გალაკტიონ ტაბიძე
|
|
nukria | Дата: ხუთ, 04.08.2016, 19:47 | Сообщение # 111 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ოცნება ტკბილი და ნეტარებასულს ასხიოსნებს, გულს შეეთვისა. თავს დამციმციმებს უცხო მშვენება - უცხო მადონა რაფაელისა.
მიყვარს იმისი ნარნარი სახე, უცნაურ ფიქრთა გამომხატველი, გაჰქრეს დღე შავი და სივაგლახე, წყვდიადში გაჰქრეს სევდა-ნაღველი.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 04.08.2016, 19:58 | Сообщение # 112 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნათელს, აღგზნებულს,სხივით ანთებულს, შეფერადებულს, ჩემო ფარვანავ, თავზე ევლები, მაგრამ ვინ იცის, როდის დაიწვის გზნება შენი ფრთის, სანთელთან რომ თრთის... როდის მოკვდები, ან სად გაქრები?
მუზავ, შენც სულით, ფრთაგანწირულით, ნეტარ ჩურჩულით ხელოვნებისას უღიმი ტაძარს, მაგრამ ვინ იცის, ტანჯვა სად გიცდის, როდის ან რისთვის სამსალა ძიმწრის ეკლების გვირგვინს მოგიძღვნის საზარს?
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 04.08.2016, 21:59 | Сообщение # 113 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე მოვდივარმკვდარი ქალაქისაკენ, მას ორად გაუპეს გული, არ ისმის სიმღერები, არ ისმის სიცილი, არვინ საუბრობს, არვინ მოძრაობს. ღამეა საშინელი, ღამე ამართული, როგორც შავი დროშა. გრიგალი ძაღლივით ღრღნის ქალაქის ქალას.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 04.08.2016, 23:24 | Сообщение # 114 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მკვეთრი, ნათელი და შორიგრძნობიერია ზმანება, ეს მზე ჩუქურთმა, ეს სწორი ხაზების ახოვანება!
ღვრის იისფერი დღე ლბილი ოცნებას ცისფერ რამეზე: ნანგრევზე არის გაშლილი დიდება და სილამაზე.
ველური, მოუნათვლელი ქვის ცივი, რუხი გაგება, ადვილად არის სათლელი და თბილად - დაქანდაკება.
ქვა - განა ქვაა? ეს რთული ნიშნები, ჩემთვის ნათელი, გაცოცხლებული ქვის გული ჟღერს, როგორც კორიანტელი.
ქვა, მოწყვეტილი აქ კლდეებს, ქვა კი არ არის - სიმია. გარდასულ საუკუნეებს ეტყვი: ეს თქვენი ღიმია.
აქ ბევრი სისხლი დაღვარეს. მებრძოლი, ბევრჯერ მინახავს, ჩუქურთმის ნატეხს საყვარელს ომის დროს უბით ინახავს.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 04.08.2016, 23:28 | Сообщение # 115 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი მეეტლე გზად მღერისმრავალ ლექსსა და არაკსა, ეს რომ არ იყოს, ისე ხომ მოსაწყენია შარაგზა. ეტლის კოფოდან მეეტლემ ჩემსკენ რომ გამოიხედა, მათრახი განს გაიშვირა, სთქვა: სახლსა ხედავ იქეთა? იქ ერთი ვინმე რომ სცხოვრობს - მსურს გითხრა მისი ამბავი, თქვენ ხომ მწერალი ბრძანდებით, საქმეა დასასტამბავი. თავმჯდომარეა არტელის, კაცი კი არა, ჭოტია, ამაღლებული ვინმეა, სახელად ჰქვია ოტია. თუმცა კბილები არა აქვს, პირს ხომ გააღებს ყველგანა, კბილებით არვინ შობილა, პირით კი - მთელი ქვეყანა. თან ლაპარაკობს, თანაც სჭამს, მტერსაც შეებმის თვითონ ის, ენაც სასწორის მსგავსი აქვს - რასაც დაუდებ, იწონის. ვითომ და ბობოლა იყო? - ვინა ხარ, საით მოდიხარ? იმისგან ვერას გაიგებ, თუ ენამ არ გამოტეხა. ენას ვერც ბოქლომს დაადებ, ვერც აუკრძალავ რაიმეს. სასიხარულო როცაა, მაშინ იძახის "ვაიმეს". ის ენა თაფლის მსგავსია, წყნარია, მოუბარია, ცხვარია იმისი ენა, საქმე ქაჯივით ცხარეა. თვითაც ხომ ქონდა მიწები მეზობლისას სწვდა ის ასე, რაც ულვაშისგან აიღო, წვერს მიუმატა თვისასვე. ვინც გზაზე გადუდგებოდა, მივარდებოდა ოტია: - ხელზე რომ ხუთი თითია, ყველა ერთგვარი როდია. ჩემი მიწები სხვას მივსცე? ეს რა მითხარით „საჯაყი“, ჩემივე ხელით ჩემს ფეხზე, რათ შემოვიკრა ნაჯახი? არც ეს ნაკვეთი, არც ისა! ვერ გავსცემ, ეს ზღაპარია! რომელი თითიც მოვიჭრა - ტკივილი თანაბარია! არტელში იგი შევიდეს, ვინც არ სვამს, არც უჭამია, თუ არ მიიღებს რაიმეს, ხომ არას კარგავს, ძამია. ზედმეტი რომ აღმოაჩნდა და ჩამოერთვა მიწები, ვეღარ შველოდა ვერარა საბუთი დანამტკიცები. დააჩნდა უმიწაწყლობა, უგზობა, უღვთისმშობლობა, ჩამორჩენილის სხვებისგან ქეციან ძაღლის ობლობა. ყრუ რომ ყრუ არის, ყურებით იგრძნობს, რაც მისთვის სჯობია, მივიდა თემ-აღმასკომში, სთქვა: მიწა დამიგმობია. ბრმა რომ ბრმა არის, მანც იცის არტელი რა მნათობია. ბრმამაც კი იცის, რომ დოში მარილიანი რამეა; მიმიღეთ მეც თქვენს არტელში, თქვენი კაცი ვარ, ძამია! მართლაც მიიღეს, მაგრამ რა? თავისთავს სურს ემსახუროს, ქაჩალი ფარავს სიქაჩლეს, სანამდის ქუდი ახურავს. თავმჯდომარედაც გავიდა წინად ნაწყენი ოტია, მისწვდა ბეღლებსაც, მაგრამა სინათლე ბნელში როდია, მალე საქვეყნოდ ეტყვიან: გაგიგეთ შენ რაც გწადია, და რაკი ხელს ჩასჭიდებენ, არც გაუშვებენ, ცხადია. გრძელ ენას, შეხედულებას, როგორ ენდობი გარეგანს. აბა, - გასძახა მეეტლემ და კვლავ ცხენები გარეკა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 06.12.2016, 06:07 | Сообщение # 116 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თასს სადღეგრძელოს ხელში ვიღებ ასსა და ათასს. დაე, ესმოდეთ: ერთმანეთის გატანა ვიცით. შეხედეთ ამ თასს, მეგობრებო, შეხედეთ ამ თასს, იგი სავსეა არა ღვინით, არამედ ფიცით. ქართველის ფიცით, ვისიც ახლა ისმენთ გულისთქმას, მარად ერთგულის გრდემლის, კალმის, ხმლისა და გუთნის, მებრძოლის ფიცით, რომ არასდროს არ ჩავაგებთ ხმალს - მის დასაცავად, ვის სიცოცხლე ჩვენი ეკუთვნის. უსამშობლოოდ, დე, ის ღვინო გადმექცეს შხამად და სასიკვდილო გაზმორებად მოედოს ძარღვებს, როგორც ეკუთვნის, როგორც უნდა განსაცდელ ჟამად, ვინაც ფიცსა სტეხს, ვინაც ძმობის სიმტკიცეს არღვევს. სამშობლოს ჩვენსას ბევრი ომი გადუტანია, მრავალ ქარიშხალს გვიხატავდა ცხოვრება ქართლის, ის თავდადების და გმირობის მატიანეა, ეხმაურება იმ ხმალს ჩვენი ხმალი სიმართლის. თასს უკანასკნელს ვცლი, დავცალე, გადავდივარ მას, დაე, დაიმსხვრეს მტერი ჩვენი მძლავრი სიმტკიცით! ახსოვდეს ყველას, ვინც აიღებს ამ მშობლიურ თასს, რომ ის სავსეა არა ღვინით - არამედ ფიცით.
გალაკტიონ ტაბიძე --
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 06.12.2016, 06:45 | Сообщение # 117 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქუჩაა ლერმონტოვის და ორი გადაკვეთა ნაბიჯი ორი ფეხის და ორიც კვარტალია, ქალაქის დასაწყისში მთლიანი განაკვეთით, პოეტი იკვეთება, ცხოვრობს და მართალია
დრო არის ისეთი რომ ათასჯერ მდომებია, ქაოსში გადავარდნა, ახლა კი ასჯერ მინდა ტკივილის სტრიქონები ჩვენში რომ გროვდებიან, სახლიდან გაუსვლელად გავცვალოთ ფანჯრებიდან
სანამდის გადაგვაგდებს ეპოქა სამუდამოდ წარსულში გაფრენილი დღეების შეკონებად, მანამდის ერთმანეთი გვყავდეს და ვამუღამოთ ლექსებით თვითმკვლელობა და ვიცი ეგონება
უამრავს უმცირესი, მცირედს კი უამრავი, ბოროტი ყველა კეთილს, კეთილი ყველა ბოროტს, ეს მთელი დედამიწაც სტრიქონი თუა რავი, უბრალოდ წამოვდგეთ და რითმები გავუსწოროთ.
ქალაქის დასაწისში მთლიანი განაკვეთით, პოეტი იკვეთება, ცხოვრობს და მართალია ქუჩაა ლერმონტოვის და ორი გადაკვეთა ნაბიჯიც ორი ფეხის და ორიც კვარტალია.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 06.12.2016, 06:48 | Сообщение # 118 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ შეიძლება არც გიფიქრია, შენი ფიქრები ქარმა არია, ნაპოეტრები სადღაც მიქრიან... შენ სისხლში რჩები რაც მთავარია!
შენ პოეტობა გეფიანდაზა, გწამდეს წარსულში უსამსალია, ახლა პოეტობს ყველა ჯამბაზი, ყველა მასხარა, ვისაც სცალია.
დრო დადგა დაჭკნეს ტრიფოლიატი, შენში გენია თითქოს გაორდა, უფალს ტარიგად სტროფებს მიართმევ, თუ არ გაგისკდა მანამ აორტა...
თუკი განგებამ კვლავაც დაგინდო, კვლავ აირეკლო სუნთქვაში ფრესკის, შენ საქართველოს ლექსის რაინდო, მილენიუმი ხელთათმანს გესვრის.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 06.12.2016, 09:27 | Сообщение # 119 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წვიმს, ქალაქს დაეტყო აციება, მზის აღარ მოსჩანს ნატამალი, ცრის. ალკოჰოლიც გაცილებით, მღლის, მოკრძალების გადამალვით...
ჩუ!.. ღამით როგორ უთოვია! გულს მოწყვეტილი შეხამებით - თუ ვერ დავასრულე უტოპია, მძულს, მაგრამ ისევ მეყვარები!...
კვლავ ღამეების შეჯამებით, ვკლავ მხოლოდ მაშინ თუკი მნებავს, მზრდად სიგარეტით მოჯარებულ, ღრმად აჩქარებულ "მუზისცემას"...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 06.12.2016, 16:14 | Сообщение # 120 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დღეს ყველა ჩლიქოსანმა ცაში შეიფრთოსანა, ო ს ა ნ ა !
და ყველა სარეველამ წაიზამბახ-სოსანა, ო ს ა ნ ა !
მოზმუილე რქოსანმა იგალობ-იმგოსანა, ო ს ა ნ ა !
მარგალიტად საღდება ჯანდაბა და დოზანა, ო ს ა ნ ა !
ერის ავლადიდება ბაზრის დახლზე იდება, ორ გროშად იყიდება, დ ი დ ე ბ ა !
ვ.კოტეტიშვილი
|
|
|
|