბერეტი, მიგყვება უცნობი უცნობ სიბერემდი.
დუღს სისხლი ოხერი, სუნთქვაც მდუღარეა, გულს კი უნებლიეთ რაღაც უხარია.
დამუნჯდი, დუმილსაც სცოდნია შეჩვევა, ქირქილებ თვითონვე: რას ცმუკავ, შე ჩემა!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 17.02.2014, 22:27 | Сообщение # 79 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ოთხი ესკიზი ბავშვი პოეტისათვის
1. ისე იყურება ფურცლიდან შემთხვევით გადახაზული სიტყვა, როგორც გისოსებიან ფანჯრიდან მოწყენილი ბავშვი.
2. იცის ვინმემ, სადაა უფრო უსასრულო ცა _ ცაში, თუ ბავშვის თვალების ცაში?!
3. ვინ ჩაამწყვდევს მუსიკას სახლში, ვინ აუშენებს სამყაროს ჯებირს?! შენც ხომ სულ სხვაგან მიდიხარ ფიქრით, როცა თითქოსდა ოთახში რჩები.
და იღიმება წაშლილი სიტყვა, შენც იღიმები და წრუპავ ჩეფირს და უიმსიტყვოდ გზას ვეღარ იკვლევ, შემთხვევით წაშლილ სიტყვაში რჩები.
ეს ის სიტყვაა, რომელიც ხშირად გახმოვანებას ვერ იტანს ზეპირს, სადაც გროვდება სამყაროს სუნთქვა, უხილავი და ხილული გზები.
მე ვხუჭავ თვალებს და უკეთ ვხედავ, სიღრმეებს ჭვრეტენ თვალების ჭები, მე უფრო იქ ვარ, იქ, სადაც არ ვარ, როცა თითქოსდა ოთახში ვრჩები.
4. ისე იყურება ფურცლიდან შემთხვევით წაშლილი სიტყვა, როგორც გისოსებიან ფანჯრიდან მოწყენილი ბავშვი, როცა ვერავინ იტყვის ზუსტად, სინამდვილეში სადაა იგი _ შინ თუ გარეთ ან, საერთოდ, რომ არსებობს, ვინ დაამტკიცებს?!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 19.02.2014, 00:47 | Сообщение # 80 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბნელი სიმშვიდით სავსე კვიპაროსს, ღამის ლანდივით ჩუმად ცად ასულს, შენი თვალები სურს მოიპაროს და შეუერთოს ქვეყნის დასასრულს.
ისე ირწევა ბნელი კენწერო, რომ უცაბედი აკრთობს ზარის ხმა, თითქოს მოწმენდილ ცაზე ეწეროს ღამით ვარსკვლავებს როგორც დაისხამს.
შენ მოგაგონდა, რომ იძინებდი, დიდი ბავშვები რასაც ნატრობენ — იებით სავსე ღობისძირები როგორ აფრქვევენ სურნელს მათრობელს.
შენ, ალბათ, სიტყვას ვეღარ მოძებნი იმ განცდისა და ხილვის შესაფერს, როცა სიზმრები ღვთით ნაბოძები შენი თვალების სივრცეს შესვამენ.
დღეს უკვე იცი რაა მართალი, რაც მუდამ ჩანს თუ მუდამ არა ჩანს, რომ კი არ ნახო, იგრძნო სხვა თვალით, რაც მარტოოდენ სულში გადარჩა.
|
|
|
|