აალეკო ჩინჩალაძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1231213»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » აალეკო ჩინჩალაძე
აალეკო ჩინჩალაძე
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:23 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გათენებულა , გულო მბორგავო!
გავიდეთ მინდვრად.-
ლექსით მაჭენე.
რად გემართლება ყველა ბოგანო?
შენზე ვინ ზრუნავს , ერთი მაჩვენე!
შენ პოეტები რას გადრიან
და სათუთი ხარ , როგორც ორგანო.
ვით მეეზოვემ , დილაადრიან,
ვითომ ფოთლები-
წლები მოვგავოთ.
არ ვიცი , რა ვთქვა,
რას მივაწერო?-
მკერდს ეხეთქები, ისე გოგმანობ.
ალბათ , შენ გინდა ლექსი დავწერო.
წინ გამიძეხი , მე თუ ვყოყმანობ!
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:28 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კილიმანჯარო-რამ აგაბორგა , სულო საპყარო?
-შენ სად წახვედი გულთან ნაჯვარო?ზაფხულია და იწვის სამყარო.
დათოვლილია კილიმანჯარო .
ესეც უნდა ვთქვა, აქვე , საჯაროდ,
ვინც ნატკენს ერთხელ არ დამიამებს ,
მე ვერ მოვაწყობ მისთვის სამსჯავროს .-
ეტყობა , ვერ ვცნობ ადამიანებს .
წლებმა სითეთრით გადამიარეს.
გულო!- მხნედ იყავ , ჩემო აბჯარო!
წამყე!
სიმაღლეს შენ მაზიარე
და თოვლში ვნახოთ კილიმანჯარო!

აალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:29 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადაუარა ხრამებს ,
ვით უეცარი ელდა
და შემეგება ღამე ,
როგორც გრანელის სევდა . ეხმიანება ყეფით
ძაღლი ზარნაშოს კივილს .
მე მოვალ ფეხაკრეფით
და დაგიამებ ტკივილს. ვავსებ ნუგეშის ავზებს
ფერით-
ნარინჯით,
ქარვით.
დაგვათენდება თავზე
დილა სექტემბრის ქარით. ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:29 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ავტოპორტრეტი "... მე შენგან ველი ზიარებას . ვიხდი შვიდეულს.
საკმევლის სუნი გვაბარბაცებს ჩვენ და თვითეულს"
პაოლო იაშვილი მე სხვა სიმღერა ვერ ვისწავლე.-
ლექსად ვიმღერე.
ყელი ვიღერე?- არა . მტრისთვის
მუშტი ვიღერე .
ვიცხოვრე ისე , ეკადრებათ ,
როგორც იბერებს .
და სიჭაბუკე უკან მქაჩავს
ფუძით იმერელს.
თქვენ არ მიწყინოთ ,გამოვტოვო
როცა სიბერე .
სხვა იტყვის - მიყვარს! მე კი მტკივა
ჩემი მამული .
ზღვა მეწამული ფერებით ვარ
მე შეწამლული.
ანუ , ტკივილში ჩაკარგული ,
ღრმად შემალული.
ლოთს უხმობს ღვინო. მე - ღადარი,
არმინავლული.
ზოგს ამბიცია ათასგვარი,
მე - სინანული ! ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:29 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
WELCOME" დამშვიდდი გულო!
- მომენატრა შენი სიმშვიდე.
ისე ხარ , თითქოს ,
კარგად ყოფნას ვინმე გიშლიდეს.
ჩვენ მოგვიწონეს ლექსი ყველა,
რაც მარითმიე.
..და სად აპირებ ახლა წასვლას
მაგ არითმიით!?
მაგალითია ყველა ღამე ,
ვიდრე დილამდე.
მარგალიტია ყველა სიტყვა ,
რასაც მივენდე.
მიდი იმ კართან ,
თუ სიმშვიდე მაინც ვერ ჰპოვე ,
სადც ტილოზე აწერია შენთვის
" WELCOME". ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:29 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზა სიცოცხლის მოკლე არის.
სიკვდილამდე ადლი არის .
მე ვარ ქრისტეს მიმდევარი,
არც ისლამის ,
მადიარის.
ჩემთვის ყოველდღიურობა
ლუკა არის .
მათე არის.
მინდა , ვგავდე ჩემ წინაპრებს
ბრძოლის ველზე , მათ- იარით .
წლებმა ,
საუკუნეებმა
სულ ჩემ გულზე გადიარეს.
ფოლიანტის საცავებში
ნეტავ , რას წერს მატიანე?!
მე წარსული მაგულოვნებს
და ეს აწმყო მატიალებს .
.... გზა სიცოცხლის მოკლე არის.
სიკვდილამდე ადლი არის.
ერთი სიტყვაც , სანუგეშო,
ჩემთვის მართლა მადლი არის. ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:31 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზა სიცოცხლის მოკლე არის.
სიკვდილამდე ადლი არის .
მე ვარ ქრისტეს მიმდევარი,
არც ისლამის ,
მადიარის.
ჩემთვის ყოველდღიურობა
ლუკა არის .
მათე არის.
მინდა , ვგავდე ჩემ წინაპრებს
ბრძოლის ველზე , მათ- იარით .
წლებმა ,
საუკუნეებმა
სულ ჩემ გულზე გადიარეს.
ფოლიანტის საცავებში
ნეტავ , რას წერს მატიანე?!
მე წარსული მაგულოვნებს
და ეს აწმყო მატიალებს .
.... გზა სიცოცხლის მოკლე არის.
სიკვდილამდე ადლი არის.
ერთი სიტყვაც , სანუგეშო,
ჩემთვის მართლა მადლი არის. ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:31 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნერონი საქართველოში დაძრწის ნერონი.
იწვის ტყეები,
ტოტნი ,
ღერონი.
ჩემ საქართველოს ნერონი უტევს .-
რჩება ხრიოკი ,
ნაცარი ,
ტუტე.
ასანთს იმარჯვებს ბილწი ხელები.
სიკვდილის რიგში დგანან ხეები .
მე სალოცავად წავალ მცხეთისკენ.
შენ კი , უგულოვ ,
- ჯოჯოხეთისკენ ! p. s . ერთად-ერთი მაქვს ახლა ვერსია.
- დივერსიააა , ეს , დივერსია! ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:32 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარულისთვის მოვიხდი სასჯელს ".. და მე ავტირდი , ვით მეფე ლირი"
გალაკტიონი სევდას ლექივით იტოვებს გული.
ტვირთს და ტკივილებს ვზიდავ ვირივით .
ბევრჯერ ყველასგან მიტოვებული.-
არ ავტირდები მეფე ლირივით .
თავს ვინუგეშებ მაინც ლირიკით .
მზე მახალისებს . - ზეცის საყურე.
ლაფს თუ მესვრიან -
მე კი , პირიქით,
სულ იმედების ბილიკს გავყურებ.
მოგონებათა წიგნი დავხურე.
გავიმეორებ სათქმელს ათასჯერ .
.. და , მივალ მასთან , ვინც მიმსახურებს .
სიყვარულისთვის მოვიხდი სასჯელს. ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:32 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარიამობის დილა
მომილოცნია თბილად!
ამ ღვთაებრივი მადნის
თქვენ გეწეოდეთ მადლი! 28 . 08 . 17 @ @ @ მაგონდება წმინდა ნინო......
მირიანი.
წიხვედრ მხარეს ვენაცვალე
მარიამის!
ლოცვას ვამბობ და ვმაღლდები
მერე ამით.
პირჯვარს ვიწერ და ვაყოლებ
მერე : -ამინ! ალეკო ჩინჩალაძე.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » აალეკო ჩინჩალაძე
გვერდი 1 დან1231213»
ძებნა:

მოგესალმები Гость