ნიკო გომელაური - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო გომელაური
ნიკო გომელაური
nukriaДата: ორ, 16.12.2013, 19:29 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იყო ბაზარი,უზარმაზარი
და მატყუებდა არაბთა მოდგმა
მე ვარ მგოსანი,პატიოსანი
ამიტომ ყველა ვაჭარი მომდგა.

ოქროს მტენიდნენ,არ დამერიდნენ
ფარჩას მაჩრიდნენ,მიქებდნენ რკინას..
და მოკვლა სურდათ...როცა ორ ფუნტად
მინდვრის ყვავილი ვუყიდე ნინას
 
nukriaДата: ორ, 27.01.2014, 14:59 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ ავირჩიეთ ერთხელ ბარაბა
და იმის მერე ვაწყდებით ნაღმებს
სიჩუმე ხეთქავს ყური ბარაბანს,
მცდარი ვნებებით ვიგუდავ ნაღველს.

ტონით მონურით,
მონოტორულით,
მე მასწავლიდნენ – რა შემერგება…
ვუსმენდი ვთმობდი,–
თუმცა ვერ ვგრძნობდი…
ჯერ არ მყოფნიდა ალბათ შეგნება.

ვიღაცა რწმენას იღებს იჯარით,
სასუფეველში ადგილს იბევებს.
გამოზუთხული ხშირი პირჯვარით
ცოდვა არ იკლებს, ცოდვა იბევრებს.

ფარისეველი ტაძარს აშენებს,
ოქროს ათეთრებს, ოქროს აშვიდებს.
ეს, არ მგონია, მეც დამამშვენებს,
ეს, არ მგონია, მეც დამამშვიდებს.

როცა ასაკი დამინთებს სანთელს,
უსასრულობა გახსნის დარაბას,
ნეტავ, ვის ვეტყვი უმთავრეს სათქმელს,
ღმერთს თუ ბარაბას?
 
nukriaДата: ოთხ, 05.02.2014, 17:31 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უკეთესი არ ვარ სხვაზე,
არც ნაკლებად უვიცი.

ვბრაზდები,თუ გამაბრაზე,
ან მატყუებ თუ ვიცი.

ვერ ვიცილებ ვერსად ფიქრებს,
რომ ყველაზე ცუდი ვარ.
ის "ყველა" კი კალამს მიქებს
და რატომღაც ვუნდივარ...
 
nukriaДата: ხუთ, 20.02.2014, 17:33 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ე რთხელ ვიყავი მთვრალი,
კ ოკისპირულად წვიმდა.

ა თი ათასი ქალი
ნ ეტავ რა ჭირად მინდა.
ი მ დღეს დაგვლოცა ღმერთმა
ჟ ინი გვიკურთხა წმინდა.
ა ბა, თუ არ ხარ ჩემთან,
რ აღა სიცოცხლე მინდა?
ა ხდა ოცნება ძველი,
ძ ილში რომ წარმოჩინდა.
ე რთი ხარ , ვისაც ველი,
ს ხვა , შენც არავინ გინდა.
 
nukriaДата: შაბ, 22.02.2014, 23:11 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უნდა იგრძნო ძმის ძლიერი მხარი!
ჩვენ ვართ ზღვიდან მოვარდნილი ქარი!
სულ ბრძოლაში მხოლოდ,მხოლოდ მაღლა!
ჩვენ ვართ მეცხრე,გადამწყვეტი ტალღა!

როგორც მიწის უეცარი ბიძგი
-ჩვენ ქვეყნისთვის შერკინებით ვიბრძვით!
სამშობლოსთვის მოგუგუნე ზვავი!
მისთვის ლელოდ დაგვიდვია თავი!

დასახევი უკან გზები არ გვაქვს!
საქართველოს თავი ლელოდ გააქვს!
ახლა გავშლით გამარჯვების აფრებს!
მოგვერიდეთ! დღეს ბორჯღალო აფრენს!!! —
 
nukriaДата: ოთხ, 26.02.2014, 00:32 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
- მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი
 
nukriaДата: შაბ, 22.03.2014, 11:47 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ხასიათით ვგავარ არლეკინს, სახით პიეროს
და ვთხოვ ცხოვრებას, მართლაც გარეკილს_
გამაძლიეროს.

ნუ გადამიხდის სამაგიეროს,
ზოგჯერ რითმები თუ მაქვს უხეში,
კაცს ემღერება_ უნდა იმღეროს,
სხვა რაღა არის აბა ნუგეში.

მე ხასიათით ვგავარ მოწაფეს, სახით_ პედაგოგს.
ბავშვობიდანვე ლექსით მომწამლეს_
ღმერთმა შემარგოს.
გადაუხდელი ვალი მემართოს,
არ დამტოვებენ ვიცი, მუზები,
ქება-დიდება მე ვერ შემათრობს
_მაინც არასდროს წავიკუზები.

მე ხასითით ვგავარ ფერიას, სახით_ ვამპირებს,
მე ავუსრულებ მთელს იბერიას, ჩემს დანაპირებს.
მივესალმები ბერძენ სატირებს,
ვგრძნობ, ჩემში ცოცხლობს იმათი გენი,
სხვისი სიცილი ხშირად მატირებს,
ხშირად მატირებს ცრემლები თქვენი .
 
nukriaДата: სამ, 25.03.2014, 11:40 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მამის არ მესმის (რომელიც არ მყავს),
რად მაძალებდა დღედაღამ არაყს?!

მაგრამ მამაზე რა ვთქვა? - უჰ,მამა...
წლები მაჩუქა,წამართვა წამმა...

და სადღაც ისევ,ისევ მარტოა...
რაღაც არ მითხრა,ისე დამტოვა.
როგორც კამათელს,დროს აგორებდა.
მხოლოდ ხარჯავდა,ვერ აგროვებდა.

თუმცაღა მოვრჩეთ,მოვრჩეთ ლირიკას
- "კვიცი გვარზე ხტის",ჩოჩორს ვირი ჰყავს...
 
nukriaДата: შაბ, 29.03.2014, 00:00 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ხასიათით ვგავარ არლეკინს,
სახით - პიეროს


და ვთხოვ ცხვორებას მართლაც გარეკილს -
გამაძლიეროს.

ნუ გადამიხდის სამაგიეროს,
ზოგჯერ რითმები თუ მაქვს უხეში,
კაცს ემღერება - უნდა იმღეროს,
სხვა რაღა არის აბა ნუგეში.

მე ხასიათით ვგავარ მოწაფეს,
სახით - პედაგოგს.
ბავშვობიდანვე ლექსით მომწამლეს
- ღმერთმა შემარგოს!.
გადაუხდელი ვალი მემართოს,
არ დამტოვებენ ვიცი, მუზები,
ქებადიდება მე ვერ შემათრობს
მაინც არასდროს წავიკუზები.
მე ხასიათით ვგავარ ფერიას,
სახით - ვამპირებს,
მე ავუსრულებ მთელ იბერიას,
ჩემს დანაპირებს.
მივესალმები ბერძენ სატირებს,
ვგრძნობ ჩემში ცოცხლობს იმათი გენი,
სხვისი სიცილი ხშირად მატირებს,
ხშირად მაღიმებს ცრემლები თქვენი
 
nukriaДата: კვ, 13.04.2014, 21:38 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ყარაჩოღლური
დაგედები მძიმე ლოდად,
ანუ - დაგელოდები.

დამებედა ალბათ ბოდვა,
შენ გეძღვნება ოდები.
დაგეხსნები,ვიცი,მალე
ანუ - დაგემალები.
კოცნა რატომ არ მაცალე,
არ მომანდე თვალები?
გადავაგდებ წითელ ვარდებს,
ანუ- გადავგვარდები.
ჩემი ლექსი არ გადარდებს,
სხვისგან გინდა ვარდები?
დავიბრუნებ მორიდებას,
ანუ - დავიბრიდები.
უსასრულო დრო მპირდება,
მკვდარსაც ამიხირდები.
დავწნი ლექსის ოქროს ბადეს,
ანუ - დავიბადები.
მაგრამ ღმერთი როცა გბადებს,
იქვე დარდებს ჰბარდები.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო გომელაური
ძებნა:

მოგესალმები Гость