ტარიელ ხერხელაური - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: კვ, 17.06.2012, 02:46 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ფრთხილად!
შენებურად არ გამოსჩქვიფო,
არ გამოაღვიძო,
ახლახანს მილულა თვალი -
მთელი გამის უძილოა წყალი.
ფრთხილად,
შე ღმერთგამწყრალო
ქარო !
 
nukriaДата: კვ, 17.06.2012, 02:48 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

წყაროს პირს ქანაობს იელი,
იელზე ჩიტს სძინავს,
იელვა,
მერე იწვიმა,
გამოეღვიძა პატარას -
იწყინა,
თვალები დაბლა დახარა,
თავისთვის ჩაიწრიპინა,
ფრთები გაშალა და მერე
იცით, რამდენი იფრინა...
 
nukriaДата: ოთხ, 27.06.2012, 22:39 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

სადაც შენ სუნთქავ, იქ მოსვლა მიმძიმს -
შენს სატკივართან ჩემსას არ ვამხელ,
მქონდა უნარი შორიდან მეგრძვნე,
ფიქრით მექსოვა გრძნეული სახე.
მინდა შორს იყო, შორიდან გკვლევდე,
მზე როცა გინთებს ტაძარს სულისას,
ვიდგე წვიმაში და შენთვის ვწერდე
მუსიკას მზის და გაზაფხულისას.
ახლა უეცრად ჩამომაღამდა,
ტანჯვით ავიგე ბინდის მიწური,
ქარმა თუ სახე ჩამომაღადრა -
როგორ შეგგქმნა და როგორ გირწმუნო
და როგორც გინდა, ისე ჩათვალე,
იქნებ ზედმეტად ვინმეც მწყალობდით,
იქნებ არც მაწინ ვიყავ მართალი
მინდვრის ფსალმუნებს როცა ვგალობდი.
დიდი ხანია, ო, დიდი ხანი -
რაც ამ სამყაროს სევდას ვატარებ,
ჩემს სალოცავთან ლანდი წევს ღამის
და სხეულს ჩემსას ამჩნევს ნაკვალევს.
მე კი მინდოდა ახლოს მყოლოდი,
ახლოს მყოლოდი უფლის ნებიერს,
როგორც სანთელი - დამწვი ბოლომდის,
შენით სიცოცხლე შემაძლებინე.
 
nukriaДата: სამ, 03.07.2012, 19:34 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიდიოდა გზაზე გოგო


მიდიოდა გზაზე გოგო
და მზე იყო თავისთავად.
მოეყუდა მთვარე გომბორს,
მთებში ბინდი ჩაიშალა.
მერე უცებ, იცის როგორც,
დაიყეფა ქარიშხალმა,
და მოასკდა ტალღა ნაპირს,
მერე ერთხანს გაირინდა,
იღვრებოდა ათინათი
ბროწეულის ყვავილიდან.
ვიდექ მხოლოდ,
თუმცა მსურდა,
გზაზე ვინმეს მივწეოდი,
და ვერხვები ,როგორც უნდა,
სწორედ ისე ირწეოდნენ.
მიდიოდა გზაზე გოგო,
გოგო იყო თავშლიანი
და საერთოდ, ხდება როგორც,
ყვავილები აშრიალდნენ.
კი!
ჰო!
ახლა - ვფიქრობ, წავალ,
წავალ, ჩემს გზას გავუყვები.
თუკი გინდა, შენიცაა,
რასაც ახლა ჩემთვის ვყვები.
 
nukriaДата: ხუთ, 05.07.2012, 20:03 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ცაცხვის ხმელი ფოთლები
აფენია ბილიკებს,
მე მივდივარ მარტო და
წინ ცის ლურჯი ზოლია,
ქარი მღერის - ქარაფთა
სევდიანი ლირიკა,
მთვარე არ სჩანს , მეწყება
ზამთრის მელანქოლია.
შემოდგომის ბოლოა,
მწუხარებით ვივსები
და დაჭირხლულ მწვერვალებს
ნაღვლიანი გავყურებ.
არაგვის ხეობიდან
ამოდიან ნისლები,
გარდა ამ ნისლებისა
სხვა ვინ მომინაკლულებს,
სხვას ვის გავახსენდები.
ამ შეშლილმა ამინდმა
ყველაფერი შეცვალა,
ყველაფერი არია,
არაფერი არ მინდა -
არაფერი არ მინდა
ოღონდ , ახლა თერგივით
შემახეთქა დარიალს.
 
nukriaДата: შაბ, 07.07.2012, 01:10 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

გაქრნენ ლანდები დილის,
მზე გორისფხაზე ჯდება,
ეს ნისლი ივლის,
ივლის,
ივლის და გაგიჟდება.
- მართლა? - ?!
იკითხა ქარმა.
დასტურ მდინარე ჩქამობს...
მე შენს ადგილზე ამას
არ ვიკადრებდი, ქარო.
ნისლი მიჰლოკავს ქვიშას,
ჰგავს ეს სიგიჟეს რაიც,
მე თანაგრძნობის ნიშნად
ქედს მოვიხრიდი მაინც.
 
nukriaДата: შაბ, 07.07.2012, 01:11 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ძახველის ტოტზე გულწითელა წრიპინებს ჩიტი,
ველი სველია,
პატარა გული ამდენ ტკივილს სად როგორ
იტევს,
ახსნა ძნელია.
 
nukriaДата: შაბ, 07.07.2012, 01:12 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ცეცხლს რად ანელებ, დედილო -?!
რატომ აციებ კერასა...
გასტყდები, უფრო მეტს გიქამს,
ჯავრს შეგყრის თავის ფერასა.
კარგია, მე ვინ მასწავლის
ნაცარში ფიქრის წერასა.
ყრანტალი ყორანს უხდება,
ცაზე პარპაში - ძერასა.
 
nukriaДата: შაბ, 07.07.2012, 15:48 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
• • •
„ვერ იქამს წუთისოფელი,
ფეხებზე დამიკიდოსა“


მაბრუნებს წუთისოფელი
ვინძლო ცეცხლ წამიკიდოსა,
ვშიშობ, ვერა ვსთქვა სათქმელი,
სიკვდილმა ტვირთ ამკიდოსა.
ქარმა დასძენძოს ღრუბელნი,
დღე ღამემ დააბინდოსა,
მზე მიეჯაროს ჭიუხებს
სხივები ვეღარ ზიდოსა,
მშობელი დარდმა დამიშროს,
საწუთრომ არ დამინდოსა,
გულისსწორს თვალნ ვერ შავყარო
გულს ლოდი დაეფინოსა,
ატირდნენ კლდენიც, ცრემლები
ჩანჩქერად დაედინოსა,
მთის კალთა ლოგინს მიშლიდეს
რომ მშვიდად დამეძინოსა,
მის მკერდზე ლაღად გაზდრილსა
არ მიზამს, ცხოთ დამითმოსა,
როგორ დამნანდეს სიცოცხლე?
დიამც გზა მოკლე იყოსა!
კვალს დავსტოვ სააქაოსა
ვით გველი თავის ლიბოსა...
 
nukriaДата: ოთხ, 11.07.2012, 22:37 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
მიდის,
მიღელავს ქარი,
მიიყოლიებს ნისლებს,
ატეხილ მხარეს მთვარე
თეთრი ღრუბლებით ივსებს.
დადუმებულა მუხა,
დგება,
მდინარე წყრება...
არ ვიცი, რაზე ვწუხვარ,
გული რაღაზე მწყდება.
არის საღამო გრილი,
ხეს აჰხვევია სურო,
რა დიდებულად სტირი,
ჩემო
მაღალო სულო!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
ძებნა:

მოგესალმები Гость