მურმან ლებანიძე
|
|
nukria | Дата: ორ, 15.10.2012, 21:16 | Сообщение # 41 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * * მე ხომ ვიცი, ვიქცევი ხვალ-ზეგ სამარეთო, _ რათა დამაკაიფოს, _ ლექსი დამარეტოს, _ ახლა დილის ხუთია, _ ვწრუპავ `ამარეტოს~...
მე ვერ გავეჯიბრები ვაჟას ლექსის თოხნაში!
ტატოს _ საკაცობრიო კვნესაში და ოხვრაში!
რუსთველს _ ხოდაბუნების ზღვიდან ზღვამდე მოხვნაში!
მაინც მიღრენს ათასი ჩათლახი და ოღრაში!..
მე ხომ ვიცი, ვიქცევი ხვალ-ზეგ სამარეთო, _ რათა ლექსი დამცეცხლოს, ლექსი დამარეტოს, ახლა დილის ხუთია, ვწრუპავ ”ამარეტოს”!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.10.2012, 21:17 | Сообщение # 42 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * * ღალატს ისტორია სულ ორგვარს იცნობს, - მომსწრე ვარ ორგვარისვე ურიცხვის: რამდენჯერ უღალატა თვისტომმა თვისტომს ხორცისთვის, და არა სულისთვის?!
კი! თვისტომს ღალატობს თვისტომი მუხანათი: ქალისთვის! სახელისთვის! ფულისთვის! მაგრამ ესეც ითქვას: რამდენჯერ უღალატა დამპყრობელს დაპყრობილმა სჯულისთვის?!
დიაღაც სისხლისთვის! დიაღაც ჯიშისთვის! დიაღაც - თვისტომის გულისთვის!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.10.2012, 21:17 | Сообщение # 43 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * * საუფროსო საკარცხულში მახვშივით ვზივარ, გვარად ლებანიძე, სახელით მურმანი ვარ, აინტერესებთ - რა ვარ და ვინ ვარ, რამხელა ამბავია - სტუმარი ვარ . . .
მე შენ გეტყვი და, მდუმარი ვარ, ან არყის ხვრეპაზე უარი ვარ! "მარე" - სვანურად კაცს ნიშნავს და რამხელა ამბავია, თუ მარე ვარ!
ყველას არ ეთქმისო ჩვენს დროში მარე, არც ზოგთა - მარეებში გვმართებსო გარევა! მე თქვენ დაგიმტკიცებთ მალე, რომ უშგულს სამახვშო მარე ვარ!
დილით ვიჭყიპები სგიმით, მასპინძლის მაჩუბში დავძვრები: ირხევა ჭუნირის სიმი, - ხვრინავენ ოჯახის კაცები . . .
- ადექით, უშგულის დევებო! ცხენდაცხენ სვიფში გამოვბრძანდეთ. ნამთვრალევს სროლაში შევებათ, ცხენსა და თოფში გამომცადეთ!
ლამარიასთან - ჭიხვინია, ლამარიასთან - გრიალია: კვერცხები ვითომც ჯიხვებია . . . ჯიხვები ვითომც რქიანია . . .
პატარა ბიჭებს აცინებენ სვანები უგერგილო სროლით - ვაი თუ განგებ აწბილებენ! ყასიდად აცილებენ მგონი!
ვესროლე, მოვარტყი უმალ, ირგვლივ სიხარულის ყიჟინია, "ვინ ეჯიბრებაო, სვანეთში სტუმარს!" - მასპინძლის ბიჭები იცინიან.
ჩერქეზულ უნაგირში მახვშივით ვზივარ, გვარად ლებანიძე, სახელით მურმანი ვარ, შხარასკენ მივქრი და ყველზე წინ ვარ. რამხელა ამბავია - სტუმარი ვარ!
ფუთა დაჩქელანი მელანდება, წარსულის ტევრები სულ გავცელე. ფუთაზე რომანი მენატრება. რამხელა ამბავია - თუ დავწერე! . .
რამხელა ამბავია, ერის წარსული დღესავით იხილო. თავისუფლებაზე მღერით ძალმომრეობაზე იყვირო!
რამხელა ამბავია, მიგიღონ თვისტომად, შვილად და გმირად! რამხელა ამბავია, მიიმკო ამათი სიყვარული ქირად!
ირგვლივ ლომკაცების ჯარია, "ლილეო" მწვერვალებს სცილდება, - დიდება უშგულის მარიამს! - დიდება! დიდება! დიდება!
მე თუ გავაკეთე ის, რასაც ვეპირები დღეს, წინასწარ ცრემლები მდის, აგინთებ სანთლების ტყეს!
გადავალ ჩეგემის მხარეს, ჩავყვები ღრუბელთა ეტლებს, გადმოგგვრი ჩერქეზულ ხარებს, დაგიკლავ თოვლივით თეთრებს! . .
ფუთა დაჩქელანი მელანდება, წარსულის ტევრები სულ გავცელე. ფუთაზე რომანი მენატრება. რამხელა ამბავია - თუ დავწერე! . .
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.10.2012, 21:18 | Сообщение # 44 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვოი! რა უფერულია სიკვდილი ლოგინში! ვოი! რა საშინელია სიკვდილი ლოგინში! ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ - ყინულის ლოგინში!
ვოი! კალა-უშგული შეკრებილა, ვოი! ყანას და სათიბს მომცდარა. მთელი სვანეთი შეკრებილა, მთლად საქართველო შეკრებილა, შხარასთან ღრუბელივით მომდგარა . . . ვოი! შხარა სისხლით შეღებილა - კოხტა თიკანაძე მომკვდარა . . .
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში, ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში . . .
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, - რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა: საკუთარ ხელით პალო დაუგია, საკუთარ პალოზე მომწყდარა . . . ცოცხლისგან საყვედური აუგია - თოკი - ერთადერთი ჩაუბია, თავი - სიმამაცით წაუგია, ვოი-ვო! სიმამაცით მომკვდარა! . .
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში, ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში . . .
- "ხოჩა საკაცე გამითალეთ, დავაწყო ხორცი და ძვალი! სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ, აღმართში - კვნესით ამიტანეთ, ვაკეზე - მითხარით ზარი! . ."
უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე, შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა, ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:
- "თეთნულდმა რა მოგცა?! უშბაზე რა გქონდა?! შხარაზე რა გინდოდა, გმირო?! ვო, გურამ, რამხელა მხრები დაგქონდა - რამ დაგაპატარავა, შვილო?!"
ასი ცხენოსნით უშგული გახლავს და ბეჭზე მიდევს შენი საკაცე . . . შენ დაგეუფლა ძილი და დაღლა, შენ დასახარჯი უკვე დახარჯე . . . შენ გაიელვე ღრუბლებზე მაღლა, შენ საქართველოს ღამე გახაზე . . . ასი ცხენოსნით უშგული გახლავს და მიტივტივებს შენი საკაცე . . .
ვოი! რა უფერულია სიკვდილი ლოგინში! ვოი! რა საშინელია სიკვდილი ლოგინში! ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ - ყინულის ლოგინში!
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა: თავი სიმამაცით წაუგია, ვოი-ვო, გურამი მომკვდარა. . . ცოცხლისგან საყვედური აუგია, ჩაუქი - მკვდარიც ჩაუქია! ვარსკვლავი ვარსკვლავებს მომწყდარა!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 17.10.2012, 01:22 | Сообщение # 45 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ მეკითხები: რას ვაპირებ აწი და აწი,- რას შეიძლება აპირებდეს,- ჩემი ხნის კაცი?! ვაპირებ იმას, რაშიც შაურს არავინ გიხდის: კოხტად, ლამაზად დაბერებას, ლამაზად სიკვდილს... შენ რა, საერთოდ მეკითხები გავიგო ასე,- თუ ყოველდღიურს?! რას ვაპირებ დავუშვათ ხვალ-ზეგ?! თუ აგრეა და ჩაკარაბას ველი დეკემბრის, თოვლი მიყვარს, და ჩამოთოვოს მთები ეგების... ველი ფანჯრების ამოგმანვას,- თოვლით და ჭირხლით... განვაგრძო ჩემი მოწყენილი ოთახის ციკლ
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 20.10.2012, 21:23 | Сообщение # 46 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ორმოცდაათის მერე ვატყობ, ადვილად ვთვრები, ვწუხვარ, გულს ვეღარ მტკენენ ჩემი პატარა მტრები. ხომ ისევ იმას წერენ, ვლიან იმავე გზებით, ორმოცდაათის მერე შემწყნარებელი ვხდები...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 15.11.2012, 21:59 | Сообщение # 47 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მეტეხის კლდეში სწერია ოთხი სტრიქონი ბრწყინვალე: - რა უფრო მშვენიერია: დიაცი - უბემჩინარე, თმადათოვლილი მოხუცი, ჩვილი - აკვნიდან მცინარე, ვაჟკაცი - ომში გასული, მამულისათვის მძვინვარე, თუ უკვე შუბლგაჩეხილი - გაუღვიძებლად მძინარე?!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 08.01.2013, 02:38 | Сообщение # 48 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მარტი გაუხარელი და ტერენტი გრანელი..
იმნაირი მარტია და იმნაირი ამინდი, ძაღლიშვილი ვიყო, თუ ვიცოდე, რა მინდა! პოეზია,მრწამსი,ძველი თემა---ელენ! იწერება წამში---როგორც ახლა წერენ. ტენდენცია,აქცენტი,სტრიქონები დამტყდარი... უსაშველოდ დაგრძელდა საქართველოს ზამთარი. ჭერში კუთხე სველია,ალბათ,გატყდა კრამიტი... ძაღლიშვილი ვიყო,თუ ვიცოდე ,რა მინდა! რეკავს ფოსტალიონი,ტოვებს,მიდის,წავიდა... ძაღლიშვილი ვიყო,თუ ვიცოდე,რა მინდა! შინ ღუმელი არ მინთია,გარეთ ბერენ ავდრები... იმნაირი ამინდია,დღეს უთუაოდ დავთვრები. მინდა სული ნაკუწ-ნაკუწ დედამიწას მოვპნიო... შენ რომ გინდა მეც ის მინდა,აღრენილო მსოფლიო!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 12.01.2013, 02:42 | Сообщение # 49 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ, ფარ-ხმალს ვაწყობ, ვეფერები ბალახებს, ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ, უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.
კუბოს ვაგებ, ეს მეშვიდე წელია, სისხლი მწვეთავს, ვკვდები კარგა ხანია; ეს სიკვდილი - ძველისძველისძველია, ეს გაქცევაც - ვიცი, არახალია.
ყრუ ღამეში შერკინულმა მხედრებმა გადუქროლეს ჩემსას მთა-ბარს ჭენებით, იყო ჯვარცმა, იყო კვნესა-ვედრება, რკინის დროში ვბრძოდით ლამანჩელები...
მე მინდოდა შეცვლა ქვეყნიერების, (გულუბრყვილო ბიჭი მახვილს ლესავდა!), კაცთა შორის ძმობა - ძმობა, ბედნიერება, ხალხთა შორის - სათნოება მეწადა.
რაც ყოფილა - ცისქვეშ ისი იქნება, ის ოცნება - ჟამმა დაასამარა, შავ ჯინჭველად მეხვევიან ფიქრები, სიკვდილის წინ ვრჩები კითხვის ამარა:
გაჩენილა კაცთა მოდგმა ღვთისაგან, - მძვინვარებდეს, ბრძოდეს, კვნესდეს, ჰგოდებდეს. სატალახო გზებით სრულყოფისაკენ! მაგრამ ჯვარცმა ოჰ, როდემდის, როდემდის!
არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ, ფარ-ხმალს ვაწყობ, ვკოცნი, ვკოცნი ბალახებს; ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ, უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 13.12.2013, 16:34 | Сообщение # 50 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რომანზეც დამთენებია, ფანჯრებში რიბირაბაო: რა ზვრები, რა მტევნებია, ამირეჯიბო ჭაბუა! ლენცოფა აგიცელია მორჩი, კეთილი გვცენია, რა წიგნი დაგიწერია. რა სიკვდილები გიგრძვნია! გამხმარო, გაძვალებულო, მეკობრევ, ბერად შემდგარო, სიცოცხლეგამწარებულო. სიკვდილისაგან ვერმკვდარო! თეთრ ცხენზე ამხედრებულო მწუხარე სახის რაინდო, სოფლისგან გამეტებულო, შენთან ბევრი მაქვს საერთო. მიყვარხარ – ცერად გავლილი, მიყვარხარ – ვეფხვად მხტომარე, მიყვარხარ – ეხლა დაღლილი, სენაკში – სანთლით მჯდომარე! ლენცოფა აგიცელია, მორჩი, კეთილი გიცვნია, რა წიგნი დაგიწერია, რა სიკვდილები გიგრძნია! ბრძოლები განგიჭვრეტია, ბრძენის, ასკეტის ღირსებით, ცხოვრება დაგვიჩხვრეტია, კითხვა – ძახილის ნიშნებით! სიცოცხლის საზღვრად გდებულო სიკვდილით ბევრჯერ შემკრთალო, სიკვდილად გამზადებულო, ვერა და ვერა, ვერ მკვდარო! წიგნს სისხლით ნაწერს ვკითხულობ (მეც სისხლის ნთხევით ვმღეროდი!) შენთან ერთობით ვდიდგულობ, - “ვამაყობ საქართველოთი” მურმან ლებანიძე
|
|
|
|