ვახუშტი კოტეტიშვილი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ვახუშტი კოტეტიშვილი
nukriaДата: ორ, 06.06.2016, 22:14 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქვეყნად მოველ, როგორც დილის ნამი,დავეწვეთე გაყვითლებულ ფურცლებს,
წვიმა მზრდიდა დღისითა თუ ღამით,
ავდარს ალბათ ასე მიტომ ვუძლებ.
მზე ნათელი არ მინახავს წამით,
თორემ ალბათ ამაშრობდა უცებ.
 
nukriaДата: ორ, 06.06.2016, 23:48 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პირველმოწეულს დაგიკრეფ ნაყოფს,
მოვიტან ღვინოს ძველ მოწნულათი,
წარმოსახვაა, ჩემში რომ ლაღობს,
ნავია, რითაც შენ მოცურავდი.
ანთია სხივი, თვალთა შემკრები
და იგი ისევ აქვე ბინადრობს,
ხანდახან ღამის გულს მივეკვრები,
მეუთვალავედ რომ მოგინატრო.
სანთელი არა, აქ სხვა რამ ენთო,
არსად რომ არ ჩანს და ვხედავ სულით,
მე ახლა შენით სავსე ვარ ღმერთო,
და სიხარულის ცრემლივით სრული.
 
nukriaДата: ორ, 06.06.2016, 23:50 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Davit Shemoqmedeli
2013 წლის 5 ივნისი, 20:30-ზე ·
* * *
და აბელს უჩანს ჭრილობა ღია,
და ერთად ლაღობს კაენი ყველა,
და ლოდის ქვეშაც ამოდის ია,
ღაწვზე დაბნეულ ცრემლების ხელა. ზღვაც ღელავს,
ზვირთებს რისხვით ჰყრის ცამდე,
(მზე, თუნდაც ერთი საათით, რად ღირს!),
კაცი ხარ, ახლა შეები ტალღებს
და მერე მისწვდი იქიდან ნაპირს..
1987 წელი
***
,, ხე ნაყოფით იცნობის''
და არა ფოთლების შრიალით...
1996 წელი
 
nukriaДата: სამ, 07.06.2016, 00:10 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ თავს რაც გინდა, უქენი,
სხვაფრივ მოგეცეს ბარაქა,
სულ სხვა ცის გაწვიმს ღრუბელი
შენ ჩემნაირი არა ხარ.
არ ხარ და, აღარც იქნები,
ნეკი არ არის ცერია,
ცხვრებს სულ არ ჰგვანან თიკნები,
რა გიყო - ჯვარიც გწერია!
არც მე ვარ სრულად უმწიკვლო,
მლოცველი დაუცხრომელი,
ღვთისგან დავრჩები უწიგნო
სულ პირველი ქვის მსროლელი.
თუნდ ცოდვის თავზე შედექი,
მაინც "მოყვასი" გიწოდე, აქ ასე იყოს,
მერე კი შენ და განგებამ იცოდეთ.
 
nukriaДата: სამ, 07.06.2016, 00:17 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Кругом подножия кумира
Безумец бедный обошел
И взоры дикие навел
На лик державца полумира.
Стеснилась грудь его. Чело
К решетке хладной прилегло,
Глаза подернулись туманом,
По сердцу пламень пробежал,
Вскипела кровь. Он мрачен стал
Пред горделивым истуканом
И, зубы стиснув, пальцы сжав,
Как обуянный силой черной,
"Добро, строитель чудотворный! -
Шепнул он, злобно задрожав, -
Ужо тебе!.." И вдруг стремглав
Бежать пустился. Показалось
Ему, что грозного царя,
Мгновенно гневом возгоря,
Лицо тихонько обращалось...
И он по площади пустой
Бежит и слышит за собой -
Как будто грома грохотанье -
Тяжело-звонкое скаканье
По потрясенной мостовой.
И, озарен луною бледной,
Простерши руку в вышине,
За ним несется Всадник Медный
На звонко-скачущем коне;
И во всю ночь безумец бедный,
Куда стопы ни обращал,
За ним повсюду Всадник Медный
С тяжелым топотом скакал.
 
nukriaДата: სამ, 07.06.2016, 00:19 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ლექსები
ჩემი სულის თეთრეულია!
გამოფენილი დღისით და ღამით!
წვიმაში,ქარში!
მზის თაკარა სიმხურვალეში!
აი,ამას ტალახი მოხვდა,
ბევრი ვრეცხე,არ ამოცილდა!
ეს გადახუნდა სხივებისგან!
ეს კი წვიმამ გააყვითლა!
ამას თურმე,რომ მეძინა,
ქარბორბალამ გადაუარა,
თოკს მიახვია!
-ეს მოჩითული ნაირფერებად?
ფერები როგორ შეინარჩუნა,
ვერაფერმა ვერ გაახუნა?
-იუ!მეც მიკვირს!
ეგ ქსოვილი იქნება მყარი!
მოხატული ბუნებრივი საღებავებით!
ხო,გამახსენდა,მაგი ბოლოს
ჩამოვკიდე!ყველაზე ბოლოს!
-ალბათ დროა გასული ცოტა!
-არა ,ყველა ერთ დღეს დავფინე!
უბრალოდ მაგი შევიძინე სწორედ მაშინ,
როს ვისწავლე გამერჩია
ბუნებრივი ხელოვნურისგან!...
ჩემი ლექსები,
ჩემი სულის თეთრეული
ახლაც ფრიალებს! –ლიკა
 
nukriaДата: სამ, 07.06.2016, 00:39 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,ჟამი მავსებდა
და ჟამი მყოფდა,
სული ცოდვისგან
ბევრჯერ იძლია,
ისე ვარ ახლა,
არც შენთან ყოფნა,
არც უშენობა
არ შემიძლია.
ყველა შეცდომის
მივიღე ხურდა,
ბედმა უდაბურ
ტევრში გამრიყა,
ისე ვარ,
როცა არავინ გძულს და
არც აღარავინ
რომ აღარ გიყვარს.,
 
nukriaДата: სამ, 07.06.2016, 00:40 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალი, რომელიც გიყვარს ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს. ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს. წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს. თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვარს. /ნოდარ ჯალაღონია/
 
nukriaДата: სამ, 07.06.2016, 01:09 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავბრუნდი ყოვლგნით შეუბრალები;
ბაღის კარს დავჯექ შენაძალები,
ცრემლით აღმევსნეს მწირნი თვალები;
ვიყავ ბედისა დამაბრალები.
ვინცა მნახვიდენ დამაშვრალები,
შეიქმნებოდენ ჭირნაკრძალები.
მეც მომხვდა სოფლის მკვლელი ბრჭალები!
ბესიკი სიკვდილს არ ვემალები,
თავი მაქვს მისთვის შენაწონები!
 
nukriaДата: სამ, 07.06.2016, 17:37 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამეა და ქარები,მთვარე ბადრია,
სად მიგეჩქარება,
ჯერ ხომ ადრეა?..

შემოდგომაა, ღამეა,
გული კი ისეა,
თითქოს მზის ჟამია,
თითქოს მაისია.

ახლა ხომ ალერსით
დათრობის წამია;
ხეებსაც ჩაესმით,
ეს ცაც მოწამეა,

რომ უსიყვარულოდ
სისხლია უჩქეფი;
უსმინე, ფარულად
რას ხმობენ ბუჩქები:

_ ტრფობით ალეწილნი
ქვეყნად სანამ ვართო,
იყოს სიყმაწვილე _
ქართა სანავარდო.

შენ კი...

კვლავ ჰქრიან ქარები
და მთვარეც ბადრია,
სად მიგეჩქარება,
ჯერ ხომ ადრეა?!..



 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость