ლექსები - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 3 დან«123451617»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 16:41 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბაღში ყველა იდგა მორიდებით,
ჩემკენ შენ ისროდი კამელიებს.
ვნების მტევანივით დაგწურე და
მერე ღვინოსავით დამელიე.
შენკენ უცხო გზებით მივლია და
გული სევდით მქონდა შენაფერი,
როგორც ჰომეროსის “ილიადა”
ისე ზღაპრულია ყველაფერი;
თითქოს გაფანტული ვიყავი და
თავი სანუგეშოდ მომიყარე,
თუ კი ბილიკები აგერია -
ჩემთან ეს ლექსები მოგიყვანენ.
შენ ხარ მტევანივით მზით გამთბარი,
თავად ღვთისმშობელში ამერიე,
მახსოვს მტევანივით დაგწურე და
მერე ღვინოსავით დამელიე..
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 20:35 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდა თოვდეს
და თოვდეს,
(მომნატრებია თოვა)
გეზი, სულ შენსკენ
მქონდეს
მოვალ,
თოვლიდან მოვალ.
გზა გზად არ ჩანდეს,
ხე, ხედ,
მაინც მოვაღწევ
ხვალ-ზეგ,
ავაბაკუნებ ფეხებს,
დაგიკაკუნებ კარზედ.
გააღეებ, გარეთ, აბა
ხომ არ დამტოვებ
კენტად...
- დაგსველებია კაბა
არ გამიცივდე, ნეტა
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 20:37 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ექსოვებოდა ტალღები ნაპირს,
როგორც უმწვანეს სტავრას_ მარმაში,
გოგონას წყალი დაჰქონდა ჩაფით_
ქროდა ნიავი მოკლე კაბაში. ახლა ის გოგო აღარ ფოფინობს,
გადაავიწყდა ნიავსაც ფრენა
და ნაპირს,როგორც ფერწერულ ტილოს,
ზედ საღებავის აშრება ფენა.
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 20:37 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ერთი ღამეც
და გახსენება
თბილი შხამივით
უნდა დავცალო;
ღამე ბერდება
სვენებ-სვენებით
და ფანჯარასთან დილა ბანცალობს; . . .და ვიდრე სული კიდევ მრთელია
ერთს გავგიჟდები და გავმრთელდები-
მოვყვები დილას ამ უთენია,
მოვალ და...
თავზე დაგათენდები..."
 
nukriaДата: ხუთ, 07.09.2017, 21:28 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,საფეთქელზე ლამის ტყვია დავიხალე,
ლამის ტყვიით გავიხვრიტე შუბლი,
ღვთისმშობელო ცხოვრებისგან დავიღალე,
მხოლოდ რწმენა გადამარჩენს უფლის.
ლამის არის ჩამომექცეს ზეცა თავზე,
მომახურე დედობრივი კალთა,
ამ ცხოვრების სიმძიმით და ცოდვით სავსე,
მიმიყვანე უფლის სახლის კართან.''
 
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 00:25 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასე თუ წავალ
შეგაშინებს დრო და მანძილი,
შემომითავსებ აპათიას,
წერის სიმპტომებს.
გზაზე_რომელსაც
ვერასოდეს ვეღარ გაივლი,
გზაზე_რომელზეც
საბოლოოდ ჩამოგიტოვებ. რჩება ნაბიჯი,
სულ ერთი და არა რაფამდე,
(რადგან სიკვდილი სისუსტეა მხოლოდ პოეტის. )
ნუ დაიჯერებ
ნაცარივით ქარში გავფანტე,
შენთვის რაც ვწერე
ან სხვებისთვის რასაც ვტოვებდი. მაგრამ დაგღლიან
ამინდები, ლურჯი წვიმები,
(სიცივეს გრძნობდე ჩემზე მეტად
აღარ გინდა რომ)
შემოგათენდეს ღამე როცა ვერგაცილებულს
მსურდეს მკერდიდან
შენი თავი ამოვიტანო… (და ნაწილ ნაწილ მოვაბნიო ყველა ქუჩაზე)"
 
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 00:25 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,მე შენ ღრუბლებში ამოგიცანი,
შემოგჯარვოდნენ თეთრი ნისლები.
სამყარო იყო უკიდეგანო,
სავსე, ულევი შენი სხივებით.
მე სიყვარული ამოვიცანი,
არც ხილვა მქონდა და არც სიზმრები,
ვიბადებოდი შენამდეც შენთვის
მე - ჰაერივით შენით უძღები. "
 
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 00:26 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,ლექსების წერა ადრეულ
ყმაწვილობაში დავიწყე,
მიმაგდო წერის წყურვილმა
პოეზიის ზღვის ნაპირზე...
ოცნების ველზე გამდენა,
დამსვა მუზათა ნადიმზე...
ვეცადე, როგორც შემეძლო,
გრძნობა რითმებად ავკინძე ავიღე, მკითხველს მივართვი
ავკარგის განსასჯელადა,
კრიტიკის ცეცხლის ლოდინში
ვიცდიდი მოუთმენლადა.
მეგონა, შემიფასებდნენ
უფარველ-უშურველადა,
კარგს შემიქებდნენ, ცუდას კი
დაგმობდნენ პირუთვნელადა... თუმცა, მკითხველი საკითხავს
სუბიექტურად მიუდგა.
ზოგმა თუ კარგად გაიგო,
ზოგიც ვერაფერს მიუხვდა...
შინაურები მაქებდნენ,
დაფნას მადგამდნენ ჯიუტად
მტერ-მოშურნენი გულდასმით,
მქირდავდნენ ინტენსიურად... და ამის შემდეგ ვიზრუნე
სახელის დასაფარადა,
ჩემმა ლექსებმა უჩემოდ
ივარგონ საკითხავადა...
ქემო დავირქვი სახელად,
ქავთარი მეთქმის გვარადა,
ფსევდონიმს მოფარებული
თავსა ვგრძნობ იდუმალადა. ლექსი ავტორთან ისეა,
როგორც მამასთან შვილია,
არ გეტყვის შვილზე აუგსა
ახლობელ-ბიძაშვილია.
მოშურნე კარგსაც გიძაგებს
ძე გყავდეს თუნდ ასულია,
მტერი მათაც მტრად დარჩება,
რაგინდ დრო გარდასულია. ლექსი აზრითა ფასდება,
არა ავტორის ქონებით,
დრო განსჯის, დრო რომ დადგება,
გარითმულ გრძნობა გონებით...
პოეტი ლექსით იცნობა,
და არა ლექსი პოეტით,
ლექსს არ ჭირდება შექება,
ზედმეტი მიეთ-მოეთი!.."
 
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 00:27 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დააგვიანე, ახლა უკვე ერთი ფასი აქვს,
წასვლას, არ მოსვლას, დაბრუნებას ან და პირიქით.
ზეცაც პირ-ბასრი ვარსკვლავებით ისე სავსეა,
რომ მათ მოწყვეტას, მგონი უკვე შვებად განიცდის.
დააგვიანე, ირგვლივ მთებზე მწუხრი გადაწვა.
არაგვში ახჩობს უსასრულოდ ორეულს მთვარე.
დააგვიანე, დაბრუნება მხოლოდ ისე მწამს,
როგორც ენგურით ბრუნდებოდა თარაშ ემხვარი.
დააგვიანე, სასიცოცხლო ვითვლი ყოველ წამს,
აჩნია ზეცას ვარსკვლავები როგორც სახადი.
შენ კი ცუნამის ტალღებივით ისე მოღელავ,
სიკვდილის შემდეგ მიწის საბანს, სადმე გადამხდი.
 
nukriaДата: პარ, 08.09.2017, 00:45 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ჩემში (ვიცი) საუკუნოს ეძებ სამყოფელს .
მე კი , უბრალოდ,ვერ დავდგები იმის თავდებად,
რომ ამ ტყუილში,სიბეცეში მუდამ გამყოფებ...
რადგან,თუ რაღაც დაიწყება,
ბოლოს მთავრდება... მე კი... რატომღაც,ყველგან შენს დაკარგულ სიმშვიდეს ვეძებ...
ზოგჯერ ვპოულობ და ზოგჯერაც შფოთვას ვაწყდები.
ვაქციე მიზნად და უმიზნოდ ვერა და ვერ ვძლებ...
შენ რომ მშვიდად ხარ მეც,იცოდე, მაშინ ვწყნარდები. და მაინც... და...რადგან,ჩემი ყველა შიში, სიკვდილთან მიდის...
და...თუ, უშენოდ ყოფნა ჩემთვის
ნიშნავს გაქრობას...
მე მეშინია უშენობის და როგროც სიკვდილს,
გავურბი იმ გზას,სადაც შენი მიწევს დათმობა...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
გვერდი 3 დან«123451617»
ძებნა:

მოგესალმები Гость