ვახუშტი კოტეტიშვილი
|
|
nukria | Дата: სამ, 07.06.2016, 17:38 | Сообщение # 31 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სინამდვილე მივატოვედა ოცნება ვინამდვილე, წლებს თმა-წვერი მივათოვე, წლითიწლობით ვიმარტვილე, წილად მერგო სიმარტოვე და ცხოვრების სიმარტივე.
აღარც მინდა, რამეს ვმკიდე, ყველაფერი სულერთია. სულო ჩემო, ცოტა კიდევ _ იქით უკვე სულეთია.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 07.06.2016, 17:42 | Сообщение # 32 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ესეც ჩემი იღბალი თუ ბედი _გამიფრინდა სიხალისის მტრედი.
ესეც ჩემი იღბალი თუ წერა _ ქვეყანაზე აღარაფრის მჯერა.
სიბრძნე, ღვინო, დუდუკი თუ ქალი, ყველაფერი ამ ჭიქაში ვკალი.
შესასმელი დამრჩა ბოლო ჭიქა: ჭირი აქა, ხოლო ლხინი იქა!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 07.06.2016, 17:45 | Сообщение # 33 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მზემ დააპირა მწუხრის ნამაზი,მინარეთებზე თვლემენ ყანჩები. ცა არის ისე უღვთოდ ლამაზი, რამე რომ არ თქვა, დაიტანჯები.
მინარეთიდან აფრინდა წერო, თითქოს ფრთა გაჰკრა გულის სიფიცხეს, უბის წიგნაკში რომც არ ჩაწერო, ამ სურათს მაინც ვერ დაივიწყებ.
მზემ დაასრულა მწუხრის ნამაზი, მინარეთებზე თვლემენ ყანჩები. ჩაივლის გოგო, ისე ლამაზი, ხმა რომ არ გასცე, დაიტანჯები.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 07.06.2016, 17:52 | Сообщение # 34 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -ეგ თვალი ვინ დაგიავდრა, გოგონი?ო, დასწყევლოს ზეწიერმა სიყვარულის მომგონი. აივანზე დარდიანობ, მთვარეს გასცქერ ქერათმება, გოგოვ, ბაგებანგიანო, ვისი ნახვა გენატრება? ხედავ? ღამე დათალხული მთვარის ბანგით დაიბნიდა, მითხარ, ვისი გახდა გული, ვის გასცქერი აივნიდან?
ხედავ, გოგოვ, თვალგიშერავ, ღამ-ღამ ფიქრმა არ გიშველა...
ბაგეს ღიმი როდი ფარავს, დარდმა ცრემლი შეჰკონაო... გოგოვ, ვინმე მოგიპარავს, იტყვის, ოქრო მეგონაო... ღამეს თეთრად ნუ გასტეხავ, გოგონი, ო, დასწყევლოს ზეციერმა სიყვარულის მომგონი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 07.06.2016, 17:54 | Сообщение # 35 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მხოლოდ დობას რომ არ დასჯერდი და თავად ბავშვმარომ დაიკისრე ძიძაობა, დედობ-მამობა, ნათესაობა, მეგობრობა და სულიერი სამყაროობა, შადრევნობა მზრუნველობისა, რომ მოინდომე ყველაფრობა და შესძელ კიდეც თავად საპყარი ქცეულიყავ მძლეთა მძლეველად უკიდეგანო მადლითა და ღვთისნიერებით; მხოლოდ სიკეთეს რომ მაფრქვევდი, გადაფაფრული ქვეყნად ყოველგვარ ბოროტებას რომ მარიდებდი ნაზი ხელებით, ნუთუ ერთხელ, თუნდ ერთადერთხელ არ გიფიქრია, მაშინ რაღა მეშველებოდა, როცა უ შ ე ნ ო დ დამტოვებდი ამ საღვარძლეთში აწ უკვე მართალა დაობლებულს და მიუსაფარს?!
შენ ადრე ჩემზე ცამეტი წლით უფროსი იყავ, ახლა კი მე ვარ შენზე დიდი უკვე ათი წლით. და აი, უკვე ოცდასამი წელი შესრულდა, რაც შენ წახვედი ს უ ლ ა კ რ ე ფ ი თ, რადგან ჩათვალე, რომ ვითომ ტვირთად მაწვებოდი და არც იფიქრე, რომ მე ამ შენი უშენობით მხრებზე ამკიდე სიზიფეს ლოდი და მას შემდეგ სულს ვეღარ ვითქვამ, რადგანაც მთასაც ვერ ვპოულობ ჩემს სიახლოვეს, რომ ამეტანა ეს ლოდი და დამგორებოდა... (სიზიფეს ბედიც ზოგჯერ თურმე სანატრელია!)
მინდოდა შენთვის დაბადების დღე მომელოცა, საცაა ხუთი ოქტომბერი დამათენდება. ხატთან სანთელი ავანთე და სულის სუფრასთან შემოგამწკრივეთ სულ ყველანი, ჩვენიანები. მე ვლაპარაკობ, თქვენ კი ჩუმი ღიმილით მისმენთ... ტ ა ტ ო ც მანდა გყავთ. მაიმუნმა არ დამაცადა და ჩემზე ადრე გამოქანდა თქვენს სანახავად. აბა, თქვენ იცით, მიმიხედეთ ჩემს მანდ მოსვლამდე... ნ ა ხ ვ ა მ დ ი ს , ლ ე ი ლ !
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 07.06.2016, 17:58 | Сообщение # 36 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გზაზე ნისლი ამიცურდა,ვით ნიავი დანაბერი. ველად მხოლოდ ია მსურდა, ია, მეტი არაფერი.
ვეძებე და ძლივს ვიპოვე ბუჩქის ძირას ანაფეთქი. ჩუმად მკითხა: გინდივარო? მე შემრცხვა და... არა-მეთქი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 07.06.2016, 18:09 | Сообщение # 37 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე,გულში ბორგავდა ლექსი, ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე, არაგვის წყალი შევსვი.
ამოვიარე ფერდობი, მთაზე შემომხვდა მწყემსი: ძმაო, აქ ალბათ ერთობი სალამურით და ლექსით.
თუ შენი სამწყსო ცხვარია, თვალი თუ კორდებს ეძებს, მეც ვმწყემსავ, გაგიხარია, ოცნებებსა და ლექსებს.
მგზავრი ვარ არა გვიანი, ამ მიწაში მაქვს ფესვი, ეს წყალი არაგვიანი მეც ხომ შენსავით შევსვი.
ქარები რტოებს ლეწავენ, ელვამ ჩამოჰკრა კვესი. ძმა თუ ხარ, შენი კვნესამე, მაჯახე ვაჟას ლექსი.
ფხაზე მოეგო ფხოველი, მაჯახა ვაჟას ლექსი, მე იმის სიტყვა ყოველი წყაროს წყალივით შევსვი.
ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე, გულში ბორგავდა ლექსი, ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე, ფიქრი მთვარეზე შევსვი.
ჯიხვი რუხ კლდეებს დაუვლის, მთვარე თეთრ მანდილს მიქნევს, ალუდა ქეთელაურის გული მეცა მაქვს იქნებ.
და უცებ ღიმი გაუვლის გულზე მოწოლილ ფიქრებს: ძაღლიკა ხიმიკაურის მკლავი მეცა მაქვს იქნებ.
ეს რა შავლეგა ბინდია?! ღამე ჩამოშლის დალალს. იქნებ მეცა ვარ მინდია, ფშავლის შავთვალა ქალავ!
სურვილთა ანაბარა ვარ, მაგრამ გულს შიგან ვმალავ. ნუ მიფრთხი, უცხო არა ვარ, მო, გამიღიმე ქალავ!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 07.06.2016, 18:59 | Сообщение # 38 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვინ იცის, იქნებ ცხოვრებისგან გაბეზრებულიყვავები რარიგ შენატრიან დღემოკლე პეპლებს?!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 07.06.2016, 19:00 | Сообщение # 39 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ვთამშობდი დედობანას სულ ცოტა ხნის წინ, მყავდა თოჯინაც ვითომ ჩემი რომ ერქვა შვილი, და ამ თოჯინას ჰყავდა მამაც, მეზობლის ბიჭი, გაცინებისას რომ უჩანდა მოცვლილი კბილი. ჩვენ ვთამშობდით სახლობანას, როგორც დიდები, მებლანდებოდა ფეხზე დედის კაბის არშია, გავიზარდეთ და დღეს ერთმანეთს არ ვერიდებით, რადგან ბინძურად არასოდეს გვითამაშია. /ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 07.06.2016, 19:03 | Сообщение # 40 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მზის ტევრში სადღაც,ჰორიზონტებთან, აზალიამ იფეთქა... და ჩემს ბაგეს ისევე წაეკიდა ცისკარი... გულს ისევე მიფერავს გრძნობა... რაღაც სულ სხვა,და... -გინდა?! არა?! არ გინდა? ჩემთან ყოფნა,მითხარი?! სადღაც,ჰორიზონტებთან, აზალიამ იფეთქა... ცის თაღიდან იფრქვევა სხივთა თბილი ნოტები... მე ისევე მევსება ოცნებები შენით,და: -ძლიერ რომ შეგეხვეწო, მზის ტევრში გამომყვები?!-ლიკა დილის ლექსების ციკლიდან 25 ნოემბერი
|
|
|
|