გივი ალხაზიშვილი - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გივი ალხაზიშვილი
nukriaДата: ოთხ, 19.02.2014, 00:48 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ თუ არა

რომ არ გძინავს კარგად ვიცი...
ფისოსავით ნაბავ თვალებს...
თუ არა გსურს ნუ დამიცდი...
ნუ დამიცდი ნურცერთ ღამეს...
ვიცი, ვიცი, ყველაფერი,
შენთვის მხოლოდ თამაშია...
მე კი ბედმა მერამდენე
ტკბილი ღამე ამახია...
წავალ სხვასთან გავერთობი,
ვინც აჟღერებს ნაზად სიმებს...
ვინც გამიგებს და ვენდობი,
ვინც ლამაზად გამიღიმებს...
შემომიმტვრევს ქარი სარკმელს,
და სადაც ხარ ქარი მეტყვის...
შენ თუ არა სხვა მინატრებს,
და გულისპირს გახსნის ჩემთვის...
 
nukriaДата: ოთხ, 19.02.2014, 22:47 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფოთოლს, რომელსაც ბავშვობაში იმახსოვრებდი,
როგორც აწმყოს უწყინარ ნიშანს,
იგი მომავალ აწმყოშიაც
ნოემბრის წვიმით დასველებულ შუშას აეკრო
შეყვარებულის ხელისგულივით
და მე, რადგანაც არ ვიცოდი ქირომანტია,
სამაგიეროდ წარმოსახვა მქონდა ულევი,
ჩვენ გავუწოდეთ ხელი ერთმანეთს
და ერთმანეთში ჩაზრდილ დროში
შევაღწიეთ ხელისგულებით;
იქ, სადაც, თურმე, დღემდე გვეძებენ
ჩვენი თვალები სიყვარულით შენისლულები.
 
nukriaДата: პარ, 21.02.2014, 01:47 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისე გავივლით მომავალ დღეებს,
როგორც აქამდე ათასობით დღე

გულში გავივლე და გავიარეთ
და თუკი რამე დამამახსოვრდა
ყველაფერი დაილექა და ჩაკრისტალდა
ჩემში და სიტყვად ქცევას მოელის
და სათუო ვარაუდში აგრძელებს ყოფნას,
როგორც უთქმელ ბგერებში სიტყვა,
ჩვენ რომ აქ ყოფნას გვაგრძნობინებს
და თანდაყოლილ სულს რომ ეკვრის
და ხმას არ იღებს,
რადგან მისი ხმა იგულისხმება გაფიქრებისას,
როცა უხმოდ იბადებიან მისი ბგერები.

შემაძლებინე
შენი ნათქვამი გადავმალო გულის სიღრმეში
და მომავალი მიწასავით
მარცვალ-მარცვალ აღმოვაცენო
და ჩემი გული საზრდოსავით გავუნაწილო,
რომ ჰორიზონტებს მიეწიოს
მისი სუნთქვის მწიფე შრიალი,
როცა უცნობი მზე ამოჰყვება
კვდომის მერე ამ დაბადებას...
 
nukriaДата: ორ, 24.02.2014, 02:10 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წადი, მაგრამ მაინც იქ მიხვალ,
სადაც არცოდნის სიცარიელეს
აფერადებს ძველი სიცრუე
და საუბრისას თვალი ამჟღავნებს
უთქმელობის ორაზროვნებას
და კედლის ბზარიც აღარ მალავს
შევსების სურვილს,
თუნდაც ქოთნის ყვავილის შუქით
ან იმ შრიალით _ ოთახში რომ შემოაღწია
გამუდმებულად მომავალმა წარსულის ექომ.

ახლაც ის წუთი მეორდება, გულში რომ ჩადნა
და ფანჯრის მინა რომ შებურა ორთქლმა ჩაიდნის,
შენ აღარ გახსოვს სად და როდის, რა ჩაიდინე,
ანდა საკუთარ სიჩუმეში რაღას ჩაიტან
და რაც იქიდან აღმოცენდება _
იქნება ხელი, ჰაერში რომ სიტყვას დაეძებს
და უნებლიე მოძრაობის შრიალს პოულობს.

წადი, მაგრამ მაინც იქ მიხვალ,
სადაც სიცოცხლე ხატავს მოძრავ იეროგლიფებს
და ოთახებში რა ფეხაკრეფით დააბიჯებენ მათი ჩრდილები,
როცა ბავშვი წამოიტირებს.

წადი, თუმცა, შენ ხომ აქა ხარ,
სადაც ახლა წასვლას აპირებ
და საიდანაც გამოიქეცი,
რათა საკუთარ ხელისგულებში ჩაგერგო თავი
და სიჩუმიდან ის სიმღერა ამოგეყვანა _
ყველა ქვითინს რომ აღემატება.
 
nukriaДата: სამ, 25.02.2014, 00:55 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დიპტიქი

1. მეთუნე


ის რომ იღვიძებს, იცი, რომელიც
და თვალს მილულავ დროგამოშვებით,
გიზგიზებს ცეცხლი დაუცხრომელი
მანამდე, ვიდრე არ გამოშრები..

მარტო იქნები მერე დოქივით,
სანამ თავიდან არ შეგავსებენ
და გზა რომელიც გდევს და მოგკივის
შენსავით მარტო რჩება ასევე.

მოვა მეთუნე და გახელებით
მოგეხვევა და როგორ ეწამე
დაგავიწყებენ მისი ხელები,
როცა თავიდან გამოგძრწავენ...

2. თიხამ თქვა:

იგრძნობენ ჩემი ხელისგულები,
რომ მოფერებამ გამოაღვიძა
სურა და შენთან ყოფნის სურვილი
მონატრებულმა წუთმა აღმიძრა.

ბოლთას ვცემ, თიხა ადგამს ნაბიჯებს
და ვეძებ ვინმეს, როგორც მისაყრდნობს,
შენ არ ხარ, მაგრამ მე შენ აგირჩევ,
რომ ისევ შენთან გამოვისაყდრო.

ეს გაზაფხული კარს რომ მომადგა,
შემოიყოლა ჩემთან შენმა ხმამ,
ვამბობ: ცოდვაა, მაგრამ რომ არ ვთქვა,
ეს სიტყვა ლამის გულზე შემახმა.
 
nukriaДата: ოთხ, 26.02.2014, 14:54 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოულოდნელი შეხვედრის შემდეგ

გასაგებია, რომ შენ ხარ ჩემთან,
გაუგებარიც, თან ამავე დროს,
წარსული ისეთნაირად მთენთავს,
გულდასმით ცდილობს რომ გადამედოს.

თუმც სიუცხოვეც უჩუმრად სუფევს
და აწესრიგებს დროსა და მანძილს,
აღუბეჭდია მოლურჯო უპეს,
უძილობისას ნაპოვნი განძი.

ორჭოფულ დუმილს და სიტყვებს ნათქვამს —
ორაზროვნება მუდამ რომ ახშობს,
გაურკვეველი სიჩუმე შთანთქავს,
რომელიც ნაზად და მაინც მახრჩობს.

...და განშორება — ნუგეში უფრო,
ვიდრე ის ცეცხლი, წუთით რომ ვთბები...
რამ გაგაღვიძა, წარსულის ჭუპრო,
და ვინ გიბოძა ტყუილი ფრთები?!
 
nukriaДата: ოთხ, 26.02.2014, 14:56 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სადაც გედები გედებს ხვდებიან

როცა მბეზრდება ყველაფერი და სულშიც რაღაც
წყდება თუ კვდება, ვერ ვიტყვი ზუსტად...
მოვდივარ შენთან და ვიცი ვნახავ,
რასაც ინახავ ასე სათუთად...
ბაღებში გაშლილ გვიან ყვავილებს,
ტბაზე მწუხრს ყოველ შეღამებისას,
მთვარეს, ჩემს მზერას თვალს რომ არიდებს,
ტყლაშუნს ზეცაზე მტრედის ფრთებისას...
და თუკი, მართლაც, სხვის ბედის ვარსკვლავს,
შენი ვარსკვლავი შემყვარებია,
ეგებ ჯობს შენთან ტბის პირას გასვლა,
სადაც გედები გედებს ხვდებიან...
გავწვეთ ნავებში და რწევა–რწევით
ჩუმად ვიცუროთ ლელიანებში,
სანამ ამოვა მზე წელის თრევით,
სანამ ჩაგვხედავს დილა თვალებში...
 
nukriaДата: ოთხ, 26.02.2014, 21:09 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გასაგებია, რომ შენ ხარ ჩემთან,
გაუგებარიც, თან ამავე დროს,

წარსული ისეთნაირად მთენთავს,
გულდასმით ცდილობს რომ გადამედოს.

თუმც სიუცხოვეც უჩუმრად სუფევს
და აწესრიგებს დროსა და მანძილს,
აღუბეჭდია მოლურჯო უპეს,
უძილობისას ნაპოვნი განძი.

ორჭოფულ დუმილს და სიტყვებს ნათქვამს —
ორაზროვნება მუდამ რომ ახშობს,
გაურკვეველი სიჩუმე შთანთქავს,
რომელიც ნაზად და მაინც მახრჩობს.

...და განშორება — ნუგეში უფრო,
ვიდრე ის ცეცხლი, წუთით რომ ვთბები...
რამ გაგაღვიძა, წარსულის ჭუპრო,
და ვინ გიბოძა ტყუილი ფრთები?!
 
nukriaДата: პარ, 28.02.2014, 14:13 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩაბრუნებული მზერა

/თებერვლის ეპისტოლე/

...იმ ქალს რა უნდა,
ფანჯრიდან რომ გიყურებს?
ათი წელია აქ არ არის
და როგორ გიყურებს...
სად მიგაცილებს მისი მზერა?!

.....................................

ივსები ბინდით,
შეგატოვეს ღამის წვეთოვანს,
თოვლია შენში და შენ ფიქრობ:
შესაძლოა, ტანჯულ თვალებს ჩამოეთოვა
ამ მთაგორებზე და არა ზეცას,
ამინდის ნაცვლად მტკივნეული ჟამი ფეიქრობს,
გადაათეთრა შენი თვალები
და ჰორიზონტის ყულფი შეიკრა....

ხვალამდე დროა,
ელოდები სისხლნაკლულ დონორს _
იანვრის მზეს და ეფიცხები წუთს მოსალოდნელს,
უღიმი მედდას,
ჩალურჯებულ ვენას უჩვენებ,
როგორც მკლავზე ამოსულ იას
და გიხარია, დღეს რომ ტკივილს გაგიყუჩებენ.

რა საგრძნობია, რომ აქ ვიღაც დადის უჩუმრად
და შორი_ახლო ისევ ეთრევა,
სწორედ აქ, სადაც სიყვარულია
და რაც გასავლელ დღეებს გამსჭვალავს
ტკივილის მზეა,
შიშის ხმაა და სიმკვეთრეა.

ვერ იმალები ვერც სიტყვაში და ვერც დუმილში,
აღარც ღიმილში დარჩენილა შენი ადგილი,
აღარც ხმაში
და თუ მიაღწევ მხოლოდ კვნესამდე,
და მთელი ღამე ისე გმარცვლავს წამოკვნესები,
თითქოს ხსოვნაში ატკივებულ წუთებს თესავდე.

უცნობი ხედი ფანჯრებიდან და უცაბედი
ფიქრის სიმწარე,
თავის დახრა და არიდება
თვალის, რომელიც კარგავს დასაყრდენს
და ჩაბრუნდება თავის სიღრმეში,
რომ თავდაპირველ ბინდში დასახლდე.
 
nukriaДата: კვ, 02.03.2014, 16:15 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე გამახსენდა...
გახსენება, ალბათ, არ ღირდა,
რომ ის საღამო უისრებოს ჰგავდა ციფერბლატს,
სამყაროს სუნთქვა მოისმოდა ძველი ბაღიდან
და უდროობას ამძაფრებდა განსაცვიფრებლად.

და იდგა სახლი _ დარჩენილი დროის გარეშე,
მიმოდიოდა დრო უჩვენოდ, უიმსახლოდაც
და სხვა ცხოვრება _ მაწანწალა მოანგარიშე
დაფუსფუსებდა, უჩვენობას არც კი ნაღვლობდა.

ჩვენ მოგვენატრა დაკარგული წელი მრავალი,
რადგან ცხოვრება უისრებოს ჰგავდა ციფერბლატს,
ფანჯრების იქით გროვდებოდა დრო წარმავალი _
ჟამი, უჩვენოდ რომ შთაინთქა და ჩაიფერფლა.

სიცოცხლის ხმები მოისმოდა უშორესიდან,
იმავ ქვეყნიდან, საიდანაც ვიყავ მოსული,
სადაც ვცხოვრობდი უშენოდაც, ჩემი ლექსითაც,
ჩემი უცნობი ახლობლებით გარემოცული.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость