მურმან ლებანიძე
|
|
nukria | Дата: კვ, 19.08.2012, 21:58 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვშლი, ვფურცლავ, ედგარს, კიპლინგს, ბაირონს - (აქ პოეზია ნაირნაირობს!)
მიუსეს, ვერჰარნს, ვიიონს, ბოდლერს - (აქ პოეზია სხვადასხვას ჰგოდებს!)
ძველებს - ხაიამს, ნიზამის, ჰაფიზს - (აქ პოეზია აბრეშუმს გვაფენს!)
ახლებს - პოლ ვალერს, ელიოტს, ლორკას - (აქ პოეზია სხვა ცეცხლით ბორგავს!)
რამდენი - ოქრო, რამდენი - ვერცხლი, გულის რამდენი ნამდვილი რეჩხი!
ბლოკს, საფოს, მისტრალს, მარინას, ბელლას - ბოლოს რიგრიგად გადავდებ ყველას,
დავწვდები ტატოს, დავწვდები გალას, გადავშლი ლადოს, გადავშლი ანას -
შენ, შენ! მაინც შენ, ქართულო წიგნო, ბოლოს შენ გაგშლი, შენ გაგშლი, ვინძლო საკუთარ სიტყვის ფერი და ხორცი, საკუთარ სისხლის თქრიალი ვიგრძნო!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 19.08.2012, 21:59 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დიან დღეები, ღამეებიც ესრეთვე მწყობრად - მწუხრის ზეწარი ყოველივეს გადაჰფენია... „ყოფნა - არყოფნა?!“ - ამჯობინეს პასუხად „ყოფნა!“ მაგრამ ეგ „ყოფნაც“, მე თუ მკითხავ, - არაფერია!
ვგდებულვარ როსმე თვალშეუდგამ ღამეში ობლად, თავს ლეგიონი სიკვდილების გადამფრენია... „ყოფნა - არყოფნა?!“ - ხვეწნით მითქვამს პასუხად „ყოფნა!“ მაგრამ ეგ „ყოფნაც“, ღმერთი-რჯული, - არაფერია!
სიკვდილი - წუთში! ნუ ჩამითვლი შენ ამას ჯობნად - სხვა ნაპირისკენ გზა ვარდისფრად დანაფერია... „ყოფნა - არყოფნა?!“ - ვამჯობინე პასუხად „ყოფნა!“ მაგრამ ეგ „ყოფნაც“, ოჰ, ეგ „ყოფნაც“ არაფერია!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 19.08.2012, 22:00 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვეჩვევი უშენობას
ანაზდად ღრუბლიდან მოისმა ძახილი: _ "სამოცდამეცხრამეტე წელიწადს შეები, რას იქმს, მამაჩემო, ლექსი და სახელი, რაფრად დიან მოწამლული შენი დღეები?!"
_ "ფეხს ვუწყობ, შვილო ჩემო, ცხოვრებას ოხერს, არ გავლოთებულვარ, ვერც ვიტყვი უსმელობას... თავი ვერ მოვიკალ! ვთამაშობ პოკერს, ვიგონებ საქმეებს და ვეჩვევი უშენობას..."
ვარდისფერ ღრუბლიდან კვლავ მესმა ძახილი: _ "მწვავდა მანდ, მამაჩემო, სიმღერა ცხრაპირული, მწვავდა მანდ ათასობით ვნება და სახმილი, აქ მარადისობაა _ წყნარი და სტაბილური!"
_ "მარცხენა უჯრაშია მანდ ჩემი ქონება, არ მითხრა, არ მკადრო, პოეტი არა ხარო! შენ სხვის ლექსების გჩვევია სწორება, _ გახსოვდეს, ჩემს ლექსებს თითი არ დააკარო!"
_ "კარგა ხანს იომე, კარგა ხანს იბოგინე კი არ გსაყვედურობ, აქედან გეფერები... ოთხმოცდათხუთმეტი წელი იმყოფინე, _ მანდაურ ლაჟვარდებს ნუ გამოეკვრები!"
_ "ფეხს ვუწყობ, შვილო ჩემო, ცხოვრებას ოხერს, არ გავლოთებულვარ, ვერც ვიტყვი უსმელობას, ვიგონებ საქმეებს, ვთამაშობ პოკერს, ვეჩვევი სიკვდილებს და ვეჩვევი უშენობას!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 19.08.2012, 22:04 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * * - 1 -
ენავ - მოსაჭრელო ძირში, ტუჩო - პასუხს თქვენგან ველი: რაა - სიყვარულის ღირსი, გულზე რომ დავიდოთ ხელი?!
„სიტყვა - ისარივით სწორი! ლექსი - ხანჯალივით მჭრელი! ქალი - რა თქმა უნდა, სხვისი! ცოლი - რა თქმა უნდა, ჩვენი!“
- 2 -
ენავ - მოსათხრელო ძირში, ტუჩო - მარგალიტებს ველი: რაა - სიყვარულის ღირსი, გულზე რომ დავიდოთ ხელი?!
„კერა - მშობლის ნაბუდარი! ენა - ლაჟვარდებით მსვლელი! მიწა - ჩვენი საკუთარი! ხალხი - რა ვუყოთ, რომ ჭრელი!“
- 3 -
ენავ - მოსაჭრელო ძირში, კიდევ, კიდევ პასუხს ველი: რაა - სიყვარულის ღირსი, გულზე რომ დავიდოთ ხელი?!
„კაცი - კლდედ დამდგარი სჯულზე! სული - ანთებული, წრფელი! გული მართალი და გულზე მართლად დადებული ხელი!“
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 19.08.2012, 22:06 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მამა ღამე დამიტოვა, დედამ კაბა შავი მთხოვა, ერთი სასაფლაო მქონდა, ისიც თოვლმა დამითოვა, შენ რომ წიგნი დამიტოვე, სხვამ რომელმა დამიტოვა. ბევრი დღე და ბევრი ღამე კიდევ ბევრი შხამით მოვა. ის რომ არ ჩანს, ვისაც ველი, მოწყენილიც ამიტომ ვარ.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 19.08.2012, 22:09 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მარეკები შლიდნენ ბანაკს, ქარი ჩამი-ჩუმით ქროდა, ვიწექ, რომლიღაც ბალახს უცბად ქალის სუნი ჰქონდა
თითქოს ურო დამკრეს თავში, თითქოს პაპაჩემი ცხონდა ათას სურნელოვან შვავში ბალახს ქალის სუნი ჰქონდა
სუნი ჰქონდა არა დალის, ლალის - ცისფრის, ანუ თეთრის სუნი საზოგადოდ ქალის, სუნი საზოგადოდ მდედრის
ღმერთო, ღმერთო მე სულ ველი სიკვდილს, შენ მაცოცხლო ვინძლო, სანამ ვიცნო ეს სურნელი, სანამ ეს სურნელი ვიგრძნო
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 19.08.2012, 22:15 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ხომ ვიცი, ვიქცევი ხვალ-ზეგ სამარეთო, _ რათა დამაკაიფოს, _ ლექსი დამარეტოს, _ ახლა დილის ხუთია, _ ვწრუპავ `ამარეტოს~...
მე ვერ გავეჯიბრები ვაჟას ლექსის თოხნაში!
ტატოს _ საკაცობრიო კვნესაში და ოხვრაში!
რუსთველს _ ხოდაბუნების ზღვიდან ზღვამდე მოხვნაში!
მაინც მიღრენს ათასი ჩათლახი და ოღრაში!..
მე ხომ ვიცი, ვიქცევი ხვალ-ზეგ სამარეთო, _ რათა ლექსი დამცეცხლოს, ლექსი დამარეტოს, ახლა დილის ხუთია, ვწრუპავ ”ამარეტოს”!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 04.09.2012, 17:45 | Сообщение # 28 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პარაბელუმთან" ძველი "ტეტეც" უჯრაში გდია... "პარაბელუმთან" ძველი "ტეტეც" უჯრაში გდია, რომ აიღო და, ვთქვათ, რომ შუბლში იხალო ტყვია,
ან, უხმაუროდ, ჰიგიენის, ეთიკის დაცვით, ცოლს დახვდე ჭერში დაკიდული, ქათქათა საცვლით,
ან კიდევ არის გზა მესამე - კარგად დაპურდე, მაჩაბელივით გახვიდე და აღარ დაბრუნდე,
მე შენ გეტყვი და, შენი ადლით გაგზომავს ვინმე, ან, თუ გაგზომა, დაგიმადლის კაცობას ვინმე!
და ამიტომაც: სვი და ჭამე, ახარე გული! ცხოვრებას მიჰყევ - როგორც ყრიან, დაყარე ფული!
იოლად წერე! დატეხილი სტრიქონი თვალე - ნუ გინდა "ლილე", შემოსძახე მსუბუქი "ლალე" -
ლა-ალე! ლა-ა-ლე! დღეს თუ არა, ხვალე - შენთან, შენთან, გალაკტიონ! შენთან მოვა მალე!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 22:14 | Сообщение # 29 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფანჯრებში რიბირაბაო: რა ზვრები, რა მტევნებია, ამირეჯიბო ჭაბუა! ლენცოფა აგიცელია მორჩი, კეთილი გიცვნია, რა წიგნი დაგიწერია. რა სიკვდილები გიგრძვნია! გამხმარო, გაძვალებულო, მეკობრევ, ბერად შემდგარო, სიცოცხლეგამწარებულო. სიკვდილისაგან ვერმკვდარო! თეთრ ცხენზე ამხედრებულო მწუხარე სახის რაინდო, სოფლისგან გამეტებულო, შენთან ბევრი მაქვს საერთო. მიყვარხარ – ცერად გავლილი, მიყვარხარ – ვეფხვად მხტომარე, მიყვარხარ – ეხლა დაღლილი, სენაკში – სანთლით მჯდომარე! ლენცოფა აგიცელია, მორჩი, კეთილი გიცვნია, რა წიგნი დაგიწერია, რა სიკვდილები გიგრძნია! ბრძოლები განგიჭვრეტია, ბრძენის, ასკეტის ღირსებით, ცხოვრება დაგიჩხვრეტია, კითხვა – ძახილის ნიშნებით! სიცოცხლის საზღვრად გდებულო სიკვდილით ბევრჯერ შემკრთალო, საკვდავად გამზადებულო, ვერა და ვერა, ვერ მკვდარო! წიგნს სისხლით ნაწერს ვკითხულობ (მეც სისხლის ნთხევით ვმღეროდი!) შენთან ერთობით ვდიდგულობ, - “ვამაყობ საქართველოთი”
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 22:20 | Сообщение # 30 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხმა სამარიდან (შთამომავლობას)
ხალხით ავსებულ ნაპარტახალ სოფლებს სალამი! ეს მე ვიყავი სული მედგა ვიდრემდის პირში, რომ ვჩურჩულებდი: "ოჰ, უფალო, მომეც ძალა მე, გადაშენების ვზიდო ბოღმა, ეჭვი და შიში!” ცრემლს რომ ვმალავდი, ჭირშიმყოფელს არ გთვლიდი მკვიდრებში, მშობლის სახელი მაბოდებდა ჩემ ამაყ მთებში განახლებული როსმე მძლავრი ქართული ჯიში.
|
|
|
|