ღამეს ელვარე დღე შეუცვლია თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი, ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია? დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი, მომკალით ყოფნა მაინც შუქია თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა, შეხვედრა ენას ვერ აღუქვია, შეხვედრა განა ასე გველოდა? ო, გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით, რამდენი რამე ვერ ამიხსნია ვერც ლალის ჭიქით, ვერც ჩუმი ცრემლით, რისთვის მიყვარხართ მე არ მაქვს ნება ამნაირ გულით და სინაზეთი, არის ამ ქვეყნად დაგვიანება, მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი? არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია, არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით, ამ რევოლვერშიც არის რვა ტყვია, ერთს გაიმეტებტ? მე გთხოვთ მომკალით.
მარად ისმის:მარადისი სიყვარუ;ი ძნელია ვის მოხვდა მისი მუდამ ცრემლის მღვრელია ვარდთა კონის.ბნედა გონის ტავერნების ნდომანი... დე - გრიესა და მანონის სევდიანი რომანი. დღენი ევრის და პარიზის, უდაბნოთა ჩვენება მწუხარება კიპარისის ყვაბილთ შემოშენება. ველად გაჭრას ხელად რონინს ცვლიან შემოდგომანი დე - გრიესა და მანონის სევდიანი რომანი. ყველაფერი იგი გაქრა ვით სიზმარი გვიანი. დრომ ახალი ძალით დაჰკრა: სხვაა ადამიანი რუსოს ხანა,ოხვრა რონის, ტრიანონის ცდომანი დე - გრიესა და მანონის სევდიანი რომანი. მაგრამ წიგნი მაინც დარჩა ვაჟისა და ასულის, როგორც სარკე,როგორც ფარჩა დროის ფერგადასულის, და იწონის წიგნის დონეს წიგნთა მრავალთ კვდომანი... დე - გრიესა და მანონის სევდიანი რომანი.
სიკვდილს მე როდი შევუშინდები, იგი ძმა,მუდამ ჩვენს მხარეზეა, მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ გავს და უარესია. აქ გაზაფხული არავის ჰკოცნის, არც მაისი და არც პოეზია, მაშ გაუმარჯოსს იმგვარ სიცოცლხეს, სიცოცხლეზე რომ უტკბოესია!