გივი ალხაზიშვილი - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გივი ალხაზიშვილი
nukriaДата: ოთხ, 11.12.2013, 01:20 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვალი

ეს გარინდება თავის სიღმიდან 
ამოიხედავს 
და გულში იწყებს ამონათებას
ის მზე, რომელიც შენში ამოდის, 
ამ სახურავებს 
და ამ ბაღებს არ ეფინება,
ის ახალ სუნთქვას სიტყვაში ეძებს 
და გაფიქრება, რომ დედამიწა, 
ასტეროიდულ წვიმების ფონზე
ისე წააგავს ბაბუაწვერას,
რომ შიში გზაფრავს
და ხელს თვალებზე ისე იფარებ, 
თითქოს ამ სოფლის კარი მიხურე 
და იგრძნობ სულით თვალის ახელას, 
როცა ის არ ჩანს, მაგრამ გიყურებს.
 
nukriaДата: პარ, 13.12.2013, 00:52 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კი არ თოვს, მათი ფერფლი მოცვივა,
ვინც მოინატრა აქ დაბრუნება,
ახლა ეს თოვა ჩუმი ლოცვაა,
ფანტელებით რომ ამბობს ბუნება. 

ისე მოსწყურდათ აქაურობა 
და აქაურთა თვალის შევლება,
ამ მონატრების და გაორების
და ამ სიმუნჯის წამოცრემლება,, 

რომ მათი ნატვრის ენა თოვლია 
და ეფინება ფანტელს ფანტელი
ასე ქათქათა, ასე მოვლილი,
წუთით არსებულ სოფლის მნატვრელი...

ორ სოფელს შორის ჟამი მიმოდის,
დღეს ღამე მოსდევს, ტირილს, გალობა 
და ეს კავშირი არის იმედი 
და წასვლა-მოსვლის გარდუვალობ
 
nukriaДата: ორ, 16.12.2013, 12:37 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

შენ მსუბუქი ხარ _
მოყვავილე რტოზე მსუბუქი,

მოგეფერები, მწვანე სიზმრებს გაგიიისფრებ,
ნეტა ვინ ისმენს
იდუმალი ნიჟარის შრიალს,
შენი სხეულის შრიალს ვინ ისმენს?!

შენ კი არ გღვიძავს,
გეჩვენება, თითქოსდა გღვიძავს
და ძილღვიძილის უნეტარეს სიბუნდოვანეს
ადევნებიხარ,
როგორც მარტის ღრუბელს მთოვარე.

ეს დღეც გავიდა,
მწარე ფიქრი მივასამარე,
ეს დღეც გავიდა _
საოცნებო და დასანანი.
შენ სადღაც ფეთქავ,
შენით სუნთქავს ღამის ჰაერში
ახლად გაშლილი იასამანი.
 
nukriaДата: ოთხ, 18.12.2013, 22:44 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ლექსი ერთი მუჭა მიწაა

1. ტყის უხმაურო ცხოვრება...
რაც მოჩანს იმას უჩინარი აღემატება...
დროის მონაკვეთი _
პაუზა ჭოტების გადაძახილს შორის,
რომ არ იცი, როდის დამთავრდება,
რომ არ იცი, როდის დაიწყო.

არცოდნის პასიური ძალადობა,
მუდმივი კონტროლი,
რომლისგანაც გათავისუფლებს უგონო სიყვარული, _
მხოლოდ გონებით ფარისევლები იწონებენ თავს
და ვერ ბაძავენ ვერც მდინარეს,
ვერც ველის შროშანს
და ფრინველს, ცაში რომ იკარგება.

თავის დაკარგვა _ ერთადერთი თავისუფლება:
უსიტყვო, უხმო, უბოროტო, ჩუმი, უძირო, 
ეს მაშინ, როცა წონასაც კარგავ
და ხმოვნებით ხარ ფრთაშესხმული.

ეს ლექსი ერთი მუჭა მიწაა,
სადაც ადამიანის მტვერი აღემატება
სხვა მინერალებს
და მსუბუქია, მსუბუქი და თავისუფალი.

რა ტკბილ-მწარეა ერთი მუჭა თავისუფლება,
სადაც ვარსკვლავიც თავის ადგილს პოულობს მუდამ
და სიტყვაც კი ბალახივით ჩუმად ამოდის.

და ისიც უნდა გაითიბოს,
ან უხმოდ ჩახმეს _
სიტყვებით, სიტყვებით, სიტყვებით,
რომლებიც მიტომ არსებობენ,
რომ ვერაფერს ვეღარ მივაგნოთ,
ან საძებნად ვინ წაგვაქეზა?!

აი, რისგან შევდგები მე
და რაზე ვფიქრობ,
დაღლილ სხეულს რომ ტახტზე გავშოტავ,
ან რად ვუსწორებ თვალს იმ ვარსკვლავს,
რომელსაც მხოლოდ ტკივილი აჩენს.

ვერ მოხერხდა ჩვენი სიჩუმის გამთლიანება.

2. რა დარჩა ძველი ესთეტიკიდან _
ყოფა, რომელიც აღარ არსებობს,
წარსულის ფრთები, საფრენად რომ არ გამოდგება,
და მონატრების მუდმივი ცეცხლი _
ღვინით რომ ვაქრობთ.

შენ არც კი იცი, ვინ ან როდის შემოიხედავს
შენს სიჩუმეში,
რადგან სიჩუმე მუდამ შენ გნატრობს,
შენ, რომელიც მზერით იწყები.

სანთლის შუქი _
პირველყოფილი პროგრესი ბჟუტავს
და აჩრდილებით სავსე სახლები
უხილავი სივრცის შიშით
კარგავენ კედლებს, სახურავებს
და წელთაღრიცხვას.

ორი სხეული ათბობს ერთმანეთს,
და ძარღვებში გაელვებულ სინათლეს უცდის. 

3. შენ ამოდიხარ არაფრიდან _
ქვიდან ჩუმად ამოდის ხავსი...

ხმა _ გულის ბზარი _
ივსება ხმითვე,
ეს მერამდენე წელიწადი
ღამეებს ითმენ.

გაგახსენებენ ღამის გიშრები,
რომ ჩურჩულისგან
ყელი გიშრება.


ზოგი მეტაფორა ბაბუაწვერასავითაა,
სულის შებერვაც კი არ უნდა,
შეხედავ და გაიფანტება.


გადამავიწყდა მეტაფორა _
გაელვების წუთები მახსოვს.
 
nukriaДата: შაბ, 21.12.2013, 02:08 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უშენო დრო... 
/აგვისტოს ეპისტოლე/


დღეებს გამსჭვალულს უშენობით,
როგორ ვუშველო,
ვარ უშენოდ და უშენობის სივრცეს ვიშენებ, 
დუმილი ისე მისაკუთრებს, 
ლამის მიშვილოს,
სიცარიელეს ვეღარ ვუძლებ თუ არ მიშველე. 

რაც თავს გადამხდა, რა ვიცოდი.. 
მაგრამ აქ რომ ვარ -
ვეძებ გასაქცევს, 
ვირტუალურ დროში ვსახლდები...
რა მწარე იყო უეცარი შენი გაქრობა
და მყისიერადDგამოცლილი ყველა საყრდენი. 

არაფერია, არაფერი, 
სულ არაფერი
და არაფერშიც შენს საძებნად შევეხეტები,
გამჭვირვალეა ხელისგული, 
რომ ავიფარე
თვალზე და ახლა 
ყველაფრიდან შენ იხედები..
 
nukriaДата: შაბ, 21.12.2013, 18:21 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოდგომა

მე შემეშინდა მარტო დარჩენის
და შენთან მოველ!

არაფერია სხვა დანარჩენი...

დაეხსენ ყოველ
უსაფუძვლო ფიქრს და ფორიაქს!
მე შემეშინდა მარტო დარჩენის 
და შენთან მოველ!

გარეთ მოხრილი ხეების რიგი
მიჰყვება ქარებს
და უჩვეულო მოძრაობს ღამე.
მიაშრიალებს ღრუბლებს ფრთებივით
და სადღაც მთებში ეშვება მთვარე...

ხოლო ხეებზე ფოთლების მსგავსად
შეშფოთებული ჩიტები სხედან
და ირწევიან რტოები ხეთა
და ქუჩებს ხმელი ფოთოლი კაწრავს...

არაფერია სხვა დანარჩენი
ნუ გახვალ გარეთ!

მე შევკრთი უცებ
და შემეშინდა მარტო დარჩენის...
წვიმამ მომისწრო და შევეფარე...
 
nukriaДата: ორ, 23.12.2013, 01:18 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი ნაბიჯი

არა. კარამდე ნუ გამაცილებ
და გზაში თვალსაც ნუ გამაყოლებ,
ნუ გამომყვები არსად მიმავლს,
მთელი სულით და მთელი არსებით,
დახუჭე თვალი ღია სარკმელთან
და მადლიერი იყავ დუმილის 
და უსიტყვობის სულით ავსების. 

რადგან შენ ჩემში ისეც დარჩები
მუსიკით, ფიქრში რომ შეაყოვნე, 
გიცნობ ფინჯანი ყავის ორთქლივით, 
შოპენის ვალსის ნაღვლიან ტრელით,
ტემბრით... ყველაფერს ნუ მომაყოლებ. 

მე ხომ ყოველთვის სადღაც მივდივარ,
მაშინაც, როცა თითქოს აქა ვარ,
მზით ავსებული შენთან ვბრუნდები,
რომ გამოვტაცო დროს შენი თავი,
ვეღარაფერმა ვერ შემაკავა. 

რა სათუთია ჩვენი შეხვედრა
რა სათუოა და ეს სათითე,
არყის თვალს ახელს და მალე ხუჭავს,
სიმღერასავით დაუვლის ძარღვებს,
იგი ჰიმნია და შენ გადიდებს!

შენ უთქმელადაც იგებ ჩემ ამბავს 
და უსიტყვობით აღწევ ჩემამდე,
და მე არ ვიცი, რა უნდა გითხრა _
ერთი ნაბიჯი მრჩება ყოველთვის _
აღსასრულიდან გადარჩენამდე.
 
nukriaДата: ორ, 23.12.2013, 01:19 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დუეტი

სულ უნებლიედ
თავს მახსენებს შენი ალერსი,
მზე, 
სუნთქვის რიტმი, 
ექოს ექო 
და ჩვენ მარტონი,
რა უსასრულოდ და უბრალოდ მიყვარდი მაშინ, 
შენ, 
ამ ლექსების ანონიმი თანაავტორი.
 
nukriaДата: ოთხ, 25.12.2013, 00:17 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქამდე აღწევს შენი მზერა,
მათვალიერებ, ხომ ისევ აქ ვარ

და ამ სიცოცხლის გასაგრძელებლად
ვარწევ გასული დღეების აკვანს,
მაგრამ ხანდახან პირიქით ხდება,
გაღვიძებული წარსული მარწევს,
ცარიელია შენი საწოლი, 
იქ, ჩრდილის გარდა არავინ არ წევს...
 
nukriaДата: პარ, 27.12.2013, 12:15 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დარწყულება

აი, ჩემი მეგობრები _ 
პალმა, ლიმონი, ჩინური ვარდი,
რამდენიმე ქოთნის ყვავილი
და ფანჯარა, ზოგჯერ მზიანი,
საითაც ხშირად გაგვირბის თვალი; 
აწმყოში ვცხოვრობთ
და არც წარსული გვენატრება 
არც მომავალი...

ნეტავ, რა ჰქვია ჩვენს უსიტყვო გასაუბრებას 
და გაფიქრებულ სინამდვილეს,
წარმოსახვაში რომ იკარგება,
იგი თავის კვალს ვეღარსად ტოვებს, 
და გასაქრობად მუდამ მზად არი.

ნადგომი წყალი სწყურდებათ ხოლმე, 
უყვართ ზოგჯერ ნიადაგის გაფხვიერება
და თუ ტყის მიწას მივაშველებ, 
მადლიერების ნიშანს ისე გაამჟღავნებენ, 
რომ ყვავილები გამოაყრით სიხარულისგან. 

მეც მათთან ერთად ჩუმად ვცხოვრობ,
და ვეძებ სიტყვებს _
ყველაზე ძვირფას მინერალებს,
ჩვენს არსებობას რომ ინახავენ და შეიცავენ, 
მე მათ ვეპყრობი ისე ფრთხილად 
და სიყვარულით მანამდე, 
ვიდრე ჩემივე წრეში გამომამწყვდევს გაუცხოება. 

მაშინაც კი, 
როცა საკუთარ თავს ვაწყდები
და მოულოდნელ სამყაროში ვცდილობ გაღწევას,
ვიღებ წყლით სავსე ჩაიდანს და 
ჩემს გათანგულ მეგობრებს ვასმევ
და მერე ვხვდები, 
სინამდვილეში 
მოწყურებულ ნატვრას ვარწყულებ...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость