ლექსები - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 7 დან«12567891617»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: ორ, 11.09.2017, 18:22 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არსებობის არსი ჯერაც, ვერავინ თქვა ჯეროვანად!..
ზოგმა კაცის არსებობა, მაიმუნსას მიამგვანა!!
ღმერთმა შექმნა ადამი და ევა მისი ნეკნისაგან!..
აუკრძალა მაგათ ჭამა, აკრძალული კერძისაგან.
იმ აკრძალულ კერძსა მაშინ, სამოთხისა ერქვა ვაშლი!..
მისი ჭამის შედეგად კი, მათ გაუჩნდათ მალე ბავშვი.
იწყო ხალხმა გამრავლება, აწ სამოთხის ფარგლებს გარეთ!..
და ადამის მოდგმისაგან, სულ გაივსო არე-მარე!!
თან რამდენიც იშვა კაცი, აზრი ჰქონდა ყველას თვისი!..
მთლად მართალი არ გვსმენია, ერთის გარდა არავისი!
ყველა ცრუობს და სიცრუით, ბევრიც უკვე გადაშენდა!..
და გოდოლი ბაბილონის, ვეღარაფრით ვერ აშენდა!!
სიმწარით და გულმართალით, ვისაც ცრემლი არ უღვრია!..
გოდოლი, რომ ვერ აეგოთ, ღმერთმა ენა აუმღვრია!!
მადლობა ღმერთს, იქ, იმჟამად, არ ყოფილან მათ ჩართულნი!..
და ქართველებს, ენა ღმერთმა, დაუტოვა კვლავ ქართული!!
მიტომაც გვაქვს ენა ძველი, და ყველაზე უტკბილესი!..
სამი სახის დამწერლობით, ხმოვანებით უთბილესით!!
საუკუნე ყოფისაგან, რომ არ გახდეს დათალხული!..
აღსადგომად ვით ლაზარე, დღემდე არის დამარხული!!
სხვა ენებთან შედარებით, არ გვქონია ენა მწარე!..
თვით მიხედავს ყველას ზენა, ჩვენ თუ ვინმე გაგვამწარებს!!
... ცხოვრების არსს ნუ დავკარგავთ, გვიჯობს ვიყოთ დათმენითა!..
ღმერთი ყველას განიკითხავს, ხმით, ქართულით!! და ენითა!!!

/ ამირან თოდუა /
 
nukriaДата: სამ, 12.09.2017, 20:37 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყოველდღე, ცისმარ დილაზე,
თითო-ორ თხოვნას გიბედავ!..
მერე სულ ვფიქრობ იმაზე...
დანარჩენს, ვინღა მიხედავს?!

მადლობა ღმერთო!.. მთხოვნელნი...
კვლავ უხვად გამოჩენილან!..
მზის აპოგეას მოველით...
თუმცა დღე, ჯერ, ვერც თენილა!!

ვიცით, ზემოდან უფალო!
ჩვენ ვჩანვართ საცოდავები!..
ბევრნი ვართ უყურ-უთვალო...
ხილულნი გეცოტავებით!!

გულნი დარდმა და ცოდვებმა,
საგულდაგულოდ დაღალა!..
არ ვიცით, ჩვენი გოდება...
ვით დაითმინო მაღალმა?!!

კი ვართ საწყლები ნამდვილად!
ხავსსაც ძლივს ვებღაუჭებით!..
სულ გავასხვისეთ ადვილად,
შენგან ნაბოძი ნიჭები!!

ვერ მოვუარეთ კაცურად,
რაც დაგვირიგეთ ტალანტი!..
სულ გამოგვსტყუა მაცდურმა...
მით გავხდით თითქმის ბალასტი!!

... ეს დილაც არ შევაჩვენო!
კვლავ უნდა გთხოვო ერთი რამ!..
გამოგვიგზავნე გამჩენო!
ჭკუის გამზრდელი მექსტურა!!!

/ ამირან თოდუა /
 
nukriaДата: ოთხ, 13.09.2017, 01:09 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მხიარული დიალოგები

რა მინდოდა,იცი მეთქვა?!

-რა მინდოდა,იცი,მეთქვა?
-დაგრჩა,რამე,სათქმელი?
-ის კაცები,რომ მოგვისხდნენ...
-უი...იყვნენ ქათმები...
-ჰა...ჰა...მაგრად გამაცინე...
-უი...მაგრად დავთვერი...
-არა? მთვრალი სულ არა ვარ...
-აერიათ დავთრები...
-რა უნდოდათ...მოვეწონეთ?!
-აბა?!არ ვართ ნაშები?!
-ჰა...ჰა...როგორ გვიყურებდნენ?!
-გამიწითლდა ბარკლები...
-ვაი...უი...რა ეგონათ?!
-რომ ვართ მაგრად ამტყდრები...
-უი...დედა!ჩვენთვის ვსვამდით...
-ხოდა,ჩვენთვის ვაფრენდით..
-ვადღეგრძელეთ ახლობლები...
-ვადღეგრძელეთ კაცებიც...
-ნეტავი ვინ ვიგულისხმე...
-მე? როცა მათ ვაქებდი...
-რომ მოგვისხდნენ ზუსტად მაშინ...
-შენ რატომღაც ამღერდი!
-ერთი,მითხარ,რა უნდოდათ,
-მგონი არის ნათელი...
-არა...ნუთუ...კაბების ქვეშ...
-თუ გვაცვია საცვლები?!
-ჰაჰა...ჰაჰა...უი,არა?!
-მივაბრძანეთ,ნაგლები?!
-არა...ისევ აქ არიან...
-არ არიან წამსვლელი?!
-გოგო...კარგად დააკვირდი?!
-მეხუჭება თვალები...
-არა?!
-ხოო?!
-არა?!
-ხოო?!
-ჩვენი ნაცნობი ქმრები!!!-ლიკა
 
nukriaДата: ოთხ, 13.09.2017, 01:15 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქნებ მასწავლოთ
საქართველო
როგორ მიყვარდეს...
- ხმალი ავლესო...?!
- თაფლი ვიცხო...?!
- შვილი შევწირო...?!
- თუ ზვარაკივით
ჩამაყოლებთ
ციხის კედელში...?!
- ოღონდ გვეშველოს...
- დავიბენი...
- იქნებ მასწავლოთ...
- იქნებ მასწავლოთ
საქართველო
როგორ მიყვარდეს...?!
- თორემ რამდენიც
საკვირველი
მოგვდევს გმირობა,
- ზუსტად იმდენი
სამწუხაროდ
ვიცით ღალატი...!
- მე დავიბენი,
- ამიხსენით,
- რით გაგაკვირვოთ...?!
- საკუთარ მამას
დაუშანთო
ხანჯლით თვალები...?!
- მტერს შემოუძღვე...?!
-თუ მეორედ
მოვკლა ილია...?!
- ან ყველაფერი
რაც ჩვენია -
ჩვენი არ არის
და რასაც ვამბობ
იქნებ ესეც მოგონილია...
- ოღონდ გვეშველოს...
- ამიხსენით...
- იქნებ მასწავლოთ,
-იქნებ მასწავლოთ
საქართველო
როგორ მიყვარდეს..
 
nukriaДата: ოთხ, 13.09.2017, 01:30 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძაღლი ყეფს გარეთ,
დაიღალა ალბათ ცხოვრებით.
ეჰ ჩემო თავო, რა დროს ძაღლი,
რა დროს ყეფაა,
გავანიავე ყველა ვერცხლი რაც კი მომეცი,
ღმერთო, როდესაც უშენობა ამოვირჩიე,
ახლა ძაღლივით დაღლილი ვარ,
ყეფას შევეშვი,
ცხოვრება ხელში ჩამელია, პეშვიდან წვეთავს
საკუთარ თავში ჩაკეტილი მფატრავს ცხოველი
ვწევარ მიწაზე უგონოდ და ნახევრად მწველი
მზის ყველა სხივი უიმედოდ ზეციდან მზვერავს,
ძნელია ყოფნა, როცა ძაღლიც ბედით გჯობია,
ძნელია ფიქრი, როცა გზები დასრულდა ყველა,
შენ მართალი ხარ, ჩემო ძაღლო ყეფა ჯობია,
ასე მარტო და უიმედოდ ზეცაში ფრენას.
 
nukriaДата: ხუთ, 14.09.2017, 18:20 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყვითელი ფოთლები თან მიაქვს ქარს
და აყრის ფიფქებად შენს სახლის კარს"...

პეტრე გრუზინსკი
 
nukriaДата: ხუთ, 14.09.2017, 18:25 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა სიცოცხლეა
ეს სიცოცხლე"!
რამდენჯერ მითქვამს,
მაგრამ არასდროს მიფიქრია
დათმობა.

მ. ფოცხიშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 14.09.2017, 18:27 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველას თავისი გზა აქვს და კაცმა არ იცის, რომელი გზა საით წაიყვანს ადამიანს."

ფ. დოსტოევსკი
 
nukriaДата: ხუთ, 14.09.2017, 18:29 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არის გზა, არის ნელი თამაში... და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

გალაკტიონი
 
nukriaДата: ხუთ, 14.09.2017, 18:30 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველაფერს აქვს სევდიანი დასასრული და იმედიანი დასაწყისი".

მ. ჯავახიშვილი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
გვერდი 7 დან«12567891617»
ძებნა:

მოგესალმები Гость