გივი ალხაზიშვილი - Page 14 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გივი ალხაზიშვილი
გივი ალხაზიშვილი
nukriaДата: სამ, 08.07.2014, 21:55 | Сообщение # 131
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისე შევეჩვიე შენს არსებობას,
რომ ვეღარ გამჩნევდი. ჭიდან რომ წყალი ამოშრება,
ისე ამოშრა შენს თვალებში სიყვარული. ახლა კი ვდგავარ ფანჯარასთან
და სუნთქვით ვეძებ
შენი თმის სურნელს,
იმ ყვავილივით, რომელიც არ ჩანს
და შუაღამის ჰაერს ამჩატებს. მე მირჩევნია, სადმე იყო,
თუნდაც არ ჩანდე.
 
nukriaДата: პარ, 11.07.2014, 17:28 | Сообщение # 132
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩანახატი შენთვის რა ნაცნობი ჩქამი არი,
მგონი, გვერდით ჩამიარე,
მხოლოდ ვიგრძენ, რაღაც ჟრჟოლა
რომ მოედო ამ იარებს. შენ იყავ თუ შენი მსგავსი,
ვინც მე გვერდით ჩამიარა,
სულერთია, ორივენი
უშველიდით ჩემ იარას,
შენს თვალებში ვკითხულობდი:
- სულ ჰოს ნიშნავს ჩემი არა.
 
nukriaДата: სამ, 15.07.2014, 13:50 | Сообщение # 133
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პირველმოწეულს დაგიკრეფ ნაყოფს,
მოვიტან ღვინოს ძველ მოწნულათი,
წარმოსახვაა, ჩემში რომ ლაღობს,
ნავია, რითაც შენ მოცურავდი.
ანთია სხივი, თვალთა შემკრები
და იგი ისევ აქვე ბინადრობს,
ხანდახან ღამის გულს მივეკვრები,
მეუთვალავედ რომ მოგინატრო.
სანთელი არა, აქ სხვა რამ ენთო,
არსად რომ არ ჩანს და ვხედავ სულით,
მე ახლა შენით სავსე ვარ ღმერთო,
და სიხარულის ცრემლივით სრული.
 
nukriaДата: სამ, 22.07.2014, 23:07 | Сообщение # 134
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეორე პაუზა გამიმეორა მნემოსინემ:
გულმავიწყი ხარ!
თუმცა ბევრი არაფერი დამვიწყებია. შენი სუნთქვა
ღამის ზამბახის სუნთქვისაგან ვერ გავარჩიე
და რასაც მივხვდი,
გასამხელად არ მემეტება... ყოველთვის, როცა ჩემ სახლს ვტოვებ,
შენსას ვპოულობ.
აქ იგრძნობა დაუსაბამო ზაფხულის ფეთქვა,
რომლის სათავე ან შენა ხარ
ან ის, ვინც უკვე მოასწრო თავის გადავიწყება
და შენამდე გზა შეიმოკლა! აქ დრო ჩნდება ჩვენთან ერთად
და ერთმანეთს როცა ვეხებით,
ჩვენ ვღრმავდებით
და შეხებისას დრო იმალება.

შენ გაგახსენდა,
წუხელ როგორ გეჭირა ჩვილი
და უმწეობის გულისცემა სულს გინათებდა...
შენ აღიდგინე, ისე გიყვარდა,
ისე ძლიერ, ისე ძლიერ, რომ შეგეშინდა
და ჩაიმალე შენში,
სადაც ვეღარავინ შემოაღწევდა... 17. 6. 2014წ.
 
nukriaДата: სამ, 22.07.2014, 23:12 | Сообщение # 135
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ მიეცე უიმედობას...
ეს ცოდვაა...
არ დანებდე ბოროტებას...
ეს სისუსტეა...
არ განუდგე სიყვარულს...
ეს ღალატია...
არ დათმო სიმართლე...
ეს დანაშაულია...
არ დაივიწყო მოკეთე...
ეს გულგრილობაა...
არ შეწყვიტო ლოცვა...
ეს აუცილებლობაა...
არ მოსწყდე სულიერ ფესვებს...
ეს სიკვდილის ტოლფასია...
იტირე...ეს შვებაა...
გაივსე გული უფლის სიყვარულით...
ეს გამარჯვებაა...
პ.ს.
არაფერი, უბრალოდ ჩემს თავთან ვსაუბრობ,
ცოტა ხმამაღლა...
 
nukriaДата: ხუთ, 24.07.2014, 19:22 | Сообщение # 136
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დუმილში ჩატოვე გაფიქრება,
არ გინდა მტანჯველი ხილვები შენც ხატო,
სათქმელი არ წამოგცდეს, მიივიწყე,
რომ არ გაცოცხლდეს და არ გამოგეცხადოს. დარჩი უწარსულო საწუთროს ამარა,
გაკრთობს მომავალი სუნთქვა ამ დუმილის
და უცნობ ბინაში წამლის შუშას
თვალებით მოსვამს დავრდომილი. ეზოში უპატრონო ძაღლები დარბიან,
ისინი ღამეს ყმუილით გამოხრავენ,
გაბმული ტკივილით დამუნჯებულები
თვალებით მეტყველებენ, არ ოხრავენ. ...და ბაღში სულ ბოლო ყვავილი _
კორპუსის თვალთვალის შემკრები,
ჭკნება დაჟინებულ მზერისაგან,
ვიღაცის თვალებში შენ ქრები. შენი მისამართი და შენი უბანი
აშენებამდეც კი ახსოვდა ქარს,
საწუთრო ძუნწია და ხელმოჭერილი _
ვერც შეევაჭრები ამ სოვდაგარს. გვიანი შემოდგომა, წვიმიანი,
აყალო ნაფეხურს ინახავს თარგივით,
წვიმით რომ ივსება და მერე ლივლივებს
ცის ანარეკლების ენაზე თარგმნილი.
 
nukriaДата: ხუთ, 24.07.2014, 23:21 | Сообщение # 137
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ცოცხლობ ჩემში... იყავ გამვლელი,
ჩაიარე და მიეფარე ხსოვნას
და თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდი... შენ თუ ხარ სადმე,
მხოლოდ სულში,
სადაც ანათებ,
სიყვარულია არაფერს რომ არ ისაკუთრებს,
იგი ისედაც ფლობს ყველაფერს,
ისე სავსეა... ...ჩვენ მოვედით
იმ ადგილიდან,
სადაც სინათლე წარმოიშვა თავისთავისგან... როცა გკითხავენ:
როგორია მამის ნიშანი, რომ ამოგიცნოთ?
უთხარით ყველას,
რომ ესაა სვლა სიმშვიდისკენ,
ღრუბლის ჩრდილივით,
რომ გადაივლის გულსა და თვალზე
და თავის ფეხით შინ რომ ბრუნდება. ეს დროა, მამლის ყივილსა და ყივილს შორის,
უძილარს რომ წამოგეწევა;
ის კრისტალია,
ჩვენს გულებში ჩაღვრილი ცრემლის
და ახლა მისთვის სულ ერთია
იყო და არა... მას საკუთარი ნათელი მალავს,
ვინც მუდამ ჩვენში იგულისხმება... მე ვარ შვილი სინათლისა,
თავს ვპოულობ მაშინ,
როცა ვუჩინარდები,
როცა შემიწოვს ჰორიზონტი
და ჩემს თვალებს სვამს დროსთან ერთად.
 
nukriaДата: ორ, 04.08.2014, 00:57 | Сообщение # 138
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზაზუნას სახლი შენი ხელი,
ჯიბეში რომ ვპოულობ,
ზაზუნასავით დაძვრებოდა
და რომ ვათბობდი,
ისე სწრაფად კარგავდა ყინულს,
ისე დნებოდა, გააზრებასაც ვეღარ ვასწრებდი.
შენ კი ჩემი მკლავის კარვიდან
ამომხედავდი ზაზუნასავით
და ჩემში მეორდებოდა რეფრენის სითბო:
“ზაზუნა ჩემთან ერთად”... ჩვენ ხელებით ვსაუბრობდით,
ჩვენი სათქმელი ეძებდა მხოლოდ შეხების ენას
და სიტყვამდე ვერც კი ვაღწევდით... იყოს ეს ლექსი “ზაზუნას” სახლი,
სადაც გაბოის ხმა დაიბუდებს
და ზოგჯერ გულში მაინც ვიტყვი:
“ზაზუნა ჩემთან ერთად.” ის დრო, სულ აქვე მეგულება სამოთხესავით,
აქვე და არსად
და გული მუდამ იქით მიმიწევს.... 26. 6. 2014წ.
 
nukriaДата: ხუთ, 07.08.2014, 15:25 | Сообщение # 139
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უშენო დრო...
/აგვისტოს ეპისტოლე/ დღეებს გამსჭვალულს უშენობით,
როგორ ვუშველო,
ვარ უშენოდ და უშენობის სივრცეს ვიშენებ,
დუმილი ისე მისაკუთრებს,
ლამის მიშვილოს,
სიცარიელეს ვეღარ ვუძლებ თუ არ მიშველე. რაც თავს გადამხდა, რა ვიცოდი..
მაგრამ აქ რომ ვარ -
ვეძებ გასაქცევს,
ვირტუალურ დროში ვსახლდები...
რა მწარე იყო უეცარი შენი გაქრობა
და მყისიერად გამოცლილი ყველა საყრდენი. არაფერია, არაფერი,
სულ არაფერი
და არაფერშიც შენს საძებნად შევეხეტები,
გამჭვირვალეა ხელისგული,
რომ ავიფარე
თვალზე და ახლა
ყველაფრიდან შენ იხედები.. 7. 8. 2010 წ. "შენ ცოცხლობ ჩემში" 2013
 
nukriaДата: სამ, 12.08.2014, 13:47 | Сообщение # 140
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სანდრო გირგვლიანის და მისი ტანჯული დედის,
ირინეს ხსოვნას! ხანდახან ნაბიჯის გადადგმა ძნელია,
მაშინაც, როდესაც ზიხარ და არ იძვრი
და ფიქრით მიიწევ წვიმიან ბაღებში
და ქარში. ქარ-წვიმა და ისევ ქარი ცრის;
ყოფილი დღეების, მრავალჯერ ჩავლილის
ნავლია, თვალებში გვეყრება ირიბად
და ტოლერანტობა ნულოვან ღიმილით,
ნულოვან-ნალოვან-განიველირება. მე შენთვის სიმღერა რომ წავიღიღინე
გამტაცა ქარმა და დაშალა ტაქტებად,
მოძრავი ბაღია ამ ქარის ნაკვთები
და ფიქრი, რომელიც სიტყვაში ჩაკვდება.
ნაბიჯი... ნაბიჯი... ყოველთვის ძნელია,
მეტადრე როდესაც გადადგამ არსაით...
აქ მარტო ორნი ვართ და შინ ფეხაკრეფით
საღამო შემოდის შვილმოკლულ დასავით. 13.08.2009
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გივი ალხაზიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость