ნიკო გომელაური - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო გომელაური
ნიკო გომელაური
nukriaДата: ხუთ, 06.09.2012, 15:18 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აგვისტოს ოცდაცხრა,
ცხელი მზე რომ დაცხრა,
მალე დაიწყება "ხავერდის სეზონი"
სექტემბრის თვისება
-ქალაქი ივსება.
მზეზე გარუჯული ქალების თეძონი.

ჩემი ინტერესი
ღვინოა "ჰერესი"
და იმ ქალებიდან,ის ერთი რჩეული.
მას სხვისი ფერება
არ შეეფერება,
მისთვის გამივსია ლექსებით რვეული.

ვიყავი გრძნეული,
როგორც მთვარეული,
ჩემთვის უცხო იყო წამი მოსვენება,
ვნებად ვიღვრებოდი,
ღვინით ვერ ვთვრებოდი,
ისე ვიქცეოდი,როგორც მას ენება...

მაგრამ საოცრება
- გაფრინდა ოცნება
და ეს ყველაფერი აღმოჩნდა სიზმარი.
ცხადი - პროზაული:
თამადა ზაური,
ღვინო,მარტოობა,ლოქო და ქინძმარი!...
 
nukriaДата: ოთხ, 12.09.2012, 22:14 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიკვდილს ვუყურებ თვალებით კრავის,
ვფიქრობ - ბოლოჯერ ღმეთი მენდობა.

თან იმედი მაქვს სამოთხის კარვის
(მყოფნის ამისთვის მე თავხედობა).

მე როცა ვინმე მომიშვერს ლოყას,
არ დავიბნევი,გავაწნავ სილას,
ჩემი სიზმრები ჯოჯოხეთს ლოკავს,
ჩემი ოხვრები ჯოჯოხეთს ხიბლავს.

და როცა კრავებს გახრავენ მგლები,
მივხვდები,გული აღარ მერთვება,
შემაშინებენ მაშინ მე წლები
და მხოლოდ მაშინ ამეღმერთება...

როდესაც ცოდვას სიკვდილი მოჰყავს,
ჩვენ მერე ვუშვერთ მეორე ლოყას!..
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 19:16 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.

თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 22:52 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს.
ტყე ჩემია, მე მიგებენ ხაფანგს.
ანკესი მაქვს, ზღვას კი თევზი არ ჰყავს,
სარკე კი მაქვს, მასში ვინც სჩანს არ მგავს.

ტყვიები მაქვს, მაგრამ არ მაქვს თოფი,
კალამი მაქვს, ვერ დავწერე სტროფი.
საფულე მაქვს, შიგნით არ დევს ფული,
მანქანა მყავს, არ ტრიალებს რული.

საათი მაქვს გატეხილი ისრით,
სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით.
ძაღლები მყავს, მაგრამ მე ვერ მცნობენ,
ქალები მყავს, ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ.

სახლ-კარი მაქვს, გასაღები არ მაქვს,
სამშობლო მაქვს, გასაყიდად გამაქვს.
გავაგრძელო შევძლებ - თუმცა კმარა,
ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა...
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 22:56 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თქვენ იმშრალებდით ნაპირზე თმას,
ტერფს გიკოცნიდნენ ტალღები ზღვის.
Все вокруг влюблены были в Вас
Вы смотрели на всех свеху вниз.

ქარი პოეტი გიძღვნიდათ ლექსს,
ცრემლი სდიოდა უთქვენოდ ცას.
Вас в себя заманить думал лес
Воспевал глубину ваших глаз.

მე ამირჩიეთ რატომღაც თქვენ,
ალბათ, უსიტყვოდ გიცქერდით რომ...
И хожу я за Вами как тень
И боюсь я, что все это сон.
 
nukriaДата: სამ, 18.09.2012, 14:07 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმ დღეს ისე გამოვთვერი,
რომ მოგიყვე გაგაოცებს.
მეც მას მერე ცას შევცქერი
და ვბუტბუტებ ჩემთვის ლოცვებს.
ნუთუ ზეცა არ შემინდობს,
მიტევებას აღარ მომცემს?
დამსჯის,მირტყამს,მაღვრევინებს
არა ერთ და არა ორ ცრემლს?!
ბაღში შიშველს გამეღვიძა,
დამყურებდა...ეკლესია,
თითქოს ჩუმად მკიცხავდაო:
არ გრცხვენია,რა წესია!
მეც დაბნეულს და ნამთვრალევს,
ჟრუანტელი შემესია,
მაგრამ როცა გვიანია,
მერე რაღა საკვნესია.

ახლა ქალი შევანჯღრიე,
მას ეძინა,გვერდით მეწვა.
მასაც ჩემი არ იყოს და...
არც ეხურა და არც ეცვა.
თანაც კარგად დავაკვირდი
-ეხერხება უფალს ძერწვა.
გავაღვიძე და ვერ მივხვდი,
მხოლოდ მე თუ მასაც შერცხვა.

მოკლედ,რაღა გავაგრძელო,
რომ ვიხსნებ ცუდად ვხდები,
მაგრამ მაინც უაზროდ ვსვამ,
დღისით მძინავს,ღამე ვდგები.
რა ვუშველო საკუთარ თავს
-მეორდება შედეგები...
და წინადღის ნათვრალევი,
მზეს მე სად არ ვეგებები:

სარდაფში და აივანზე,
ხან ცხენებთან თავლაში,
ხან უცნაურ ხალხთან ერთად
-ყველა არის მალვაში.
ვულკანს არ ამოუხეთქავს
-ვიწვებოდი ლავაში.
სიზმარია ეს ცხოვრება,
სიზმარი და თამაში!

"ნუ ხარ გიჟი,დამშვიდდი!"
-ყველა ჭკუას მარიგებს.
"თორემ,მალე შეხვდები
ეშმაკებს და ვამპირებს",
რა ვქნა,რა ვუპასუხო,
რა ავუხსნა ამ პირებს?
-მე მაგიჟებს სიმშვიდე,
მე სიგიჟე მამშვიდებს.
 
nukriaДата: შაბ, 14.09.2013, 23:17 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ
და მექაჩება ცეცხლში სატანა,
ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,
უხ, რა ძნელია ამის ატანა!

მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო,
არ მეშინია მე შენი მადის.
არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს
- ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.

ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,
რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.
გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში
- ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა.
 
nukriaДата: სამ, 24.09.2013, 02:23 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Вы — мой жизни указатель
Вы — кирпич мой. Мой тупик.

… Богиня? То ли Божья Матерь?..
Я не понян. Ну, не вник!

Вы — звезда. Созвездье, может.
Может, вовсе — дивный сон!
Сон, мою печаль что множит...
Это значит — я влюблён?

О любви мечтали боги!..
Я? Я — просто человек:
Дождик? — значит, мокнут ноги...
Значит, перейду на бег.

И бегу… Бегу на встречу!
На «запрет», «тупик», «кирпич»!..
Вам тихонечко замечу:
Я горжусь, что Вы — мой бич!
 
nukriaДата: სამ, 24.09.2013, 02:24 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Судьбы, судьбы, судьбы...Радуга судеб.Мне понять их суть бы;В сущность вникнуть мне б...
Очи, очи, очи...Тысяча очей.Я — объятий зодчий.Страсти казначей.
Страсти, страсти, страсти...Страсти — целый вал!..Всех любил отчасти,Коли… целовал.
 
nukriaДата: შაბ, 05.10.2013, 16:44 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზოგს ლამზირა ევასება, 
ზოგს კი კოჭლი იამზე.
 
ჯუნა,ჯონის ეტმასნება, 
ჯიმიკიას ჯინაზე. 
აგინებს სიდედრი სიძეს, 
სიძე ხელს წევს სიმამრზე. 
მეზობელი ავეჯს იძენს, 
მეზობლების ჯინაზე. 
თვალი უდგას სოფლის მცხოვრებს 
ქალაქელის ბინაზე. 
მგელი დაგლეჯს რქიან ცხოველს 
ტლანქ მეცხვარის ჯინაზე. 
არ სცილდება ღორი ტყლაპოს 
ბუზი კვერცხს დებს მინაზე. 
ელვა-ჭექა ჰაერს აპობს, 
თვითმფრინავის ჯინაზე. 
რად ხარ ასე დარდიანი, 
ვინ მოგაკლო სინაზე? 
-ქალია ადამიანი, 
მხოლოდ კაცის ჯინაზე.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო გომელაური
ძებნა:

მოგესალმები Гость