nukria | Дата: სამ, 06.12.2016, 16:19 | Сообщение # 121 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| N-ს
"შეშლილი ქარი კვლავ მედავება აფრიალებას შენი კაბისას, ნუთუ არსებობს, რომ მე დავება? ნუთუ გაიტანს მაინც თავისას?... სულელი სეტყვა ჰყრის მარგალიტებს, რომ დაგამშვენოს ცივი მძივებით. შემთვრალი მთვარე თავს არ გარიდებს გადარეულა შენი წვივებით... წვიმა თავნება პირ-სახეს დაგბანს, მოგიალერსებს ცივი ხელებით და შეეცდება ზეცა შენს დაბმას ოცნების მსგავსი ცისარტყელებით. მაგრამ უქმეა მათი ხარჯები, ვიცი, რომ მაინც ჩემთან დარჩები!.."
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 06.12.2016, 16:20 | Сообщение # 122 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ათენში ბაირონის ძეგლთან
თავს წამომადგა აჩრდილი შენი, სადაც დაგიწყდა სიცოცხლის აფრა. - მგოსანს სიკვდილი ბრძოლაში შვენის! - ლორდ ჯორჯ ბაირონ, შენ გიხმობ, ალბათ.
და გეტყვი: თუმცა მხდალი არ მქვიან, ბოღმით და ცრემლით მევსება თვალი... ჩემი ხალხისთვის ვერ მომივლია, მე სხვა ხალხს როგორ შევწირო თავი.
განა საბერძნეთს სტუმრად ეწვიე?! შენ აქ ლესავდი ლექსსა და მახვილს. ამაყო ლორდო, თავი შესწირე თავისუფლებას ბერძენი ხალხის...
ძეს სხვა ერისას მეტი რა გექნა, სატევრად შენი ლექსიც ელავდა, თეთრი იყავ და გიორგიც გერქვა და თეთრ გიორგად გიცნო ელადამ.
ურჩხულს ბრჭყალები შენც შეაჭერი და დარჩი უკვდავ მითად თუ ზღაპრად... დღეს მე ჩამძახის აჩრდილი შენი - ქარში თამამად გავშალო აფრა.
რა გიპასუხო... მხდალი არ მქვიან, თუმც ახლა ცრემლით მევსება თვალი... ჩემი ხალხისთვის ვერ მომივლია, მე სხვა ხალხს როგორ შევწირო თავი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 06.12.2016, 16:23 | Сообщение # 123 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა ვიცი, იქნება ასე სჯობს,მარტოხე, იდგე და გრიგალებს ელოდო, ჩემფერო, იქნება შენს მკლავზე გამოყრილ ბოლო კვირტს აღარც კი ეფერო. იქნება სიმშვიდე სჯობია ყველაფერს, რომ ქარში, მორჩილად ტოტები დახარო, ოდესმე გაახმობს ყველა ხეს, ასეა შექმნილი სამყარო. დრო იყო – ფოთლებზე გიბნევდნენ ალმასებს, გითქვამდნენ სურვილებს ნაფლეთით მანდილის, დაფიქრდი, დაფიქრდი, მარტოხე ამაზე – შენი სილამაზე არ იყო ადვილი... და როცა ოქტომბრის ქარებმა დაგფანტეს, ადრე რომ სათუთად გფურცლავდა, რატომ გეშინია, რომ უნდა დაღამდეს, არ იცი? ხმებიან...ხმებიან ფუჭადაც, შენ კი, ღირსეულად დაისხი ნაყოფი და უნდა წახვიდე ახლა ამ ბაღიდან, შენი ყვავილები ფერგადასულია და ალბათ თავიდან გაშლადაც არ ღირდა. რა ვიცი, იქნება ასე სჯობს, მარტოხე, მარადი ყოფისგან პირჯვარი გეწეროს, შენ, თითქოს ბებერო და მაინც ლამაზო, მარტოხე! მარტოხე! შე მართლა ჩემფერო!
ნინო ქოქოსაძე
|
|
|
|