თამაზ მეტრეველი
|
|
nukria | Дата: შაბ, 09.08.2014, 00:56 | Сообщение # 1201 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არის დღეები, ჩემი სული როცა ივსება, რაღაც სითბოთი, სიყვარულით, ბედნიერებით, ასე მგონია სხეულიდან ამოფრინდება, ვეღარ უძლებენ ამდენ რამეს გულის კედლები... და მეც წინ მინდა გავიხედო, უკან სევდაა, უკან სევდაა, მეგობრების დანატოვარი; უკან ნამდვილი შემოდგომის ფოთოლცვენაა, ვარსკვლავთცვენა კი, ვარსკვლავთცვენა ჯერაც წინ არი... დარდებს მოვისვრი, ვით მოსასხამს, როგორც მჩვევია, და სულთან ერთად სხვა ზეცაზე გადავფრინდები, და თუ მეგზურად სიყვარული ამირჩევია, სადაც ინებებს ჩემი სული იქ დავმკვიდრდები... და, თქვენც, ლანდებად მოვლენილნო მიწის სტუმრებო, თქვენ, ვისაც გშიათ, გწყურიათ და ხართ უსახლკარო, დაფიქრდით, ჰოდა, თუკი ვინმეს მოგეგუნებოთ, ჩემთან წამოდით, უსაზღვროა ჩემი სამყარო...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 09.08.2014, 00:58 | Сообщение # 1202 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ისევ ამცდა ნასროლი ტყვია... ახლა ვარდების სროლის ჯერია, რაც რამ გამაჩნდა ამ დღეებს მიაქვს, არც მეკითხება, რა მირჩევია!!! გავცქერი ჩუმად, როგორ მიცოცავს, მდინარის პირას აყრილი ნისლი, ღამემ ხელები გამომიწოდა, მთვარე ღელეში ფშატებთან მიცდის... არადა, თითქოს იდილიაა, გაყუჩებული ვდგავარ და ვუსმენ, ცხოვრება მუდამ ჩემზე წინაა, რადგან ვერასდროს ვერაფრით ვუსწრებ!!!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 09.08.2014, 16:24 | Сообщение # 1203 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვუსმენ რექვიემს და ვფიქრობ მზეზე, მორჩა ღამეებს ვეღარ ვენდობი, ცა დაიწვება და შუადღეზე, გადაჭრელდება ვნებით ფერდობი... მჟღერი ბგერებით აღტკინებული, მერცხლები ღრუბლებს შეესევიან, თითქოს ჩაუბამთ ალვებს ფარხული, და ერთმანეთის ტრფობით ტკბებიან... დარბაზებიდან გამორეკილი, შუა ქუჩაში უკრავს ორკესტრი, ეს რექვიემიც მკლავმოწყვეტილი, არის ფრაგმენტი ძველი კონცერტის... კარზე კი რეკავს გაბმულად ზარი, კარს არ გავაღებ, კარს არ გავაღებ, მე ვერაფერი ვერ მოვასწარი, შენც არაფერი შემომთავაზე... და ახლა როცა რეკს რექვიემი, და ღამე ფიქრობს თვალის გახელას, მწვანე ლარნაკში ჭკნება ტიტები, და ვიღაც ცდილობს ჩემს გადარჩენას...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 09.08.2014, 17:03 | Сообщение # 1204 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დილა ღიმილით დაიწყეთ! ინტერნეტ სივრცემ დამიპყრო, facebook-ს ვეღარ ვნებდები, მწვანედ იმდენ ხანს ვანთივარ, სანამ არ გამოვშტერდები. ავტვირთავ ახალ ფოტოებს, ვარ like-ების ლოდინში, ღამეს საიტზე ვათენებ, post-ებს post-ებზე ვაქვეყნებ, გავაზიარე ბმულები, google -დან დავაკოპირე შენთვის წითელი გულები. ფოტოზე გიწერ კომენტარს: "ვა,რა როჟა ხარ, დავეცი" სანამ leptop-ი გავთიშე მიდი,პასუხი გამეცი. ვიდეო ვნახე youtube-ზე, დაგ-tag-ე, ხომ არ გეწყინა? ცუდი განზრახვა არ მქონდა, მინდოდა ბევრი გეცინა. status-ით გიხსნი სიყვარულს, სახელს არ ვაწერ, ვინა ხარ, მალევე უნდა წავშალო, სანამ მოხვალ და გინახავს. უი,აქ ხარ და არა მწერ? აჰა, ესე იგი მღალატობ! შენ თუ გგონია ვიდარდებ... დღესვე list-იდან გაგაქრობ. mail-ად შენი გვარი მაქვს, password-ად ძველი ნომერი. უკვე იმდენჯერ შეცვალე, ვეღარ ვიხსენებ რომელი. წადი რა, ნუღარ მაბოლებ, რა ვირუსივით შემიჩნდი, შენს გამო chat-ი გავთიშე, პროფილსაც ხომ არ შევიცვლი! ნწ, ნწ რამდენ ხანს შემოვრჩი, აქ ყოფნაც ამომივიდა... გაზზე კარტოფილს ვხარშავდი, შემწვარი გამომივიდა... (იმპერატორი რომისა)
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 15.08.2014, 01:32 | Сообщение # 1205 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვერ მივხვდი დღემდე რა სევდას მალავს, რა სევდას მალავს შენი თვალები... ღმერთმა სამყარო რად არ შეცვალა, რად უყვარს ღამეს სევდიანები... ველოდი, მაგრამ არ გაიშალა კოკორი დილით გამოტანილი... რატომ ხმაურობს ასე ნიჟარა, რად კეცავს ფურცლებს თოვლში ყვავილი... მართლაც რამდენი რამე არ ვიცი... რამდენ რამეზე თვალი დავხუჭე... მომეცი, სევდას ვარდში გაგიცვლი, ან გისახსოვრებ ჩემ სიჭაბუკეს... სულ მალე ღამე ფარდას აკეცავს თეთრი და ცივი მთვარის თითებით... ვგრძნობ მწუხარება გაგიასკეცა ცამ ცრემლიანი მარგალიტებით...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 15.08.2014, 01:36 | Сообщение # 1206 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დედა–მიწა ვარ!!! სამყაროს გულში დარწეულა ჩემი აკვანი, დედა–მიწა ვარ, ჩემს გულ–მკერდზე დარგეთ ვარდები... ვარსკვლავებს შორის სულ ყველაზე ნაღდი ვარსკვლავი უკვდავებისკენ რწევა–რწევით მივემართები... ყველა ღმერთები ესწრებოდნენ ჩემს დაბადებას, ყველა მათგანმა საკუთარი სული ჩამიდგა, ჩემს ბედს წარსულის ქარიშხლები აქანდაკებდა, ჩემი ხმელეთი ირწყვებოდა ოკეანიდან... ყველა, სულ ყველა, ჩემს სხეულზე, მართლაც, რაც კია... ჩემი დარდია, ჩემი ზურგით სატარებელი, მაგრამ უსაზღვრო, უდიდესი მაქვს ფანტაზია, და ამიტომაც ბრწყინავს ჩემი სულის კედელი... თუმც ყველა ბედი, ყველა ბედი ლაბირინთია, ვერვინ ამოხსნის, ვინ ჩარჩება, ვინ გამოაღწევს, ვულკანის ფერფლით იწერება ჩემი ბიბლია, ღმერთების სისხლი გადავუსხი მე ჩემს მონასტრებს!!! ცეცხლის, ომების, ათასობით ცოდვის მნახველი, ჩემს ბედისწერას მე სინათლეს და წყვდიადს ვანდობ... ორივე მართავს ამ სამყაროს ზეცის სახელით, გიკვირთ? სიკვდილი, მეც სიკვდილი მიგზავნის საზრდოს!!!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 16.08.2014, 14:43 | Сообщение # 1207 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სონეტი (ნეტა მერამდენეა)როგორ ჩავაღწევ ჩემი სევდის უძირო ფსკერზე?.. ფუჭი იქნება ყველა ჩემი დიდი მცდელობა... ქარი, უბრალოდ ჩემ სხეულში ბინას დაეძებს, მე კი მშურს მისი უჩვეულო უდარდელობა... ვუსმენ გიტარას, განწირულად ჟღერენ სიმები, და ტალღებივით კლდის სიპ ლოდებს ეხეთქებიან... მალე ყველაზე უღრმეს ზღვაში ჩავიძირები... რომლის მარჯანებს კაცის ხელი არ შეხებია... სადაც ვერ აღწევს ქარიშხლების შორი გუგუნი, არც მარგალიტის მაძიებლებს გადაეყრები... არც ომების ხმა არ ჩამოვა ამ საუკუნის, არც ხატების წინ დაჩოქილი ხმები დედების... ჩემი ოცნება გასცდენია საზღვარს მიწისას, ჩემმა თვალებმა შენი ცრემლი ვერ დაივიწყა...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 17.08.2014, 16:27 | Сообщение # 1208 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ან ხელის დაკვრით კაშხალები ვის აუგია ასე მგონია, ყველაფერი თითქოს დამთავრდა, თითქოს ბოლომდე ამოვწურე ჩემი სათქმელი... თუმცა, ვერ მივხვდი, წინათგრძნობამ სად მიღალატა, სად ცეცხლი იყო, სად კი მხოლოდ კორიანტელი... ან ხელის დაკვრით კაშხალები ვის აუგია, ან კი შველიან შუქურები ვითომ ხომალდებს... მე ხომ ღმერთებთან არაერთგზის მისაუბრია, ჰო, მიკითხია, სამოთხიდან რად გამოგვაგდეს... დღეს ყველამ იცის, თუ გამოსცდი, ჩასჭრი მეგობარს, ჰოდა, რად გვიკვირს ევა გველთან თუკი ჩაიჭრა... რომ ჩაჭრილი ვარ ახლა შენთან, ესეც მეყოფა, და ცრემლიანი თუკი ვხვდები ყველა გარიჟრაჟს... შენც კარგად იცი, შენ იყავი ჩემი აისი, მე კი ზღვა ვიყავ აისებზე განრისხებული, სანამ არ მოხველ, სანამ ხაზი არ გადამისვი, და ფსკერისაკენ არ წავიდა ჩემი სხეული... ვისთვის ანათებს ეგ სადაფის მრგვალი საყურე, ყველა ხომალდი ჩემი უკვე ზღვების ფსკერზეა... ერთი ღიმილი, რით ვერაფრით დავიმსახურე, მე ჩემი ვთქვი და ჯერი ახლა, ალბათ, შენზეა...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 21.08.2014, 21:52 | Сообщение # 1209 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენს გამო ისევ ჩიხში შევედი, ისევ შემჭამეს მოგონებებმა... ჰო, როგორც მიწის დიდი რყევები, როგორც ბინდისას მზის ჩასვენება... გადამიშალე, გადამიშალე, შენი გულმკერდი, თრობის ამპულა... ნუ გაგაკვირვებს სულის სიმშრალე, რითაც სატანამ გაგვაპამპულა... ამ წლებს არა აქვთ თავის სახელი, მათ დაბადებას ბედი არ დაჰყვა, აუტანელი სევდა-ნაღველი, მათგან ვერცერთმა ვერ იავარჰყვა... ვერ გეტყვი, თითქოს ჩემი იყავი, ვერც ჩემ ფრთების ქვეშ შემოგიფარე... არავინაა აქ გამკითხავი... რომ შეაფასოს ჩემი სიმხდალე... ზღვა რომ გადმოვა და გაიყოლებს თუკი რამეა ხელს გასაყოლი... მინდოდა, მაგრამ ვერ გავიბრძოლე, თუ შენც ზღვასავით არ ხარ დამყოლი...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 27.08.2014, 00:37 | Сообщение # 1210 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მაცალე დავტკბევიღაცა მაინც მაგიჟებს მუდამ, მაგიჟებს მუდამ და მეც ვგიჟდები... ეს მე ვყბედობდი, ლირა კი დუმდა, თუმცა ნოტებზე ედო თითები... ხან ჩამივლიდა გვერდზე ცხოვრება, ხან შუაგულში აღმოვჩნდებოდი... ეს იყო ახლა რაც მაგონდება თუ საკუთარ ბედს როგორ ვებრძოდი... მეც დამიცლია ბევრი ფიალა შენზე ნატვრებით გადავსებული... მაგრამ ცხოვრებამ ჩაიგრიალა რომ არც მეგონა ჯერ დაწყებული... რა ხშირად წყდება ეს მელოდია, და მასთან ერთად გულიც ჩერდება... ამ არენაზე ვინც გამოდიან არ მომწონს მათი შემოქმედება... ხელის თითები თითებს უჭერენ, მართლა, მე მხოლოდ შენზე ვგიჟდები... მალე ავშარას ამოუჭერენ მერნებს და, ალბათ, ჩვენც გავფრინდებით... ნუ დამარიგებ, მაინც არაფერს, ისმენენ ახლა ჩემი ყურები... თუ რამეს იტყვი ალბათ გავაფრენ, მაცალე დავტკბე შენი ყურებით...
|
|
|
|