ანა კალანდაძე
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 23:57 | Сообщение # 31 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** გულს არ ჩერდება გრძნეული სხივი, ფარჩები, აჰა, ფლასებად შლილა! სად არს ნათელი შენი უებრო, კვლავაც უძღოდეს გაზაფხულს წინა? სად არს ნათელი?
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 23:57 | Сообщение # 32 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** შემოგღაღადებთ სამადლობელს ძალთა ცისათა სულ მცირე ჟამის, წუთიერის სისავსისათვის: ადგა ყვავილნარს ანგელოსთა მჭვირვალე ჩრდილი, ლაღად ყვაოდა საუკუნო სამეფო მტილი!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 23:58 | Сообщение # 33 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აჰა, ისევე!
ვარსკვლავნი ჩაქრნენ, ცათაფრენა თითქოს... არსაით! მოზღვავდა ბნელი, მაგრამ ეს ხმა, ეს ხმა ვისია? მარადისობავ, სით მეწევი? აჰა, ისევე ცის დასალიერს მირიადი დაჩნდა ვარსკვლავი!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 23:58 | Сообщение # 34 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** დროთა ველურთა შემობრუნებავ, ჰა, შენეული მახვილ-ისრები... ამხედრებულან ისევ ჰუნები, ქარს მოჰკივიან მინდვრად ისევე! ქრიან ცხენები არაბ-მონღოლთა, სისხლიან გზებით მოთქარუნობენ... აღარ თავდება ჩვენი გოლგოთა, დროთა ველურთა შემობრუნებავ!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 23:58 | Сообщение # 35 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არ აიცდინა უფალმა ჯვარცმა!
(დემეტრეთავდადებულისგახსენება)
წარჩინებულთა ურჩიეს გაცლა, იქით, მთიულეთს გადასვლა ვედრეს... - არ აიცდინა უფალმა ჯვარცმა, ბეწვზე კიდია სამშობლოს ბედი, არ მსურს, ცოდვაში ვიხეტიალო, ბოლომდე შევრჩე მეფობას შვებით! - ................... იცოდა, - იტყვის მემატიანე, - ო, ყოველივე უწყოდა მეფემ!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 23:59 | Сообщение # 36 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მარტინ ლუთერის ძეგლთან დრეზდენში
(როგორცცნობილია, XVI ს-შიდიდმაგერმანელმამოღვაწემ, მარტინლუთერმა, გერმანულადთარგმნაბიბლია)
კაცთმოყვარებით გვმოძღვრავს, ომს შეჩვენებას უთვლის, მაგრამ... კაენის ძეთა ცეცხლი სამყაროს უნთეს! სიკვდილს სიცოცხლემ სძლია, - მოხუცს მივაგებთ კუთვნილს: გვირგვინს დავუდებთ ფეხთით წიგნზე დაყრდნობილ ლუთერს...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 19.09.2012, 00:00 | Сообщение # 37 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პიკასოს უკვირს
(ზოგიერთივაიჟურნალისტისმიმართ)
უკვირს პიკასოს: როგორ "ავხსნა," ზეცა ვით მწყალობს, უზენაესის შთაგონებით ვით ვარ დანთქმული? რად არ კითხულობთ, მაგალითად, ჩიტი ვით გალობს, ან... როგორ ვსუნთქავ, ხელებს... სულში როს მიფათურებთ?!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 19.09.2012, 00:00 | Сообщение # 38 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაგვიანებული პასუხი ერთი გაზეთის რედაქციისადმი
ცამდე მართალთა დღესაც იმეტებთ, მედროვეობით ძლევამოსილნო, დღესაც... გგონიათ ოცდაჩვიდმეტი და "სათანადოს" თითხნით დოსიეს! გზა სიმდაბლისა... მხოლოდ ჯიბრია, - და, ჰა, გაზეთიც უფლის გზას ასცდა! "არ გამივლია, - ბრძანებს "ბიბლია", - არ არის სიბრძნე მოშურნე კაცთან"! თქვენს წინ... "ნათელი გზა" კვლავ შლილია, შუქს აგინთებენ მწვანეს ხვალენი! კორესპონდენტნი ნუ დაგილიოთ ოცდაათ ვერცხლად "მოტანტალენი"!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 19.09.2012, 00:00 | Сообщение # 39 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სამაგიეროდ...
შეგვრისხეთ, ხშირად გვითხარით მწარეც, - სამაგიეროდ... მზეს უღებთ კარებს! დიდება ქვეყნის უახლეს ძალებს: იბრუნებს მიწა, სითკენაც... ბრძანებთ!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 19.09.2012, 00:01 | Сообщение # 40 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქვაბ ავაზაკთა...
ზოგს... მანიაკის ერჩიოს თავი: გულს ფხანს ის შხამი, მასში რაც არი! დიახ, წასულა რაინდთა ჟამი, ქვაბ ავაზაკთა ქმნილა ტაძარი!
|
|
|
|