ლექსები თბილისის ფორუმიდან - Page 13 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ლექსები თბილისის ფორუმიდან
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 18:31 | Сообщение # 121
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუნდაც ჩავქრე. თუნდაც მოვკვდე. თუნდაც ერთხელაც არ ავდგე.
თუნდაც ტუჩზე დაგეყინო. თუნდაც დარდით გავქრე
თუნდაც ვეღარ მოგკრა თვალი. თუნდაც თქვა რომ მარტო დავრჩე
თუნდაც შევხვდე ტყვიას
მაინც მოგწერ მაინც მოგწერ მაინც გეტყვი სათქმელს
მაინც გრძნობად დავიშლები
შევიშლები მაინც.
სიტყვებს, რითმებს ტყვიებად გამოვთლი და დავიხლი ყველას
დილით მზესაც შენ მოგიძღვნი, ღრუბლებს გავწევ თუნდაც
შენს კანის ფერს ვაღიარებ ყველა ფერის ნაცვლად
შენთან ყოფნას ვიოცნებებ სიცოცხლეზე ფიქრის ნაცვლად
თუმცა... ვიცი გავცივდები ყველა მკვდარის ნაცვლად
ვიცი არც კი გენდომება ჩემთან ლექსის გაცვლა.
 
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 18:45 | Сообщение # 122
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვთენდები ახლა.
შენ ჰაერით გრძნობ ჩემს შემოსვლას.
მხრებიდან ქვევით. ნაწილ-ნაწილ
კიდით-კიდემდე.
ჩურჩული მახლავს,
როგორც იმ ქარს, თავის სამოსელს
დათოვლილ ტოტებს, რომ ატოვებს თოვლის საკიდზე.
ვმაღლდები უკვე.
ნამცეც-ნამცეც გეყრები ჭირხლად.
იქ, სადღაც შორს კი, ნაქერალას ათოვს უჩემოდ.
მე ერთხელ მოვკვდი
და მეორედ სიკვდილი მიჭირს,
ამიტომ წასვლას თუ გადავწყვეტ- არ შემაჩერო.
სველ თითებს ვგრძნობდი
წუხელ ისევ, დათოვლილ მთების.
შაორზე შარვალაკეცილი იდგა ზამთარი.
მახსოვს ის ქოხი.
მოგონილი. ჩემი და...
შენი
სხეულზე სიტყვად გაჩენილი კედლის ბზარებით.
თენდება სადღაც
და ხანდახან ნაბიჯის ხმაზე
კრთებიან ძილში, შორიახლოს ალბათ ნაძვები.
ხომ არის რაღაც, რასაც ხშირად სახელს არ ვარქმევთ
ვიგონებთ დროს და დროსთან ერთად ჩვენც ვიკარგებით.
ვთენდები ისევ.
შენ შაორის დგახარ ნაპირთან.
ვეშვები ქვევით, ნაწილ-ნაწილ.
ვჟონავ ქაღალდზე...
და ქოხში გიშვებ
სადაც ერთად ჩვენ არ ვყოფილვართ,
რომ ცხელი სუნთქვა გაგატანო ნაქერალამდე...
 
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 18:48 | Сообщение # 123
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე
შენ
მიყვარხარო...
ჩუმად ჩაგჩურჩულე,
შენ კი ამიხლართე გზები,
ვიღაც სხვა მეტრფისო, ფიქრი გამირთულე
ჭირსაც წაუღია სხვები.

მე
შენ
მიყვარხარო...
ზეცას დავაწერე
შენზე შევღაღადე უფალს,
გული გამომექცა ვეღარ გავაჩერე
შენი სიყვარული ღუპავს.

მე
შენ
მიყვარხარო...
ხელებს გიკოცნიდი
შენთან სიახლოვე მსურდა,
სხვებიც მეტრფიანო ასე მპასუხობდი
პასუხიც ასეთი უნდა.

მე
შენ
მიყვარდითქო....
ამას მოგაძახებ
გულს კი ჩამოვკიდებ ბოქლომს
ვერცხლი რომც მაძლიონ მაინც არ მივიღებ
გული შეეჩვია ოქროს
 
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 20:10 | Сообщение # 124
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენთვის დავღვარე
ჩემი სისხლის თეთრი წვეთები,
ნუ შორეულობ,
დღეს ეს სისხლი რადგან თეთრია,
თვითონ ვითხოვე,
მოვკვდე ამგვარ სულისკვეთებით,
რომ ჭაობიდან
ჩემი სული ამომეთრია.

მე ალბათ წავალ,
უხმაუროდ,
ყრუ ნაბიჯებით,
თავჩაღუნული გავუყვები უშენო გზაწვრილს,
იქითკენ,
სადაც უსიცოცხლოდ დგანან ფიჭვები
და
მიწას შენი აქ არყოფნა დღედაღამ აწვიმს.

და
მერე ალბათ
ეს ცხოვრებაც გამარტივდება,
ვგრძნობ,
ჩემი თავის მე ვარ ახლა მთელი სირთულე,
ზამთარი მოდის,
ჰოდა,
მიწაც უფრო ცივდება,
დააზრობს ყინვა სამარხებში ჩაყრილ ფიტულებს.

დღეს არაუშავს
თუ არ არის ჩემი გამგები,
სისხლს ვადენ ქუჩებს
და
თვითონაც სისხლით ვითხვრები,
ცაში იმარჯვებს,
აქ,
მიწაზე ბრძოლის წამგები
და
ამ ყველაფრის დასტურია მისი სიტყვები.

სისულელეა ეს ამდენი დავიდარაბა,
ეს უაზრო
და უფერული ქვეყნის ყაყანი,
გინდა პილატე დაიძახონ,
გინდა ბარაბა,
ვყვირი იესოს
და
გატარებ ხელში აყვანილს.
 
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 20:11 | Сообщение # 125
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გავალ უშენობით სავსე კედლებიდან,
იქნებ უშენობამ მაინც შემახსენოს
თავი,ამოსული ყელში ვედრებითა,
ლოცვა-ვედრებითა... აღარც შენ მახსენებ,
აღარც შენი ეზოს თეთრი აკაცია,
აღარც მეგობრები, მტრები_მით უმეტეს...
ტანში უცნაურად, რაღაც, გამაცია,
ესეც სასიკვდილო ნიშნებს მივუმატე.
ვიღას რაღად უნდა წლები ნასუფრალი,
მკაცრი დიეტა და ძალით მივლინება?!
როგორც, საშობაო, ბავშვებს, საჩუქარი,
ისე მიხარია შენი ღიმილები,

შენ რომ თმაშეჭირხლულ მთებში გადამალე...
ჩემი უშენობა ბრბოსთვის სეირია,
რომ ვთქვა ბანალურად_ცოტა გადამღალე...
შენთან ღიმილების ანტი-სეილია.

ბერეთელი
 
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 20:16 | Сообщение # 126
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბნელა.
შენ უფრო შორს ხარ,
მე კიდევ შენთან ახლოს.
მიკვირს, რომ ისევ ვბედავ ვწერო, ყოველთვის შენზე.
ნელი ქარები კოცნის ამ დედამიწის ლოყებს,
გნახავ და ჰაერივით,
გინარჩუნებ და თევზებს,
რომ ვემგვანები, მაინც მახრჩობს და მგუდავს სივრცე -
- სადაც არახარ შენ და
- სადაც ვერ ვხედავ ჟანგბადს,
და საღამოთი (როგორც ყოველთვის) ქურთუკს ვიცვამ,
უფრო და უფრო ვამჩნევ როგორ შეჭამა ჟანგმა
სკამი, რომელზეც გიცდი,
შენ მოხვალ.
მოხვალ ჩუმად.
მე წავიკითხავ ლოცვებს,
შენს მწვანე ლოცვის წიგნში,
შენ არ დახუჭო ოღონდ
თვალები, იჩურჩულე,
და ორის ლოცვას უფრო ახლოს მივიყვანთ
ღმერთთან.

ბექა ოთანაძე
 
nukriaДата: სამ, 21.06.2016, 23:15 | Сообщение # 127
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
განწყობების კოლექცია

განწყობა -1
დღე - დალაქული მოლბერტი,
განწყობა - ფოთლები ქარში.
კაცი - ცარიელი კონვერტი,
ქალი - მენდელსონის მარში...

განწყობა -2
ფიქრში ჩემს წარსულს ვფურცლავ თავებად,
თავდაკარგულ დროს ვზომავ წუთებით.
ჩემი ცხოვრებაც იქ გათავდება,
წუთს წამითაც რომ არ მოვუნდები.

განწყობა -3
ფანჯრებს შერჩენიათ ზამთრის ორნამენტი,
ყინვის სარკეებში ცა ისევ რუხია.
თვე - იანვარი, რიცხვი - ოცდაერთი,
განწყობამ კალენდარს დღე გადაუხია.

განწყობა -4
დღეთა ნამსხვრევები ჩემია უკლებლივ,
მქრქალი დღე სევდასთან ასრულებს უნისონს.
დღე არის მარტივი, განწყობის უქმეა
და აქ სიმარტოვე თავის თავს გულისხმობს...

განწყობა -5
განწყობა - უსამოსო საკიდარი,
ამინდი - ქალური ლოგიკა.
ახლა, ის არის საკითხავი,
გულს პირველი ვინ მომიკლავს?
ბედი - ოღრო-ჩოღრო, რილო-ჭრილო,
კაცი - ღორის კარგი სამწვადე.
მზერა - ოდნავ მარცხნივ, ირიბ ჭრილში,
ფიქრი - ფოტოები დაწვამდე...

განწყობა -13
ჰგავს დღეები გასწორებულ ლოგინებს,
ემოცია დგას გაღებულ კართან.
შეიძლება, აღარასდროს მომინდე,
გ კ ა რ გ ა ვ...
თანანო ბოლქვაძე
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 00:14 | Сообщение # 128
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უცებ დასცვივდა
უსუსური ყვავილი ქლიავს,
უცებ გახვეტა ქარმა,
უცებ შეირგო წვიმამ,
არაფერია...
ბრძენი მთვარე დამცინავად უღიმის ფერდობს,
და იმ ფერდობზე შავ-შავ რიკულებს
...რა საოცარი სიმსუბუქით ვაბიჯებ მიწას!
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 00:15 | Сообщение # 129
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუთუ სიბოროტე უფრო მეტად ფასობს,
ანუ ეშმაკია ახლა მეცენატი,
ჰოდა, ვხედავ ღამეს ჩემთვის კარგად ნაცნობს,
ჩიხში რომ მიმზადებს ტყვიას მეცამეტეს.

ანუ ახლა დროა უფრო არესული,
თითქოს გამოცოცხლდა ომის ყრუ ოდინი,
ხალხში უფრო მეტი არის აგრესია,
მე კი ვცოცხლობ მარტო კარგის მოლოდინით.

რა ვქნა, ასეა და თუკი მეცამეტემ
უნდა დამასწროს და უნდა შემიწიროს,
თუკი სასიკვდილო ელდა ეცათ ვენებს,
თუკი მიგატოვე მაშინ, შენც იცი რომ,

შენით ვსუნთქავდი და ძალით შემაჩერეს,
ძალით შეაჩერეს ჩემი სტრიქონები.
გუშინ მჭედელებმა ღამე ისე ჭედეს
შენი სიყვარულით ძლივსღა ვითოკები.
 
nukriaДата: ოთხ, 22.06.2016, 00:17 | Сообщение # 130
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმას გულის ცემა გაუხირდა,
გახდა დედამიწა იმპულსური,
ქუჩას დასველებუს რა უჭირდა
მქონდა ხასიათი მიყუსული...
...შენმა მონატრებამ, გაციებას
აღარ დავეძებ და ხასიათი
გამი... გამიფუჭდა, დაცილებას
ვეღარ ვახერხებ და ასიანი
უკვე სიცხე მაქვს და მაკანკალებს,
ალბათ ორმოცი მაქვს მონატრება,
უფრო პოეტურად გხედავთ ქალებს,
ახლა, წვიმაში და ორად ქრება
შენი სილუეტი, ქუჩის იქით
დედამიწა წვიმით ისე თვრება,
როგორც მიკიტანი სავსე ტიკით,
გაილეშება და დაეთრევა
სადღაც, ძველი ფილმის კინოფირზე
მოჩანს სუბტიტრები შემოდგომის,
თავზე დაიფარა ჭილოფი მზემ,
თითქოს უჩივისო გემოგლობინს.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ლექსები თბილისის ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость