ლექსები facebook -დან - Page 104 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები facebook -დან
ლექსები facebook -დან
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 11:21 | Сообщение # 1031
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცრის... სიყვარულის ერთი მგოსანი
დაეხეტება კლდე-კლდე თუ მთა-მთა!
ვით წამებული გვირგვინოსანი -
ისიც ქედს უხრის სიყვარულს, თამთა!

მდაბლად თავს უკრავს კდემას ქალისას,
მკერდით მიაპობს ქარიშხლებს ჟამთა!
ხიბლავს წარსული ათაბაგისა,
შეთამაშება ხელებში ჯამთა!

წვიმს, მაგრამ წვიმა მას ხელს არ უშლის
გადაიაროს შმაგ რაშით ცხრა მთა!
პოეტს სიყვარულს ვერვინ დაუშლის,
ასე სცოდნია სიყვარულს, თამთა!

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ოთხ, 30.11.2016, 15:02 | Сообщение # 1032
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
......არც სიყვარული, არც სიძულვილი
არ შეიძლება ოდენ სურვილით!”...
დიახ, ასეა... ნამდვილად ასე...
რას არ მოისმენთ ამ წმინდა მთაზე.
და რომ არ ელით – უცებ, შემთხვევით,
ვინ არ შეგხვდებათ, ვის არ შეხვდებით;
ქურდებს, არიფებს, ვაჭრებს, მეძავებს,-
წერენ ლექსებს და ერთურთს წეწავენ.
არისტოკრატებს, გლეხებს, პიჟონებს...
„ნეტავ, რა წყლიდან გამოიჟონე,
რა ფესვებიდან, რა ნაყოფიდან,
თითქოს, ჩვენ ჩვენი არა გვყოფნიდა –
წადი, ეძიე შენი ბილიკი...
არ აგვატირა თავის ლირიკით!”
და ისევ – ლანძღვა, ლიქნი, ქილიკი...
ვინ ვის აქებს და ვინ ვის აძაგებს,
სძულთ ერთად, მაგრამ უყვართ ცალ-ცალკე –
ღმერთი, სამშობლო (წითელიც, ლურჯიც),
მხოლოდ ამათი ამოსაფუნჯი,
მხოლოდ ამათი გადასარჩენი,
ვაი და, თეატრს მიღმა დარჩენილს,
უბედურება, თან რამოდენა,
რომ ვერ ესწრება ამ წარმოდგენას.
ამ ტრაგედიას, ამ კომედიას,
მაგრამ, რას იზამ, ესეც ბედია!
„პოეტის მტერი არის პოეტი”,
რადგან განთქმულა სივიწროეთი
მრავალხმიანი ჩვენი პარნასი.
ჰკლავენ დროს ენა-კალმის ფხანაში
და, შიგადაშიგ, ჰკლავენ ერთმანეთს.
შემეწიეთ და შემეღმერთმანეთ,
რადგან ყველაზე ნამდვილი მკვდარი
სიტყვაჩაკლული მესიტყვე არი.
ღმერთო, შთამბერე სიტყვა ახალი,
ან განმიახლე, ზიზღს შენახალი,
სული, რომელიც მექცა სხეულად
და ახლა მასში გამოხვეულა
ყველა მარცხი და ყველა სიმდიდრე,
რაიც გულგვამზე ამომიტვიფრე.
ან იქნებ ჯობდეს, რომ ამიტაცებ –
სულარაფერი დამრჩეს მიწაზე.
რაც მჭირს, მჭამელი მიწის გამოა,
კუბოც, რომელიც გარეთ გამოაქვთ,
ცარიელია და ზეიმ-ზარიც
ნაადრევია... ვინა გყავთ მკვდარი?!
თქვენ გქონდეთ თქვენი მიწა, სამიწე,
ასე იოლად მე ვერ ჩამიწვენს
ეს ნაკახპარი და ნაგროშალი,
ჩემი საფლავი ისე შორს არი,
ბევრი თაობა დაიწყვეტს მკლავებს,
ვაი, ჩემ მკვლელებს, რა ფუჭად მკლავენ!
უნდა მოვასწრო, ვუთხრა სათქმელი,
ვიდრე არ შთანთქეს ჩემი მშთანმთქმელი,
ამ მელნისფერი დროის ტალღებმა,
ყველას თავზე რომ მოიყალყება.
მეც ხომ, მელნისფერ ღვინონასვამი,
ყბებში მომიგდო, იონასავით,
მელნისფერი ზღვის არქივეშაპმა,
თვისი მძლევი რომ გამოეწაფა.
ცხრა პირი ჰქონდა, ვეშაპს, ცხრა კუდი,
თან – ლაურეატ მწერლის საბუთი,
ზედაც – ვეტერან ჩეკისტის „ქსივა”
ჯერ წვრილფეხობა შემომიქსია,
მერე თავადაც იკადრა ომი,
მაგრამ, მე სულ სხვა გამოვდექ ცომი.
მძიძგნა, მათრია, უაზროდ, უქმად,
ყელზე დაადგა არამი ლუკმა
და შხამთან ერთად ამომანთხია.
ცამ ჩამომრეცხა ჭუჭყის მანტია,
ცამ მომირჩინა მიწის წყლულები,
მეც ცით მოსარჩლეს ვეჩურჩულები,
- ღმერთო, ხომ გესმის ჩემი ჩურჩული,
ერთხანს აცოცხლე ხრონცი ურჩხული –
ნახოს, ვიზრდები როგორ დღითიდღე,
რომ ცრუ გამოდგა მისი სიდიდე.
სხვა ბევრი რამეც გამოდგა ბლეფი...
როდის ტყუოდნენ ძაღლებთან მგლები.
კი, შეიძლება, სცოდავდნენ სხვებთან,
მაგრამ, არასდროს, მამაძაღლებთან!
წყალქვეშა რითმის შტურმან ლუციფერს,
ჩემს ჩასაძირად რაც მიუჯიბეს,
ნეტავ, თუUეყო ის ოქრო-ვერცხლი?!
ღმერთო, აშორე გეენას ცეცხლი,
კარგი ლექსები წერა ჭაბუკმა
თუმც ჭინკებთანაც ზოგჯერ ჩაბუქნა.
ბუქნა და ბუქნა, მერე და მერე,
რადგან საუფლო ხმებს და სიმღერებს
აქ, ამ მიწაზე, არ მოაქვთ სარჩო;
კარგი პოეტიც (?!) ამიტომ ჩარჩობს.
იჩარჩოს თვისი სულით, სხეულით,
სხვას რაღას ერჩის ეს კურთხეული.
რა თვისდა ჭირად ამომიჩემა
თუ არ ვინდომე ხარკის მიცემა
კეისრისათვის უფლის ჯიბიდან,
ჩემს შობა-ცხობას ამათ ვინ რჯიდა?!
რაც ციდან მერგო – მივაგე ცასვე,
სწორედ ამიტომ ცივ ქვაზე დამსვეს.
მალე ეს ლოდიც მათ დასჭირდებათ,
რომ ზედ აღბეჭდონ მათი დიდება –
სახელი, გვარი, ორიც თარიღი –
პოეტის (მკვლელის, მსტოვრის, „ბარიგის”) ...
ახლა ნახვამდის, მართლა ნახვამდის,
მე მოგიშორეთ როგორც სახადი
და თუ იმ ქვეყნად გველის შეხვედრა –
ვინ რის ღირსია, ამას შევხედავთ!
 
nukriaДата: პარ, 02.12.2016, 20:22 | Сообщение # 1033
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აკვანი დეკემბრის მზემ სულში შემოაღწია,
ლექსებს ვწერ და მოყვრებს ვეალერსები.
დედამ ჩემი აკვანი თუ არწია,
ისე ვწამდი - ვერ გადმოვცემ ლექსებით. დეკემბრის მზემ სულში შემოაღწია,
თქვენ კი გულში სიხარულად მევსებით.
ქართვლის დედამ აკვანი თუ არწია,
ვწამდით... ღმერთმა დაულოცა ფესვები. ოთარ რურუა 2016 წელი.
 
nukriaДата: პარ, 02.12.2016, 20:34 | Сообщение # 1034
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქუთაისს მიწა ხარ თუ ვეფხვის ტყავი,
ბრწყინავ ათასფერებად
ზეცა ორბის ფრთანაკრავი
მაღლიდან გეფერება, ჩაგხვევია სათაფლია
დაცვარული გედივით,
მკერდზე მტრედად დაგფრენია
ხვამლის თეთრი მერდინი. მთებს მოჟონავს უწმინდესი
პოეზიის მირონი,
საკოცნელად გეპარება
სუნთქვა გალაკტიონის, გელათიდან ვარსკვლავები
თავზე ელვად გეღვრება,
ჩანს ბაგრატის ნანგრევები
უკვდავ გმირთა ძეგლებად. ქუთაისო ხელგაშლილო
მასპინძელო მარადა,
საქართველოს ქალაქების
თმაჭაღარა თამადავ! ქუთაისო, ნატვრის თვალო,
ეს მზე მარად გფარავდეს,
ვინც სიბერე გაგიხაროს,
შენებრ გაჭაღარავდეს. ოთარ მამფორია ქუთაისს ქუთაისო! ჩემი ქვეყნის
სიყვარულის არაკო,
სიმღერის და ლექსის ენით
მინდა გელაპარაკო. შენი შუქის მეხოტბე ვარ,
მოვკვდე თუკი არ გაქო,
მკერდში ჩასახუტებელო -
მამფორიას ქალაქო. ოთარ რურუა
 
nukriaДата: შაბ, 03.12.2016, 05:35 | Сообщение # 1035
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაცი რომ იყო... შენი ღირსება უნდა გიყვარდეს,
უნდა გიყვარდეს ცოლი და შვილი, დედა და მამა...
შენი სამშობლო უნდა გიყვარდეს! თუნდაც, არ გწამდეს ბედისგან - ხვედრი...
შენი მტერიც კი უნდა გხიბლავდეს,
თუკი, მის გულში არსებობს ღმერთი!..
უღმერთოებმა რომ არ იწამეს... კაცი რომ იყო... შენი სინდისი უნდა გმინავდეს,
რადგან... ცხოვრებას არა აქვს ახსნა,
მას სურს ხანდახან ქვებსაც ფლითავდეს, არა თუ იმ გზას... კაცი რომ მიდის!
ტკივილს - სიცოცხლეც უნდა იცავდეს,
რადგან... სულია ზე დიდი ძალა
და თუ სუფთაა, თავს არ იმართლებს... კაცი რომ იყო... უნდა იგრძნო რომ შენს გულს მიანდეს,
ყველაზე დიდი... იმედი - ხვალის
და შენც მიხვდი რომ მათ არ იჩქარეს... გულში მიგიღეს ერთგულ მეგობრად
და შინაარსით აღარ ინანეს,
დღესაც შეგრაცხეს მამაც მეომრად
და შენც კვლავ ჰგავხარ იმ ძველ წინაპრებს... კაცი რომ იყო... უნდა მიხვდე რომ არც მათ იტანჯეს,
შენი სახელი რომ ენთოთ ლოცვად
და მზის სხივებმა ცად აიტაცეს... რადგან - სიყვარულს არა აქვს ახსნა,
გულში განცდებმა ხომ გაიარებს...
ნატვრით - გრძნობები იქ მარად დარჩა
და ეს ეპოქაც გადაიტანეს... კაცი რომ იყო... შენი წარსულიც უნდა გიყვარდეს,
უნდა გიყვარდეს სიკეთის შუქი და მისით კრძალვა...
თავისუფლება უნდა გიყვარდეს! / შალვა ლონდარიძე /
 
nukriaДата: შაბ, 03.12.2016, 05:52 | Сообщение # 1036
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავალ ძაძა სამოსელში, სევდა ყივის მიწამდე.
ნაპირებთან ქვიშის ფერში ავამღვრიე ცრემლები.
სისხამ ლურჯა ზღვას შემკული ნაიარევს ვიქარვებ,
დაღამებულს ტყეში ახლად დამდგარ ნისლებს შევყვები. დაწყებული ჩხალთიდანა, წებელდამდე ვცრემლდები.
ხევის ჩრდილში მიძინებულ გვირილებზე დავტირი.
მთებისაკენ ამავალი, თავს მატყდება ქედები
და ჩემს ცხენსაც თანდათან გაუცურდა აღვირი. აფსუა ვარ მამისაგან, დედისაგან ქართველი,
ჩემი სისხლის მგზნებარება ჯერაც ტანში მაჟრჟოლებს.
ნახევარძმის სისხლისაგან მიტევებას არ ველი,
მხოლოდ ერთხელ დამენახე და ძმის სულში ჩამქოლე. აღმა ავალ, გაღმა გავსწევ ოღონდაც შენ მეძახე,
წყენა ქვენად ჩავათრიოთ, ძმურად ხელი გადამდე.
წალკოტების გაშენება დამვიწყნია მებაღეს.
წამო ერთად, ისევ ერთად გავექანოთ გაგრამდე. ყოველ წუთას ასე ვტირი, დროა ჩემი მკარგველი,
საოცნებო, სანატრელი ჯერ ჩემამდე არ მოდის,
აფსუა ვარ მამისაგან დედისაგან ქართველი
საზღვარს იქით გადაკარგულ ძმათა ნახვას ვდარდობდი. ჯუბა ხაინდრავა
 
nukriaДата: შაბ, 03.12.2016, 05:56 | Сообщение # 1037
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამჯერ ვარ დაბადებული,
მონათლულიც ვარ სამჯერა;
ერთხელ სიკვდილი რას მიზამს,
ერთხელ სიკვდილის არ მჯერა. შეხედეთ ოქროს მზეთამზეს,
მთები რომ მთებზე ეყარა;
ყოველდღე ამას ხედავდეს,
რა მოკლავს ასეთ ქვეყანას. მოვა სიკვდილი, შეხედავს
და შერცხვენილი გაიარს,
როცა ცა სისხლით შეღებავს
თურაშაულის განთიადს. ტიციან ტაბიძე
 
nukriaДата: შაბ, 03.12.2016, 06:09 | Сообщение # 1038
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე რა შეგინდო,
თავადა ვთხოვ შენდობას მოყვასს,
რა შემოგწირო,
არაფერი არ მაბადია.
მაღლა ახედე,
მაგალითად უფალი მომყავს,
მაღლაა ყველა,
რაც ნამდვილი, და რაც ნაღდია.
ვით მოგცე მხარი,
სიმძიმისგან ვეღარ მივათრევ,
რა სიტყვა გითხრა,
რაც, არ უთქვამთ და არ ახსნილა,
სულს ამოვიძრობ,
განსაწმენდად უფალს მივართმევ,
რადგან მიწაზე
ღალატების ლაფში გასვრილა.
რად გინდა ხელი,
ჩემი ხელი, სუსტი და მკრთალი,
ხედავ ბილიკიც,
ძალზედ ვიწრო არის ორისთვის,
შენ არ გჭირდება,
სიყვარულით შეშლილი ქალი
რადგან მზად არ ხარ,
ერთგულებით გვერდით დგომისთვის.
სად ეძებ უფალს,
უღმერთობით აღვსილხარ როცა,
ეშმაკის მზერა
ფარისეველ სულში გენთება,
დაცემულ ზნეზე,
უსასრულოდ გჭირდება ლოცვა,
მოჩვენებითი,
ისევ ცოდვად თუ ჩაგეთვლება. ნანა მეფარიშვილი
 
nukriaДата: შაბ, 03.12.2016, 06:10 | Сообщение # 1039
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მათქმევინე, დე! სამშობლო ხარ! — ამას აღარ ეშველება,
მაგრამ თუ არ მოგვიკითხავ დიდხანს,
მე წინდაწინ მებრალები იმ დღისათვის,
როცა მოგვიკითხავ. პოეტი ვარ... შენი სიოც გადამძალავს,
შენი ცერად შემოხედვაც დამჭრის;
ვმალავ ლექსებს საქაღალდის ფსკერზე, რადგან,
ფსევდონიმში დასამალი რა მჭირს! სანამ ჩემი სიყვარულის გეშინია,
დგას „ჭკვიანი“ და აღლუმი მიჰყავს,
სანამ თვითონ არ მიმხვდარხარ, საქართველოვ,
მოსავლელი ვინ გყავს. რა გვჭირს შვილებს ფსევდონიმში გასაქცევი...
ვკეცავ ლექსებს და უჯრაში ვდებ.
ჩემი შიში შენი დიდი სირცხვილია,
მათქმევინე, დე! სამშობლო ხარ! — ამას აღარ ეშველება,
მაგრამ თუ არ მოგვიკითხავ დიდხანს,
იმ დღისათვის მებრალები, საქართველოვ,
როცა მოგვიკითხავ... ელა გოჩიაშვილი
 
nukriaДата: შაბ, 03.12.2016, 06:36 | Сообщение # 1040
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალი ცხოვრების თეატრიდან მოგესალმებით, მე გახლავართ უფლის მხევალი,
ჩვენი ცხოვრების თეატრიდან შევყურებ პარტერს...
ერთი უნიჭო, შეუცვლელი გრძნობის მძევალი,
დღეს, ბოშა ქალის როლში ვარ და გაგიხსნით კარტებს. ვარ მსახიობი, ამ ცნობილი თეატრის დასის,
არა ცნობილი..თავისუფლად მივყვები ქუჩებს,
ხან ვითამაშე ბედნიერი, თუ რაღაც მსგავსი..
ზოგჯერ კეთილიც, დაცემულს რომ იარებს ურჩენს. ვიყავ ერთგულიც, მოღალატეც, ვირჩევდი ნიღბებს,
ვიცვლიდი ძონძებს, აღრეული მქონდა ფერები,
ჰო, გამახსებდა გლახის როლიც მოვირგე იმ დღეს,
სიყვარულისკენ გაშვერელი მქონდა ხელები. დგას რეჟისორი, ბუმბერაზი დასის მაესტრო,
მრისხანე სახეს აეწია მარცხენა წარბი,
ცხოვრების თეატრს დარბაზები ისე აევსო.
უცხო როლებით დადიოდა გონჯი და ხარბი. სიზმარეულად ირხეოდა ფართე სცენები,
ის ერთი როლი სანატრელი დამრჩა.. და ვიცი,
დადიან ბევრნი, მსგავსი დარდით გულნატკენები,
რგებოდათ როლი ქალისა და ჰყოლოდათ პრინცი. ნანა მეფარიშვილი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები facebook -დან
ძებნა:

მოგესალმები Гость