ტარიელ ხერხელაური - Page 21 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: სამ, 10.06.2014, 17:17 | Сообщение # 201
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წყლულო,სულ დამრჩე წყლულადა
არასდროს განმრთელდებოდე
მწუხრო მოვიქეც წყვდიადად
ნეტამც არ გასთენდებოდე.
მე თოვლად ვიქცე,მყინვარად,
აღარც არასდროს ვდნებოდე,
სამყაროს ბორგვა მიწისა,
არც საიდანა სწვდებოდეს.
მხოლოდ მე ვიყო სნეული,
მხოლოდ მე ვიტანჯებოდე.
 
nukriaДата: სამ, 10.06.2014, 18:50 | Сообщение # 202
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შინა ზის ხარხელაური,
ფრთა დაუმძიმდა ძერასა,
ვეღარ ახერხებს ღრუბელთან
ეწინდებურად მღერასა,
მაინც აგრძელებს ფიქრების,
ცად ვარსკვლავების წერასა.
ტახტზე წევს,ბოლავს
ბუხარი,
გამჭვარტლულია ბოლითა,
ისწორებს ჩამოცვენილ
მხრებს
დაღლილთ ქარებთან
ბრძოლითა,
უახლოვდება ზართარი,
დაიფარება თოვლითა.
ახლა,კი,ჯერ ისევ ბორგავს,
ცეცხლი უღვივის თვალებსა,
წინ უდგას ჟოლის არაყი,
ჯამით შიგ იმტვრევს
მთვარესა,
ვისაც გწადიათ სტუმრობა,
მიდით,არ ჰკეტავს კარებსა,
მაინც სჯობია,უფრთხილდეთ
ლომს - თუნდაც მწოლიარესა.
 
nukriaДата: სამ, 10.06.2014, 22:53 | Сообщение # 203
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დვუცე ფეხი, მიწა ვძრა,
ჩავისუნთქო,ცა ჩავხარო,
ცაც მე მემონვის, მიწაცა,
მთლად ეს შეშლილი სამყარო.
ხან მთებს მივნაქრავ,მივკივი,
ზღვა თვალში ცრემლად ჩავიცრა,
სიცოცხლეც მე ვარ, სიკვდილიც,
სასაფლაოც და მკვდარიცა.
სივრცეა ჩემი საკვლევი,
შიში არა მაქვს ,მოცელვის,
სანთელიც მე ვარ, საკმელიც,
სალოცავიც და მლოცველიც...
 
nukriaДата: ოთხ, 11.06.2014, 12:07 | Сообщение # 204
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბრძანე, მოძღვარო, გონებავ ერის,
უნდა ვდუმდეთ და უნდა ვიფრთხილოთ?
სულებს გვირყვნის და გვიწამლავს მტერი,
ვითმინოთ?!
როცა ჩვენს თვალწინ წმინდანებს
რყვნიან,
უწმინდეს შუბლებს ფურთხით ბილწავენ,
თუ შენთვის მკერდს არ მივუშვერ ტყვიას,
სამშობლოვ, ხატად რისთვის გიწამე.
ბრძანე, მოძღვარო, დღეს ერის გული
შენს გონებაზე მიბმული ფეთქავს.
ბრძანე, მოძღვარო, გაიმცვრა სული,
დაავადა შიშმა და კეთრმა.
ბრძანე, მოძღვარო, ნათელს, ისეც მწირს
შემოაძარცვეს კალთა ქარებმა,
ბრძანე, მოძღვარო, სისხლი სისხლის წილ,
დავუდოთ ზღვარი ამ მოკრძალებას!
თორემ სამშობლოს თავზე გვაქცევენ,
სამშობლოს ჩვენსას- უფლის მშვენებას,
აღარ უშველის მერე არც ცრემლი
ჩვენს აღდგომას და აღმოცენებას.
ბრძანე, მოძღვარო,ვგავარ საძვალეს
დაყველა ნერვი არის გამწყდარი,
მოძღვარო, დროშა გამოაბრძანე,
საქართველოსთვის ლოცვით დაგვძარი!
ბრძანე, ბრძენკაცო,ჯერ კიდევ დროა,
ვიდრე ძარღვებში სისხლი მოძრაობს,
ვიდრემდის ცრემლებს სისიხლის გემო აქვთ,
ვიდრე სიკვდილი გვილხინს,მოძღვარო!
ვიდრე ქართულ ჯიშს აქცევენ არცრად,
გადაუჭერენ მკერდზე არტახებს,
მთლად ეს სამყარო ქცეულა ნაცრად,
თუ საქართველო ამიპარტახეს.
 
nukriaДата: ოთხ, 11.06.2014, 21:21 | Сообщение # 205
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე ჩაიქცა მთებში ზაქივით
და უფსკრულების შეჰკრა იარა,
ჭიუხებს შესძრავს ჭოტის ძახილი...
ქედები ძრწოლვით გადაიარა
ნისლმა და ქარი ატირდა სადღაც.
კლდე გამოქარულს იბანდა უბეს
და კალმახივით ხტებოდა ტალღა
და არწივები ეძებდნენ ბუდეს...
ჩამოდიოდა ნადირი დაბლა,
დრო მომქანცველი ფიქრებს ღარავდა,
მთას ერთ ღამეში დაეტყო დაღლა,
მთა ერთ ღამეში გაჭაღარავდა.
 
nukriaДата: შაბ, 14.06.2014, 21:47 | Сообщение # 206
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მკერდი აიავაზა,
ვარსკვლავთა მიღმა ჩაქრა ალივით,
რად მეჩვენება ასე ლამაზად
ქალი, რომელიც გვერდით ჩამივლის.
წუხელის მთებში ირმებს ვდიე და
მუხლები მთებზე ქროლვით დამცვდება,
რად მეჩვენება ასე ძლიერად
ქარი, რომელიც გვერდით გამცდება.
იქნებ დაცემის ნიშნავს შესავალს
თუ დაგაღამდა სადმე წანწალით,
რად მეჩვენება ასე ბეჩავად
კაცი - რომელსაც გადავასწარი.
მე დაღლილი ვარ მზესთან დავაში,
ქარი მხრებიდან ამყრის იალქნებს
და მაინც ვფიქრობ, შენს ფანჯარაში
ძალიან მკრთალად მოჩანს სინათლე.
არა თუ მოჩანს - კიდევაც ქრება,
გადაეფარა თვალის საწიერს,
სულისთვის როგორ იქნება შვება,
მზერა თუ არსად წამომაწიე.
იქნებ დაცემის ნიშნავს შესავალს
თუ დავიღამე სადმე წანწალით,
რად მეჩვენება ასე ბეჩავად
კაცი - რომელსაც გადავასწარი.
 
nukriaДата: კვ, 15.06.2014, 23:02 | Сообщение # 207
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასე...იცინე,იხარხარე, თეთრო
გვირილო,
გადაგიარეს...ჰო რა მოხდა...
რა გატირებდა,
უნდა შეგეძლოს,სასურველო,ყველა
ტკივილის
გაიოლება,გამარტივება,თორემ...
სამყარო შეგჯაჟრდება შავი
ჭირივით...
 
nukriaДата: სამ, 17.06.2014, 20:46 | Сообщение # 208
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოხვედი კარგი გიქნია,
იქნებ გამთელდეს წყლული,
იქნებ აენთოს სანთელი
ბოლოს იმედი სულის.
მოხვედი იქნებ ტკივილებს
სადღაც დაედოს ზღვარი,
გადაიწმინდოს თვალებზე
ჩამობერტყილი ცვარი.
დაგაგვიანდა,შენმა მზემ,
სიცოცხლის დაწყდა წყარო,
აქედანა და შენამდე
ბინდი ჩამოწვა ქალო.
 
nukriaДата: ორ, 23.06.2014, 03:52 | Сообщение # 209
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამოღმით ავეძრახები,
გაღმით ამჩქამდა წყალიო,
გადავალ დავეჯახები,
კლდეს წავამტვრიო მხარიო...
ჩაივლის,
გულს ჩაიყოლებს
თავქვე პირთეთრი ქალიო...
ძაღლივით ჩაედევნება-
ხარბია კაცის თვალიო!
 
nukriaДата: ორ, 23.06.2014, 04:00 | Сообщение # 210
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამწირე!
ღიმილს მამადლი -
შენც გამიმეტე, იაო.
ავად ვარ,
ძლიერ ავად ვარ,
ვკვდები,
ძვლებს მიფქვავს ჭიაო.
რაკი სამზეოს ვბოგინობ,
რაკი თვალი მაქვს ღიაო.
გამხსენ, ჩამხედე,დობილო,
სუყველა მხრიდან მტკივაო.
ამოვისუნთქავ,ფილტვიდან
სისხლის ნაფლეთი მცვივაო,
რაც უნდა ცეცხლი შემინთო,
ვეღარ გავლხვები,
მცივაო,
რას სჩადი, ღიმილს მამადლი,
ღიმილს მამადლი, იაო.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
ძებნა:

მოგესალმები Гость