ვახუშტი კოტეტიშვილი
|
|
nukria | Дата: შაბ, 18.08.2012, 23:43 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სინამდვილე მივატოვე და ოცნება ვინამდვილე, წლებს თმა-წვერი მივათოვე, წლითიწლობით ვიმარტვილე, წილად მერგო სიმარტოვე და ცხოვრების სიმარტივე.
აღარც მინდა, რამეს ვმკიდე, ყველაფერი სულერთია. სულო ჩემო, ცოტა კიდევ _ იქით უკვე სულეთია.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 18.08.2012, 23:44 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩვენ სამნი მივდიოდით გზაზე: მე, ის და დუმილი...
დუმილი ვერ ხვდებოდა, რომ ზედმეტი იყო... შეუგნებელი დუმილი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 00:02 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე არ ვიცი, რა მიტევს, რა არის თუ ვინ? ჩემში მარად მბორგავი, რომ არ მტოვებს შინ, ძარღვში სისხლს მიშადრევნებს, მექაჩება წინ, როგორც გალაკტიონის: «ტა-რა-რა-რა-ძინ!»
დღე და ღამე ჩამძახის მისი მყიფე ხმა: _ ნურასოდეს გახდები ამა სოფლის ყმა, მიატოვე ნადიმი, ღრეობა და სმა, ამას გირჩევ, უბრალოდ, როგორც ღვიძლი ძმა.
ამქვეყნად საქარავნოდ მუდამ იყავ მზად, არაფერმა არასდროს შეგაფერხოს გზად, თუნდაც ქვეყნის სიმდიდრე რომ გიქციონ ზღვად, იმად დარჩი, ვინცა ხარ, არ გარდიქცე სხვად.
მე ვპასუხობ: _ მოგყვები, თუმც არ ვიცი, სად? ამ გზის ბოლოს რა მელის, ან ვიქცევი რად? ერთი ვიცი და მისთვის მუდამ ვიყავ მზად: ხორცი მიწად მექცევა, სული წავა ცად.
ხორცი არ მედარდება, სულს რა ელის, რა? სული ილტვის ცისაკენ, ხორცს ვერ ვუქენ ძვრა. აღარ ძალმიძს, მომბეზრდა ეს ძარღვების ხვრა, ნაცრის ფუჭად ქექვა და მერე თავზე ყრა.
როდის შთამნთქას ცხოვრების უსიერმა ტყემ, ბედითობის ღამემ თუ ავბედითმა დღემ, როდის სად მიმატოვონ მთვარემა თუ მზემ, უწყის ოდენ უფალმა და იმისმა ძემ.
ასე რომ, გენაცვალე, გთხოვ, დამტოვო შინ, შენ ნუღარ გენაღვლება, რა მაწუხებს, ვინ? მაინც კი მეამება, რომ მიმიხმობ წინ, როგორც გალაკტიონის: «ტა-რა-რა-რა-ძინ!»
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.06.2016, 22:08 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი აივნის წინ _ თეთრი აკაცია,ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი. ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.
მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას, ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს. მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას, ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.
ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს, თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.
იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს, ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს, სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს, გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.
თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს, მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?! და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე _ მე თუ აკაცია?..
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.06.2016, 22:08 | Сообщение # 15 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიმღერავ ქართულო,მარტივო და რთულო, უნაზეს სიმებად, სირმებად დართულო, ცამდე აღმართულო სართულზე სართულო, წიაღით მომსკდარო, სილაღით გართულო.
მრავალგზის ჩაგრულო, სულო ვერჩაკლულო _ «ჩაკრულო»!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.06.2016, 22:10 | Сообщение # 16 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემს შვილს ტატოსახლაღა მივხვდი, რომ ყოველი ჩვენგანი არის ძე შეცთომილი (ან თუ გნებავთ, უძღები შვილი), რომელმაც ერთხელ მიატოვა თავისი ს ა ხ ლ ი (ეს სულ ერთია, რას დავარქმევთ იმ სახლს «არყოფნას», თუ «მარადიულ და ჭეშმარიტ ყოფიერებას») და მას მოუნდა თვალსაწიერს მიღმა გაღწევა. სინამდვილეში გ ზ ა ძალიან მოკლე გამოდგა, თანაც უმიზნო, ვინაიდან რაც მას წინ და შორს ეგულებოდა, იგი აღმოჩნდა სწორედ უკან და ძლიერ ახლო. უცებ იქცა წინსვლა _ უკუსვლად, ანუ შორეთში გამგზავრება _ შინდაბრუნებად _ ისევ ს ი კ ვ დ ი ლ შ ი, მარადიულ აქარყოფნაში.
მივხვდეთ ცხოვრების ნებიერნი, საით მივდივართ. ნუთუ არასდროს შეგვპარვია ჭია ეჭვისა, თუ რა სიღრმეებს იტევს სიტყვა, შრეებს და ქანებს?! ავიღოთ თუნდაც წ ი ნ ა პ ა რ ი , რას ნიშნავს იგი? შენ თუკი უკან მოიტოვე, წ ი ნ რატომღაა? ან სიტყვა უ წ ი ნ _ უ ფ რ ო წ ი ნ ა ს რატომ გულისხმობს? ანდა წინანდელს უ კ ა ნ ა ნ დ ე ლ ს რატომ არ ვარქმევთ?! აი, ხომ ხედავ, წინა-უკმოს ვეღარცკი ვარჩევთ და ასე ვცხოვრობთ დროისა და სივრცის გარეშე.
ეს შორს წაგვიყვანს. გამახსენეთ, რაზე შევჩერდი? ჰო, რომ ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ პირველსაწყისში. ნოსტალგია ქვეცნობიერი. ზოგში ეს უფრო ძლიერ არის გამოხატული, ვეღარ ეტევა ერთ ადგილას, თავს ვერ იოკებს და გარბის სადღაც. ხალხს ჰგონია რომ ამოძრავებს მას ცისარტყელის ქვეშ გაძრომის უაზრო ჟინი. სინამდვილეში მის სისხლს სხვა რამ აფორიაქებს _ უფრო წინარემშობლიური სივრცის ყივილი!
აი, ეს არის «ოდისეა» ჩვენი ცხოვრების, რომელიც თურმე ბევრად უფრო მოკლე აღმოჩნდა, ვიდრე ჰომეროსს ეთქმევინა. და კინო-ფირი, რომელსაც თურმე «ნოსტალგია არარსებულზე» უნდა რქმეოდა, შესაძლოა, რომ უცებ გაწყდეს მანამდე, სანამ «დ ა ს ა ს რ უ ლ ი» დაეწერება.
თუკი ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ პირველსაწყისში, ამას სიკვდილს რატომღა ვარქმევთ?! რატომღა ისმის უსასრულო მოთქმა-გოდება, პირისხოკვა და თავშიცემა, გლოვა-ტირილი, საფლავის ლოდქვეშ ჩაძახილი, სადაც არ არის ის, ვისაც ვტირით, იქ ხომ მხოლოდ სხეული გდია, იმისი სულის სამოსელი, გამონაცვალი. თავად სული კი დაუბრუნდა მშობლიურ სივრცეს.
შეწყდეს ტირილი! დაიწუროს ცრემლის მტევნები! გულის ნაჟური კეთილშობილ ღვინოდ დაღვინდეს! გადალიცლიცდეს მოთმინების ყველა ფიალა! შევსვამ სიკვდილის საკართანოს და ვალმოხდილი მ ო ვ დ ი ვ ა რ, შ ვ ი ლ ო!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.06.2016, 22:10 | Сообщение # 17 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე სიგარეტი ამეკრძალა. ჩემიანებიმითვალთვალებენ გამუდმებით, სადმე ქურდულად რომ არ წამძლიოს უცებ სულმა. მაინც ვახერხებ დიდი წვალებით. გამოვაღებ უცებ ფანჯარას, თავს გავყოფ, ვურტყამ ორ-სამ ნაფაზს გაფაციცებით და უცოდველი იერ-სახით კვლავ ვუბრუნდები საწერ მაგიდას, უფრო სწორად კი ჩემს კომპიუტერს და კვლავ განვაგრძობ ორმაგ თამაშს, ჩემებს ვაჩვენებ თითქოს ვმუშაობ, ნამდვილად კი ვეთამაშები ჩემს მხსნელ კომპიუტერს, ჟინიანად, ავადმყოფური თავდავიწყებით, აბსოლუტურ გაოგნებამდე, რათა როგორმე ავარიდო ავ ფიქრებს თავი, აღარ ვიფიქრო არაფერზე და ვინაიდან არ შემიძლია თავის მოკვლა, როგორმე ასე გავავაგლახო ჩემი წილი წუთისოფელი. არ მოწიოო! თითქოს ჰქონდეს რაიმე აზრი საღ-სალამათი კაცის სიკვდილს სულთ საუფლოში! მეუღლემ მითხრა: « _ იცი, წუხელ ტატო მესიზმრა, შეწუხებულმა შემომჩივლა, მამას უთხარი, ფანჯრიდან ცხვირში ნუ მაბოლებს, ნუ მაწუხებსო.» მე გამეხარდა. საოცარი შვება ვიგრძენი. მაშასადამე, შენი სული, აქ არის, შვილო, გარს უვლის ჩვენს სახლს ყოველ ღამე, შიგ იჭვრიტება და მე როდესაც ვაღებ სარკმელს ჩემი ქურდული ნაფაზისათვის, თურმე მაშინ მე შენ გეხები ქცეულს ნიავად, ღამის სუნთქვად, ხეთა შრიალად.
ეს რომ გავიგე, მოვუხშირე სარკმელში წევას და შიგ ცხვირ-პირში გაფუილებ მხჩოლავ სიგარეტს. რა მოხდა, შვილო, უბედური მამის გულისთვის უნდა გაუძლო, მას ხომ სხვა გზა არ დარჩენია შენთან შეხვედრის და მდუმარე მასლაათისა. ახლაც სარკმელი გამოვაღე, გამოვყავ თავი, შენ შემეხე და დამიარე ტანში ჟრუანტლად.
პრინცმა ჰამლეტმა არ იცოდა, რომ უარესი ტანჯვაა, როცა მამა ელის აჩრდილს შვილისას!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.06.2016, 22:11 | Сообщение # 18 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქარს გაახელებს სურნელი მიწისდა ნდომის ჟინი გაავერაგებს, ნოემბრის ხენი ჰკარგავენ სირცხვილს და ქარს ატანენ ყვითელ პერანგებს.
მეზობლის ცოლი დარდობს ადრევე და წვიმის შიშით ვეღარ ისვენებს; თან ეზარება ქოლგის წათრევა, თან კატასავით უფრთხის სისველეს.
ქუჩებში უკვე არ ჩანს არავინ, ციდანაც წვიმის წვეთები ცვივა; ქალაქს ღრუბლები რუხად ფარავენ და თმების ვარცხნით ერთობა წვიმა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.06.2016, 22:12 | Сообщение # 19 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შაირ-სიტყვანი 1.გამომივლია ცხოვრება ისე, ვით ველი დიღმისა, გამომყოლია ვალები უქმად ნაფლანგი სიყმისა. ტალღებზე ატივტივებულს არ-რა მცოდნია სიღრმისა, რა გაიგება გამოღმა ამ წუთისოფლის მიღმისა! 2003.
2. სიცოცხლე ვისთვის ტანჯვაა, ვისთვის კი _ ნათლის სვეტია, ზოგი ბევრ წლებსაც ვერ ჰკმარობს, ზოგისთვის _ ცოტაც მეტია. ჩემი ნატანჯი ტანიდან სული ვერ ამოეტია, ამ ტიალ წუთისოფელში თურმე სიკვდილიც ბედია. 2003.
3. ანასებური
ცაზე პატარა ვარსკვლავი სულ ციმციმებს და ციმციმებს, ალბათ არც დარდი აწუხებს, არც საკუთარი სიმძიმე, ცალკე გაკიდეგანებულს არ აკრთობს სიცხე-სიცივე. _ რა აციმციმებს ნეტავი? _ რა ვი, უნდა და ციმციმებს. 2003.
4. გოგოვ, ვისი ხარ ეგეთი? ან ვინა გყავდა ნათლია? მაგ სატანფეხო მასალას რომელ ალვის ხეს ათლიან? ეგ შენი თითო წამწამი, მე მგონი, თითო ადლია. ბებერს რო მესურვილები, ცოდვა კი არა, მადლია! 2003.
5. ხევსურულივით
ერთ ქალა დამისწორფერდა ძუძუკოკობი, ბატარა, ხან სამოთხეში მაფრინა, ხან ჯოჯოხეთში მატარა, მაუნდა _ ბალღად მაქცივა, მაუნდა _ დევ-გმირს მადარა, ერთ ყლუპად დამაცლევინა მთელი სიცოცხლის მათარა. თუ მკითხავთ: რაად გინდაო? მე გიპასუხებთ: რად არა?! 1995.
6. ქსნის ციხის ნათქვამი:
ჩემს ფხაზე ნისლი იხევა, გულზე მინთია ძახველი, იქნება «რავქნის» ციხე ვარ, რომ ვერ მომიდგა მნახველი. ფიქრებს წარსულში მივყევარ, მაინც ვერ მძალავს ნაღველი, მე «ყლემომჭამეს» ციხე ვარ, მქვია კაცური სახელი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.06.2016, 22:13 | Сообщение # 20 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიახლოვდება სამოცდაათიდა, სამწუხაროდ, ვგრძნობ, რომ ვბერდები. როგორც უბრალო ქვიშის საათი _ ზემოთ ვიცლები, ქვემოთ ვბევრდები.
ფიქრს მოსწყინდება რიალ-რიალი, სულს გაეყრება ცოდვილი ხორცი. დავრჩები ზემოთ სიცარიელე, ხოლო ქვემოთ კი _ პატარა ბორცვი.
|
|
|
|