გიო საჯაია - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო საჯაია
გიო საჯაია
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:28 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რეკდა ტელეფონი, ავიღე ყურმილი,
ცნობა ამ სიჩუმის არც ისე ძნელია,

ისე, ვით ოდელონ რედონის "დუმილი"
ახლა ეს დუმილიც ყველაფრის მთქმელია.

იცი, აღარა ვართ უკვე პატარები,
წლებმა ბავშვობისა უკვე გაიარეს;
თუ ადრე მხიბლავდნენ ეს ჩუმი ზარები,
დღეს ეს უსიტყვობა ჩემს სულს აიარებს.

რეკდა ტელეფონი, ავიღე ყურმილი -
შენ ალბათ სიმშვიდე გსურს ჩემი წალეკო!
- გისმენთ... რომელი ხარ...
- დუმილი... დუმილი...
- გთხოვ, აღარ დარეკო...
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:29 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღაცნაირად ცხოვრობ, რაღაცნაირად - ცერად!
რაღაც სითბოსაც იტევ, ზოგჯერ წვიმას და ქარსაც...
რაღაცნაირად გიგებს, რაღაცნაირად - ვერა.
რაღაცნაირად გიყვარს, რაღაცნაირად - მასაც.

რაღაცნაირად სვამ და რაღაცნაირად თვრები,
რაღაცნაირად გძინავს, სულაც არ გძინავს ზოგჯერ -
რაღაცნაირად გტკივა, რაღაცნაირი ძვლები,
რაღაცნაირი წამლით იყუჩებ, დღეში ორჯერ.

რაღაცნაირად წვალობ, რაღაცნაირად ძღები,
რაღაცნაირად გაქვს და რაღაცნაირად არც კი...
რაღაცნაირი ღმერთის, რაღაცნაირი გზნებით,
რაღაცნაირად გწამს და რაღაცნაირად... მას კი...

რაღაცნაირი გული, რაღაცნაირად გწყდება,
რაღაცნაირი დარდით, რაღაც დანაკლისს უვსებ...
რაღაცნაირი გზები, რაღაცნაირად წყდება,
რაღაცნაირად - ერთობ, რაღაცნაირად - უცებ.

რაღაცნაირი ყველა, რაღაცნაირად ერთად,
რაღაცნაირად იტყვის, რაღაცნაირი თბილი,
რაღაცნაირი და, რაღაცნაირი დედა,
რაღაცნაირი ცოლი, რაღაცნაირი შვილი:

- რაღაცნაირი ლექსით, რაღაცნაირად წერა,
რაღაცნაირი ცეცხლით ენთო და რაღაც, ისე,
რაღაცნაირად კარგად, რაღაცნაირად, ვერა...
რაღაცნაირად, თუმცა - რაღაცნაირად მისებრ.

რაღაცნაირი ლტოლვით, რაღაცნაირიად რატომ,
რაღაცნაირი თავი, რაღაც სამარეს მისცა?!
რაღაცნაირად ჰპოვა, რაღაცნაირმა მარტომ,
რაღაცნაირი კუბო, რაღაცნაირი მიწა.

რაღაცნაირი ღამე. რაღაცნაირად, ზემოთ,
რაღაცნაირად ტირის, რაღაცნაირი ნორჩი
და რაღაცნაირ ცრემლებს, რაღაცნაირად გემოდ
ვერ მოიგონებ რაღაც... რაღაც დამთავრდა! მორჩა!

რაღაცნაირი მოკვდი - რაღაცნაირად იცი!
აღარც მზის სითბოს იტევ, აღარც წვიმას... და ქარსაც...
რაღაცნაირი წავა, რაღაცნაირად ისიც.
რაღაცნაირად - აღარ... რაღაცნაირად - მასაც...
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:29 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი ვერსიც არ მივლია, -
ვკეცე შორი გზები, -

შენზე რომ არ მეოცნებოს,
შენს თავს გეფიცები.

გზას გზა ცვლიდა, შარას - შარა
და მათ კიდევ სხვები,
ყველა შენსკენ მოილტვოდა,
შენს თავს გეფიცები.

გავიარე ვაკეები,
გადავლახე მთები,
შენზე ფიქრი სულ თან მდევდა,
შენს თავს გეფიცები.

გადავსერე უდაბნონი,
გადავცურე ზღვები,
მირაჟებშიც შენ გხედავდი,
შენს თავს გეფიცები.

ერთი ღამეც არ გასულა, -
უკან მომრჩა წლები, -
შენ რომ არ მომნატრებოდე,
შენს თავს გეფიცები.

ვიჩოქები შენს ფეხებთნ,
კი არა და... ვწვები!
მე უშენოდ ვერ ვიცოცხლებ,
შენს თავს გეფიცები.
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:30 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არათუ მეგობრებმა,
მუხლებმაც მიღალატეს…

ძალიან, ამ ბოლო დროს,
ვიღლები უსიცოცხლო
ქუჩებში ხეტიალით,
ბებერი მენესტრელი,
პუნქტიდან - ცარიელი
(უკეთეს შემთხვევაში)
კოლოფი მალბოროსი,
პუნქტამდე - გომოცლილი
(უარეს შემთხვევაში)
ჩივასის მინის ტარა.
არათუ საყვარლებმა,
თვალებმაც მიღალატეს…
სულ რაღაც ხუთი წლის წინ,
პაულ ფონ მაუზერის
დედის პირს ჩავხატავდი
მეტალის ლარიანში,
პუნქტიდან - გამავალი
ქუჩაში ამბრაზურა
(საწოლი ოთახიდან),
პუნქტამდე - პრობლემების
მაგიერ გადაჭრილი
ცაცხვების მარიაჟი.
არათუ გული მწყდება,
ნერვებიც, სისხლძარღვებიც,
მყესებიც დავიწყვიტე
და ვურთავ რემარკებად
ღამეებს, ასფურცლიან,
თუ როგორ ვეშვებოდი,
პუნქტიდან, სათაურით
“დუმილის პოეზია”,
რომლითაც დავიწყე და
პუნქტამდე, დამთავრების
რომლითაც, ვაღიარებ,
ყოველთვის მეშინოდა.
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:32 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
#- #- #

რადგან არ არის შენს თვალებზე
ცა უფრო წმინდა,
რადგან შენს თმებში მოუკლია
თავი ევოროსს,
მე მათ ისეთი შედარება
მივუძღვნა მინდა,
რომ მოკვდავთაგან სხვამ ვერავინ
გაიმეოროს:

შენი საუნჯე სულაც არ ჰგავს
საუნჯეს სხვათა,
შენს თმებში ოქროს მზე ინთება
ძველი ინკების,
ხოლო თვალებში ირეკლება
მოლურჯო ზღვა და
ლურჯ სივრცეებში გადაფრენა
ლურჯ კოტინგების.

რადგან არ არის შენს თვალებზე
ცა უფრო წმინდა...
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:33 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
განწირული თაობა

გუშინ -
ვერ დაბრუნდა
ბავშვობა ომიდან...

დღეს -
რომ ვერ "გვიხმარეს",
შემოგვდგნენ წიხლებით...

ხვალ -
ალბათ გამოვალთ
როდესმე კომიდან...

ზეგ -
ჯერ არ მოსული
სიბერით ვიღლებით...

რა გვახსოვს? -
ტვინების ღვრა
თავის ქალიდან...

და
ნატყვიარები
ხერხემლის მალებში...

ვერა,
ვერ ამოხვალ,
შენ, ჩვენი ვალიდან,

ღმერთო...
და ვერასდროს
ჩაგვხედავ თვალებში!
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:35 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

მე გეკითხები: ეგ შენი ყელი
სადაფი არის, თუა ბაკარა?

შენ კი მპასუხობ გულგახეთქილი:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

მე გეუბნები: შენი თვალები
მწველია ისე, ვით მზე თაკარა.
შეშინებული შენ იმეორებ:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

მე ვნატრობ: მინდა ვიყო ის სიო,
მაგ თმათა რხევამ რომ გააქარა.
შენ ნერვიულად ისევ ჩურჩულებ:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

და ასე გადის მთელი ცხოვრება.
მე შენზე გულში წყენა მაქ არრა.
შენ მეკითხები: შევხვდებით კიდევ?
- იმ ქვეყნად? ალბათ... ოღონდ აქ... არა!
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:35 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
---- --- --- --- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---
--- --- ---დღე ღამეში გავცვალე სამუდამოდ - ბარტერში.
მზე შინა და... რა ვქნა, თუ მთვარე მხიბლავს მეტადრე!
გამიტენეთ ეგ თქვენი მდუმარება ვალტერში,
თქვენ იცოცხლეთ ათას წელს! მინდა მოვკვდე მე ადრე...

გამიზეთეთ მჭიდი და უხმოდ პირში მიეცით!
თუ ხალხი ხარ, მიდით და... რომ არავინ გაიგოს,
აუწიეთ სამყაროს ხმა, სულ ოდნავ, დიეზით...
სხეულს მიწას ვუბარებ! სული - ქარმა წაიღოს!

ვეჭიდავე ცხოვრებას, ჩობჯენში და პარტერში, -
მახსოვს, მეუბნებოდნენ, სიგიჟემდე მიხვალო...
გამიტენეთ ეგ თქვენი მყუდროება ვალტერში,
მინდა მოვკვდე მე ადრე...
 
nukriaДата: შაბ, 18.08.2012, 21:02 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: პარ, 31.08.2012, 21:54 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო…
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია…
შენ ახლა სულ სხვა ხარ… ის, ჩემი თილისმა,
შენს ახლად დაგებულ ქუჩებში მარხია.

რამ გაგაბოროტა, რამ გაგასულელა,
რამ დაგაავადა ამ თავის მკვლელობით?!
ამდენი ვირთხა და ამდენი თხუნელა,
რამ გაგაზრდევინა, ასეთ მზრუნველობით?!

ან რამ მოგაწყურა?! ან რამ მოგაშია?!
ან რა დროს ლექსია, ამ შუაღამეში…
რა დროს სიყვარული… ახლა მოდაშია
უნეზეს გრძნობებით სასტიკი თამაში.

დღეს ბარბარობაა… პაემანს გინიშნავ!
მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო,
(ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე…)
უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო!

ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე,
თუ ვერარეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი -
მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე,
ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი.

მერე ზემელია… მერეა მთაწმინდა…
აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში,
ვჩხუბობდით… გვიყვარდა… გვათოვდა… გვაწვიმდა…
და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში.

ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან -
სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები…)
ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან
და გეტყვი: – ხანდახან როგორ მენატრები…

და მერე პუშკინით… და მერე, კონკიდან,
ძველი დროებიდან, ახალ დროებამდე,
მოყევი, როგორ ხარ, ხელი ხელს მომკიდე
და ასე ვიაროთ აბანოებამდე.

მოყევი! მოყევი, როგორ ხარ, თბილისო…
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია…
შენ ახლა სულ სხვა ხარ… ის, ჩემი თილისმა,
ამ ცუდად დანაგებ ქუჩებში მარხია.

შეხედ ამ ვირთხებს, ამ ნაგვის გროვას და
თუ ასე ძნელია სათქმელის მიგნება,
წამოდი, გავიქცეთ! იქნება მოვასწროთ…
მოვასწროთ აქედან გაქცევა, იქნება!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო საჯაია
ძებნა:

მოგესალმები Гость