ვახუშტი კოტეტიშვილი
|
|
verikolataria | Дата: ორ, 12.03.2012, 17:06 | Сообщение # 1 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| *** ოდესმე მაინც, ოდესმე მაინც, მივაღწევ იმას, მიხმობდა რაიც, რისიც ვიწამე, რასაც ვეწამე, რაც ორთა შორის იყო მესამე თქვენთვის, ჩემთვის კი _ უპირველესი ჩემს და ჩემს შორის, წიაღ და მიღმა, რამაც დამამხო და ამით მიხმო, რამეთუ ბრძანა: ოდენ მესმინა, და მახნევინა, და მათესვინა მზეში თუ ქარში, ავდარში, დარში, და უპოვარი კვლავ იგივ დავრჩი, რამეთუ ბრძანა, ოდენ მესმინა, მაგრამ სხვის მკლავზე გადაეწვინა ის ხელეური _ ჩემი ნაყოფი, ჩემი ოცნების მზეში ნამყოფი, ჩემი ნაღვაწი, ჩემი ნახნავი, სულის სარჩო და ეჭვის სახრავი. ოდესმე მაინც, ოდესმე მაინც, მივაღწევ იმას, კვლავ მიხმობს რაიც... რისიც ვიწამე, რასაც ვეწამე... ეჭვები ბჭეებს შემილეწავენ და განიხვნება ჩემი ბეთლემი, არვის ვეზაკვი, არვის ვეთნევი... მაშინ გაგიხსნით მე ჩემს დარბაზებს და თქვენი მანჭვა არ გამაბრაზებს.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.05.2012, 15:09 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვ ე ლ ა დ
გზაზე ნისლი ამიცურდა, ვით ნიავი დანაბერი. ველად მხოლოდ ია მსურდა, ია, მეტი არაფერი.
ვეძებე და ძლივს ვიპოვე ბუჩქის ძირას ანაფეთქი. ჩუმად მკითხა: გინდივარო? მე შემრცხვა და... არა-მეთქი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 22.05.2012, 19:06 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
წუთისოფელმა გამხადა შაირ-სიტყვათა მესტვირე, ყოფა ვერავის ვუტირე, ბევრს თვითონ ყოფად ვეტირე. სამარის ქვაზე თარიღებს ტირე რომ უზის, ის ტირე ჩვენი ცხოვრება ყოფილა, ამას რომ მივხვდი, შევსტირე. თურმე ვინა ვარ? _მარტოდენ ამ მოკლე ტირეს მესტვირე. ჩვენ არყოფნიდან მოვედით? და ვნახეთ, ყოფნა რაც არი. წინ_ წყალი, უკან _მეწყერი, ცეცხლი და ბოლოს ნაცარი. ბედნიერებას ვეძებდით, მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი. სიკვდილი დედა ყოფილა, სიცოცხლე _დედინაცვალი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 18.08.2012, 23:37 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თქვენ _ ყველაფერი, მე _ ფერი ყველა. დამექცეს ჭერი, თუ გთხოვოთ შველა.
თქვენ _ ქვეყნის ოქრო და შარა ვრცელი, მე _ ოკრობოკრო ბილიკი ძნელი.
მამრი თუ მდედრი _ ნუ მყვედრით ყველა, მე _ ჩემი ხვედრი _ შვლის ნუკრის შველა...
მე ამ წესს ვიცავ ღამეც და დღეცა, რომ ჩემი მიწა ვაქციო ზეცად.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 18.08.2012, 23:37 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ მკითხე: - რატომ ეწევი პაპიროსს? გეტყვი, ეს ამბავი თუ მართლა გაღონებს: მე გულს საგანგებოდ ვაცლი ძალ-ღონეს, რომ ამოხტომა არ დააპიროს.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 18.08.2012, 23:38 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გზას იმედში ვეღარ ვიგნებ, რა იქნება გაის ამ დროს?! თუმც ვინ იცის, სულმა იქნებ ერთხელ კიდევ გაიზამთროს.
დღეებს ვარაუდით მივდევ, თანაც ვწრუპავ მიჯრით ღვინოს, რომ მზის სხივმა ერთხელ კიდევ სულში შემომიჭვრიტინოს.
ვეღარა ხტის გვარზე კვიცი, უკანასკნელ ძალას ვიკრებ, ვიცი, ყველაფერი ვიცი, მაგრამ მაინც, მაინც იქნებ?!.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 18.08.2012, 23:40 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| « _ ტომ! _ პასუხი არ არის». მარკ ტვენი
არსი არსებობისა იდუმალი რამეა. ჩვენ არ ვიცით, რა გველის, იქ დღეა თუ ღამეა? სულეთს მზე ანათებს თუ მთვარის მკრთალი კამეა? ყველგან სიმღვრივეა თუ ზოგან სიკამკამეა?
ეს კითხვები ჩვენს სულში ისრის დარად ისობა, მაგრამ განა პასუხებს ისვრის მარადისობა?!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 18.08.2012, 23:41 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი აივნის წინ _ თეთრი აკაცია, ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი. ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.
მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას, ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს. მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას, ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.
ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს, თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.
იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს, ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს, სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს, გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.
თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს, მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?! და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე _ მე თუ აკაცია?..
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 18.08.2012, 23:41 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შევჩივლებ გოეთეს, შევჩივლებ ბაირონს, თუ ტრფობის იარა გულს როგორ ხევდა... იქნება მიმიხვდნენ, იქნება გაიგონ პატარა პოეტის პატარა სევდა.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 18.08.2012, 23:42 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სინამდვილე მივატოვე და ოცნება ვინამდვილე, წლებს თმა-წვერი მივათოვე, წლითიწლობით ვიმარტვილე, წილად მერგო სიმარტოვე და ცხოვრების სიმარტივე.
აღარც მინდა, რამეს ვმკიდე, ყველაფერი სულერთია. სულო ჩემო, ცოტა კიდევ _ იქით უკვე სულეთია.
|
|
|
|