ნანა მეფარიშვილი - Page 36 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: ოთხ, 11.02.2015, 23:26 | Сообщение # 351
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოვალ, სვეტიცხოველს დაგიკოცნი,
სამებას დაგიკოცნი გასაკვირველს,
ოღონდ ეს შეხვედრა დამილოცე,
ახლოს მომიშვი და ამატირე.

მოვალ ბეთანიას დაგიკოცნი,
მწუხრზე მივაშურებ შიომღვიმეს,
ოღონდ შენი ნახვა დამილოცე,
ოღონდ ძველებურად გამიღიმე.

ათი ოკეანეც ვერ წამლეკავს,
ჩემში იმხელა ხარ, ისე დიდი,
სული მონატრების ზარებს რეკავს,
ოღონდ შენ არ უნდა შემიშინდე.

თხემით ტერფებამდე ქართველი ვარ,
მკვდარიც ცოცხალივით ვიარები,
შენთვის ჩაუქრობი სანთელი ვარ,
შენი პირგახსნილი იარები.

სული იბობქრებს ამოსვლამდე,
მახსოვს დაფიცებაც პირველყოვლის,
შენ რომ დამაბარე, წამოსვლამდე,
ვისი ჯიშის ვარ და ვისი გორის.

მოვალ სვეტიცხოველს დაგიკოცნი,
სამებას დაგიკოცნი გასაკვირველს,
ოღონდ ეს შეხვედრა დამილოცე,
მერე სიხარულით ამატირე.
 
nukriaДата: ოთხ, 11.02.2015, 23:28 | Сообщение # 352
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულო შენ საით მოგინდა,
წასვლა ამ ოხერ დროშია,
დუმან ნამდვილი მწყემსები,
ყეფით თავს იკლავს გოშია.
სულო უფალი გიხმობს და
მისასვლელ ბილიკს გიყვავებს,
ბულბული დადუმებულა,
დრო დასდგომიათ ჭილ–ყვავებს.
გადმოჰყურებენ ჯიხვები,
მთიდან დავარდნილ ქარაფებს,
ბრძენი მდუმარედ ლოცულობს,
ბრიყვს ცოდვა ალაპარაკებს.
გვერდით გამდგარა გრიგალი,
ნიავს გადააქვს ჭორები,
კურდღლები მიდი–მოდიან,
წვანან მდუმარე ლომები.
ყლორტებს სულ დავიწყებიათ,
ბებერი მუხა–ჭადარი,
ბარს–ცოდვის მორევს დაჰყურებს,
მთა გოლიათის სადარი.
სულო, შენ საით ჭირიმე,
ყველგან ცოდვაა ნაწვიმი,
ყორნები ლეშით ძღებიან,
ცის კართან ფრინავს არწივი.
გვიცქერს ჯვარცმული უფალი,
"პარასკევია დღესაო"
კვირაც მოვა და აღსდგება,
"ნახეთ რა უყოს მტერსაო"
 
nukriaДата: ხუთ, 12.02.2015, 00:37 | Сообщение # 353
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ერთად ღვთისაკენ"
(ჩემს ქართველებს)

ცა_ სასწაული ამოგირჩია ქრისტემ,
აელვებული, ანგელოზების ფერი,
სადაც არ ვიყო, თქვენთან მოვდივარ ისევ,
შენ სხვანაირად მაამაყებ და მშველი.

სულერთი არის რომელ კუთხეში იშვი,
წვეთი ხომ მაინც ერთი სისხლი აქვს ძარღვებს,
ჩემი მოძმე ხარ, ჩემი გენი და ჯიში,
სულთა კავშირი საზღვარს ყოველთვის არღვევს.

ჩემი ხარ ჩემი, შენი კარგით და ავით,
და გული მტკივა, როცა ასცდები სავალს,
სხვაში ვერ გაგცვლი ვერა, ცოცხალი თავით,
ხარობ და ვხარობ, შენი დაცემა მზარავს.

გახსოვს, შვილები ვერ მოერია ისრებს
ერთად შეკრულებს, მამამ დასცადა როცა,
ერთად რომ გხედავთ, გულს სიხარული მივსებს,
ისე გიხდებათ ღმერთთან ერთობით ლოცვა.

ჩემო ქართველო, არ მომატეხო მხარი,
მამულს შევუდგეთ, ნაღალატევს და უძლურს,
არ შეგვიგინოს ვინმემ ოჯახის ქალი,
ვანაც გაგვზარდა და გვაწოვებდა ძუძუს.

მკერდი რომელიც ჩემი სისხლით გაქვს თბილი,,
შემომაფარე, მარტოს ტკივილი დამხრის,
წინაპართაგან გვერგო სხვაგვარი ძირი,
თუ შემიყვარებ, მტრის ავიცილებთ მახვილს.

ჩემო ქართველო, ზურგში არ ჩამცე დანა,
მოკეთედ მოდი, ამიმაღლდება ჭერი,
სიყვარულის ვითხოვ, ასე ბევრია განა,
ერთობით დავდგეთ, დაგვიმარცხდება მტერი.

უამბეთ შვილებს, ნუ დავივიწყებთ იმ დროს,
გამარჯვებულებს სისხლი უდუღდათ ერთი,
ჰეი ქართველნო, ახლაც ვჭირდებით დიდგორს,
"ერთად ღვთისაკენ"! თქვენ გაგახარებთ ღმერთი!

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 12.02.2015, 00:38 | Сообщение # 354
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ შემინახე, როგორ მოუარე ასე,
გულზე დაგწოლია ოთხი საუკუნის ლოდი,
ისე მაამაყებ, ისე მახარებ და მავსებ,
მოდი გენაცვალე, გულში ჩაგიკონო მოდი.

ჩემო მტკიცე სისხლო, ჩემო გაყიდულო ერო,
დედის თბილ მკერდიდან ურცხვად აგაგლიჯეს შვილი,
უცხო მიწა–წყალზე გაცვლილ–გაყიდულო გენო,
მეწვი, გულში მეწვი, გიხმობ გეძახი და ვსტირი.

შენი ძალა დამაქვს, შენი გადუხდელი ვალი,
ისე ამაყი ვარ ცაზე მიკიდია ხელი,
მიდუღს სისხლ–ძარღვეში შენი ცრემლიანი კვალი,
მატკბობს შენი ენა, მტკივა, მონატრება შენი.

სისხლით ნაკლული ვარ, მოხვალ ავივსები ვიცი,
ცამდე ავივსები, გულიც მოუმატებს ძგერას,
როგორ შეინახე ჩემო, ის ქართული ფიცი,
როგორ გაუფრთხილდი ასე მაგ ლაზარეს ენას.

ჩემო მონაგარო, მოდი შემომძახე ერთი,
გულზე დაგწოლია ოთხი საუკუნის ლოდი,
შენი ხმა მასმინინე, მერე გაგახარებს ღმერთი,
მოდი გენაცვალე, გულში ჩაგიხუტო მოდი.
 
nukriaДата: ხუთ, 12.02.2015, 00:41 | Сообщение # 355
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა მუცელზე დაგადებ თითებს
და ორ გულის ხმას ერთად მოვისმენ.
შუა ღამით რომ მომთხოვ ნაყინს და
მეც უსტყვოდ და ჩუმად მოვითმენ.

როცა სიმშვიდეს ვიგრძნობ წამებში,
სახლში სიჩქარით თქვენთან მოსული.
დამხვდები როცა და გამიღიმებ,
ულამაზესი ცოლი ორსული.

გამიღიმებ და მაკოცებ ჩუმად,
სამყაროს ვიგრძნობ აპრილის ბოლოს,
როცა დავიკრავ სიცოცხლის ნაყოფს
მკერდზე მე შენში ნამუცლარ გოგოს...
 
nukriaДата: ხუთ, 12.02.2015, 13:22 | Сообщение # 356
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილას სალამი უხდება,
ღიმილით სავსე სახითა,
გულს სიხარული უხდება,
მოყვასის შენის ნახვითა.
მზეს ცეცხლისფერი უხდება,
თვალებს კი ნაპერწკალები,
მამულს ვაჟები უხდება,
სიწმინდით სავსე ქალები.
ეზოს ვენახი უხდება,
მარანს კი მაჭრის დუღილი,
ოდას ქორწილი უხდება,
თოფების ჭექა–ქუხილი.
ჩვილს დედის მკერდი უხდება,
ქალას დახრაი თვალისა,
ვაჟებს გმირობა უხდება,
არგახარება ავისა.
ღამეს სიჩუმე უხდება,
დილას ჭიკჭიკი ჩიტების,
ლექსს რითმის ასხმა უხდება,
ვით თეთრი მარგალიტების.
ქართველს სამშობლო უხდება,
როგორც გაზაფხულს მაისი,
მთაგორებს ნამი უხდება
და ცეცხოვანი აისი.
 
nukriaДата: ხუთ, 12.02.2015, 13:47 | Сообщение # 357
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ღამე და უშენობა ერთად მოვიდა,
რა უნდა მთვარეს, ბარბაცით რომ დაჰყვება სხეულს?!
აპრილის მწუხრში მეძახოდა ვიღაც შორიდან
და უშენობა დამცინოდა შიშისგან გრძნეულს.

ჩააკვდა ხელში მოგონება გაცრეცილ ღამეს,
ამ გაზაფხულსაც არ მობეზდრა კეკლუცი მზერა,
შენს ნაცვლად ალბათ ვარსკვლავები მეტყვიან რამეს
და ატირებულს მომინდება ლექსების წერა.

ახლა ღამეა და ცარიელ კარებში ვდგავარ,
სადღაც კი სახლებს სიხარულის დაუდგათ ჯერი,
მეკი ბავშვით გატირებულ გოგონას ვგავარ
და მობარბაცე მთვარის შუქზე უმწეოდ გელი
 
nukriaДата: ხუთ, 12.02.2015, 21:56 | Сообщение # 358
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ვებრძვი ცხოვრებას ნახევრად გასულს,
ხან რიხიანი, ხან სუსტი ხმა მაქვს..
და ახლა უკვე საკმაოდ ზრდასრულს,
გზად ჩემი წილი სიდინჯე დამაქვს.

მივყვები უცხო გზასა და სივრცეს,
სადღაც წერტილი ექნება სავალს,
მაგრამ მანამდე დღეებს რომ მივსებს,
გზად ჩემი წილი სიცოცხლე დამაქვს.

გულში მინთია გრძნობების ცეცხლი,
ან საწუწუნო ნეტავი რა მაქვს,
არ ვცდილობ, მაინც ვერაფერს შევცვლი,
გზად ჩემი წილი იღბალი დამაქვს.

მაქვს ჩემი წილი ცა და მთა–ველი,
რწმენა, ო არა, მეტსაც ვინატრებ..
მაქვს ჩემი წილი მიწის მტკაველი,
ღამე, ვარსკვლავი, მზე და სინათლე.

მაქვს სიყვარული, ჩემს წილზე ბევრი,
ცოდვებს კი ღმერთო, შენ თუ გადათვლი,
მყავს ჩემი წილი მოძმე და მტერი,
(მაქვს ცოტა კარგიც..რასაც არა ვთვლი)

სიცოცხლეს ძალა ჭირდება მაინც,
შემინდე ღმერთო, სათქმელი რა მაქვს...
დავდივარ და გულს მიმშვიდებს რაიც,
თან ჩემი წილი სამშობლო დამაქვს.
 
nukriaДата: ხუთ, 12.02.2015, 21:57 | Сообщение # 359
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ვწერ და ვშლი, ჩემი ცხოვრების წამებს,
ხომ უნდა თესო, ვინმე რომ მკიდეს...
ისეთ ლექსს მაინც დავწერდე რამეს,
რომ ერთ წაკითხვად ნამდვილად ღირდეს.

მოხვედი იყავ, სად წახვალ მერე,
უწყის არავინ, იმ ერთის გარდა,
თუ ცარიელი ლექსები წერე,
და ყოფნა შენი, არყოფნას ჰგავდა.

ვწერ და ვშლი... რაღა მემახსოვრება,
ვერ დავკრეფ ნაყოფს, ხე თუ არ დავრგე,
და ამ ჭიდილში გადის ცხოვრება,
ისე, რომ ქვეყნად ვერავის ვარგე..

ხმა რომ ნატვრისთვის დაამაწევინა,
ფრთები მსურს, ფრთები ლაღად გავშალო,
ისეთი ლექსი დამაწერინა,
დამენანოს და ვეღარ წავშალო.
 
nukriaДата: პარ, 13.02.2015, 00:02 | Сообщение # 360
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
თითქოს პატარა ვარ,მოკლეკაბიანი,
ეზოს ჩამოვურბენ ფრენით,
შენთან მოვირბენ და მუხლზე მოგეხვევი,
ძალა მომეცემა შენით.
თითქოს დავეცი და კვნესა გაიგონე
ჩემსკენ გამორბიხარ ვხედავ.
მერე ნატკენ ხელებს გულზე დაიკონებ,
მალე რომ მომირჩეს დედა.
თითქოს გაგიცივდი,სული სიცხიანი
ბაგით მომისინჯე მძინარს,
ჩემი წუხილები შენთვის წაიღე და
დილა შემაგებე მცინარს.
დამსვი შენს კალთაზე, როგორც ბავშვობაში
წელზე შემომხვიე ხელი,
გულზე მიმიკარი,შვებად ამიკვნესე
ტკბილი იავნანა შენი.
წლები ვერ ერევა მხილოდ შენს სიყვარულს
მასთან უძლურია ბედი,
როცა შენთანა ვარ აღარ მეშინია,
აღარც მეტირება დედი.
მოდი წამიყვანე ისევ ბავშვობაში,
თორემ გამიძნელდა ხედვა,
შენი ნაამბობი ზღაპრის სამყაროში
ისევ დამაბრუნე დედა.
ვიდრე მეყოლები,ვიცი შემეძლება
შენით იმედები ვთვალო,
ჩემო მადლიანო,ჭირთა დამთმენელო
ჩემო თმაჭარარა ქალო.
თითქოს პატარა ვარ,ისე მომეფერე,
ამსვი ვარსკვლავების ზედა,
გახსნილ ჭრილობაზე სული შემიბერე
მკერდზე დამაძინე დედა.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость