ლიკა ყიფშიძე - Page 24 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ლიკა ყიფშიძე
nukriaДата: ორ, 12.05.2014, 15:26 | Сообщение # 231
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
–ამდენი თოლია?–არა,ეს თოვლია,ზღვის ზედაპირი კი, ცისფერი ბროლია!–მე შენი თვალებისოცნება მგონია–თეთრი და ფარფატა,მსუბუქი,ქროლვია!–ამდენი თოლია?–არა,ეს თოვლია,ციდან ჩამოცვივდათეთრი მაგნოლია!–მე შენი ქათქათასიცილი მგონია–ლაღი და გულწრფელიამყოლი,ჩქროლვია!–ამდენი თოლია?–არა,ეს თოვლია,ბაბუაწვერების ფაფუკი მოლია!–მე შენი ტუჩებისშეხება   მგონია–ნაზი და ნანატრი,ჩუმი და თრთოლვია!–ამდენი თოლია?–არა,ეს თოვლია,პაწაწა ქოლგებიბზრიალს აჰყოლია!მე შენი თითებისალერსი მგონია,თბილი და ნეტარი,ფაქიზი,ჟრჟოლვია!–ამდენი თოლია?–არა,ეს თოვლია,ზეცას წამწამებისწყება ჩამოშლია!
–მე შენი უსაზღვროგრძნობა რომ მმგონია–მძაფრი და უკვდავი,მდუღარე,ორთქლვია!–ამდენი თოლია?–არა,ეს თოვლია,ზღვის ზედაპირი კი, ცისფერი ბროლია!–მე შენი თვალებისოცნება მგონია–თეთრი და ფარფატა,მსუბუქი,ქროლვია!
 
nukriaДата: ოთხ, 14.05.2014, 23:21 | Сообщение # 232
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...ვინ მაიძულა გემო ვაშლისმე რომ გამეგო?ან ვინ დაარქვა ჩემს საქციელს-ცდუნება ქალის!ეს მე მინდოდა,მე შემიპყროცნობისწადილმა,უნდა გამეგოვერ გავძლებდი,რომ არ გამეგოიქეთ რა იყო,იქეთ,გაღმა ედემის ბაღის!არ მინანია,რად მინდოდა უდარდელობა,ან რად მინდოდა სულ სიმშვიდე,დილა მზიანი?ქარიც მინდოდა,ქარაშოტიც,წვიმაც და თოვლიც...ეჭვიც მინდოდა და ღალატიცთვალცრემლიანი!დიახ,მინდოდა ჭაპანწყვეტა,მინდოდა ტვირთი,მინდოდა მონაც ვყოფილიყავდა დედოფალი,მერე,რა?თუკი ვიქნებოდიქუჩის როსკიპიც,ვყოფილიყავი დარდიანიც,ხალისიანი!თუ ყველაფერი მექნებოდა,ვისთვის მელოცა?რაღა მეთხოვა ღმერთისათვისიმედის თვალით?ან ვით მეწოდა ედემისთვისსრულყოფილება,რაც ჩამოვთვალე ,უამისოდვიყავ მე ქალი?......ვინ მაიძულა გემო ვაშლისმე რომ გამეგო?ან ვინ დაარქვა ჩემს საქციელს-ცდუნება ქალის!ეს მე მინდოდა,მე შემიპყროცნობისწადილმა,უნდა გამეგოვერ გავძლებდი,რომ არ გამეგოიქეთ რა იყო,იქეთ,გაღმა, ედემის ბაღის!
 
nukriaДата: ხუთ, 15.05.2014, 22:55 | Сообщение # 233
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქართულ ალუბალს
შენ არჩიე უცხო საკურა...
მის მონატრებას გგონია რომ
რამე განკურნავს?
რა დამავიწყებს მე იმ ბაღის
ვარდისფერ სურნელს,
უიმისობის მწველ იარებს
რა დაარწყლულებს...
ალუბლის ფურცლებს
მაშინ ედო ფერი დაისის...
გადიყვავილეს და დროს გაყვნენ,
დრო ხომ არ იცდის?
მერე,კი,მერე...
ვერ აგანთო ფერმა მაცდურმა
და ჩემს ალუბლებს
შენ არჩიე უცხო საკურა!–
 
nukriaДата: ორ, 19.05.2014, 14:17 | Сообщение # 234
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვყოფილიყავი
ერთი ღამით მე სხვისი ქალი,
ვითომ,
რა მოხდა?
გული,ოხერი,ამოხტომას
მიტომ ლამობდა,
სხვისთვის არ მთმობდა? თუ შენ შეგეძლო
შენი თავის სხვასთან გამოცდა,
ნეტავი,ერთი!
მეც შემეგრძნო სხვის მკერდის ქვეშ
ფეთქვა და შფოთვა! ეჰ!როგორ,მოვცდი?
არა,იმიტომ,რომ არ მსურდა,
ანდა მეგონა,
რომ აღარა ვარ ძველებური...
ვნებას შეეძლო,მაგრამ გული
გრძნობას არ ყოფდა!–
 
nukriaДата: ორ, 19.05.2014, 14:17 | Сообщение # 235
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს ქოხში მოთოვს...
ქოხში, რომელიც აღარ არის ისე მკვიდრი,
როგორიც ერთ დროს,
იქ, სადაც უკვე უმოწყალოდ შებღალულა
რწმენის კედლები,
კედლებს არ ათბობს სიყვარული და ბუხარში
არ იწვის ვნება,
ძველ ცხაურივით დახვრეტილა, ჩამოშლილა
იმედის ჭერი,
ჩემს ქოხში ცივა, ისე ცივა, ისე ძლიერ,
როგორც არასდროს,
აუხდენელი ოცნებებით და სიზმრებით
გადაღლილ ქოხში,
იქ, სადაც ახლა ოდნაც ბჟუტავს, ხანაც ბოლავს
სევდის ლამპარი,
და ძველი სკივრი გავსებულა ფერგასული
მოგონებებით.
მე მეშინია, ჩემი ქოხი ქარის ქროლვას
ვეღარ გაუძლებს,
ფრიალებს ქარში და ჭრიალებს ეჭვის ჭიით
შეჭმული კარი,
ვზივარ და ვუცდი თოვლის მოსვლას დაცლილი სულით,
ვიცი, ითოვებს,
სიმარტოვე კი - ბებერი ძაღლი გაწოლილა
სადარაჯოზე.
ჩემს ქოხში მოთოვს... ნინო ალადაშვილი
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 10:48 | Сообщение # 236
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბათუმში ისევ წვიმდა,
ცრიდა
და ციმ–ციმ ციდან,
რაღაცნაირად,მშვიდად,
ცა ცვარ–მარგალიტს
შლიდა...
სიოს მოქონდა ზღვიდან,
ხმა,
პერანგს რომ იხდიდა,
თეთრ მაქმანების წყებას
ზღვა ნაპირთან რომ ყრიდა...
ირგვლივ სურნელი იდგა
მიწის,ცისა და წყლისა...
და წინწკალ–წინწკალ
მისხალ,
ცამ მძივი გამოისხა...
იმ დღეს ბათუმში,ისევ,
რაღაცნაირად,მშვიდად,
ცრიდა
და ციმ–ციმ ციდან
ცა ცვარ–მარგალიტს
შლიდა..
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 20:58 | Сообщение # 237
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გიგზავნიყვავილს..გიგზავნიყვავილს
ჩემსგულშიგამხმარს...
ზედწერილებიმივაწერე...
თუმცა,ხომ,ნახავ?
ხელისგულზეუნდადაიდო,
მიხვდები,ალბათ...
თუსითბოდაგრჩა,
გამოჩნდებანაწერები...
თუმაინც,აღარ,
არცაზრიაქვსმაშინწაკითხვას...
სუნიცხომარაქვს,
გამხმარია...
გადააგდე!
 
nukriaДата: ოთხ, 21.05.2014, 18:44 | Сообщение # 238
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,...იყოს რითმა ძველი,
გრძნობაც მოღალული,
სიყვარულიც იყოს
ღრმადამორალური...
ერთი ღამეც იყოს,
ორიც იყოს მშვიდი,
სად წაუხვალ სამს და
მიდი!...მიდი!...მიდი!''
 
nukriaДата: ოთხ, 21.05.2014, 18:53 | Сообщение # 239
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ მეუბნები,
რომ რაც იყო,ვერ დავივიწყებ!
ვერ გავახუნებ,რასაც
თავად დროც ვერ ერევა!
და ახლა ვფიქრობ,
მართლა იყო ჩვენს შორის წამი,
რომ გაირინდა და რომ
იქცა თვით უკვდავებად?
...ვშლიდი წერილებს
და მივდევდი ქრონოგრაფიას,
ვერ ვჩერდებოდი,
ამით თითქოს იმ დღეებს ვშლიდი,
ვეღარ ვაცლიდი მიწებებულს,
გულს,სისასტიკეს
და ირონიით,და ღიმილით
მათ რიცხვს ვითვლიდი!
ხოდა,შევჩერდი!
ივლისის თვე იდგა ფურცლებზე
და მონატრებას გასდიოდა
ოფლის ღვარცოფი,
როგორა ხარო?–მკითხულობდი,
მე გიპასუხე–მენატრები და
სულ დავკარგე სურვილი ნდომის!
მერე პასუხი წავიკითხე
და გავირინდე,
და გამახსენდა ეს სიტყვები
გრძნობის მტეველი,
–მე კი იმდენად მენატრები,
სიცხეს ვერ ვგრძნობო!
და გული გახდა ფაქიზი და
მიმტევებელი!
მე აქ შევჩერდი,მივანებე
წერილებს თავი,
გულს ჩამოვრეცხე სისასტიკე
ცრემლის ნაკადით,
ხო,არის წამი,უკვდავებას
რომ უდრის თავად,
ბედნიერება ასკინკილით
მათზე გადადის!
 
nukriaДата: ოთხ, 21.05.2014, 19:32 | Сообщение # 240
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ვქნა ვერ ვძლებ,ვერა, ვერ ვძლებ უშენოდ,
ახლა გრძნობას რამით უნდა ვუშველო,
ვერ ვიქნები,ვერა,ვერა მე მშვიდი,
მინდა ვიყო ისევ შენით შეშლილი!
ხარ–ირემის მსურს გინდოდეს ღრიალი,
ჭექა–ქუხილს დაგამსგავსო ზრიალით,
გულს შეუდგეს,გრძნობა,როგორც მეწყერი,
არვინ გყავდეს შენ ჩემს მეტი შემწევი!
დამეწაფო ცხრა გზის,ცხრა მთის მწყურვალი,
დაგეშილი აფთრის გქონდეს უნარი,
ჩამოზვავდე,სხეულს ექცე ნიაღვრად,
ჩემი ვნების უნდა იქცე ზიარად!
რა ვქნა ვერ ვძლებ,ვერა, ვერ ვძლებ უშენოდ,
ახლა გრძნობას რამით უნდა ვუშველო,
ვერ ვიქნები,ვერა,ვერა მე მშვიდი,
მინდა ვიყო ისევ შენით შეშლილი!–
 
ძებნა:

მოგესალმები Гость