ლექსები - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 30
  • 31
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 23:55 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ესეც გაივლის!.." ვხედავ, რომ გიჭირს
თქმაც კი მიჭირს,
მაგრამ ასეა
შენი ზღვაც ახლა
უფრო შავი
უფრო მლაშეა
ვიდრე ოდესმე ყოფილა ალბათ... შენს ბებერ მკლავებს
დასერია ძმობის ძარღვები
და ყველა მხრიდან
მოგსევიან, როგორც ძაღლები
დაგეშილები,
უღირსობას მიჩვეულები
შენს კალთას ერთ დროს შეფარული
ძუძუმტეები
შენს საწნახელში დაწურული,
როგორც მტევნები
შენს გულზე ლაღად მობიბინე
სევდის ტევრები... ვხედავ რომ გიჭირს
და რა უფრო
ვერ ვხვდები ჩემო?!.
მტერმა სამიზნედ რომ გაქცია,
როგორც მაქცია
თუ შენს უბეში გაზრდილები რომ ასისინდნენ?.. ვიცი გაუძლებ,
განა ერთხელ გასვეს დუბელა
განა, პირველად შემოგიჩნდა დარდის წურბელა?... არ დანებდები!..
დანებებას არ ხარ ჩვეული
გზები გიცდიან სიმაღლისკენ
თეთრი, შვეული
სადაც, უვლიათ შენს გაზრდილებს
თავაწეული... აღარ მოვყვები წიწამურზე
არც შამქორს,
დიდგორს - აღარ ვახსენებ
(არც ღირს ნამდვილად)
ჰო, დაგამარცხეს თითქოს ბევრჯერ
თუმც, დაჩოქება ვეღარ შეძლეს შენი
ადვილად... შენს სადღეგრძელოს სვამდა ალბათ
თავად აგუნა
ღმერთმაც,
წაქვეულს წამოდგომის
ნიჭი გარგუნა... ვხედავ რომ, გიჭირს
დაჟანგვია ვადა სატევარს
ვხედავ, მუმლები დასევიან
მუხის ნატევარს
მაგრამ, გაივლის...
ჩემო ერთო
"ესეც გაივლის"
როცა შენს გზებზე
დავითი და ცოტნე
გაივლის!.. ლიკა ხარჭამაძე
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 23:56 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასეთ ცხოვრებას მე სამოთხეს არ დავარქმევდი,
ალბათ წინასწარ რომ ვერ ვჭვრეტდე მძიმე ეპოქას,
ბევრი თუ არა - ეს მცირედი მიწის ნაკვეთი,
ერთ ვაშლის ხეს და ჩვენს პატარა ერთ შვილს ეყოფა.
შემდეგ კი ოფლში მოზელილი პურის ცომივით,
მოგიტან სიზმრებს, შეპირებულ მინდვრის ლიანებს,
შენ კი იქნები ჩემს ნეკნებთან წამოწოლილი
და მეორე შვილს შობის დილით იმშობიარებ.
ასე წამოვალთ სამოთხიდან, მკვიდრნი სამოთხის,
დაგვრჩება უკან ვაშლის ხე და ზეცის დიდება,
გზა და გზა ცოდვებს შვილებივით თითზე ჩამოთვლი
და მზე სახეზე სირცხვილივით მოგეკიდება.
სირცხვილის მზეებს მოვიფერთხავთ ისევ გზადაგზა,
მიჩვეულ ნაყოფს მომაწოდებ მშრალი ხელებით,
შემდეგ გავცდებით დედამიწას, წარსულს, ათასგვარ
ლოცვებს, პლანეტებს, გამოგონილ სისულელეებს.
მოხდება წარღვნაც, საუკუნის უამინდობა,
უარს ვერ მეტყვი შენს ადამს და ცამდე მინდობილს,
როდესაც შვილებს გავაყოლებთ ნოეს კიდობანს,
ხოლო მე და შენ მარტო წავალთ ჩვენი კიდობნით.
ერთ ვაშლის ხეს და ჩვენს პატარა ერთ შვილს ეყოფა,
ბევრი თუ არა - ეს მცირედი მიწის ნაკვეთი,
ალბათ წინასწარ რომ ვერ ვჭვრეტდე მძიმე ეპოქას,
ასეთ ცხოვრებას მე სამოთხეს არ დავარქმევდი!..."
 
nukriaДата: ოთხ, 06.09.2017, 23:58 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თამაშობ ჩემი
სიზმრების ბისზე
და არც სიზმარი
წამით არ იცდის,
და ჩემს სიცოცხლეს
განვიცდი ისე -
მკვდარი რომ თავის სიკვდილს განიცდის... იმედად დამრჩა
ის სერენადა,
იმ გარდაცვლილი
ხსოვნის კვეთება -
ჭირისუფალს რომ გასვენებამდი
ძვირფასი მკვდარი ეიმედება..."
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 01:15 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე სხვა სიმღერა ვერ ვისწავლე.-
ლექსად ვიმღერე.
ყელი ვიღერე?- არა . მტრისთვის
მუშტი ვიღერე .
ვიცხოვრე ისე , ეკადრებათ ,
როგორც იბერებს .
და სიჭაბუკე უკან მქაჩავს
ფუძით იმერელს.
თქვენ არ მიწყინოთ ,გამოვტოვო
როცა სიბერე .
სხვა იტყვის - მიყვარს! მე კი მტკივა
ჩემი მამული .
ზღვა მეწამული ფერებით ვარ
მე შეწამლული.
ანუ , ტკივილში ჩაკარგული ,
ღრმად შემალული.
ლოთს უხმობს ღვინო. მე - ღადარი,
არმინავლული.
ზოგს ამბიცია ათასგვარი,
მე - სინანული !
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 01:15 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეგ თვალები შეშრეს!
ცრემლებისგან შეშრეს!
მენატრები მე შენ !
გელოდები მე შენ!.......... ალეკო
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 02:22 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიიწურა . მიილია......
ზაფხულის წრედს აგვისტო კრავს.
მეც , ამ თვეში დაბადებულს ,
სიცხით , ბუღით აგვისტო მკლავს.
გავიიღვიძო.
ლქსი ვწერო
სიყვარულზე-
არის დოგმა.
მიყვარს ყველა , ვინც კითხულობს,,
უნებლიედ ყურს ვინც მოკრავს.
თუმცა , თვითონ მომავლინა,
ახლა სიცხით აგვისტო მკლავს.
ერთი წლითაც დამაბერებს
მე - ლექსების არისტოკრატს.
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 03:05 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაუდის ყავლი დაულეველ წვეთებს და წამლებს.
არ შემოაღებს კარს არც ერთი - დედა და მამა.
გადააბიჯეს უფლის ნებით სიცოცხლის სამანს.
და , როგორც ერთ დროს , ერთ საწოლში -
საფლავში წვანან მობჯენილია ყელში განცდა ყოფნა-არყოფნის.
მათ შესანდობარს ჭიქა ღვინო მართლა არ ყოფნის .
აქ არის ახლა სინამდვილის მწარე ნაყოფი.-
აღმართულია ყვავილებით ბორცვი გამყოფი . აგვისტოს მზეა . ვით სანთელი ბალახი წვა მან .
როგორც სიზმარი , ფიქრი მწველი , მოვა და წავა .
დედა და მამა მიირთმევენ ზეციურ წამალს .
და , როგორც ერთ დროს , ერთ საწოლში-
საფლავში წვანან .
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 13:32 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიქრსაც ჰქონია შიგნითა თუ გარე რხევები,
სულს რაღა უნდა, ლამის არის კივილი მორთოს,
ადამიანზე ახლობელი ჩანან ხეები.
შორიდან ვუმზერ შემოდგომის გაცრეცილ ფოთოლს,
სენტიმენტია უბირთათვის ეს თავიდანვე,
ნესტიან მიწას ხორბალი რომ ტანით გაენდო,
არას დავეძებ, ცეცხლზე მიდგას ხომ ჩაიდანი,
სამყაროსთანაც არაფერი მრჩება საერთო.
უმჯობესია ის დღიური ლუკმა ჩავხეთქო,
ყვავს ხომ არ ვბაძავ, რომ გავლიო წელი სამასი.
ვრჩები? არ ვიცი, რას მომიტანს ეს სასიკეთოს?
ბუნებრივია მე პასუხი არ მაქვს ამაზე,
არ მინდა ფიქრი, მსოფლიო დგას მაინც ყირაზე,
გადარეული,გალეშილი, ლოთის ემბლემით.
დაბრუნდა ყველა, ვინც წავიდა კვირის წირვაზე,
და უტრიალებთ ერთადერთი სიტყვა ბეთლემი.
ფიქრის გამები, ვარსკვლავები, ანდა მოგვები,.
ჩემს მერე ჩანან, ჩემამდელი, მოთვალთვალენი,
თუ ბედისაგან, ოდნავ მაინც დავიზოგები,
გავიფინები ვით ელიას წმინდა ხალენი.
მზის სხივი, ზეცა, გამოვჭერი ფიქრის წნელიდან,
და ხვლიკისფერი სამყარო მაქვს ახლა სმარაგდის.
ამოწეულა მუქი ფერი თვალთა ფსკერიდან,
და მდუმარებას წაგიკითხავ კვლავაც ქარაგმით.
რადგან ბედია ცერბერი და სურვილს სდარაჯობს,
გადავიკიდე ღამის ზეცა, როგორც თოფრაკი.
დასველებულა დედამიწის მწვანე ფარაჯა,
და ასეთია ყველაფერი, ყოფის- ყოფაც კი.
მე ჩემი თავი არ მეკუთვნის ზოგჯერ სრულიად,
და რაც მეკუთვნის, ისიც ცაში გაიბგერება.
ამ სიცოცხლეში რამდენიმე აღსასრულია,
ჰაერის ბუშტი, ჰაერითვე გაიბერება.
რომ აქ ქარია, და რაღაცამ მიმოარხია,
ამას მიჩვენებს მოქანავე ბალის კუნწული,
საიდუმლოზე გასასვლელი თითქოს არხია.
რომ გარდასახულს მელოდება სადღაც კუნძული,
ვფიქრობ,ვიფიქრებ, მერე ვრჩები ვით აქსიომა,
აზრი ქვევრია, მოქცეულხარ კვლავ პირვანდელი.
როცა გაჩენას ხელს შეუშლის მკაცრი მიომა,
ნატეხებიდან წამოდგება სხვა პირანდელო.
ჩემი რა მიდის, არაფერიც, ვფიქრობ იმგვარად,
ნაპოლეონი რომ ფიქრობდა ერთხელ ელბაზე,
აღარ ვეწევი. და მოვწიე მაინც სიგარა,
და ჩამოვედი რომელიღაც გაჩერებაზე."
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 13:33 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,წასვლა გულში კვლავ არის სიმაღლის და ნათლის კუნჭული,
ვარსკვლავების და შენი მკერდის ამომბურცველი,
ახლა ვარდების ბაღში ვდგავარ თვალდახუჭული,
ახლა ვარდიდან ჩამოვარდნას ლამობს ფურცელი. ცრემლით ივსება თვალის გუგა, ვხედავ კურცხალით,
ბრმა მერცხალივით მეჯახება მიჯნურთ ნათება,
მივდივარ ჩუმად, მამასავით ბედდაუმცხრალი,
მთვარეა გარეთ და ქარების მიჩუმათება.. მივდივარ ჩუმად, მთვარესავით სხივგაბურდული,
ჩიტის ჩრიტინი ბნელ ღამეში გულს მესახება,
შენს ვარდების ბაღს უმძიმესი ადევს ურდული,
შენს გულს ჩაესმის ვარსკვლავების ყრუ შეჯახება. ზარი მე ვარ ზარის ხმა რომ ესიზმრათ ვარდებს, ნარგიზებს,
შენი გული კი სამრეკლოა, სადაც ვდუმდები,
მე ვარ ყვავილი მოელვარე შენს გულსაკიდზე,
შენს გაზაფხულში მინდა მოსვლა და ვერ ვბრუნდები. შენი ცა ასე უძიროა და მოციალე,
მე ვარ დაისი, დიდი ზარი ხმაჩაწყვეტილი.
როცა წავედი ჩემი სახე შევატრიალე
ვარსკვლავებისკენ. ელვარებდა ბნელი წერტილი. ჩემს ხმაში ათას ველის ყვავილს გააქვს ღაღანი,
მაინც არ გესმის ჩემი ცრემლის დიდი ხარება,
ვიღაც იზრდება ჩემში წმინდა, ცამდე მაღალი
და შენს სიზმრებში დაბნეული დაიარება. აალება დიდ ვარსკვლავებით მოჭედილ ღამეს,
შენს ბაგეებზე გამომკრთალ ღიმილს,
დილის ვარდებზე დაკიდულ ნამებს,
დიდ მარტოობას, სიჩუმეს მღვიმის,
ვარდებს, მის ჯერაც გაუშლელ კოკრებს,
დავიწყებისკენ გადახრილ საგნებს,
ბავშვს, დაისის წინ სხივებს რომ მოკრებს,
მის თითებს, როცა უმატებს, აკლებს,
ხელებს, რომელიც გეძებენ ძილში,
აქ რომ ვერაფერს ვერ ეჭიდება,
დიდ მატლს, რომელიც ნეტარებს ხილში
და გაღვიძება აღარ სჭირდება,
თვალებს, რომელიც გხედავენ მუდამ,
ისე შორიდან, თვალმოუკრავად,
ოქროსკანიან, მდუმარე ბუდას,
სანამ სიყვარულს არ მოვუკლავარ,
თაყვანს ვცემ ყველას, უკუნში ნაძერწ
პატარა ლეკვსაც, მის კუდის ქიცინს,
ნაფეხურს შენსას, ასვეტილ ნაძვებს,
ბოლო წერტილსაც, შენ რომ სვამ, ციმციმ."
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 13:33 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,ხარკი ასეთ ცხოვრებას მე სამოთხეს არ დავარქმევდი,
ალბათ წინასწარ რომ ვერ ვჭვრეტდე მძიმე ეპოქას,
ბევრი თუ არა - ეს მცირედი მიწის ნაკვეთი,
ერთ ვაშლის ხეს და ჩვენს პატარა ერთ შვილს ეყოფა.
შემდეგ კი ოფლში მოზელილი პურის ცომივით,
მოგიტან სიზმრებს, შეპირებულ მინდვრის ლიანებს,
შენ კი იქნები ჩემს ნეკნებთან წამოწოლილი
და მეორე შვილს შობის დილით იმშობიარებ.
ასე წამოვალთ სამოთხიდან, მკვიდრნი სამოთხის,
დაგვრჩება უკან ვაშლის ხე და ზეცის დიდება,
გზა და გზა ცოდვებს შვილებივით თითზე ჩამოთვლი
და მზე სახეზე სირცხვილივით მოგეკიდება.
სირცხვილის მზეებს მოვიფერთხავთ ისევ გზადაგზა,
მიჩვეულ ნაყოფს მომაწოდებ მშრალი ხელებით,
შემდეგ გავცდებით დედამიწას, წარსულს, ათასგვარ
ლოცვებს, პლანეტებს, გამოგონილ სისულელეებს.
მოხდება წარღვნაც, საუკუნის უამინდობა,
უარს ვერ მეტყვი შენს ადამს და ცამდე მინდობილს,
როდესაც შვილებს გავაყოლებთ ნოეს კიდობანს,
ხოლო მე და შენ მარტო წავალთ ჩვენი კიდობნით.
ერთ ვაშლის ხეს და ჩვენს პატარა ერთ შვილს ეყოფა,
ბევრი თუ არა - ეს მცირედი მიწის ნაკვეთი,
ალბათ წინასწარ რომ ვერ ვჭვრეტდე მძიმე ეპოქას,
ასეთ ცხოვრებას მე სამოთხეს არ დავარქმევდი!..."
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 30
  • 31
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость