გალაკტიონ ტაბიძე - Page 11 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გალაკტიონ ტაბიძე
nukriaДата: პარ, 03.06.2016, 01:18 | Сообщение # 101
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცხოვრება არ ღირს,
თუ არ იცინე -
დალიე და სახლში წადი,
გამოიძინე.
 
nukriaДата: პარ, 03.06.2016, 01:19 | Сообщение # 102
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის ერთს გულითადს მიჰყვება სურვილს,
და ის სურვილი ჯერ არ ასრულდა,
რომ მსოფლიო ცას წითლად მობურვილს,
ცეცხლის ისრები სწვდეს დასასრულთა..

გაიბნა კვალი, ნისლივით გაჰქრა
ის ძველი სახლი, ის პაპის პაპა..
ის შფოთიანი, ვით ძველი გაყრა,
უამური დღე - დარდი და ჯაფა.

იმ ერთადერთი ძლიერ სურვილის
მისის არ გვინდა ეხლა გაგება,
იყო ზამთრების საშინელება
და ზაფხულების პაპანაქება.

მაინც მივაღწევთ გულითად სურვილს,
როცა ხომალდი კაპზე აბია.
თუმც ნაოჭები მოედო მის შუბლს,
ვით საფლავის ქვას ეპიტაფია..

გულში მძლავრია სიფიცხე ცეცხლის,
რომელიც ელავს უდიდეს მიზნით..
ჩვენი ხუთწლედით, კიდევ ხუთწლედით,
ინტერნაციონალით, სოციალიზმით.
 
nukriaДата: ხუთ, 04.08.2016, 13:38 | Сообщение # 103
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მღელვარება ღრღნის ქალაქის ქალას:ჩავარდნილ თვალებს და ღია ბაღებს.
უძრავ ლენინით მრისხანე ძალას
სძრავენ ზოდები -

დახურულ კარებს გრიგალი აღებს...
მახსოვს იმ დღეთა ტოლნი და სწორნი...
შფოთავს, საოცრად შფოთავს ვოლტორნი
და ფაგოტები...

ასეთ დროისას ვსვამ მე ფიალას!
მსგავსი ქარხნების დაბურულ კრთომის
გრიგალი ღრღნიდა ქალაქის ქალას...
იქ ავლენილი,

ლენინი - მსხვერპლი ბოროტი ტყვიის -
ორი ბოროტად ანთებულ ომის
და სამი მძაფრი რევოლუციის
დროშა - ლენინი.

დადგნენ მედგარი მოიმედენი:
ოცნება თოვლში დაკარგულ ქოხის
და რკინის დროის გზაჯვარედინი.
პროლეტარიატი!

ეს გუგუნია მთელი ეპოქის,
განწირულებით ის ეძებს ფერებს,
რომ მოეფინოს დაჩაგრულ ერებს
სითბო მარადი.

დახარეთ დაბლა დროშათ ბანაკი!
აქ ბევრი ბრძოლის გათავდა ვადა,
სტოვებს ბელადი და ამხანაგი
დევიზზე დევიზს:

გაქრა შიმშილი, მოკვდა ბლოკადა,
გათავდა ომი სამოქალაქო,
მაგრამ ახლოა დრო, ამხანაგო,
მსოფლიო ნგრევის...
 
nukriaДата: ხუთ, 04.08.2016, 14:02 | Сообщение # 104
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.ვითარ ვრცელია შუაღამის ჟამთა სიალე!
გრიალებს ქარი
უსაფართ თანამოხეტიალე -
და განწირული აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.
ბარათაშვილი გადმოვსცქერი მშობლიურ არეს...
ოჰ, სად, სად არი
სატრფო ან მოძმე და მეგობარი?
და განწირული აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.
რაკი ლაღი ხარ, საქართველოვ, ზეცამან იცის -
შევიძლებ მკვდარი
მშვიდობიანად ატანას მიწის!
და მომავალის აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.
მე სისხლით ვწერდი, გულის სისხლით და არა მელნით
აწ ლანდად მდგარი,
აწ ფერფლი, როსმე მიმქროლი მერნით...
და იდუმალი აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.
 
nukriaДата: ხუთ, 04.08.2016, 15:26 | Сообщение # 105
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰაერი სერავს სერებს ფერებით,გრიალებს ქარი.
ფშნებში ჩამპალი ჩალის ღერებით
გრიალებს ქარი.
მდინარის პირად ჩინარი გახმა,
გრიალებს ქარი.
შარაზე, წყალზე, გამოღმა-გაღმა
გრიალებს ქარი.
უდაბურია ადგილი ნავის,
გრიალებს ქარი.
გრიალებს ქარი და ქარი ბღავის,
გრიალებს ქარი.
შუა კერასთან ცეცხლი იალებს,
გრიალებს ქარი.
სახურავებზე ქარი გრიალებს,
გრიალებს ქარი.
საქართველოა ეს მთა და ბარი
თუ ის არ არი?
სინამდვილეა ეს თუ ზღაპარი?
გრიალებს ქარი.
გრიალებს ქარი ველად და ბარად
გრიალებს ქარი.
სიცოცხლე არ ღირს უშენოდ არად...
გრიალებს ქარი.
უცებ ზღვის ღელვა ქაფა-რეული
მიმზერს მზისაგან,
იგი მეძახის სიზმარეული
სიცოცხლისაკენ.
თავისუფალი, ლაღი, ძლიერი
ბედისთვის ომი!
ცეცხლის ნავები და კადნიერი
ოცნების ნდომა.
ასე ხმაურობს პოეზია
და ეპოქები,
იქ ჯოჯოხეთზე უტკბოესია
აბობოქრება.
აგერ ხომალდი - ჰორიზონტის
ფრთით დალურჯული.
იქ, ქარიშხალთან უნდა ჰქონდეს
გრიგალს ჩურჩული.
მე მაგონდება გზა ცხოვრების,
ბედის მშვილდები...
დროის წერათა ამთოვრებას
რომ ასცილდები;
იქ ქარის გზაა, უცნობ მხარეს
რომ მიუწია.
ესაა მძაფრი და მშფოთარე
რევოლუცია -
ადამიანურ ძლიერების
აღიარება.
ესაა თამამ ქვეყნიერების
გულში ტარება.
ოკეანესთან დამეგობრება
ზღვებმა დამარხეს -
ზღვა კვლავ უბრუნებს ჩემს ცხოვრებას
აზრს, სიამაყეს.
ისევე გულის სიახლით მდნობ
მიწიდან, ციდან,
დაუსრულებელ მორევებს ვგრძნობ
ყოველი მხრიდან.
ყოფნა ასეთი... ო, არ კმარა...
ყოფნისთვის თასი
მზე ზღვაზე ჩადის: ეს ანკარა
დეკადანსია.
მე ველოდები:
ცას ხანძარი გადანთებია
ოქროს ზოდები
მიმდინარე ტბებად დგებიან.
აქ მნიშვნელობა არის ბასრი
ფერთა ავსების,
მკვეთრი, ახალი, მტკიცე აზრი
დისსონანსების.
და უბოლოოდ მშვიდი ცის გრძნობა,
გრძნობა ფერებით,
ო, ეს მშვიდობა
შორით ნთებული
ადამიანურ ძლიერებით
მოპოებული.
ზღვა და მზის ჩასვლა.
რევოლუცია და მშვიდობა.
სიცოცხლის გაცვლა,
უამიდობა.
ქარით ხარხარებს ქუხილი მუქი,
გრიალებს ქარი.
კიდეებს ცვივა ფერადი ქაფი,
გრიალებს ქარი.
აღვიძებს დევებს დემონის დაფი,
გრიალებს ქარი.
ცას სისხლისფერი მოედო ლუქი,
გრიალებს ქარი.
ზღვას ალმაცერად დაენდო შუქი,
გრიალებს ქარი.
დაწეწილია აფრათა ძაფი,
გრიალებს ქარი.
მეცხრე ტალღაა, მეათე ლაფი,
გრიალებს ქარი.
მეასე გრგვინვა, ელვა და ბუქი,
გრიალებს ქარი.
მე დავინახე მცურავი სული.
მე მისი წელი მეგონა თლილი
ვენერას წელი.
ვიგრძენი გულის მისისა ვნებით
ავადმყოფობა.
ო, მისი თმები... სურნელოვანი ობობას ქსელი,
საიდანაც სწოვს ბაგეებს ბაგე,
როგორც ობობა...
თვალები ფეთქდა, ვით სავსე თასი
ღელვიდან, სადაც მეფობს ეკსტაზი.
მას იტაცებდა ელვათა რკალი
და სული იგი იყო გრიგალი.
ქალნი ზღვის პირად იფენდენ კდემებს -
ზღვას გასცქეროდენ.
ზღვას გასცქეროდენ, ელოდენ გემებს
და თან მღეროდენ:
მზევ ჩამავალო, რიდეებს ჰშვენი -
ნაზი დობილი...
გიყვარდეს მარად ოცნება ჩვენი
გულგაპობილი.
კარგია ბედის ეს მღვრიე ტბორი,
გრიალებს ქარი.
კარგია გემთა რონინი შორი,
გრიალებს ქარი.
ძლიერი სივრცის გრიალებს გორა,
გრიალებს ქარი.
ნისლს გაერია ჰაერი მლაშე,
გრიალებს ქარი.
ნაპირს მოადგა გემები: ვაშა!
გრიალებს ქარი.
და მზეც ჩავიდა ღრუბლებში: აორა!
გრიალებს ქარი.



 
nukriaДата: ხუთ, 04.08.2016, 15:31 | Сообщение # 106
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყოველი მხრიდანბერავდა ქარი,
მაგრამ ქართველი
ქედს არ იხრიდა,
ოდეს სამშობლოს
გარს ერტყა ჯარი
ყოველი მხრიდან,
ყოველი მხრიდან.

და ხმალს ფერავდა
მეფე ირაკლი
და იგი ხმალი
ელვასებრ სჭრიდა.
ერთ მებრძოლს ასი
ეხვია მტერი,
ყოველი მხრიდან,
ყოველი მხრიდან.

ლომო ირაკლი,
იბრძოდი ისე,
შენს ხმალს არასდროს
ბედი არ სცრიდა
და გაოცებას
იყო მსოფლიო
ყოველი მხრიდან,
ყოველი მხრიდან.

მრისხანე სტვენა
იმა ხმალისა
მტერს და მუხანათს
შიშის ზარს ჰგვრიდა
და ქება ჰქუხდა
ირაკლის ძალის
ყოველი მხრიდან,
ყოველი მხრიდან.

გამარჯვებული
ბრუნდება ჯარი,
მზე ელვარებად
იფრქვევა ციდან,
შენი, სამშობლოვ,
შენი, ირაკლი,
ყოველი მხრიდან,
ყოველი მხრიდან!
 
nukriaДата: ხუთ, 04.08.2016, 15:38 | Сообщение # 107
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხედავთ? სეზონი ავიდამწვერვალზე, როგორც ზმანება,
ათასგვარ სანახავითა
სჩქეფს ბაღთა ახმოვანება!
სიმღერებს დაეტანება
რყევანი უმიზეზონი,
ფრანკიც ძირს მიექანება,
და ასე მიდის სეზონი...

სეზონში, ვიტყვი თავიდან,
ტენორნი იქცნენ ბანებად.
პრესა კარგს ვერ ცნობს ავიდან,
ავი კარგს დაემგვანება.
სვიპსტეიკს მიეტანება
პარიზელების რეზონი,
ფრანგი ფრანკს ეთაყვანება
და ასე მიდის სეზონი...

„სიცხეს როგორმე ავიტან -
ამბობს სხვა - დამენანება
აფეთქებათა ზვავიდან
ჩვენი ხმის დაგვიანება.
ვით გულის დაზიანება,
თრთიან ღარიბთა ეზონი.
პარიზი ბედს მიანება
და ასე მიდის სეზონი“.
აქ თამამი ხმა თავიდან
ზოგ-ზოგს არ ეპრიანება.
ზოგს, მოსულს სანახავიდან,
სიტყვის თქმა დაენანება.
უეცრად, როგორც ბრძანება,
ხმა სწვდა ქოხს, არა - მეზონინს.
გაისმა აღფრთოვანება
და დაყირავდა სეზონი!
 
nukriaДата: ხუთ, 04.08.2016, 19:33 | Сообщение # 108
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოემა ვეფხვისა

აქ დასიცხული თვლემით გრძნობენ ვეფხვთა სიარულს,თითქო ცეცხლში ხარ და განწირულ სიტყვას ჰკიოდე:
ცას, დედამიწას, ღვთაებრივს და ადამიანურს
„ვეფხისტყაოსნის" სტრიქონებში ვხედავ არეულს.

ვით სულდგმულები, ირევიან მცენარეები,
ვეფხვი მოქმედობს ლმობიერი და თან მრისხანე.
ხან მნგრეველების არის ყრილობა:
იფეთქა ცეცხლმა, იბუგება მთელი ქვეყანა -
ზეცით სიცივე და გულგრილობა
ვის სურდა ქვეყნად ჩამოეყვანა?

შეხედეთ: ქვებიც გადმომსხდარან მოსმენად მშვიდი;
მშვიდი სამუმი - მათრობელი, მშვიდი ჭავლეთი;
აქ ძველი არის ყველაფერი, როგორც სანსკრიტი,
მაგრამ ახალი მუდამ, როგორც აღმოსავლეთი.
ასეთ ოცნებას ხსნა არ მოელის,
სიმღერა აღარ იგრძნობს დასასრულს.
დაცხრება სული უდაბნოელის,
გულცივი ზეცა რომ გადასაზროს.

კიდევ გადავა საუკუნეთ მღვრიე მრავლობა.
მაჲა, დედა მსოფლიოს, მოირხევს დღეებს,
შთამომავლობას მოეცლება შთამომავლობა,
როგორც ფოთლები გიგანტიურ, უძველეს ხეებს.
ქარმა ველებზე ძნები დაშალა
და მიმოფანტა ქვეყნის კიდეზე:
შევუნთოთ ცეცხლი, რომ იგი ალი
იყოს უვრცესი და უდიდესი!

ან ისევ სამხრეთ-დასავლეთით წავლენ ზენდები,
ან ისევ სამხრეთ-აღმოსავლეთსინდოთა ჩანგი,
იქ, სადაც თვალწინ გაიშლება ხეობა ინდის,
სადაც პენჯაბის ხეობიდან ხმაურობს განგი,
გადაიშლება კვამლი მხუთარი
და გადიქცევა მზის ვუალებად,
შემდეგ იფეთქებს, რომ საკუთარი
ქნარს მისცეს სუნთქვის საშუალება.

მოვარდნილ ღვართქაფს ვერ დაიჭერს მსუბუქი თალხით
ზეციდან მსვლელი ჰიმალაის მწვერვალთა გზები,
შთაჭრილი უფსკრულს, რომ გარეცხოს თავისი ტალღით
სამოც ათასი მეომარის დაღლილი ძვლები.
ავა ზეცამდე - და შეეხება
იქ, ლაჟვარდებში რომ გემებია.
აჰა, ალისფერ ნაღმით შეღება,
თითქო ის ცეცხლიც უგემებია.

ტროპიკის სიცხე. სიყვარული ლაკედემონის.
მეგობარს კიდევ მეგობარი შეურჩენია.
შრიალებს ფრთები ელადათა სიბრძნის დემონის,
ძველი ეგვიპტის აქ ხმიანებს მძლავრი გენია.
ხმათ აიაზმის ნელი პკურება...
ისარი გულზე ვის არა სოდეს?
იყო მრავალი განადგურება,
ლექსთა სიკვდილი კი - არასოდეს.

ომებში ლომი - ნახტომიდან შამბის არშიით,
ტაიჭნი ჰქრიან, როგორც მძაფრი ისრები ქარში,
მაგრამ ხანდახან დაუნდობელ გრძნობებზე სტირის
ელეგიური დღე იზისის და ოზირისის.

აი, უდაბნო არაბეთის. დაიფარავდა
უხსოვარ დროით ოაზისებს ძველი ტომები,
ძლიერი, გამძლე და ამაყი ტომი არაბთა,
მხურვალე ზეცის და ოცნების ქვეშევრდომები.
დაე, მინდვრები ცეცხლმა გადახრას.
იგი მომავალს ძლიერს მოიტანს.
დრო ხედავს ახალ გზისკენ გადახრას,
სიცოცხლეს ახალ მიდამოიდან.

მას რაინდული ჰქონდა სული, სავსე ანთებით,
ლაშქართ მრავალი აღტაცება მისდევდა თანა,
საგანძურებში დაგროვილი ფოლიანტებით,
სადაც იწოდა პოეზიით მდიდარი ხანა.
რაც ამ ხანაში არის მთავარი
და რაც ყველაზე უფრო შორია,
ეს: გადამრჩენი წვიმას ყავარი,
რითიც იფარავს ძველს ისტორია.

გაფრინდნენ თვალწინ უდაბნოთა ბედუინები
და ქალაქების სიმდიდრენი გაჰკრთნენ ზმორებით,
თავისუფალი და დანარჩენ კაცობრიობას
დაშორებული თვალუწვდენი ქვიშის მორევით.
ახალ მხარეთა გაჩნდა სახელი,
მან არ წაშალა იმ ხმათა დარგი,
მუდამ ყველაზე უფრო ახალი
და უფრო კარგი.

თუ აქლემების ქარავნები და ცხვრების ჯოგი,
რომლის მახლობლად იშენებენ მშვენიერ კარვებს,
თუ სიმამაცე და ლანდები სტუმართმოყვარე,
დამავალი დღე ესალმება საღამოს ქარვებს,
შემდეგ ქარცეცხლი, შემდეგ შერყევა.
და პოეზია იქცა ერთ ელვად.
საკმარისია ქაოსის შერხევა -
იფეთქებს ერთხელვე.

დავლიოთ ჩვენ იმ კარგი დროის შესანდობარი,
ოდეს პოეტი იყო არა მარტო პოეტი:
პოეტი იყო ბედუინი და მეომარი,
პოეტი იყო მოსამართლე და უფრო მეტი -
იყო გრიგალი, იყო შერყევა,
იყო მსოფლიო ძალა - უგეში.
მისთვის არ იყო რამ შეფერხება -
იგი უყვარდათ, როგორც ნუგეში.

„ვეფხისტყაოსანს" შეინახავს აღმოსავლეთი,
პერგამენტების შეინახავს ჩრდილი კეთილი,
პალმის ფოთლებზე დაწერილი სისხლიან ცრემლით,
ან სპილოს ძვალზე სასოებით ამოკვეთილი
გადაშორდება დღეებს მტვერიანს,
გადაშორდება დროთა ბანაკებს,
მას მომავლიდან კვლავ უცქერიან -
რა სხვა დიდება უამხანაგებს.

რუსთაველს მოჰყვა სიხარული დაუთრგუნავი,
მას შეუძლია ცა გადაჰკალოს.
საუკუნეთა ტყეებს იქით მოჩანს ბუნაგი:
იქ ესალმება შუქი ნათელს ზოდიაკალურს.

ასე მგონია: ეს იმედი მას მოასწავებს,
რომ სულ შემთხვევით ჩამარხულებს და ჩაკალულებს
ჩვენ აღმოვაჩენთ ძველი დროის ძველ წიგნთსაცავებს,
ომიანობის გამო სადმე გადამალულებს.
 
nukriaДата: ხუთ, 04.08.2016, 19:34 | Сообщение # 109
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წითელო არმია,წითელო არმია!
თეთრი და ყვითელი
ჯარების მუქარა.

წითელო არმია,
წითელო არმია,
ხუთქიმა მიგვიძღვის
ვარსკვლავი შუქარა.

მტერს უნდა - ძველი დრო
ისევე დაბრუნდეს,
რომ სისხლში ჩაახშოს
მშრომელთა შენება.

წითელო არმია,
წითელო არმია,
წამითაც არ მისცე
ვერაგს მოსვენება.

დაჰკარი მაგ წუნკლებს,
მდიდრების დამცველებს,
გარეკე საზღვრიდან
საზღვართან შემდგარი.

წითელო არმია,
წითელო არმია,
ნაბიჯი უჩქარე,
ნაბიჯი მედგარი!
 
nukriaДата: ხუთ, 04.08.2016, 19:45 | Сообщение # 110
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რკინისგზები დახლართულა,როგორც ობობათა ქსელი
და ფიქრებში გადართულა
ფრანგია თუ ინგლისელი.

გადალახა შორი მთები,
იქით კლდეა, აქ ველია.
სივრცით ჩვენი რკინისგზები
ევროპაში პირველია.

ბელადისას რომ ატარებს
უმაღლესს და დიად სახელს,
ორთქმავალთა ქარხნის არეს
შრომას სწევს დიდს და ხელდახელს.

მან გვიჩვენა უდიდესი
შრომის ნაყოფიერება,
სტახანოვურ მისვლის წესი,
შემოქმედის ძლიერება.

დახლართულა რკინისგზები,
როგორც ობობათა ქსელი,
ექსპრესს მისდევს ექსპრესები,
ფრანგსაც მისდევს ინგლისელი.



 
ძებნა:

მოგესალმები Гость