ნანა მეფარიშვილი - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:57 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაინცბავშვივით გაზაფხულობ ქალო, არადა,
იცი,ყველაფერს შეეცვალა სახე–იერი...
მუდამგჯეროდა, რომ აპრილი დაგიფარავდა,
ვერ მოიშალე, ისევ მისით ხარ ბედნიერი.
და ვიცი დღესაც, კვლავ ღიმილით მორწყავ ნარცისებს,
დაკრიფავ სურნელს, სულის ლარნაკს მორთავ ფერებად,
მაინცბავშვივით გაზაფხულობ, თუმცა, არც ისე..
თუმცა,არც ისე, გულის შიგნით, არ გემღერება.
არ მოგიხდება შენ იცოდე, სევდა ნაღველი,
გახსოვს აპრილის გასტუმრება მუდამ გზარავდა..
დღეს,რა ხანია არვის ესმის შენი ნამღერი...
გულიკი, მაინც გაღიღინებს ქალო არადა...
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:58 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარაფერი მიხარია გავხდი ავადა,
ისეთისუსტითვალები მაქვს 
მიმქრალი ფერის,
სულ ცოტა ხსნის წინ, 
არაფერზე ვწუხდი არადა...
ყოველსაათშივიღებნატვრას,
მაინცარ მშველის.თავს მახვევია ექიმების 
მთელიარმია,
არც რა მაკლია, 
არს წამალი და არცა ნემსი,
მაინცდავდივარ, 
ეს უბრალოდ სუსტი შარმია,
ვეღარცმუსიკავეღარმკურნავს
და ვეღარც ლექსი.დღეს როგორც იქნა 
საბოლოო დასკვა გამანდეს,
დარჩენილ ნატვრას 
შევუფხიზლე სუსტი გუნება,
შენ სიყვარული შეგყრიაო, 
ღმერთიგფარავდეს...
ეს სნეულება წამლებითო არ იკურნება
გიწერთო იმედს, 
უხდებაო ვინც ტკივილს ითმენს...
გულსმოგირჩენსო, 
შემოგაფენს სითბოს საამოს,
დაგვიჯერეო, იცოცხლებო,
ღიმილით მითხრეს
და შენი სუნთქვა დამინიშნეს დილა –საღამოს
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:58 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი,სულ უბრალო მხევალი ვარ, 
გულსარ მივაკარე ავი შური, 
აბა,მე რა ლექსის მწერალი ვარ,
მთა მიყვარს, მასზე ვარ დანიშნული.
იღბალს არასოდეს დავწევივარ,
ცრემლებს მთის ქედებზე ვანამებდი,
მე აბა რა ლექსის დამწერი ვარ,
ვინ სთქვა, რომ ვიცოდე ვანანებდი.
ერთი ტკივილიც ვერ განვიკურნე,
წაველ,მთებსმივანდე ჩემი ბედი.
გრძნობის შიმშილი ვერ დავიპურე,
აბა,ლექსებს როგორ დაგიწერდი.
უფლის სულ უბრალო მხევალი ვარ,
მიყვარს ჭრელი კაბით შარი –შური
აბა,მე რა ლექსის მწერალი ვარ,
ვხარობ,მთაზერომ ვარ დანიშნული
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:59 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ენ ვინ მოგახდენს ფართე მხრებზე ლეჩაქს ქალისას,
მუდამკაცურად გამტანი ხარ გმირული ლელოს,
ქართველს უჭრიდა ოდითგანვე პირი ხმალისა,
და ვაჟ–კაცობა იფარავდა შენს საქართველოს.
დღესაც ომია, და ამ ომშიც იცდება ერი,
დღესსხვანაირი დღეებია ჭირის და ოხის,
კაცითუ კაცობს, მაღალია ოჯახის ჭერი,
თუმცადღესყველავერ იმშვენებს ტარებას ჩოხის.
პაპაშენივით ვერ იკაცო, არა გაქვს ნება,
მიბაძვა თუ გსურს, მისაბაძი თავად გაქვს ჯიში,
სხვებიმოდიანდა მიდიან, შენი კი რჩება,
რამეთუუკვეშენ ქართველის ფესვიდან იშვი.
წადი ეახლე წმიდანების საფლავებს ჩქარა,
კაცადშობილოვინ გაწვნია ეგ იარები,
ქალისმანდილი ბიჭო მხრებზე ვინ მოგაფარა,
საბრალო "კაცო", რა ქალივით დაიარები.
სოდომის ცოდვამ აქ ვერასდროს დაიდო ბინა,
ვისააქვს ნება კვართის მიწა ფეხით გათელოს!
ვიდრემდე ერთი თუნდაც ერთი კაცი გვყავს შინა,
თუ ერთი ქალი, ერთი კაცი მაინც ქართველობს.
უწინამც მოკვდე ის ჯობია, ხორცით დანაცრდე,
უფალთან ომი მოუგია ქვეყნად არც ვისა,
მოკვდესჯობია,ვიდრეეშმასთვალწინ დამარცხდე,
რადგანსიკვდილი ბევრჯერ სჯობნის სინდისს გაცვლილსა.
მაგ ქართულ მხრებზე ვინ მოგახდებს ლეჩაქს ქალისას,
ოდითგან ბრძოლით გამტანი ხარ კაცური ლელოს,
ქართველს უჭრიდა საძლეველად პირი ხმალისა,
და ვაჟ–კაცობა იფარავდა შენს საქათველოს.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:59 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შევდგები ქვასთან, გუმბათებთან, დავითის მკერდთან,
გადამიხსენით ეს ცისფერი ზეცის კარავი,
საქართველოსთვის სალოცავად შევდგები ღმერთთან,
ქედმოსახრელი სხვა, არა მყავს ქვეყნად არავინ.
შევდები მიწის ჭრილობებთან, ვარამ–წუხილთან,
ლექსები ჩემი ამოხეთქილ ტკივილებს ჰგვანან,
შევდგები მცხეთას, სვეტიცხოვლის ზართა ქუხილთან,
სად მამა–პაპის საფლავები ამაყად დგანან.
დუმს მთები, ღმერთის მოქსოვილი ჯავშანთა რიგი,
მათ სიჩუმეში მატეანე დინებით ბორგავს,
შევდგები ხატთან და ცრემლიან სინანულს მივგვრი,
და ჩემს მამულთან, ღვთის სალოცავ სახატეს რომ ჰგავს.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 18:00 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ხნის ხარ ნეტავ, რა ფესვი გაქვს ასეთი ძველი,
მირონითუ ხარ, შუბლზე პირჯვრად მსახველი საცხი,
შენსსაიდუმლოს აფარია ღვთისმშობლის ხელი,
ბოროტმა იმად ვერასოდეს გაწვნია მარცხი. საიდან მოსჩქრებ, წყაროვ სიბრძნის და სიცოცხლისა,
სხვარომ არ გქონდეს "იავნანა" გაგხდიდა დამძლევს,
ჩემოქართულო, იქნებ თავად სამყაროს ხნისა,
შენიასაკიგადარჩენის წყალობას გვაძლევს. ვინ გადმოგწერა სამღერად და საგალობელად,
თუ მამა ღმერთმა ცამდე ვალი აგატანინა,
ლოცვის,ტკივილის, სიხარულთა მოსახმობელად
იქნებყრმაძესაცზრდიდაშენიტკბილინანინა.სისხლით და ცრემლით მოტანილო აქამდე ციმციმ,
სულისსინათლევ გზის საკვლევად მუდამ ჩართულო,
დადგება ჟამი, გააოცებ სამყაროს ვიცი,
ცის კართან ლოცვით მისატანო ჩემო ქართულო.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 18:00 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვსტირიქართველებს,
ცხარეცრემლით ვსტირი ქართველებს,
უსინათლობით დაკარგვიათ
ვისაცღირსება,
ნამდვილთა გვერდით არ საკადრებს,
და არ სათქმელებს,
ვსტირიდა ვხედავ
გულიცრემლით როგორ ივსება. ის, ვინც საკუთარს
საფასური დაადო ჩალის,
ვინცდედინაცვალს იფიცებს და
ივიწყებს დედას,
ძირძველ კერაზე მისასვლელი
აღარახსოვსკარის,
და ვინც სიხარულს
მხოლოდუცხოზეცისქვეშხედავს.ვსტირიქართველებს,
გულგრილების მტკივა თაობა,
ზოგსუნებლიეთ, ზოგსაც
ნებსითდაკარგულ შვილებს,
შავ–თეთრში ვინაც ვერ იპოვა
რამესხვაობა,
მზარავს, როს ეშმა ქართველისთვის
ილესავს კბილებს. ამოგლეჯილი გული დამაქვს
დარდითნათელი,
გაცემულია რადგან რწმენაც,
კაპიკის ფასად,
სამშობლო მტკივა,
დაკარგული მტკივა ქართველი,
ოცდაათვერცხლად გაყიდული
იესოსმსგავსად.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 18:01 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უშენოდნისლების ფერი ვარ,
მთაშიმაქვსპატარაკარავი,
გნატრობ და ცრემლებით ვმღერივარ,
არ მინდა შენს იქით არავინ.
უშენოდ ვთამაშობ სიმშვიდეს,
გულშიკი ცეცხლი და ქარია,
შენსნახვასვინ უნდა მიშლიდეს,
უშენოდსიცოცხლე მკრთალია.
ლექსებად გწერე და აგკინძე,
როდესაც გზაკვალი გაგვეყო,
ფიქრებში რამდენჯერ საკინძე
შეგხსენი, სუნთქვა რომ არ მეყო.
სიზმრებში დამირჩი საჩემო,
უშენოდნისლების ფერი ვარ,
დაბრუნდი გული რომ გაჩვენო,
გიხმობდა ცრემლებით ვმღერივარ
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 18:01 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაწნული ღობე ჩემი სოფლის მტვრიანი შუკა,
კრიმანჭულებში ჩახვეული სითბო გულისა,
მეზობლისათვის გატეხილი ალალი ლუკმა,
სურნელი ახალ გავლებული მიწის ხნულისა.
კარები მუდამ გადახსნილი ძირძველი ოდის,
გუბაზეულის ნაპირებთან ბავშვობის კვალი,
ბებიაისევაკაკუნებს თხილიან როდინს,
გულივით თბილი ბუხარიდან თამაშობს ალი.
ჭრიჭინობლებით ავსებული ცხელი ზაფხული,
ძველიწისქვილის დოლაბებში ფიქრების ბრუნვა,
ჭირი,ვარამი,სიხარული ერთად ნახული,
მოყვასისათვის სხვანაირად ფიქრი და ზრუნვა.
ერთი სტუმრისთვის ფეხზე მდგარი მთელი სოფელი
კერიისსითბო,თავმოხდილი ღვინის ჭურები,
აწმყოწარსულთან ჩაჭედი განუყოფელი,
ბახმაროს მთებში ავარდნილი კრიმანჭულები.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 18:01 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იწამესინათლის ნამდვილი ფერები,
სად ეძებ სამშობლოს, რა ღმერთი გიწყრება.
იქ, სადაც სივრცეებს ვერ სწვდება ხელები,
სამშოლო მთებიდან, მთებიდან იწყება.
სარტყელად ნაჭედი, ციხედ და ვარაყად,
სად უფალს, შენი ხმა ადვილად მიწვდება,
იქ, სადაც ჯიხვები შემდგარან ამაყად,
სამშობლო, მთებიდან, მთებიდან იწყება.
ნისლი რომ გაშლამდე ბოლო წამს დაითვლის,
და ლორთქო ბალახზე ნამებად აწვიმებს,
მთაშიაყოველინამდვილი, რაც ითქმის,
მაშ,ბარადსად ნახავთ ფრთაგაშლილ არწივებს.
იწამე სინათლის ნამდვილი ფერები,
სად ეძებ სამშობლოს, რა ღმერთი გიწყრება.
იქ, სადაც სივრცეებს ვერ სწვდება ხელები,
სამშოლო მთებიდან, მთებიდან იწყება. /
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость