ნიკო გომელაური - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო გომელაური
ნიკო გომელაური
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:15 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ირგვლივ რომ ვიყურები
მაოცებს ეს ნაცია
-ჩემი ჩათვლით უკლებლივ
სუყველა ზარმაცია....
მოზარდსაც და მოხუცსაც
კაცია თუ ქალია,
დაუკარგავს ნამუსი
მასთან ერთად გრაცია...
მაგრამ ვერ გაგვამტყუნებ,
გვცივა და შეგვაცია...
ალბათ რას არ იკადრებ
ძონძები თუ გაცვია...
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:16 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მიყვარს თოვა, სიცელქე ამ ცის
მეც ვემსგავსები თავგასულ ყმაწვილს
მიყვარს ზამთარში სიძუნწე ფერთა,
მიმოფანტული ველებზე თეთრად
მიყვარს ნაძვის ხე, ბუხარი, სითბო,
ის ვინც ყოველ წელს საჩუქრებს ითხოვს
ჩემს ბიჭებთან როგრ მიყვარს,
დღის და ღამის აღრევა
რომც გტკიოდეს რომც გციოდეს,
იქ თქვით ლუდის დალევა
ჩვენ ერთად ვართ მთავარია,
მერე რა რომ ზამთარია....
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:16 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შუა ღამე დგება როცა
ვიღაც სტრიქონს წერს,
ვიღაც ფრენს და ვიღაც ცოცავს...
ზოგიერთიც სთვლემს,
მე კი ისევ ვთვრები, ვთვრები...
ვრითმავ, ვცოცავ, ვფრენ...
მე გავბედე ყველაფერი,
ნუ გაბედავთ თქვენ...!
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:16 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიღაცა პოეტია, ვიღაცა სვანია,
ერთისთვის რომია, ერთისთვის ვანია

ამისთვის ქალია, იმისთვის კაცია,
ვიღაცა ფხიზელია ვიღაცა მთვრალია.
"ნახე რა ცუდია რამდენი დალია"
უნდა დაეთანხმო თითქოსდა ვალია.
ზევით ეკამათე ჩემი რა ბრალია
დაფიქრდი საერთოდ მე შენთვის მცალია?!
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:17 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი

და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს,შვილებს,შემიანებს,მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას ...
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:17 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოხვედი მგონი შორეულ ციდან,
ერთი ვართ ორნი,-
არავინ გვინდა....
თვალები გიშერი,ბაგე კი ლალია,
ერთი გაქვს მინუსი-
ცოტა ხარ ძალიან.
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:18 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე გავბედე ყველაფერი,
ნუ გაბედავთ თქვენ...!
 
nukriaДата: ხუთ, 02.08.2012, 15:33 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს...
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს...
 
nukriaДата: სამ, 07.08.2012, 16:16 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ნაბიჯები დაემსგავსნენ რითმებს...
ცრემლებმა კი გრძნობა მომცეს რიტმის...
ღმერთი,ალბათ,ამიტომაც მითმენს
და მპატიობს სულყველაფერს თითქმის...

დიდსულოვნად მაკვირდება მთვარე...
ძმაკაცივით თან დამყვება ქარი...
რაც მე ზეცა ცრუ ლოცვებით ვბზარე-
სხვისთვის უკვე ჩამოკრავდა ზარი..."
 
nukriaДата: პარ, 10.08.2012, 22:59 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი..
.
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო გომელაური
ძებნა:

მოგესალმები Гость