ტიციან ტაბიძე - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 7
  • 8
  • »
Форум » ლიტერატურა » ტიციან ტაბიძე » ტიციან ტაბიძე
ტიციან ტაბიძე
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 22:49 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიყავი ერთხელ მე ანტონიო...

ვიყავი ერთხელ მე ანტონიო,
დღეს მართლა ვგევარ ნერონს მკივანი.
ბევრი ოცნება გამოვიგლოვე
და ბევრი მტანჯავს ეხლაც ტკივილი.
მომაგონდება ორპირის ფშანი,
დედის ძუძუსთან ვწოვდი უჟმურებს ―
რომ იყო მართლა გარდაქეშანი
ორპირი მითაც დაგაუძლურებს.
მიყავდათ ყანჩებს მკვდარი თევზები,
ხვილიფში სჭამდენ მგლები ჩვენ ხარებს.
ვიცი, ორპირი რომ დაივსება,
ვიცი, ორპირი ვერ გაიხარებს.
გაფრენილ საყდარს - უჭერო საყდარს,
ღამურა ისევ თავზე დაგორავს.
არ ეშველება ამ საქმეს წამხდარს
ადრე ვუტიე მე ანაფორას.
დედა, მე ვიცი შენ აღარ გძინავს,
ელი, ჩამოვალ მაინც უეცრად.
როცა რიონი სუნთქვას გაკმინდავს,
მას შენი გული დაყვება ფიცრად,
ვიცი, ყოველღამ აცხობ საკურთხებს,
დაღუპულ ქმარზე, დაკარგულ შვილზე.
ყველა დაშორდა დავსებულ კუთხეს
და მარტო დავრჩით გამოტირილზე.
ჩემო ძვირფასო, ჩემო ძვირფასო,
არ ვიცი, რა ვქნა, რით განუგეშო.
სირცხვილი არი რითმა ვეძიო,
როცა შენ გხედავ ასე მწუხარეს.
ჩემ მაგიერად სტირის გომბეშო,
ისიც ჩემსავით ცრემლს ღვრის მდუღარეს.
დამპალ ყავარზე ჩამოდის წვიმა,
თვითონ რიონი მოდის ეზოში...
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 22:49 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩააქრეთ სულში სიონის ზარი ...

ჩააქრეთ სულში სიონის ზარი
და ალავერდის წმინდა სანთელი,
ომში მიმავალ სამას ხევსურის
დიდ საყვირების კორიანტელი,
რომ არ ვხედავდე ცხელი შანთებით
მე გალურჯებულ დედოფლის ძუძუს,
რომ არ ვხედავდე სისხლის მარაბდას
ვაჟკაცთა ძვლებით ჩაკირულ კუნძულს;
რომ არ სტიროდეს ძველი მირონით
დაობლებული სვეტიცხოველი;
რომ ღვთისმშობელსაც არ ჰქონდეს მუდამ
დახვრეტილ თვალზე ცრემლი სოველი;
რომ ზღვათა მეფის დადიანის ქალს
არ მოკვდომოდა შვილი ოტია -
რომ არ მესმოდეს მართლა მიწისძვრა,
რომ მონგოლები ქართლზე მოდიან;
რომ არ მესმოდეს არაგვზე ოხვრა
ბატონიშვილის ალექსანდრესი;
რომ წიწამურზე ძვლების მაგიერ
არ იყოს ქვები სისხლით ნალესი.
ვინ გააჩერებს ამ ხმების გრიგალს? ―
ამდენი ძვლები რად დამიგროვეთ!
მე თუ მომთხოვდით სიმღერას ახალს,
მე თუ გინდოდით თანამედროვედ?..
ნუ შემიბრალებთ - მე ვარ ნაცარი,
ნუ შემიბრალებთ ― მე გავხდი მტვერი,
ნუ შემიბრალებთ, ეს არს რაც არი,
რომ აგონიით ასე ვიმღერი...
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 22:50 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ანანურთან

თამუნია წერეთელს

შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
მომაგონდები ამ ანანურთან.
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის,
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.

არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდი თამარს ვრუბელი.
ხარ დანგრეული შენ “მოდი-ნახე”,
ფეხმოტეხილი შენ ხარ ღრუბელი.

ისე ნაზია ეს მოგონება,
როგორც დემონის ფრთების შეხება,
სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა,
მოიბან შენი ირმის ფეხები.

დე! გაიხარონ იმათ მგოსნებმაც,
მათი ცხოვრება ხვალე იწყება,
ჩვენ მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას
დაფარავს მიწა და დავიწყება.

დარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადავრჩები.

ასე კვდებოდა ალბათ ათასი
და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური
ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი
და თვითმკვლელობის იავნანური.
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 22:50 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე

ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,
ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,
დამშრალი თერგი ერთი წვეთია,
მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.

წამექცა თავზე ცა გარღვეული,
და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,
და დარიალით გადარეული
თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.

და გადავყურებ ალმას უფსკრულებს,
კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს,
ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდეს.

ვიცი, მომელის მაინც ეს ბედი,
და ისიც ვიცი ჩემზე ახია,
ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი,
ან თავის მოკვლა რა ტრაბახია.

მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით
ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი,
ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით
ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი.

მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი,
საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა,
ვარ ავსებული შენით გულამდე
და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა.

მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,
მინდა გავიხსნა გული ალალი,
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
შენ ჩემს სიკვდილში არ გიდევს ბრალი.
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 15:05 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეარღნეები და პოეტები

...და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.
სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.
მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ, არაგვიდან,
რაც იყოს, იყოს, ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.
ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად?..
-ნინა, ნინა, ჩემო ნინა,
გათხოვება ხომ არ გინდა?
-გათხოვება რომ მინდოდეს,
შენი კითხვა მე რად მინდა?
ასე მეარღნევ, დაამტვრიე,
დასცხე, გეთაყვა,
აბა, რად გიღირს ერთი ძველი
შენ მუხამბაზი!
რამდენი ძველი სიყვარული
ამ მტკვარს თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება
ახლაც ჯამბაზი.
-„შაბათი რომ დაღამდება,
კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა,
რაღა მეშველება?“
ტყუილი იქნება, ჩემო ძმაო,
თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად
ჰქვიოდა თამრო!
ის სხვა სიყვარულს უეჭველად
გულში იმალავს,
რამდენიც გინდა,
თვითონ ვიცი,
იმას ჰყავს საქმრო...
ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ
ხელით წასული, -
საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს!
ვიცი, გიყვარვარ, რომ არ გინდა
მოკვდეს თამარი.
შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები,
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.
ცდები, მეარღნევ, გათხოვდება
ის შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც
რომ მოიწამლოს.
ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ
რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის
თავის მალამოს.
უბრალოდ ვკვდებით მეარღნეები
და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც
გვეპატიება...
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 01:54 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაშ, გამარჯვება!!!
თუ ჩემი ძმა ხარ ერთიც მიმღერე,
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით
მაშ, გამარჯვება, ტკბიო სიცოცხლე
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი...
ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს?
ვინ მისცა ფერი არაგვის ველება
როდემდე უნდა რომ მზედ ედინოს
გავარვარებულ ოქროს თაველებს?
სხვა რომ მოკვდება მისთვის რა არის?!
წავა,გაქრება როგორც სიზმარი
მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს
რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს!
სხვა საქართველო მაინც სად არის?!
რომელი კუთხე,რომელ ქვეყნისა?!
ვის თუთქავს აეე ცეცხლის ღადარ
ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?!
დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა,
და საქართველოს მედგას უღელი
მაშ, გამარჯვება ტკბილო სიცოცხლე
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი
 
nukriaДата: ოთხ, 04.07.2012, 20:33 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ნუ გაიკვირვებ, როცა გეტყვიან,
რომ ჩუმად არის ახლა ტიციან, -
პოეტი დღეს სხვა ოცნების ტყვეა,
ამის შესახებ მათ არ იციან.

რა საჭიროა აქ პირფერობა,
მართლა მხიბლავდა მე ერთ დროს „დადა“,
მტანჯავი იყო ეს გაორება,
მონანიება კი არის სადა.

ეშაფოტივით იდგა ქალდეა,
ეს ცა აქამდე თავზე დამტირის,
გული ყოველთვის პიტალო კლდეა? -
და გავხდი ერთხელ მეც დეზერტირი.

მაგრამ მომადგა გრიგალის სვეტი,
ახალ ბრძოლაში თავით დავეშვი,
სიტყვა არ არის ცეცხლის დამწრეტი,
ისე, როგორც ზღვას, ვერ დაცლის პეშვი.

დაფასთან ვდგავარ და ვშლი ძველ ლექსებს,
ცარცით კი არა, - სისხლით რომ ვწერდი.
საბჭოთა მიწავ! გიკოცნი ფესვებს,
ახალ ცხოვრების ვარ ალავერდი.
 
nukriaДата: ხუთ, 12.07.2012, 21:22 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
>>>>>>>>

არც ერთი სიტყვა არ დამცდენია
მხოლოდ იმისთვის,ლექსი რომ მეთქვა,
როცა პწკარები პწკარებს სდევნიან,
საკუთარ გულის მაშინებს ფეთქვა.

მაინც თუ ვერ ვთქვა,რასაც ვესწრაფი,
მე ამ ცოდვაში ბრალი არ მიდევს,
ვარ იდუმალი მხოლოდ მაზრაფი
და გული იკვლევს ლექსის ამინდებს.

გაგიგონიათ,ჩემო კარგებო,
რომ სიყვარული ძალით არ მოვა,
სიტყვა სიტყვასაც არ მიუდგება,
თუ ის სიმღერამ არ ამოსწოვა.

>>>>>>>>

და მეჩვენება,რომ ლექსის ძაფი
უძილო ღამეს ხელში ეკავა;
მოსკდება წვიმა თქეშით და ქაფით
და მოვარდება ლექსი წელკავად.

>>>>>>>

თუ ვაჟკაცობა პოეტს არ ახლავს,
თუ გულწრფელობა ლექსს არ ატირებს,
შთამომავლობა მის კვალს დაჰკარგავს
და ეს არავის არ გააკვირვებს.
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 21:52 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,
ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,

დამშრალი თერგი ერთი წვეთია,
მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.

წამექცა თავზე ცა გარღვეული,
და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,
და დარიალით გადარეული
თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.

და გადავყურებ ალმას უფსკრულებს,
კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს,
ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს.

ვიცი მომელის მაინც ეს ბედი,
და ისიც ვიცი ჩემზე ახია,
ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი,
ან თავის მოკვლა რა ტრაბახია.

მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით
ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი,
ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით
ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი.

მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი,
საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა,
ვარ ავსებული შენით გულამდე
და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა.

მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,
მინდა გავიხსნა გული ალალი,
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი.
 
nukriaДата: პარ, 27.07.2012, 15:04 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეფე ლომკაცმა, თუ მგელკაცმა დაგარტყა კვერთხი
და ჩემ წამებად შენ აღსდექი ქვეყნად, ქალაქო,

ბევრი ვაჟკაცი გალავანთან შემოიფერთხე,
მეც მინდა, გული სისხლის ლექსად შემოგალაქო.
მეც მიმინო ვარ, გოგირდის ტბას შენ რომ ჩაფალი,
მეც სიკვდილამდე წყურვილისგან მიშრება პირი.
ვიცი, სხვა ღმერთზე უწყალოა ქართლის უფალი,
მაგრამ მისი ვარ სამუდამო მე ოქროპირი;
ვიცი, გიცავდენ მეციხოვნე მორკინალები,
ვიცი, ძვლებიდან ამდგარია შენს ახლო მთები,
ვიცი, გთელავდნენ ყიზილბაშის ცხენის ნალები
და წაუჭრიათ ტაძრებისთვის ხმლებს გუმბათები.
თათრების სისხლით მეწამული გამხდარა მტკვარი
და როგორც მოსეს - სააკაძეს ხმლით გაუკაფავს;
გილეწდა კალოს ბავშვებისას თათრის ყევარი,
მიტომ ვერ გენდვნენ თამარ მეფის შენ ძვირფას საფლავს.
ბებერი ძვლები ირაკლიმაც ძლივს გაიტანა,
სული დამარხა ნარიყალას გამსკდარ ბასტიონს,
მესამე უნდა საქართველოს ზღვა შავ ზღვისთანა
- მარაბდის ველზე ვაჟკაცური ქართლი დასტიოს.
ვერ გიბედავდა რუსთაველი პირისპირ შებმას,
ვერც სხვა პოეტმა შენ აქამდე ლექსით ვერ გაქო
და უფრთხის ყველა სამუდამო შენ სისხლის ემბაზს.
ვაჟკაცობისთვის განწირულო, ძველო ქალაქო!..
თავი შეგაკლა საიათნოვამ, უცხო სომეხმა,
გემრიელ წყალით ნაქებია ძველადვე მტკვარი,
და თუ შენ ახლა პოეტისგან მოგესმის შესხმა,
ეს გედი მღერის - ყელწაჭრილი და ცოცხალმკვდარი.
მე ვარ მიმინო, ხახამშრალი და კაპოეტი,
მე ვარ ტფილისის აგონიით მკვდარი პოეტი...
 
Форум » ლიტერატურა » ტიციან ტაბიძე » ტიციან ტაბიძე
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость