ტარიელ ხერხელაური - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: პარ, 13.07.2012, 21:56 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დახურეთ ზეცა!
ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ...
მოსწიეთ მთვარე,
მოსაყრელად დამიდგით მუხლის
და თქვენ ქარებო,
ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,
რომ ჩემმა გმინვამ
გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი.
სულნო შეშლილნო,
ყველა სკნელის კარნი განახვნეთ,
რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით
იგრძნოს სამყარომ...
გადამიტანეთ -
მზის მხურვალე მტვერში დამმარხეთ,
მიწას ცხელ მკერდზე
სიყვარულად გამოაყაროს.
 
nukriaДата: შაბ, 14.07.2012, 01:58 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არავინა ხარ...
თუ საკუთარ ნაგრილს უფრთხები
და შენი ყოფნა დარხეული ფოთლის ჩქამია,
მონა ხომ არ ხარ, გიხაროდეს თავისუფლება,
რომელიც მხოლოდ გაელვების ერთი წამია.
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 00:43 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
( რუის-ურბნისის მიტროპოლიტს მეუფე იობს )

ცრემლმა თვალები შებოლა,
გამიღეთ ზეცა, ნუ ჰხურავთ,
ლაშარის გორზე შედგომა
ეგებ ინება ლუხუმმა.
ეგება წყლული გამრთელდა,
გველმა განკურნა ლოკვითა,
ბუბუნი ისმის ქართველთა -
არაგვს მოსდევენ როკვითა.
იქნება მართლა გამრთელდა
სხეული განაბზარები
იქნებ დღეს მაინც გაიღოს
რავქნისა ციხის კარები.
ჟამია, ჟამი - ტაძრებში
უნდა გრგვინავდნენ ზარები,
იქნებ მოჰბეზრდათ ქართველებს
მკერდზე შემოყრა მკლავების.
მოდიან ქვეყნის საშველად
მზეს მოამცქვრევენ თვალებით
მოვცურავ, როგორც ღრუბელი,
გზებს ვუმცვრევ ახალ ყოილთა
მე რა ვქენ, სხვამ რა უნდა ჰქნას
მხოლოდ ფიქრებთან წოლითა,
ბევრჯერ დავღარე ცის კალთა
ცრემლებიანი ზოლითა.
არ მინდა აღარც სამშობლო -
თუ ვარცხვენთ ჩვენი ყოლითა
გვაჩვევენ თავ მოწონებას
ძოღან წაგებულ ბრძოლითა.
ცრემლმა თვალები შებოლა,
გამიღეთ ზეცა, ნუ ჰხურავთ,
ლაშარის გორზე შედგომა
ეგებ ინება ლუხუმმა.
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 15:29 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შინა ზის ხარხელაური,
ფრთა დაუმძიმდა ძერასა,
ვეღარ ახერხებს ღრუბელთან
უწინდებურად მღერასა,
მაინც აგრძელებს ფიქრების,
ცად ვარსკვლავების წერასა.
ტახტზე წევს, ბოლავს
ბუხარი,
გაჭვარტლულია ბოლითა,
ისწორებს ჩამოცვენილ
მხრებს
დაღლილთ ქარებთან
ბრძოლითა,
უახლოვდება ზამთარი,
დაიფარება თოვლითა.
ახლა, კი, ჯერ ისევ ბორგავს,
ცეცხლი უღვივის თვალებსა,
წინ უდგას ჟოლის არაყი,
ჯამით შიგ იმტვრევს
მთვარესა,
ვისაც გწადიათ სტუმრობა,
მიდით, არ ჰკეტავს კარებსა,
მაინც სჯობია,უფრთხილდეთ
ლომს - თუნდაც მწოლიარესა.
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 15:31 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ვგრძნობ შორი სამყაროს შიმშილს,
იცვალა ფერი ცათა ღიობმა
და გაჩნდა შიში, სიკვდილის შიში
ასე რომ ზარავს კაცობრიობას
და მაინც მოდის -
და მაინც მოდის,
მოდის,მოარღვევს დამსკდარ ნაპირებს,
ის განასრულებს უმძიმეს ლოდინს
და შეასრულებს ცა დანაპირებს.
შენ სადღა ჩქარობ მუდამ მბორგავი -
სულო უსაზღვრო ფრენით დაღლილო,
შენ ერთი დამრჩი, ერთი მოძრავი
უსასრულობის თეთრო ნაგრილო.
მივხვდი, ვინცა ხარ, რაცა ხარ - მივხვდი,
სხვა აღარაფრის არ მსურს განდობა,
რომ არა მტოვებ,მადლობას გიხდი,
რომ გხედავ - მაინც დიდი მადლობა.
 
nukriaДата: სამ, 17.07.2012, 21:45 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვამთავრებ ლოცვას -
ვარ ზედმეტად თავისუფალი,
ვხედავ ჩემს სხეულს
სანთლის მკრთალი ჩრდილით შემოსილს
და ცა მიღიმის, ცა მიღიმის -
თვალი უფალის
და აწვიმთ ნისლებს, აწვიმთ ნისლებს -
ფრთებს ანგელოზის.
რა დიდი დღეა, დიდი დღეა -
სდუმან ქარები,
და მეც მშვიდი ვარ,
მეც მშვიდი ვარ ბორგვას ჩვეული,
აღარც მზე არის, აღარც მთვარე,
არც ვარსკვლავები,
მხოლოდ მე ვარ და
იფერფლება ჩემი სხეულიც...
 
nukriaДата: ხუთ, 19.07.2012, 01:14 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სისხლმ წალეკა სამყარო,
ცრემლს მიაქვს მთა და ბარია,
სად მხარი გდია ნაკორტნი,
სად დალეწილი მკლავია,
არც არვინ დამმარხავი ჩანს,
მკვდარს ასაფლავებს მკვდარია...
საფლავის კართან ჟანგდება,
ჩამოწყვეტილი ზარია,
არავინ ამბობს ცოდვაა,
არც იმას - დიდი ბრალია,
აბორგებული მოჰქშინავს
სისხლში ნაბანი წყალია,
ასე რად გაწყრა გამჩენი -
ყველა ერთად რომ დალია.
 
nukriaДата: შაბ, 21.07.2012, 15:30 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

როგორ დამყურებ, ცავ,

უსახურო,
შუბლს რომ ეღვრება - შენი
ცრემლია,
ცრემლით გინდა, რომ
ამგლიჯო სურო,
ტანს რომ გველივით
შემომხვევია...
ვერა, ვერ კურნავს
ცრემლი იარებს,
მასნეულებს და უფრო
მაწყლულებს,
ცაო, მაღალო, დააგვიანე,
მე აჩრდილებმა
დამანაკლულეს.
 
nukriaДата: ორ, 23.07.2012, 23:25 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარაფერი აღარა მაქვს თქვენთვის სათქმელი...
გითხარით უკვე
და მოვილიე...
თავდახრით მივუყვები ბალახს გათელილს,
სანამ ქარები მოივლიან
და დაუმტვრევენ სუსტ წელს ყვავილებს -
კიდევ ერთხელ რომ მოვინახულო.
მერე, მშვიდობით -
ვეტყვი დაგლოვილ კლდეებს,
მშვიდობით, ზაფხულო
და წავალ შენზე წინ,
რომ შენი წასვლა ჩემი მიწიდან
აღარ იყოს ისე მტკივნეული
და მოსაბეზრებელი,
როგორც შემოდგომის დღეები ჭირვეული.
 
nukriaДата: ხუთ, 26.07.2012, 20:12 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოხვედი ჩემთან, გაზაფხულო,
როგორ მინდოდი,

სავსე ვარ სევდით და ეჭვებმა
სული დაფლითა,
შეურვებული უმზეობით,
უამინდობით
და ასე გრძელი, უსაშველოდ
გრძელი ზამთრითა.
მოხვედი ჩემთან, გაზაფხულო,
მოხვედი ჩემთან,
მადლობა, ჩემო, ჩემი პოვნა
არ გაგიძნელდა,
მთელი ზამთარი მე ვიცხოვრე
ეჭვთან და ცრემლთან
და ქარიშხალიც მაწამებდა,
ბეჭებს მინგრევდა.
ახლა თუნდ მოვკვდე,
ეს სიკვდილიც არის იოლი,
რადგან გიხილე, შენი ხილვა
რადგან მეღირსა,
ჩემს სხეულიდან ჩემორეცხავს
ნაგავს იორი,
დამასაფლავებს თეთრ ნისლებში
გათენებისას.
მოხვედი ჩემთან, გაზაფხულო,
მოხვედი ჩემთან,
როგორ მინდოდი, როგორ მსურდი,
როგორ მწყუროდი,
ჩემი ტკივილის მიზეზია
დღეს მხოლოდ ეს ცა,
თავის სიტურფით, ეჭვებით და
უსასრულობით.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
ძებნა:

მოგესალმები Гость