თამაზ მეტრეველი - Page 120 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
თამაზ მეტრეველი
nukriaДата: შაბ, 02.08.2014, 15:09 | Сообщение # 1191
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მეგონა, მე გიპოვე,
შენ კი ბევრს უპოვნიხარ,
თითქოს ციდან ჩამოთოვე,
თითქოს ცივი თოვლი ხარ...
რად მეწყინა, რად მეწყინა,
სხვების ნახვა შენს ახლოს,
თითქოს სული გამეყინა,
ეშმამ ხელი შემახო!
ბედს არაფერს აღარ ვკითხავ,
იყავ ვისიც გინდოდეს,
უეჭველად მოგაკითხავ
და ეს მინდა იცოდე!!!
მოვიყოლებ ჩემ გრიგალებს,
ჩემ ზვავებს და ღვარცოფებს,
და თუნდ ჰყავდე ხელთ ტიტანებს,
მათთან ყოფნას ნატრობდე!
ყველას, ყველას, ერთიანად,
ყველას ჩამოგაშორებ...
არ ასცდება მკერდში დანა,
ვინც დგას შენს სიახლოვეს!
ვერაფერი, ვერაფერი,
ჩემგან ვერ დაგიფარავს,
თუმც დაგიცავს ჩემი ხელი,
მერე ყველა მტრისაგან!
აირჩიე შენი ბედი,
მეტყვი? გაგერიდები,
სხვასთან თუ ხარ თეთრი მტრედი,
ჩემთან გედი იქნები...
შენ დაგითმობ ჩემს ყველა ზღვას,
და უთეთრეს ჩანჩქერებს,
თუკი ჩემი ნატვრა ახდა
ვერავინ შემაჩერებს...
შემოგხედე, სულს დაემჩნა
შენი ნათითურები,
მხოლოდ შენთან, ერთადერთთან,
ნატვრას დავასრულებდი
 
nukriaДата: შაბ, 02.08.2014, 15:13 | Сообщение # 1192
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარული არსებობს როგორ გითხრა, არ ვიცი, აბა, როგორ აგიხსნა,
სიყვარული არსებობს, მაგრამ, ალბათ, დროებით,
შენ რომ გნახე პირველად, თითქოს ზეცა გაიხსნა,
და მოედო მთელ ველებს ირგვლივ ყაყაჩოები...
მე არ ვიცი, რა იყო, ანდა, რას დავაბრალო,
ტალღასავით მოვარდი და ზედ გადამიარე,
მერე, იმწამს ჩვენს თვალწინ აყირავდა სამყარო,
რადგან რაც რამ არსებობს, შენს გარშემო ტრიალებს...
იცი, მაგრად არ მიყვარს ცრემლის ღვრა და კრუნჩხვები,
სიყვარული ეს შენი ატმისფერი კანია,
რომ იცოდე, ძვირფასო, როგორ მეჩურჩულები,
თუმც, კოცნაც კი არ იცი, ჰოო, არ გისწავლია...
ამის მერე როგორ ვთქვა, სიყვარული რა არი?
რატომ ჩნდება, ან რატომ ქრება უცბად, ვინ იცის?
ვინ დაახრჩო, ვის კიდევ წაუკიდა ხანძარი,
ვინ მწვერვალებს იპყრობდა მხოლოდ სიყვარულისთვის...
მე არ ვიცი, სად გაჩნდი, ვის კოცნასა ნატრობდი,
ვისთვის იყავ ნუგეში, ვისთვის ცისკრის ვარსკვლავი,
შორს დაფრინავ, ძვირფასო, მე კი გელი, ჩამოდი,
თორემ სევდა მომკლავს და გამომრიყავს ზღვასავით!!!
 
nukriaДата: შაბ, 02.08.2014, 15:42 | Сообщение # 1193
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხულზე წვიმა მაწვიმს,
დაზამთრდება მათოვს თოვლი,
შემოდგომა იყო მკაცრი,
გადაღლილი შენზე ლოცვით...
დავიცდიდი, დავიცდიდი,
დავიცდიდი კიდევ დიდხანს,
რომ მჯეროდეს ჩემი ფიქრის,
ჩემი ძველი მიზნებისა.
აყრილია ყველა გზები
და ბილიკიც არსად მიდის,
ეს დღეებიც მონაზვნები,
არსებობენ არაფრისთვის...
ვეღარაფერს თავს ვერ ვართმევ,
აღარაფრის არა მჯერა,
გლობალურად არ მიმართლებს,
საკუთარი თავის ტყვე ვარ...
როდის მაწვიმს, როდის მათოვს,
ერთმანეთში ამერია,
ველი, ველი, ველი მნათობს,
აღარც მახსოვს რა ფერია...
შენც გზაში ხარ, კვლავ არ ჩანხარ,
და დუელში ვიწვევ ჩემ ბედს,
გამიჩმახა ამ ჩახმახმაც,
გადმოწევაც კი ვერ შევძელ...
ბედი ტყვიას თუ გიმიზნებს,
რომც ეცადო, არ აგცდება,
ახლა რასაც ჩაიფიქრებ,
გაზაფხულზე აგიხდება...
 
nukriaДата: კვ, 03.08.2014, 01:55 | Сообщение # 1194
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყვარდი და მეც შვიდ ფერში გხატე,
რას არ მოვედე, რას არ გადავწვდი...
ალს ცეცხლი ვთხოვე და დავიმატე,
ცას სასიცოცხლო ვთხოვე ჟანგბადი...
რომ შენ სიყვარულს არ მოვეკალი,
რომ ჩემი თავის რწმენა მქონოდა...
რომ მესვა შენი ტკბილი ნექტარი
რაც ბავშვობიდან გამოგყოლოდა...
მედავებოდა რაღაც მორალი,
შემომჩენოდნენ წლები ჩავლილი...
წარსული სევდით ნაპასტორალი,
სული გრძნობისგან უკვე დაცლილი...
თვითონ წყურვილი შუბლს იჭმუხნიდა.
ლტოლვას კი ვყავდი ამოკეტილი...
დაცურებული შენი მუხლიდან,
მიმზერდა ვნება ძუძუს კერტივით...
რა დავაშავე ვფიქრობდი ჩემთვის,
სიგარის კვამლი ფილვებს ფატრავდა...
მთვარეს წამწამზე ეკიდა ცრემლი,
სხივებს გიწვდიდა მოსათაფლავად...
 
nukriaДата: ორ, 04.08.2014, 00:33 | Сообщение # 1195
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამომეცხადე უარებით აბჯარასხმული,
და მოწიწებას შენც რატომღაც ჩემგან თხოულობ...
მე მუდამ ვიცი სიყვარული ზღვარგადასული,
შენ წინ კი ვდგავარ დასჯილივით უენოდ, უხმოდ...
არა ვყოფილვარ არასოდეს გამგლეჯ-გამფლეთი,
და რასაც გული მკარნახობდა მეც ვუსრულებდი...
თუმცა ვიყავი ეჭვიანი, როგორც ჰამლეტი...
და მოვისროლე შენი თეთრი თაიგულები...
მე დავიღალე, აღარა მაქვს თავი ზღაპრების...
არც ტყუილების დაჯერება არა მჩვევია...
ბოლოს და ბოლოს სადმე ჩუმად ჩაგისაფრდები,
და მერე შენი უარები ვერ გიშველიან!!!
 
nukriaДата: ოთხ, 06.08.2014, 20:37 | Сообщение # 1196
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა მაფეთებს, რა მაფეთებს,
რომ ჩემს ადგილს ვერ ვპოულობ?..
ასე მგელი ცხვარს დაეძებს,
და ბრჭყალებით გულმკერდს უპობს...
ვერაფრით ვერ მივეჩვიე
ამ დღეების ანაბანას...
ბედისწერის ვკარგავ იმედს,
და წუთები კბილით გამაქვს...
გესმის? ზეცა ღრუბლებს უხმობს,
ექო ზეცას გადაუვლის...
რას გაუგებ ამ საწუთროს
გასწყვეტია ძარღვი შუბლის...
ფეხზე, როგორც ძაფის ბეწვი,
შემაცოცდა ტარანტული...
დაძარღვული კანი მეწვის,
მაყვლის ბარდზე გაკაწრული...
სადაცაა წვიმაც დასცხებს...
ამ მორიელს აქ რა უნდა?..
ნუთუ მიწას დავენარცხე,
თუ სამყარო გადაბრუნდა?..
 
nukriaДата: ოთხ, 06.08.2014, 20:46 | Сообщение # 1197
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა ცის სარტყელივით
გამოჩნდები ჩემს ახლოს,
თითქოს ქალი არასდროს
თვალით არ დამენახოს...
მათრობს მოტკბო სურნელი
ვარდისფერი კანისა,
მიყვარს მარგალიტები
შენი ყელსაბამისა...
როცა გქმნიდა შემოქმედს
უსაზღვრო ფანტაზია,
ესტუმრა და სამყაროს
თავზე გადმოაფრქვია...
მეტყველებენ საოცრად
შენი ნუშის თვალები,
როგორ მინდა მოვთოკო,
შევაჩერო წამები...
გამიგია ვენერა
მილოსელი და სხვანიც,
ცისფრად მანათობელი
ათასობით ვარსკვლავიც...
კი, მინახავს სპეტაკი
მწვერვალები თოვლისა,
ელვარება იმ თოვლში
სხივთა მანათობლისა...
მაგრამ შენ რომ შემხვდები,
შენ რომ შემომანათებ...
აი, რისთვის მოვსულვარ
თურმე ამ ქვეყანაზე...
 
nukriaДата: შაბ, 09.08.2014, 00:51 | Сообщение # 1198
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზოგჯერ მგონია, რომ არავინ არ მყვარებია,
რომ ვიტყუებდი თავს, რატომღაც თუ ვერთობოდი,
რომ არასოდეს, არასოდეს გამხარებია,
რომ დამყვებოდა მეც სულ ყველგან სული ბოროტი!
რომ ჩემს გაჩენას ანგელოზი არ ესწრებოდა,
რომ ღმერთებს ჩუმად დასცინოდა ლიუციფერი,
რომ ზეცა სეტყვის ღრუბელივით იქუფრებოდა,
რომ დღემდე დავალ, დღემდე დავალ კვლავ ფეხშიშველი...
რომ ქრისტეს ჯვარი გოლგოთისკენ მეც ზურგით ვზიდე,
რომ გაკრული ვარ მეც ამ ჯვარზე როგორც იესო,
რომ უკან დამდევს ბელზებელი და ეძებს მიზეზს,
რომ გადაბუგოს ჩემი სახლი და ჩემი ეზო...
რომ არწივი ვარ, მათ კი უნდათ ყვავად მაქციონ,
რომ დამჩხავიან თავს ყორანთა ლეგიონები,
რომ სული ჩემი ხელთ ჩაიგდონ და უსასყიდლოდ
მეც მიმსახურონ, როგორც ყვავნი, როგორც ყორნები...
მე ჯერ ვიცოცხლებ, სანამ ჰყვავის იასამანი,
სანამ ჩემს მთებში რუხისფერი მგლები ყმუიან,
სანამ მყინვარი კვლავ იქნება ასე მაღალი,
სანამ გრიგალებს საბოლოოდ არ ჩაუვლიათ!!!
 
nukriaДата: შაბ, 09.08.2014, 00:52 | Сообщение # 1199
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენთან მოსვლას ვაპირებდი,
ვარდის სურნელს მოვყვებოდი,
გადიოდნენ აპრილები,
მე კი მაინც ვოცნებობდი...
ქარიშხლები, ხორშაკები,
დამდიოდა, გულს მიჭამდა;
რად მეგონა მოგაგნებდი,
მაჩუქებდი სულის წამალს...
რად მეგონა, რად მეგონა,
ვარდი მარად ივარდებდა...
გადაქცეულს ანგელოზად
სიო ცისკენ მიგაფრენდა...
დადევნებულს ქარიშხლებმა
ჩამიხერგეს ყველა გზები,
შენმა ფრთებმა ქარისებრმა,
დაადუმეს ქარიშხლები...
დღესაც შენსკენ მოვიჩქარი,
გზებს მოვყვები ვარდებიანს,
მეხეთქება მკერდზე ქარი,
ისევ კვალი ამრევია...
ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე,
მომავალი შენსკენ გზები,
ქარი ლტოლვას მიასკეცებს,
ვერც ამ ვნებებს ვერ ვერევი,
შენს მაგიერ ცაში მერცხლებს
და ბეღურებს ვეფერები...
 
nukriaДата: შაბ, 09.08.2014, 00:55 | Сообщение # 1200
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა უფერულად გადიან წლები,
მიჯრით, მიყოლით, უმისამართოდ...
ყავის ნალექის იმედად რჩები,
თუმცა, რაც გსურდა, არც ყავა ამბობს...
არადა, ჯერაც შენს კანს სითეთრე
და ბზინვარება არ მოჰკლებია.
მალე აპრილი ისევ იფეთქებს,
ტყეში ხოხბებიც წამოფრთხებიან...
შენ კი, რატომღაც, ვიღაცის ჯიბრზე,
ვისაც გინდოდა, იმას ვერ ხვდები,
წაჰკიდებია ალმური მინდვრებს,
ვით ქალის ლოყა ანაღვერდლები...
შენ კი, ხეობის თეთრო ასულო,
კვლავ ფანჯარასთან დგახარ და იცდი,
წამი გრძელდება კვლავ უსასრულოდ,
მიიკლაკნება ქედებზე ნისლი...
ის კი ვერა და ვეღარ გამოჩნდა,
არსად ჩანს რაში ცეცხლისმფრქვეველი,
რაღაც წამებში მოსაღამოვდა,
გაუდაბურდა უცბად ტყე–ველი...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость