აალეკო ჩინჩალაძე - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 9 დან«1278910111213»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » აალეკო ჩინჩალაძე
აალეკო ჩინჩალაძე
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:58 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამაღლდა!
ის მიწა , რომელმაც ჯვარს აცვა,
დატოვა!
...ეპოქა გავიდა.
სამყაროს აწვიმა .
ათოვა .
....და , მაინც აქ არის!
ილოცეთ!
იწამ,ეთ!
იხარეთ!
გიკურთხოთ მარჯვენი!-
მოყვასის საშველად იხმარეთ!
ამაღლდით გონებით,
ვითარცა ამაღლდა
უფალი!
დე , ვიყოთ ამ რწმენის
დამცველნი
და ჭირისუფალი!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:58 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბრუნდებოდა, სპა ანისით ბრუნდებოდა,
სად მახვილით სამართალი ვყავით.
ოცდაათი წელიწადი სრულდებოდა,
აზიაში ხრმალს იქნევდა დავით."
მურმან ლებანიძე

@ @ @

გადავახარისხე ყველა თარიღები.
გრილი ნიავისთვის გულმკერდს გავიღეღდი.
მუხლო !
შემოფიცე , რომ არ დაიღლები!
ზეცავ !
სულისათვის როდის განიხვნები?
მიწავ ნასვენებო!
როდის დაიხვნები?
სისხლო!
მამულისთვის ჩქეფ დაიღვრები!
ერთხელ დავითივით ანისს ავიღებდი!
მემატიანემ კი წეროს თარიღები!

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:59 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარ გამოიდარა.
წვიმს.....
და მისველებს ორივე
წვივს.
დღეები კი მიდიან
წინ.
სუნი ასდის ამ ლექსსაც
წვის.

ფარავს ნისლი ქალაქს
და ღრუბელი მზეს.
მენატრები ქალავ,
ვით ოლიმპო ზევსს!

ტანდემი აქვთ , ფლირტი,
წვიმასა და ქარს.
უნებლიე სევდა
მოგდგომია გარს.
მონატრება წვიმაში
სიყვარული არს!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:59 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს ცხოვრების იმპულსი
ძლიერი და სწრაფია.
იბეჭდება პრესაში
სკანდალური სტატია .-
რუსთაველზე , აღლუმზე ,
"ცისფერები" დადიან.
ჩემდა თავად ბოდიში
სააკაძეს .. დადიანს!
ჟღურტულებენ ჩიტები. -
ჩემთან ყოფნა სწადიათ.
ჯერ შორია ფინიში.
მთავარი ხომ სტარტია.
გულში ჩავიხუტებდი,
საქმეს ვიზამ მადლიანს,
ვისაც უიმედობის
აქვს მეოთხე სტადია!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:59 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტავ , რა არის , ვისაც არ უმხელ?
ნეტავ რას ფიქრობ , ახლა , წვიმაში?
ეს აბეზარი წვიმა გაწუხებს
და სიმარტოვის შენ ხარ წინაშე.

ქარმა ღრუბელი გარეკა წუხელ.
მზე გამოვიდა , იცი , რამხელა?
შენ ყვავილივით გაჭკნობს წუხილი.-
იქნებ , ფიქრების ჯობდა გამხელა?

მზეზე ხასხასებს ჭრელი მინდორი
და ყვავილები ფუტკარს ისევენ.
როგორ არ მიყვარს სიტყვა -" მშვიდობით"!
..და მხოლოდ ვარდებს შვენით სისველე .

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:59 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოწმე ბევრი შემოდგომის,
ფოთოლცვენის .
მიყვარს დენა საწნახლიდან ყურძნის წვენის.
მყავს მფარველი ანგელოზი,
ვითა მცველი .
ძმისთვის ხიდი. მტრისთვის - რისხვა ,
ზარდამცემი!
.. და ვარ სითბოს მიმღებიც და
გადამცემიც!
არ ვარ ჩუმად ,
უხმაუროდ გარდამცვლელი!
სიმწრით ბევრჯერ
მუშტის , მჯიღის გელში მცემი.-
მოკვდეს ბიჭი
მტრის ბეჭებზე არდამცემი !

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:59 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცას ღრუბელი მოეძალა.
ცრემლი აწვიმს დედამიწას.
ფანჯრის მინას ისე ხატავს,
არ კითხულობს , გულს რა მიწვავს.
მოდი . ჩემთან ჩამოჯექი!
ამ წვიმაში თმას დაგიწნავ.
შენთან მინდა ახლა ყოფნა.
შენთან მინდა!- დედას ვფიცავ.

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 16:59 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითქოს ზეცაში ყვავილობს ხენდრო,
სასწაულივით მზე გამობრწყინდა .
ღმერთმა გიშველოს და გადმოგხედოს ,
შენ თუ ამისი ცქერა მოგწყინდა.

უძილო ღამე ფიქრებს მახლიდა.
შენთვის ერთხელაც ვარსკვლავს მოვწყვიტავ.
მოდი , დავიწყოთ ისევ ახლიდნ.
არ გამაგონო სიტყვა " მომწყინდა"!

მე კი ნატვრა მაქვს უფალს მინდობილს,
რომ იმედები შენთან მოწყვილდეს.
ისე ხასხასებს მწვანე მინდორი,
ღმერთმა არა ქნას , ეს რომ მოგწყინდეს!

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:00 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითქოს ზეცაში ყვავილობს ხენდრო,
სასწაულივით მზე გამობრწყინდა .
ღმერთმა გიშველოს და გადმოგხედოს ,
შენ თუ ამისი ცქერა მოგწყინდა.

უძილო ღამე ფიქრებს მახლიდა.
შენთვის ერთხელაც ვარსკვლავს მოვწყვიტავ.
მოდი , დავიწყოთ ისევ ახლიდნ.
არ გამაგონო სიტყვა " მომწყინდა"!

მე კი ნატვრა მაქვს უფალს მინდობილს,
რომ იმედები შენთან მოწყვილდეს.
ისე ხასხასებს მწვანე მინდორი,
ღმერთმა არა ქნას , ეს რომ მოგწყინდეს!

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:01 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველამ თავისი აღმართი ჰკიბოს!
ყველამ თავისი სამარგლი მარგლოს!
ყველამ თავისი სათიბი თიბოს!
ყველამ თავის ხე ახაროს, დარგოს!
ყველამ თავისი ვალები ქვითოს !
ყველამ თავისი საქარგი ქარგოს !
ყველამ თავისი მოძებნოს ხვითო !
ყველამ თავისი იცეკვოს ტანგო !
მზეს ყველამ თვისი ხელები ჰკიდოს !
ყველამ თავისი სხეული დაგოს !
ყველას აშოროს სახადი ... კიბო
და უკეთური უფალმა დაგმოს !
......ყველამ თავისი აღმართი ჰკიბოს !
ყველამ თავისი სამარგლი მარგლოს !

ალეკო ჩინჩალაძე .
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » აალეკო ჩინჩალაძე
გვერდი 9 დან«1278910111213»
ძებნა:

მოგესალმები Гость