ოთარ რურუა
|
|
nukria | Дата: სამ, 17.01.2017, 18:48 | Сообщение # 81 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისევ გაჰფანტა ღრუბლები ქარმა, კვლავ გაახილა მიწამ თვალები, მტკვრის წყალი შესვა სამეფო ჯარმა, რწმენით შეაღო მცხეთის კარები.
გაინავარდეს ცაში მტრედებმა, თავზე დაადგა ტაძარს ნათელი, სიყვარულისთვის ქრისტეს მხედრებმა გულით დალოცეს ორი ქართველი.
ისმის ყიჟინა... არწივნი ჰყეფენ, მცხეთას მზის სხივთა მოსავს კრებული, სვეტიცხოველში ჯვარს იწერს მეფე - მაღალ ღმერთისგან მირონცხებული.
ივერთა მიწა მადლით აივსო, ზეიმობს ერი - უფლის რჩეული, ეს ჯვრისწერა კი სამარადისოდ დარჩება... როგორც გამორჩეული.
ოთარ რურუა
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.01.2017, 18:54 | Сообщение # 82 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოგესალმები ჩემი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, თუმც აღარ სუნთქავ, ამ გულში ხარ... დარჩები აქვე! მართლმადიდებელს ურწმუნონი ხშირად გდევნიდნენ, მაგრამ ერს ახსოვს შენი ყველა კეთილი საქმე!
რა არ გიწოდეს, მოღალატედ შეგრაცხეს ლამის, მამულიშვილთ კი ქართვლის ხსოვნა სანთლად გვინთია! მთაწმინდამ გულზე მიგიწვინა შვილი კარგ მამის, მტრებს რომც უნდოდეთ, შენს ერთგულ ხალხს ვერ დაითვლიან!
ოთარ რურუა
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.01.2017, 18:58 | Сообщение # 83 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| –რამდენი ხართ,მითხარით? გაითვალეთ,ჩქარა! რაო?დათვლა არ იცით? არ მითხრათ,რომ,არა! –ტყვილა ბრაზობ,მამიკო, ტყვილა იშლი ნერვებს, ცოტა მოვიზრდებით და... ართმეტიკა–მერე!–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.01.2017, 19:00 | Сообщение # 84 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მთებს ცეცხლი წაჰკიდებიათ მზის სხივთა ოქროს დალალის, ნეტავ იქა მქნა ეულად, შენ შამხვდე როგორც ალალი.
ჩამამიქროლო, დამაცხრე, წამაწიალო ბუდეში. ბიჭავ, მაგ კლანჭის გაკვრაი იქნების ჩემთვის ნუგეში
დარდმა დამადნო ლოდინის, თითქოს ცას გამაეკერე, გაქრი მზესავით ღრუბლებში, ფიქრითა დამსვი ეკლებზედ.
რას მერჩი ვაჟო ქალი ვარ, განა ნაკვეთი ქვისაგან, შენი ნეკნის ვარ ნათალი და შენი წილი მზისა ვარ.
ჩამამიქროლე ორბივით დამწვდი და წამაწიალე, ან მე რას მტანჯავ ლოდინით, ან შენ რაზედა წრიალებ.
ეკატერინე ლომიძე
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.01.2017, 19:12 | Сообщение # 85 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მინდა ამღამ შენი კოცნით მქონდეს ბაგე დანასეტყვი... ნეტა დედა რას გაგიგებს, თუკი თვითონ არას ეტყვი.
შენ იყავი გიჟი ვნების მსაჯულიც და განაჩენიც... სადაც დედა მოტყუვდება, იქამც იყოს მამაშენიც.
ნაკვერჩხლებად გადმებნიე, მათევინე თეთრად ღამე, თუ დედ - მამა მოტყუვდება, ეშველება ძმასაც რამე.
უსასრულოდ გადამრიე, სანამ მიწას ჩავფარდები... ცოლი?! ცოლი რას გამიგებს, ხვალ თუ "მთელი" ჩავბარდები.
ლევან ალავერდაშვილი აცეკვებულ სუხიშვილებს როცა ვხედავ ამ ჩვენს დროში, სიხარულით მიძგერს გული ჩემს საკუთარ სამშობლოში.
ღმერთმა მისცეს დღეგრძელობა, კიდევ დიდხანს აჯანმრთელოს, გაუმარჯოს ცერზე შემდგარ, თავისუფალ საქართველოს.
ოთარ რურუა
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.01.2017, 19:13 | Сообщение # 86 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიწა მაქვს და მიწა მქონდა – დარი მამალ ხოხბის ფრთისა, მოყვრის მსასოებელი და დამზაფვრელი მოშურნისა! მაღლივ ღმერთი არ მაკლებდა შუბლზე მირონცხებულ ნიშანს, რკინას ვჭედდი, ვაშენებდი, საყდარსა და სანთლის ნიშას. მე ბოლნისის ლომებს ვთლიდი სულს ჩემივე ჩუქურთმისას, ვაზის ჯვარზე სხივს ვახვევდი კაბადუკიელის თმისას, საწნახელში ბიჭი იდგა ვადას ჩაფრენილი ხმლისას აკვნიდან რომ არ ენახა მშვიდად დაღამება დღისა. იქით ვეშაპს ხმალს ვუქნევდი, აქედ დიდოს, ლეკს და ხიზანს, წიგნიც დაწვეს, ვაზიც ჩეხეს, მაინც ვერ ეწიენ მიზანს. ზოგჯერ ჩემგან ჯვარწერილი მეზობელიც ამემრიზა, – შინაურმა თუ არ დამკლა მე მომხვდური ვერას მიზამს! მე ჩემი მაქვს მოსავლელი თვალი არ გამირბის სხვისას, წვეთ-წვეთად და მისხალ-მისხალ მიწა მეფე თამარისა! ვინც შეირგებს ჩემს ზედაშეს, – ჩოხას მივუბოძებ ძმისას, ვინც არა და ნუ მიიჩნევს თავს ამ ცა-ფირუზის ღირსად! აღარც ხონთქრის მეშინია არც შაჰის და ყაენისა, ხატზე ბევრჯერ გადავეცი ვინც მამული გაასხვისა! აღორძინებულო მზვარევ, მხარევ, გაბადრული მზისა ილოცვიდე დედაენას ჩინს საკუთარ თვალებისას, ზეპირობდე რვალზე წერილს სამუდამო პარაკლისად: – – `მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.01.2017, 19:14 | Сообщение # 87 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მზე სხივებზეა ფეხმძიმედ თურმე, ცვარმა ცრემლებად გადაიარა, იამ ყაყაჩოს მორცხვად აკოცა და,გაზაფხულზე იმშობიარა.
დილამ ჩამოხსნა განთიადს ბინდი, და ღამემ დღეზე იეჭვიანა, ცისარტყელასთვის სუყველა ფერი შენ მოგიპარავს ღიმილმზიანავ...
მინდვრის ყვავილად ამოკვირტულო, მზერა გაშიშვლებს თვალებბრიალავ, ყველა ღირსებით მელოდი,ვიცი, მაგრამ მე მოსვლა დამიგვიანდა.
აპრილში,კვირტთა თეთრად თოვაში, მაცდურმა–შენი კაბის შრიალმა, გამოაფხიზლა ყველა სურვილი, შენში–მე,მე–შენში გაამთლიანა...
ალისა ელიაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.01.2017, 19:14 | Сообщение # 88 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აი, გავიდა ეს წელიწადიც და ამჟამადაც დავრჩი უცვლელი: კვლავ იმას ვიცავ, რასაც ვიცავდი, კვლავ თავგზას მიბნევს სუფთა ფურცელი.
თუმცა ასეა, ასეა ყველა, ვისაც ჯერ გული ხალისით უცემს. მე მომემატა დღეს ერთი წელი და ამდენივე მომაკლდა უცებ.
გარეთ კი ხმელი ფოთოლი ცვივა და უფრო ადრე ბნელდება…(ბნელა). ასე მგონია, შენსავით ცივად, შენსავით მკაცრად მიმიღებს ყველა.
გწყალობდეს ღმერთი, ვით დღემდე გწყალობს. ზემდეტს და უხამსს არაფერს გკადრებ. მე ახლა შენგან სიძულვილს ვსწავლობ, როგორც სიყვარულს ვსწავლობდი ადრე.
ასეა, თუკი რაღაცას ელი, თუ იმ რაღაცას იმედით უცქერ… მე მომემატა დღეს ერთი წლი და იმდენივე მომაკლდა უცებ.
ოთარ ჭილაძე Фото საუნჯე Saunje.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.01.2017, 19:15 | Сообщение # 89 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შემომეჩვია წუხილი, ლექსის ნატრული ქალისა, კაფიაობის ქუხილი, მსურს მეხისებრი ძალისა. რითმების სუფრა გავშალე, ავჰყვეთ ბედსა და წერასა. მობრძანდით თქვენ გენაცვალეთ, ნადიმად გიხმობთ ყველასა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.01.2017, 19:16 | Сообщение # 90 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დგანან დევებივით კორპუსები, არ გვაქვს ბედნიერი დასასრული, ზოგჯერ ისე ძლიერ მომსურდები, აღარსაითა მაქვს წასასვლელი.
თვალნი ზეცის იქით გადივლიან, მხოლოდ ცრემლები თუ გამაჩერებს, მოსვლა ხომ ყოველთვის ადვილია, წასვლა - სასიკვდინო განაჩენი!
ტუჩზე ცრემლისფერი მძივებია, თვალიდან ტკივილით მოცელილი, "მარტოს არასოდეს გძინებია, ჩემი ნეკისნგან ხარ მოზელილი."
ყელზე ჩემი სუნთქვა გამჩნევია, (კიდევ ბევრგან იყო დასამჩნევი) შენ იცი, გაქცევა არ მჩვევია, მაგრამ აღარსად მაქვს დასარჩენი.
ჰაერი ნოსტალგიით დაინაღმა, თვალები ცრემლებით დამიმძიმდნენ, ამ ტკივილს ვერაფრით დაინახავ, ამ ტკივილს უნდა განიცდიდე!
სულს თურმე გაფრენა სდომებია, დამჭკნარი ხორცისაგან განსხვავებით, ცრემლები დახოცილი გრძნობებია, თვალებში მოკიაფე ვარსკვლავები.
დგანან დევებივით მომხდურები, არ გვაქვს ბედნიერი დასასრული, ზოგჯერ ისე ძლიერ მომწყურდები, აღარსაითა მაქვს წასასვლელი.
თორნიკე ნაროზაული
|
|
|
|