ნიკო გომელაური - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო გომელაური
ნიკო გომელაური
nukriaДата: შაბ, 11.08.2012, 21:29 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..

გიყურებ - მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.

ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.

რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე...
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?..
 
nukriaДата: ორ, 13.08.2012, 17:20 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ვთქვა?–ზოგჯერ რა არ მომდის თავში
რა აღვწერო,მამული თუ მოლი.
იქნებ ზღაპრით გავახარო ბავშვი?
ან სონეტში დავიმკვიდრო როლი?

რა ვთქვა ლექსად?ხეს რომ ებრძვის ქარი?
იქნებ ზამბახს მოვუწონო ღერო?
ან ვამხილო ცოლს როგორ სცემს ქმარი...
იქნებ სულაც პოემები ვწერო?

მოდი,შევქმნი გრანდიოზულ რამეს,
მას დავარქმვ "ვარდისფერი რაში"...
თუ სჯობია,გავუფრთხილდე წამებს?
–ვგრძნობ,ვბერდები ამდენ მელნის ღვრაში.

ტყეს მივუძღვნი მცირეოდენ სტროფებს
(მისთვის არა,რომ მეტყევემ მიქოს).
ამის გამო,ახლა ზღვა ჰყრის ცოფებს
–მასაც მივწერ რამდენიმე სტრიქონს.

მივწერ პეპლებს,დინოზავრებს,ტურას
მზეს,ვარსკვლავებს,ზეცას,მიწას,მთვარეს,
ვინც დაფრინავს,ვინც დადის,ვინც სცურავს...
ჩემს ძმაკაცებს,დღედაღამე მთვრალებს.

მოკლედ რა ვთქვა?–არჩევანი ფართო.
ცელქი რითმა,განა ლექსებს იკმარს?!
ამ დროს სახლში მელოდება სატრფო
და ეჭვობს,რომ მუზა უფრო მიყვარს."
 
nukriaДата: სამ, 14.08.2012, 22:13 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი,
მაგრამ ასე, გფიცებით, არ არი,
ეკლესია ვერ იქნება აბჯარი,
სულით თუ ხარ მკვლელი, ქურდი, ვაჭარი.

შენში - შიგნით აიშენე ტაძარი,
გაუფრთხილდი, არ გაუჩნდეს ხანძარი.
ძმას თუ შია - ვერ იქნები მაძღარი,
ხომ აქვს უნამუსობასაც საზღვარი.

ზოგს აცვია, სხვისი ქურქი ნახმარი.
ნუ მარხულობს, ოღონდ ნუა ახვარი.
თუ ლოცულობ, თან გიჭირავს ლახვარი,
ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი.

იმარხულე და დაანთე სანთელი,
მაგრამ კაცის თუ აღმოჩნდი გამთელი,
როგორც არ უნდა იყო ჯანმრთელი
- ბნელში წახვალ, დაივიწყე ნათელი.

ერთსაც განდობთ, მე სიცრუეს არ ვიტყვი,
ღვთისმსახურის საყვედური დავირტყი.
რა მოხდა, რომ ვერ გავიგე საკითხი?
ამიხსენით, ხომ ხართ ხალხი ნაკითხი:

არც უღმერთოს, არც მორწმუნეს ვედრები,
ვერ მივმხვდარვარ, თუმცა უკვე ვბერდები
- ვისაც არ გვაქვს მოშვებული წვერები,
ვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები?
 
nukriaДата: ოთხ, 15.08.2012, 14:10 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მზადა ვარ გავემგზავრო!..
-ცოდვა მიმაქვს ბარგად.

არ მინდა ვიდინოზავრო...
თქვენ იყავით მაგრად!

ვცდილობ,გავასწორო ფრთები,
რომ გავბედ ფრენა...
დღეს სიფხიზლით უფრო ვთვრები
-უფრო მიჭრის ენა.

ჰოდა,მოდი,გამატანეთ,
რა გადავცე...იმათ?
მაპატიეთ,რაც კი გავნეთ...
მალე მოვალ წვიმად...

ოქროსი თუ არ იქნება,
წვიმად მოვალ ვერცხლის...
იქნებ ვინმე დაფიქრდება...
იქნებ ვინმე შემცვლის...

მერე,რა ქვეყანას ძრავთ რო?!
-რაღაც ჭორებს ქარგავთ...
მე მზადა ვარ გავემგზავრო
(აბა,ჰე!..და კარგად!..)
 
nukriaДата: ოთხ, 15.08.2012, 20:54 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კანი აღარ მაქვს თუმცა - ხავერდი,
თვალებში ხომ ჩანს,რომ არ დავბერდი.

ამას ვფიქრობდი და ლექსად ვწერდი.
იღიმებოდა სარკიდან ბედი.
მჩხვლეტდა მე გული,მტკიოდა გვერდი
- ჩემში ბოლოჯერ მღეროდა გედი.
ეს იყო ადრე (ვიხსენებ სევდით)
- ჩემო რითმებო,რა მწარედ მცემდით.
 
nukriaДата: პარ, 17.08.2012, 16:19 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
N-ს

დავბრმავდი,ჩემს ცისფერ თვალებს
ცეცხლის ხაზი გასდევს ზოლად,
ვიღაც ალბათ დამაბრალებს:
თავს ვთვლი ჰომეროსის ტოლად.

არა,ჩემი დაბრმავება
სულ სხვაგვარი მირონია
- ეს არ არის არც წამება
და არც ბედის ირონია.

მე ველოდი ამგვარ შედეგს.
ვნატრულობდი,განა არა.
თვითონ ვთხოვდი ჩვენზე ზემდეგს...
შეისმინა - დამაბრმავა.

მიმაქროლებს ცაში რაში
დარდი,სევდა გამეყარა,
რადგან ერთ დღეს უცებ თვალში
სიყვარული ჩამეყარა.
 
nukriaДата: შაბ, 18.08.2012, 01:01 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარ მიყვარს ზღვის ნაპირი,
ვეღარ ვიტან ზღვას,

ვეღარაფერს ვეღარ ვიტან,
რაც გაგონებს სხვას:
ვეღარც ცეკვას,ვეღარც წვერებს.
შენზე ფიქრი დამაბერებს.
ვეღარ ვუსმენ Pavarotti-ს,
მინდა ვიყო კვლავაც ოცის.
აგვისტოს თვე აღარ მიყვარს,
ოცნება რომ ჩემგან მიჰყავს.
ცუდად ვხდები,როდესაც წვიმს
- გახსოვს? მაშინაც რომ წვიმდა...
რომ გიყვარდე,
რომ გახსოვდე,
რომ გინდოდე,
მინდა !
 
nukriaДата: ორ, 20.08.2012, 22:56 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"აღარ გვჯერა სასწაულის
(ამიტომაც გაჭირდა),

არც მომავლის, არც წარსულის...
ადრე, მსგავსი არ გვჭირდა.

დავიპყარით უკვე მთვარე
-განა კვლავ ქალწულია!..
ჩემთვის კი, რომ შემიყვარე,
ესეც სასწაულია..."
 
nukriaДата: სამ, 21.08.2012, 15:53 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტავ,რამდენი ფული მეყოფა
-სხვისი სიცოცხლის შევძლო ხელყოფა?

ჩემთვის არ იყოს შეურაცხყოფა,
სადღაც შეძრომა,თავის შეყოფა.

ნეტავ,დავლიო უნდა რამდენი.
რომ ბოროტების ვიყო ჩამდენი?
რომ მაღელვებდეს ნავთობსადენი,
შენთვის არ ვიყო ნატვრის ამხდენი.

ან რა თრიაქი მოვწიო უნდა,
გულში ჩავიდო რომ ბოღმის გუნდა?
რომ დავუმალო მათხოვარს ხურდა,
რომ დამავიწყდეს გულით რაც მსურდა.

ნეტავ,რამდენი უნდა დავწერო,
რაც კი მაწუხებს სრულად აღვწერო?
ეს არ მოხდება,თუნდაც დამცენ რომ,
თუნდაც ციმბირში გადამამსერონ.
 
nukriaДата: სამ, 21.08.2012, 20:48 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაცებს აღარ გვაქვს ძარღვებში სისხლი,
ჩვენს ქალებს რძე და ცრემლი დაუშრათ.
სანთლის დანთებით ვმალავთ ჩვენს სირცხვილს?!
დაუშვებელი,ვცდილობთ,დავუშვათ?!
ტლუმ გაიხარა,თავის თავს ვერ სცნობს მეორე ტლუში,
არისტოკრატი შეშინებული და პირმყრალია.
პატრიოტები ერთი მეორეს ესვრიან ზურგში,
ყველა მეორე გენერალია...
უსუსურები გამეფებულან და უვიცები.
გადახდილია ფული ტყვიებში,
ფული სიკვდილში გადახდილია.
მათხოვარი სთხოვს ხურდას მათხოვარს
და საფლავები კვლავ გათხრილია.
ჩემი ქვეყანა,გადაფლეთილი,
გაძარცული,დამწვარი ყანა...
ასე არ არის,ხალხნო?
ასე არ არის,განა?
აი,ამიტომ აღარ აქვთ ჩვენს კაცებს ძარღვებში სისხლი,
აი,ამიტომ რძე და ცრემლი დაუშრათ ქალებს.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო გომელაური
ძებნა:

მოგესალმები Гость