თამაზ მეტრეველი
|
|
nukria | Дата: ოთხ, 27.08.2014, 00:46 | Сообщение # 1211 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნათებ, მაგრამ არ ათბობ... ანათებ, მაგრამ არ ათბობ, მე კი უმზეოდ ვერა ვძლებ, ვიცი, შენ შენსას არ დათმობ, რომც იყო სახრჩობელაზე. მე ჯერაც ისევ გზაში ვარ, ამხედრებული მერანზე, ჭენებას გავუტაცივარ, თუმცა უშენოდ ვეღარ ვძლებ... მე ერთი რამე მაცოფებს, ვერ გამიგია რა ხდება, გადავუდგები ღვარცოფებს, მწვერვალს ხმლით ორად გავჩეხავ... და გთხოვ, ამ ალეგორიას, ნუ ჩამომართმევ კვეხნაში, თუ შემხვდი, ბედი მქონია, ამ დღეთა ბედისწერაში.,.. შენ თუ მზეობა გინდოდა, დარჩენილიყავ ზეცაში, შენს მეტი ვინ დამიპყრობდა, ამდენ ქალების დევნაში...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 27.08.2014, 03:53 | Сообщение # 1212 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მწარე სიმართლე საკუთარ თავს არა, ღირს ფუჭი მოთქმა და ოხვრა, სულს რომ აწმყოში სევდით ავსებენ... შენ ხომ იცი, რომ მეორედ მოხვალ, ბოლოს ხომ მაინც აღმოგაჩენენ... უსმინე, როგორ გალობს რიჟრაჟი, რაც უნდა წერო, მას ვერ აჯობებ... შემოქმედება არის მირაჟი, მუდამ რომ დაძრწის შენს სიახლოვეს... ჰოდა, მითხარი, რაში გჭირდება, ყველას მოსწონდე, ყველას უყვარდე; რამდენ ხანს გასძლებს შენი დიდება, ჰაა, დილიდან ღამის მწუხრამდე? თან, ვისაც შენ თავს ასე აწონებ, ყველანი სადღაც სხვაგან არიან... დაემორჩილე, ზეცის კანონებს, რამ აგიყოლა, რამ გადაგრია.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 29.08.2014, 23:32 | Сообщение # 1213 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნუ გამაჩუმებ ნუ გამაჩუმებ, ნუ გამაჩუმებ, მინდა ყველაფერს ფარდა ავხადო, მინდა დასრულდეს, მინდა დასრულდეს, დღეები ასე უმისამართო... ჰოდა, მცირე ხანს უნდა მაცალო, სანამ ვნებათა ხომალდს ავაგებ, მერე კი მინდა გზა მიმასწავლო, დარიალიდან დარიალამდე... ვიცი, წამოხვალ, ვიცი, მენდობი, და დარჩენილ გზებს ერთად გავივლით, ყველა სურვილებს შენ გაგენდობი, რომ ბრჭყვიალებდე, როგორც ყვავილი... რომ შორეული ცის ვარსკვლავები ფერხთით გიფენდნენ მბრწყინავ ხალიჩას, რომ მაგიჟებდნენ შენი თვალები, უჭკვიანესი ორი ლალის ქვა... ოქროსფაფარა კვიცებს გავხედნი, რომ გზა მერნებმა გაგვილამაზონ, რომ კარს გვიღებდნენ ბაღჩა–ბაღები, სანავარდო და საიალაღო...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 30.08.2014, 19:17 | Сообщение # 1214 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა გინდა, გთავაზობ, უბრალოდ, სიყვარულს, ვერ ვხვდები, უცნაურს რას ხედავ ამაში? ჩავკიდებთ ხელი–ხელს, დავიწყებთ სიარულს, კინოში, თეატრში, ქუჩებში, ქალაქში... ნუ კრთები, მე ვიცი, თუ როდის გაკოცო, და ჩემსკენ ჩუმჩუმად თვალებს ნუ აპარებ, მე ჩემი გითხარ და შენ თუკი არ მოგწონს, მითხარი, მაშინ, და ნუღარ გამაწვალებ... რას დუმხარ, ვერ ვხვდები, რამდენ ხანს გელოდო, ან შენი დუმილი მივიღო თანხმობად? თუ ეს სიყვარული თაროზე შემოვდო, და სხვები მოვძებნო, აქვე, შენს მახლობლად... რა მითხარ? სიყვარულს დუმილი უხდება? და რომ სიყვარული ყოველთვის უტყვია? მაგრამ ამ ლოდინში გული რომ წუხდება, ნახე, რაც გაგიცან, თხუთმეტი წუთია...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 30.08.2014, 22:39 | Сообщение # 1215 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იცი, ქალბატონო სიყვარულო, მართლაც, მოველოდი შენს სტუმრობას, მინდა ჩემი გული ინახულო, გული, ერთ დროს მე რომ მეკუთვნოდა... სუსტი ვარ, ვინც მხვდება, ყველა მიყვარს, როგორ დავუკეტო გულის კარი? შევლენ და, მერე, მე ვინ მკითხავს, თან მიაქვთ, რაც კი რამ გულში არი... თანაც მაბრალებენ უგულობას, რატომ და, მარტო ერთს რომ არ ვეტრფი, არ მესმის, რას ნიშნავს ერთის ტრფობა, არა სჯობს, თუკი ბევრს ენატრები? ან ეს რა წესია, ყველაფერზე, დადგე და ცრემლები აღვარღვარო... როგორ გავიქვავო თვალი ერთზე, სავსეა ქალებით ეს სამყარო... რა ბრძანე, რას მიზამ, ჯადოს ამხსნი? რომ არ შემიყვარდეს ერთის მეტი? იცი, გულს ერთიც ამომაცლის, ბევრი მირჩევია, გეფიცები.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 31.08.2014, 16:26 | Сообщение # 1216 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როცა შენსკენ ქარი ქროდა როცა შენსკენ ქარი ქროდა, ჩემსკენ იყო ქარიშხალი... ქარს მიჰქონდა, ქარს მიჰქონდა, ყველაფერი რაც მითხარი... ბევრი კენჭი ყრია ზღვასთან, ზღვაში ალბათ უფრო მეტი... მე მოვედი შენს კარავთან, სად იყავი, სად წახვედი... რად გამისხლტი, როგორც თევზი, თითებსა და თითებსშუა... ქარი გაქრა ლაქაშებში, ღამემ ტუჩი აიბზუა... აქეთ ბაღში ვარდი მოჩანს, იქით ბაღში გვირილები... ვინმემ ხომ არ დაგიკოცნა, მკერდზე თოთო ჩითილები?..
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 02.09.2014, 12:39 | Сообщение # 1217 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თვალს ნუ მარიდებ ქარის მოტანილს ქარი წაიღებს, რა მოაქვთ ქარებს სიცივის გარდა? თვალს ნუ მარიდებ, თვალს ნუ მარიდებ, მე შენთან ყოფნა მუდამ მიყვარდა... შენ კარგად იცი, რად მიკრძალავდნენ, შენთან შეხვედრას დრო და წამები, ცოცხლად მკრძალავენ, ცოცხლად მკრძალავენ, ჩემიანებიც, შენიანებიც... არ დაიჯერებ, მაგრამ ასეა, შენს მეტი მე სხვა არ მყვარებია, და თუკი გული გასკდომაზეა, ჩემსავით იქნებ სხვებიც კვდებიან... იასამანის თეთრი ყლორტი ხარ და რომ მეგონა მკლავზე მეწვინე, თურმე ყვავ–ყორნებს დაუკორტნიხარ, თურმე შენშიაც კი შემეცილნენ... როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა, რომ შენი თავი სხვებმა გამტაცონ, გთხოვ, გამიყვანო ამ სიზმარიდან, არა მსურს მომკლან, მირტყამდნენ, მძარცვონ... მართლაც, ვინ იცის, ხვალე რა ხდება, დროს რას გაუგებ, ვისი მტერია... ან, იქნებ, შენც სულ სხვა გენატრება, ვინც, იქნებ, ჩემი ფერხთა მტვერია...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 03.09.2014, 00:08 | Сообщение # 1218 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყველგან დაგხვდება, ყველგან, ყოველთვის, ის ვინც გროშებზე გაყიდის ქრისტეს; ის მომენტს უცდის და როგორც გველი, შემოხვეული ხერხემალს გიმსხვრევს... ის უეჭველად უნდა გამოჩნდეს, მუდამ გაცდუნებს მისი ნიღაბი, რომ გამოუვალ ჩიხში აღმოჩნდე, რომ გამოსცალო შხამი ძირამდის... ხარ ორ წყალს შუა, ხარ ორ წყალს შუა, და ორივეში გელის დახრჩობა... რომელში შეხვალ არა აქვს ჭკუა, როგორც ვნებისას ქალთან წაწლობას... არადა, ნეტა, რატომ მეგონა, გამიმართლა და ედემს მივაგენ, გველი თუ გყავდა ძუძუს მეგობრად, რატომ მაშინვე არ განმიმარტე! ახლა კი როცა ასე შევტოპე, და ჩემი სული ხელზე დაგიდე, ნუ გადამაქცევ, მართლაც, მეკობრედ, გთხოვ შენი ძუკნა თვალს გამარიდე..
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 04.09.2014, 00:59 | Сообщение # 1219 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ამირანი უნდა დავიხსნა ისე, მართლაცდა, გასაკვირია? ჩემი მეგონოს მთელი სამყარო... მე ქარიშხლები მკერდზე მივლიან, ცეცხლი ვარ, ხშირად კიდეც ვხანძარობ!! წინ გავირეკავ ჯანღებს და ნისლებს, მწვერვალებისკენ მინდა დავიძრათ, მართლაც, ვერავინ ვერ გადამისწრებს, მე ამირანი უნდა დავიხსნა... ჩემსკენ, ორბებო, ჩემსკენ სვავებო, გადავაშავოთ ცა ნაღვლისფერი, ვის უნდა ზეცა უვარსკვლავებო, ან პატარძლები ასე შიშველი... მართლაც, ვისია, მითხარ, ეს მიწა, ქალები ასე უღვთოდ ლამაზი, აქ დაბადება თუკი მეღირსა, იუდას ნაკოცნ ვერცხლზე რად გავცვლი... წამოდი, ერთად მოვიქარიშხლოთ, უფსკრულები და კლდეთა ტინები... ცოდვის სამყარო ფეხქვეშ გავიგოთ, ვლეწოთ ჯალათთა ხელბორკილები!!!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 08.09.2014, 22:29 | Сообщение # 1220 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თხოვნა ღმერთო, ცოტახანს ცაზე მამყოფე, მომწყვიტე მიწას, შავს და ცოდვიანს.. ნუ მაჭმევ ცრემლის მწარე ნაყოფებს, ნუ მასმევ ნთხლეს რომ ნაღებს მოხდიან... მეც დამამშვიდე, როგორც ამშვიდებ, მათ ვინც იპოვეს შენთან სავანე... შენ დამიცავი თუ შემაწმინდეს, სხვათა ნაღველი თუ სივალალე.. ნუ განმიკითხავ ფიქრს თუ ვუნდები, რომ ფიქრი ჩემი მძიმე ჯვარია... რომ სიყვარულით ხშირად ვბრუვდები, მისით მოწამვლაც თუ მიხარია.... შენი შვილი ვარ და თუ მიმიღებ მიწას მაღლიდან დავაკვირდები... მიწას, რომელსაც მგონი დიდი დღე არ უწერია, რომ დავფიქრდები... მართლაც ბევრი მაქვს შენთვის სათქმელი, მაგრამ არ მინდა რომ გადაგღალო... რადგან ზეცა გაქვს შემოსავლელი, ზეცაც და ალბათ მთელი სამყაროც...
|
|
|
|