ლექსები თბილისის ფორუმიდან - Page 15 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 15 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 13
  • 14
  • 15
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ლექსები თბილისის ფორუმიდან
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 00:28 | Сообщение # 141
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სადაც ყველა სახე მხოლოდ ნიღაბია,
სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი,
სადაც გულწრფელობა უფრო იაფია,
ვიდრე ერთი ჭიქა ყალბი კონიაკი.

სადაც გროვდებიან ჭკუისკოლოფები,
ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია,
სადაც არწივებად სხედან ოფოფები,
სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა.

სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია,
სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით,
ქარმა ფოთლებივით აურ-დაურია
ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები..
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 00:29 | Сообщение # 142
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარი უმოწყალოდ ნამქერს ალახინებს,
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.

მზერა უმიზეზო, სუნთქვა ქაოტური,
პულსი ვეღარ ითვლის გული რასაც ფეთქვას...
ისე ეტანება სისხლი აორტიდან
ყელში არტერიებს, ლამის დამიხეთქოს.

არ ვიცი რომელი რიცხვია რომელ თვის,
წლებთან ალალბედზე ვაგორებ კამათლებს.
დროა თვითმკვლელობის! და როგორც ყოველთვის,
სიცოცხლეს უსუსურ მიზეზით ვამართლებ.

სრული სიგიჟეა წასვლა უნაბიჯოდ!
და არის დარჩენა, ჩქარი ნაბიჯებით,
კიდევ არჩევანი და უნდა გავმიჯნოთ
ყოფნა არყოფნისგან, მაგრამ... დამიჯერე,

არ არის საშველი! და ბოლოს დარჩება
ამაოდ დაღვრილი ცრემლი - გალონებით -
და ან გადავრჩებით ან ვერ გადავრჩებით
არაამქვეყნიურ რაღაც კანონებით,

თუ ბედი ბედია! დაორთქლილ ფანჯრებზე
დახატე მაცხოვრის ფერმკრთალი პროფილი
და მუქშინდისფერად შეღებე მაჯებით
ზეცა, ულამაზო და უარყოფილი!

და ქარი... ქარი კი, ნამქერს ალახინებს
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 01:02 | Сообщение # 143
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შესავალი, დასაწყისი,

სულ ყველაფერს აქვს საწყისი,

ჩემი ლექსის ალბათ გესმის

მე კი ეს ფრაზები მესმის:

დილამშვიდობისა საყვარელო,

ჩაი თუ ყავა…

ყურადღება! ყურადღება!

მატარებელი 15 წუთში ლიანდაგებიდან გავა…

ალბათ სულ ყველაფერს

ააქვს აღსასრული,

მეც ამ "ლექსს" დავამთავრებ და...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 01:04 | Сообщение # 144
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიცოცხლე ყვითლად და მზე ლურჯად ანათებს,
სიგიჟემ სულ ყველა ნერვი ჩაითრია,
ყველა ემოცია დღეს გავასამართლე
და ეს დედამიწაც თქვენთვის დამითმია!

თქვენთვის უცნაური, ჩემთვის საყვარელი,
დღეს ჩემი სამყაროს კედლებს ვაფერადებ,
ხელებს ამოვავლებ ფერად აკვარელში,
წამის მეასედებს ვითვლი გაფრენამდე...

ჩემ კუთვნილ სამყაროს ვერვინ მოწვდება და
დროის ნაბიჯებიც გვერდით ჩაგვივლიან,
მასში სამეფოა ლამაზ ოცნებათა,
აქ ბედნიერებაც უფრო ადვილია...

ჰალუცინაცია მიწვდის ხელებს, მარჯვეს
და მეც გავმეფდები მათზე სანამ დროა,
სევდასთან ნერვულ ფსიქოზსგავამარჯვებ.
ჰო,
ეს საგიჟეთი ჩემი სამყაროა...
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 01:05 | Сообщение # 145
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ დამრჩა გული და არ დამრჩა ნერვები,
დაღლილ გულს სწყურია უსაზღვრო ძიება,
მალე მალ თოფისკენ გამირბის ხელები,
თუ თავი მოვიკალ, არ გეპატიება.

ბავშვობის წლები უკვალოდ გავიდა,
ბილიკზე იწყება სხვა გზების ძიება,
არცოდნით თუ რამე ცოდვას ჩავიდენ,
ჩემ ასაკს არ ცოდნა არ ეპატიება.

ჭიუხვში ჯიხვს მოვკლავ და ზურგით მოგიტან,
სახსოვრად ჯიხვის რქებს შენს სახელს დავაწერ,
გაოფლილ ლურჯა ცხენს ოფლს მოვწმენდ ბოგირთან,
ცეცხლივით ცხელ ტუჩებს წყაროზე დავაწებ.

რამდენმა ოცნებამ ქარივით გამასწრო,
ჯერ გაუთენები დღე ღამეს მიება,
და თუ როდესმე მე მაინც გიყვარდი,
ძვირფასო შენი დაკარგვა არ მეპატიება!
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 01:06 | Сообщение # 146
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ის დროა,როცა სულ ყველა
უნდა ხედავდეს სანატრელ სიზმარს
ახლა ის დროა,როცა ზარები
აღარ რეკავენ,უცდიან დილას.
მაგრამ ბუნებას სულ არ სურს ძილი
თეთრი ფანტელი ჩამოდის ციდან,
გათენებულზე ალბათ ბავშვები
გადათელავენ თოვლიან მიწას…
თუმცა ბუნება არ არის ერთი,
ვისაც არ სურს,რომ მოხუჭოს თვალი
ვისაც არ უნდა,რომ წარიტაცოს
სიზმრების გუნდმა ამ შუა ღამით
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 01:08 | Сообщение # 147
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დიდი სატკივარით ვიგვალები
და ჩემს გაოგნებულ არსებაში
დენთად გროვდებიან გრიგალები,
როგორც დასანგრეველ არსენალში.

მჯერა _ გარდუვალი აფეთქების
გზა და მისამართი ჩემშივეა,
მაგრამ დამუხტული საფეთქლების
უცბად დაქუხების მეშინია.

ვიცი, აღსარება წამიერი
ბოლო ნაბიჯია გადამწყვეტი,
ვისაც აიმედებს ცარიელი
სულის მწამებელი განსაწმენდი.

მე სხვა მანუგეშებს სასწაული
და ის თვალუწვდენი სიღრმეები,
სადაც უძლურთათვის აკრძალული
ჟღერენ წარმართული სიმღერები,
სადაც წაშლილია წვრილმანები
ძალით ბობოქარი სიდიადის
და გზა ასპიროზის ბრწყინვალებით
მიდის სიცოცხლიდან სიკვდილამდის.

ფერთა აღზევებულ სამყაროდან
ბორგავს ფეხადგმული მთაგრეხილი,
სულის გაღვიძების მახარობლად
ფეთქავს სიყვარულის ქარტეხილი.
სადაც მედროვეთა სიმახინჯეს,
ჟამთა მიმოქცევას უმკლავდება.
ნესტან-დარეჯანის, ბეატრიჩეს
და მათ უკვდავმყოფთა უკვდავება.
ძნელ გზას წარმოსახვა მიადვილებს, _
მათგან საუკუნოდ ნასესხები
და ჩემს წარმოდგენილ სინამდვილეს
ვეღარც დაცემული დავეხსნები.
ჯვარცმით გასავლელი სალხინობლის
სცენას სასწაულით გამოვივლი,
ცეცხლთან მოთამაშე მსახიობის
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 01:09 | Сообщение # 148
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცაც კი დაძველდა (დაუფიქრდი,
უკვე რამხელა
დროა გასული), მიაცოცებს
ღრუბლებად ხავსებს,
გყავს არაფერი (არაფერი),
თუმცა, ნახე რა
შვენიერია - სიცოცხლით და
სიკვდილით სავსე.

ბინდდება, რჩება, აღარ გრჩება
ალტერნატივა,
გრჩება ქალაქი (მისაღები
უკვე სრულებით)
სამოგზაუროდ, განაჩენად,
თანაც ნახე რა
მშვენიერია - ღალატებით,
სიყვარულებით.
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 01:18 | Сообщение # 149
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღსარება-მანიფესტი
/ახალგაზრდობას/ ჩემი შვილი ანტიმამა, ჩემი ცოლი _ ანტიმე,
აი, ყოფის შავი დრამა, აი, ფიქრი: _ ვაიმე!
საყვარელი სიზმრებს წაჰყვა, ახლა ვიცი, სხვისია,
გულმა მწარედ რეჩხი მიყო, ქარს მიჰყვება ნისია
წლები, წლები ნაავდრალი, ლექსებს შეფარებული,
სულ პოეტი... სულ აბდალი... და სულ შეყვარებული.
ზეცა _ სულის გუმბათი და მიწა _ ხორცის საყდარი,
სოფლის გზაზე მოხუც დედის სილუეტი გამხდარი.
გზა დამზრალი, დაზაფრული, ზამთარიც მიილია,
აქეთ თუ ძგერს გაზაფხული, იქით სულ სიკვდილია.
ჩაათავებ სტიქონ-სტრიქონ აღსარებას ლექსებად,
მოძალადე ქალის დარად მუზა აღარ გეშვება.
გაპატიეს ღალატი და ერთგულება არაფრით,
და თავს ირთობ სხვენს შერჩენილ ორნახადი არაყით.
სისხლს გიხელებს დეკოლტე და თეთრი მუხლისთავები,
ბერდები და ცხელ ალმურში მერამდენედ გაები.
ჰოკუსხელა თინეიჯრის ბღინძვამ მწარედ გაცინა,
მოინელებს საქართველოს ეიჯიზმის ბაცილა.
რის პეონი, ამფიბრაქი ანდა თუნდაც დაქტილი,
სტრიქონს ახრჩობს ლექსის ყელში კოჭლი რითმა გაჩრილი.
ხეიბარი არც სამშობლო, აღარც ლექსი არ მინდა,
ზედაზენზე ჟინჟლავ, ცავ, თუ სამოთხეში გაწვიმდა.
ვერლიბრი თუ კლასიკა? ობი ადევს ამ ბოდვებს,
ნეტა მეტი სადაო საქართველოს არ ჰქონდეს.
შენი წიგნი თაროზე თვლემს, ჭია ხრავს და იცინის...
ლექსს რომ შოუ ურჩევნიათ, შენი მკვლელი ისინი.
ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე,
და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე.
ვისზეც უნდა დაიყვირონ: _ "შედევრია"! ... "გენია"! ...
მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია.
ნელა-ნელა მიშუშდება გასისხლული მყესები,
მოდის ახალგაზრდობა, ლოდს რომ დაგლეჯს ლექსებით.
ადრე არის თქვენს თვალზე ბინდის დაკვრა ჯერ ლიბრის,
მჯერა თქვენი რითმის და მჯერა თქვენი ვერლიბრის.
რა უჩუმრად გტოვებენ შევერცხლილი მამები,
მიწას უერთდებიან ზეცას შესართავები ...
ვაზის ფესვი, ლერწა რტო ერთად ამოვთავთავდით,
თქვენ ხმაურში იზრდებით, ჩვენ დუმილში გავთავდით.
უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი,
ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით.
სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი,
თავს იმდენგზის ვაკვირდები, ბოლოს ვეღარ ვიცანი.
არა ცოლო, არა შვილო, არც კოჯრის ცავ, შიშველო,
ამ ჩემს ცრემლგულ აღსარებას დღეს შენ განდობ, მკითხველო...
წიგნიდან_,,ხსოვნის ანაბეჭდები".
2013წელი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
  • გვერდი 15 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 13
  • 14
  • 15
ძებნა:

მოგესალმები Гость