ტარიელ ხერხელაური - Page 23 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: კვ, 27.07.2014, 00:26 | Сообщение # 221
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სცენა ...
სულს ფრთები დაემტვრა
და სისხლისფერ მტვრად
განიმცვრა უკან,
ქარი_ღვთაებრივი ჰანგთა მაესტრო
ნისლთა კამერულ ორკესტრთან უკრავს.
შენ კი ხარხარებ ,როგორც ყოველთვის
როცა ნათელი შეცვლის სამთვაროს,
მიწაზე_გაჩნდი როგორც პოეტი,
შეშლილის მარტივ ნიღაბს ატარებ.
 
nukriaДата: ორ, 28.07.2014, 22:57 | Сообщение # 222
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე თუ არა ვთქვი,
შენ თუ არა თქვი,
არა თქვა იმან,
ან ვართ ყრუები,ბატონებო,
ან კიდევ გვძინავს...
ეს რომ ასეა,
ამიტომ გვაქვს თავში საცემი,
სამშობლო - ცნება
რომ გვგონია მზა ტანსაცმელი,
ვისაც სად გვინდა,
როგორც გვინდა,ისე მოვირგოთ,
მტერს ნურა კარგი,
თუ ამ ყოფით რამე მოვიგოთ.
ახლა ხომ მიხვდით, რაც მოგვწია,
რაც ქნა სიყრუემ,
ვით არშემდგარ ერს
არშემდგარი ერი გვიყურებს.
რა ლოდს ვახალო,სად წავიღო
თავი საწყალი,
ყველა სულელი მე მარიგებს,
ჭკუას მასწავლის.
 
nukriaДата: პარ, 01.08.2014, 04:33 | Сообщение # 223
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შევცვალე მთვარე წუხელ,
დავცქეროდი ნარიან მთას!
სთქვი,მამულო!რა გაწუხებს,
სთქვი,დავდგები დარიალთან.
სთქვი,დიდგორზე დავიქუხებ,
ბებერ კრწანისს ავაღელვებ.
სთქვი,მამულო!რა გაწუხებს
და წამოვშლი არაგველებს.
ტკივილებით მინამულო,
სთქვი,თუ უნდა დარი ამ მთას.
სთქვი,მამულო!
სთქვი, მამულო!
სთქვი, დავდგები დარიალთან.
სთქვი, დღეს სული შეშლილია,
მერე რა თუ შემოგვლევენ,
გეშინია,
გეშინია,
გეშინია?!
შემოგევლე. ვდგავარ ცივი გარინდებით,
მშფოთვარ მიწას გადავყურებ,
სისხლიანი ამინდებით
შენს მოშუღარს დავაპურებ.
სთქვი,დღეს სული შეშლილია,
მერე რა თუ შემოგვლევენ,
გეშინია,
გეშინია,
გეშინია,
შემოგევლე!
 
nukriaДата: კვ, 03.08.2014, 02:29 | Сообщение # 224
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე აჩრდილებით შენს სახეს ვქმნიდი,
ვქმნიდი და წმინდა ხატების დარად
თითოეულ ბგერას ვზიდავდი ციდან,
რომ მარადიულ მექციე ქალად.
ვეძებდი ფერებს ფერების მიღმა
და გაშენებდი სტრიქონ და სტრიქონ,
ხან გიმზადებდი შეშლილის ნიღაბს,
ხან მზესაც შენთვის ვპარავდი სითბოს.
ხან გიზიდავდი ვარსკვლავთა ციმციმს -
ეფრქვიათ თვალებს ულურჯეს ალად,
მე გქმნიდი ჩემი დაღრუბლულ ცისთვის,
გქმნიდი პოეტის ულურჯეს ქალად.
ძვირფასო, შენზე ფიქრები მტანჯავს,
შენზე დამხობილ ცის თაღებს ვკვნეტავ.
იქნება შეკრთეს ოსტატის მაჯა -
ვერ შექმნას ხატი, ვერ სრულყოს ფრესკა.
ძვირფასო, იქნებ არ ეყოს მყარი,
მაგრამ არ ვნანობ, ხომ მძლავრად მღერის
შენით შექმნილი ჩემი სამყარო.
ხომ გიზიდავდი ვარსკვლავთა ციმციმს,
ეფრქვიათ თვალებს ულურჯეს ალად,
მე გქმნიდი ჩემი დაღრუბლულ ცისთვის,
გქმნიდი პოეტის იისფერ ქალად.
 
nukriaДата: ოთხ, 13.08.2014, 00:22 | Сообщение # 225
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე თუ არა ვთქვი,
შენ თუ არა თქვი,
არა თქვა იმან,
ან ვართ ყრუები,ბატონებო,
ან კიდევ გვძინავს...
ეს რომ ასეა,
ამიტომ გვაქვს თავში საცემი,
სამშობლო - ცნება
რომ გვგონია მზა ტანსაცმელი,
ვისაც სად გვინდა,
როგორც გვინდა,ისე მოვირგოთ,
მტერს ნურა კარგი,
თუ ამ ყოფით რამე მოვიგოთ.
ახლა ხომ მიხვდით, რაც მოგვწია,
რაც ქნა სიყრუემ,
ვით არშემდგარ ერს
არშემდგარი ერი გვიყურებს.
რა ლოდს ვახალო,სად წავიღო
თავი საწყალი,
ყველა სულელი მე მარიგებს,
ჭკუას მასწავლის.
 
nukriaДата: პარ, 22.08.2014, 21:49 | Сообщение # 226
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტკივილით მანესტიანებ
ჟამს ჩემი დასასრულისას,
თერგო სად მიგაქვს,ტიალო,
ბორგვა ქართული სულისა,
დილასაც ვნახე ქარები
ტანს გიმშრალებდნენ
ნისლითა,
ნეტავ სად მიექანებით
სავსე ქართული სისხლითა,
ან ეგ ფიქრები მძვინვარი
სადამდის გინდა ატარო,
რატომ არ ითხოვს მყინვარი
ფეხზე წამოდგეს სამყარო.
უმაგისოდაც მოჩრდილავს,
დიდიხანია ელიან,
დღეს თუ ხვალ
დაიმორჩილებს
ქართული სისხლის გენია.
ნეტავ, სად მიგეჩქარება,
ჩემი არ გწვდება კივილი,
მამულის ციხის კარებო,
მარადიულო ტკივილო.
სულ მაგ ამბოხით მადინჯებ,
გხედავ, იმედად მეღვრები,
ქართული სულის სიგიჟევ,
ნურასდროს ნუ დამეღლები.
სულ ასე ყეფით იარე,
ხმავ მთების დანისლულისავ,
არ შემინელო ტიალო -
ბორგვა ქართული სულისა.
 
nukriaДата: სამ, 26.08.2014, 01:09 | Сообщение # 227
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულ დაბლა-დაბლა მოდიხართ,
სულ დაბლა-დაბლა ეშვებით,
გამაგებინეთ როდისღა
ამ ფერმკრთალ ცაზე შეშრებით.
გამაგებინეთ ღირს კია
ნისლებთან ერთად პურობა,
საკმაოდ დიდი რისკია
მიწასთან ხშირად სტუმრობა.
სულ ზემოთ-ზემოთ იარეთ,
სულ მაღლა-მაღლა აიწით,
მზით უმკურნალეთ იარებს,
წყლულები მზისგან დაიწვით.
ოღონდაც, აქ ნუ დარჩებით,
მიწა მძიმე და ცივია,
აქ, რაც გწადიათ - არჩევის
შანსი ძალიან მცირეა.
 
nukriaДата: ხუთ, 28.08.2014, 05:27 | Сообщение # 228
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვხედავ,
მე მესმის - მოდიან,
ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები...
სიცოცხლე სიკვდილი როდია,
რომ ოდენ შეიცნო ცრემლებით.
ღრუბლები მთებს გარე უვლიან,
ქარმა ვერ შეჰბედა აჰყაროს;
რას იზამ, სამყარო რთულია,
იმდენად რთულია სამყარო...
და ღელავ, რაც უფრო მშვიდი ხარ,
ისვენებ, რაც უფრო იღლები,
რომ დგახარ, მაშინაც მიდიხარ,
ზურგზე შემოყრილი ნიღბებით.
და ვხედავ,
და მესმის - მოდიან,
ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები...
სიცოცხლე - სიკვდილი როდია,
რომ მხოლოდ შეიცნო ცრემლებით.
 
nukriaДата: პარ, 29.08.2014, 21:27 | Сообщение # 229
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორნი ვართ მდინარის პირთან,
ვსვამთ,წუთისოფელს ვუჩივით -
ზავის ვერშეკვრას სიკვდილთან,
ყოფნას იელის ბუჩქივით.
თავდახრით დგომას,მოლოდინს
ცით დატეხილი რისხვისას,
- კაცის გაწირვა ბოლომდის
არა სცოდნია სიკვდილსაც...
ვთქვით და ლოდებზე დავღვარეთ
ჭიქებში ღვინის ნარჩენი,
ცრემლი წამოგვსკდა ღვარ - ღვარად
დღე არ დავწყევლეთ გაჩენის,
ვადიდეთ ქედდახრილებმა
ცისა და მიწის გამჩენი...
გადაწყდა - წავალთ სიკვდილთან...
ან კი, ვინ გვყავდა დამჭერი,
კალთა გავხსენით ცის პირთან,
გზა სამოკლეოდ გავჭერით.
 
nukriaДата: სამ, 02.09.2014, 23:52 | Сообщение # 230
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ შემადარებთ ყვავილის ფოთლებს,
ნურც მთვარეს ცაზე დაგდებულს ზურგით,
მე უფრო ვგავარ ნიადაგ მბრუნავს
მთათა წვერებზე მიფენილ ღრუბელს.
მე ბილიკი ვარ, რომელზეც მგზავრი
რაღაც ფარული სიმშვიდით მიდის.
ლანდი ვარ მიწის, არ ვგავარ არვის -
უზომოდ მცირე,საშინლად დიდი,
ქარიშხალი ვარ, არ ვგავარ ქარებს,
დიდება სიკვდილს, სიცოცხლე მიმძიმს,
ცა რომ ტორტმანებს, ეს მე ვხარხარებ,
ჩემი სისხლია - მიწა რომ იძვრის...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
ძებნა:

მოგესალმები Гость