გივი ალხაზიშვილი - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გივი ალხაზიშვილი
გივი ალხაზიშვილი
nukriaДата: შაბ, 28.12.2013, 00:21 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხელოვნურ ნაძვისხის ფერადი ბრჭყვიალი
გამოსცრის სიცივეს, _ ღამის ცას ედრება...
და დრო არც სულელი, მაგრამ არც ჭკვიანი, 
სადაც ჩვენ ვარსებობთ, კარდაკარ ეთრევა.

ბავშვებს კი თვალები მუდამ აქ რჩებოდათ
და მიაცილებდი სიმღერით შინამდე,
იქ, ღამე გახსნიდა ზღაპრების ჩემოდანს, 
მოხსნიდა გუდასაც და მერე... ფშვინავდნენ

ისინი, ვინც წაჰყვნენ ბურთებს საჰაეროს,
თვითონ რომ ბერავდნენ და ვიღაც ფუშავდა, 
ჰო, ზოგი თამაშის სუნთქვა საჰარაა
და ზოგჯერ ვარდნასაც ხომ არა უშავდა?!

დილით კი მინებზე ყინულის მაქმანებს
შეეძლოთ თამაშის ფრაგმენტი ენატრათ 
და ის, რაც ხსოვნაში გულდასმით დაგმანე,
შენში გადაიქცა ჩრდილების თეატრად.

გადავსებულია შენი კულისები
მუსიკით, საუბრით და უსახურობით
და ყველა მათგანში შენ იგულისხმები
და ყოველ მათგანსაც შენ ემსახურები

შენი წარმოსახვით, ძველი რეკვიზიტით,
სიტყვით, მოთმინებით, ვორდით და სისხლითაც 
და შენ ხარ მაგნიტი, უნდა მიგიზიდო,
რომ მზე ამოვიდეს სინათლის მისხლიდან.

რადგანაც თვითონ დრო დროის მპარველია,
ზოგისთვის ყულფივით წუთის გამნასკველი 
ყოველი სუნთქვა _ პირველია,
მუდამ პირველია ან უკანასკნელი...
 
nukriaДата: ორ, 30.12.2013, 14:37 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვთლი კომშს და ვსუნთქავ სურნელს ბიისფერს,
კახურად ვთლი და ვგრძნობ იმერულად,
ჩემ გულისცემას ახლა ვინ ისმენს,
ან თვალს ვინ ამჩნევს რომ მიმელულა?!

სიჭრელე ახსოვს თვლემის ღრიჭოებს,
უეცარ ხილვით გადაგლესილი,
რად ენატრებათ ამ უნიჭოებს
რომ მომაწვდინონ ხმა დაგესლილი?!

მაგრამ მე ვუძლებ ამ რეალობას
და სიზმარ-ცხადის ზღვართან კაბები
სურვილს და სურნელს აშრიალებენ 
სიამით ვნებაასაკაფები.

და ყველაფერი, რაც მე გიამბეთ
ამ ძველ ალბომში თვლემს ფოტოებად,
მაგრამ დროს უყვარს ძველი იამბის 
და სახეების გამოტოვება. 

ამიტომ ლექსშიც გადმოვიტანე,
ტანგოს რიტმი და ქროლვა ვალსების
და გოგო, როგორც მკლავზე გიტარა 
მე რომ მიყვარდა მთელი არსებით.
 
nukriaДата: ხუთ, 02.01.2014, 20:49 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სინი, საკუთარ მღვიმეში ვინც სხედან,
ამ მღვიმის სქესია, მგონი, მდედრობითი,
თავისივე სხეულს აღწერენ ვით ცხედარს_
გახრწნაში ჩარჩენილს. მანამდე დრო მიდის,

რომელიც ოდესღაც დაიწყო ბრეტონით,
გვიან გადმოიღო წიგნი დამტვერილი,
საკუთარ წყვდიადში ბრწყინავს მეტონიმი
კედელს მინარცხებულ ჭიქის ნამტვრევივით.

ხელოვნურ პეპელას არქმევს მეტაფორას,
სიტყვა ქინძისთავით მეც ხომ მიმიკრია,
ისევ გვეცინება დღეს მე და ბორიას,
ამხელს მსახიობსაც უნიჭო მიმიკრია.

ლექსით თუ გწყურია მღვიმის განათება
და ცივ ოფლს გამოყოფს შუბლი _ მაცივარი,
გაერთე, ამისთვის არ გელის ანათემა,
იგემე ნაყოფი სუბლიმაციური.

ხომ ჯობდა გადაგვედნო მე და შენ ის ღამე
სისხლით ნაკარნახევ რიტმის გაჯიბრებით,
როდესაც წუთები ჟრუანტელს ისხამენ
და ქრება რეალობის თვალები _ ქაჯი ბრები.

რადგან ამაოა შენთვის შეგონება,
აწებე, აწებე უაზრო ნაკუწები,
შენივე ხელები სხვისი გეგონება 
და თავს მეტრფესავით წაელაქუცები.

ბროწეულის სისხლით დაცვარულ ხერხემალს 
დავხედავ სიბრალულით, განა შურით,
შენ სიმულაციაც აღარ გეხერხება,
რაღას გაანათებ ჩამქრალ აბაჟურით?!
 
nukriaДата: შაბ, 04.01.2014, 22:20 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარი, მოძრავი პეიზაჟი:
ხეებსაც კი გაქცევა უნდათ
და ეს ქალაქი ქალაქიდან გაქცევას ცდილობს
და ყველა კარი ჭრილობაა, როცა იღება
და ეს ჩიტებიც საკენკს ამაოდ დაეძებენ
და მიფრინავენ ქალაქიდან,
სადაც ყვავილიც ვერ პოულობს
გასაშლელ ადგილს
და სისხლივით სდის მიწას ბალახი
და მათხოვრები სხეულების ნანგრევებიდან
ხელებს იწვდიან:

_ რა ღირს სიკვდილი?!

ხომ შეიძლება საკუთარ თავში ჩავიმარხო,
რადგან საფლავის მიწა ძვირია?!

უხმო სიტყვები თვალებიდან იმზირებიან
და ცხადად ვხედავ, თუ საიდან ამოდის ბინდი,
მალე რომ ღამედ გადაიქცევა
და გადაყლაპავს საკუთარ თავს და
ქალაქს მთლიანად
და იმათაც, ვინც გაქცევა ვეღარ მოასწრო,
ვინც მოქანავე პეიზაჟებს ვერ შეუერთდა
და განაგრძობს თავის სხეულში
საფლავის თხრას:

_ ამ ქალაქში რა ღირს სიკვდილი?!
 
nukriaДата: ოთხ, 08.01.2014, 02:06 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცხოვრება ახლაც გადის უჩემოდ, 
არც გადის, ეძებს გზას ინერციით
და დროო, უცხოვ და მიუჩვევო,
შენც ბინდს იკიდებ ძველი ვერცხლივით.

იმავე ბგერებს ეძებთ ტუჩებო,
ამოუთქმელი სიტყვის გასაღებს,
თვალებო, ფიქრით დასახუჭებო,
მანდ დამრჩა მზის და მთვარის ნასახი.

ვერ მივხვდი, როცა წავიღიღინე,
ძველი მოტივით თავს თუ გავთქვამდი,
ის გავიგონე, რაც ვერ ვიხილე, 
როდესაც შენკენ ნაბიჯს ვადგამდი.
 
nukriaДата: პარ, 10.01.2014, 02:27 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარაფერი მითქვამს შენთვის, გადავიფიქრე...
რა აზრი ჰქონდა,
ამეხსნა, რომ ამ ოთახში ვეღარ ვჩერდები,
რომ კედლები, ჩემი ძვლებით აშენებული,
იბზარებიან საკუთარი სიმძიმისაგან,
რომ ჩემი ყველა მოძრაობა
ან უნებლიე შორისდებული, გულს რომ მოსწყდება,
იმას ნიშნავს, რომ წასვლა მინდა,
საკუთარი თავიდან წასვლა,
ანუ შენში გადმოსახლება.
როდესაც შენკენ ნაბიჯს ვადგამდი.
 
nukriaДата: კვ, 12.01.2014, 01:21 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Spiritus

მგონი აქ ხარ... 
შენს სიახლოვეს ვგრძნობ 
და მიკვირს,
სიტყვებში როგორ შემოხვედი... 

სად ხარ, არ ვიცი,
შორიახლოს თუ ისევ გულში?! _

მე სულით გხედავ... 

უთქმელადაც ვსაუბრობთ ხოლმე _
ჩრდილების ენით
და ნაბიჯების ექოების მონაცვლეობით _ 
ჰაერის ჩქამით და ჰორიზონტით, 
იოტასავით რომ ინასკვება
და მხოლოდ გულში გავლებულ სიტყვით... 

წარმოსახვა სარეველაა,
ყაყაჩოსავით ლამაზია, მაგრამ ფუჭია. 
ჩამქრალ ოთახში უმიზეზოდ ირწევა ფარდა,
და მოჩურჩულე სანთლის ალი 
შენი ტუჩია.
 
nukriaДата: ხუთ, 16.01.2014, 22:35 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პირველმოწეულს დაგიკრეფ ნაყოფს, 
მოვიტან ღვინოს ძველ მოწნულათი,

წარმოსახვაა, ჩემში რომ ლაღობს,
ნავია, რითაც შენ მოცურავდი.
ანთია სხივი, თვალთა შემკრები
და იგი ისევ აქვე ბინადრობს, 
ხანდახან ღამის გულს მივეკვრები,
მეუთვალავედ რომ მოგინატრო. 
სანთელი არა, აქ სხვა რამ ენთო,
არსად რომ არ ჩანს და ვხედავ სულით,
მე ახლა შენით სავსე ვარ ღმერთო,
და სიხარულის ცრემლივით სრული.
 
nukriaДата: ორ, 20.01.2014, 22:32 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვისაც კი თვალი გავაყოლე, ის ჩემში დარჩა,
ვისაც კი გული გავატანე თან წამიყოლა,
აბა, რა ვუთხრა წუთისოფელს, ამ ბებერ ფარჩაკს,
აღარც კი ვიცი, ის იყო თუ არა იყო რა... 

რადგან უშენოდ ნუგეშიც კი არაფერია 
და ამ სოფელში ამაოა ყოფნა უშენოდ, 
რომ შენი სუნთქვა ცის ბაგიდან დანაბერია
და ვცდილობ სიტყვით სამალავი ამოვუშენო.

ჩვენ ხომ იმ წუთში ვიბადებით რომელშიც ვკვდებით, 
განსხვავებული არსებობა დროის ფანდია, 
მე მჯერა შენი დუმილის და უხილავ კდემის,
სხვა დანარჩენი, რა თქმა უნდა, სიაფანდია.

ჩემი დღეები, რაც მებოძა, ზოზინით მიდის
და ეს ცხოვრება დროებითი მისამართია,
არის იმედი, არის რწმენა და არის მითი 
და გულისცემა... ახლა გული მზის საათია.
 
nukriaДата: შაბ, 25.01.2014, 00:02 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიქრი

ხმა ქარმა წამართვა,
ცრემლი წვიმამ...

ფიქრიღა დამრჩა,
ფიქრში ისე მოგეფერები
მაინც შეიგრძნო მოფერება,
როგორც ბრმა გრძნობს
სითბოს ცეცხლისას.

რეგვენი

შემოვარდება მწერლობაში ვინმე რეგვენი
და ბუღასავით რქებს უღერებს დიდს და პატარას.
ასეთზე ითქმის:
ცოდვაა, ალბათ, არასოდეს დაუნახავს თავი საბრალოს
შორეული ვარსკვლავებიდან.

ოჯახური იდილია

მუხლზე მიზის ლაშა _ ბიჭი,
გვერდით ჩემი მარიამი,
გოგო ველის ნიავია,
ბიჭი მართლა ქარი არი,
კვირა დღეა, არას ვდარდობ,
დღე გათენდა დარიანი.

დრო

კენტი ვარსკვლავი ანთია ცაზე _
ბავშვობისდროინდელი,
მაშინდელია ის ღრუბელი,
ის კოინდარი.

სადღაც ვიყავი,
სად ვიყავი არ ვიცი თავად,
დრო კი არ გადის,
მე გავდივარ,
მე უკვე სხვა ვარ.

უხილავი ცრემლი

სხვა რაღა გითხრას
შავმა ღრუბელმა?!
წამოიტირა, გზები დანამა,
შენ რაღას იტყვი?
_ ბევრს ვეღარაფერს,
მეტირება და ცრემლი არა მაქვს.

* * *
გვალვაში ხეს რომ
წყალს დაუსხამენ
და ფოთლები აუთრთოლდება,
შენც ისე გითრთის
მთელი სხეული.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გივი ალხაზიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость