სოსო ნადირაძე - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: შაბ, 05.05.2012, 13:52 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

აქ ბევრს ჩემსავით
უხმაურია,
და მაინც ვგავართ
პატარა მწერებს,
ცხოვრებას ორი
საფეხური აქვს,
დაცემამდე და
დაცემის მერე...
 
nukriaДата: კვ, 06.05.2012, 14:28 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

წმინდა გიორგი!
მსხმოიარე, მწიფე ყურძენო,
გადაგვაფარე
შენი ხელი ცამდე აწვდილი,
ჩვენს საძოვრებზე
აბალახე ცხენი უბელო,
ჩვენს სალ კლდეებზე
ამოლესე მტკიცე
მახვილი...
 
nukriaДата: კვ, 06.05.2012, 21:07 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თბილისი

--------------

შენზე მელოცა, როგორ მინდოდა,
მაგრამ ცოდვილმა ხმა ვერ დავძარი,
მთაზე შემომდგარ ნოეს კიდობანს
მოჰგავს ყოველი შენი ტაძარი...

თუ თბილისს სტკივა, ხოხობსაც სტკივა,
აქ არის მეფეც თავის ამალით,
ბებერ მტკვარს მტკიცედ შეუკრავს ტივად
შენი წარსული და მომავალი...

მთის შეშინებულ მუდარას ვისმენ,
ეს არ უხდება ქალაქს სატახტეს,
თბილისი ქიმზე შემდგარა ისევ,
რომ ყველას თვალწინ მტკვარში გადახტეს...
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 00:26 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მოდი და დაზაფრული
ეს გრძნობა გამირითმე,
ამურით დაისრული
ეს გული აბაგუნდა,
და ჰყვავის გაზაფხული
ჭორების ლაბირინთი...
ჭორების ცხრაკლიტული...
ჭორების აბლაბუდა...
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 23:01 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხულია

გაზაფხულია,
მწვანედ შებინდდა,
ყურები ცქვიტეთ
მინდვრის ბიჭებო,
ჩიტისნისკარტა
ბუდეებიდან
ლექსები
უნდა გამოიჩეკონ.
 
nukriaДата: ხუთ, 10.05.2012, 15:44 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ეს მთები გვანან
გაუხედნავს თუმცა ტაიჭებს,
ერ გულადია
ვისი მუხაც გამძლეა მეხის,
ო, რა ძნელია
გზაფხულის მწვანე ნაბიჯებს,
ერთგულად სდიო
და ბოლომდე აუწყო ფეხი...
 
nukriaДата: ხუთ, 10.05.2012, 16:02 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთვარე და ამური
-----
ღამე მთვრალია,
დაეღალა
უკვე თითები,
მთვარე თარია,
ვარსკვლავები
ღამის ნიმფები...

ღამე თითებით,
მთვარის თარზე
კოცონს გაურევს,
ცეცხლის ისრები
გაბნევიათ
ცაზე ამურებს...

###

ჩამოტეხილი თიხის
ლანდი ვარ,
შემომეჩვია
ტანში სიცივე
და ვალიდოლის
აბით გავდივარ
იმ ქვეყნად წასვლის
რეპეტიციებს...

###
------

საწუთროვ, შენ რომ
მოკლდები,
საფლავის ქვები
როკავენ,
ცუდი ხარ?!
--რისხვით მოკვდები,
კარგი ხარ?
--შურით მოგკლავენ...

ძაღლი გრანიტი
----------------------
სოფელს დარაჯობს ძაღლი "გრანიტი ",
ენით ილოკავს თათებს ქონიანს
და სახურავის ყველა კრამიტი,
სახლის მშიერი ენა ჰგონია...

რა დაკვირვება სცოდნიათ ძაღლებს,
ასე მკვირცხლებს და ასე მამაცებს,
მოვა წვიმა და გაბუტულ სახლებს
კრამიტის ენით ალაპარაკებს!
 
nukriaДата: შაბ, 12.05.2012, 21:08 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

პოეტებს დღესაც
ტანჯავთ, აგიჟებთ,
რითმების ნაცვლად,
არითმიები,
პოეტი ვარო! -
- ყოველ ნაბიჯზე
თავს იწონებენ
ზმნარითმიები..
 
nukriaДата: შაბ, 12.05.2012, 21:09 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმერეთი  

თიხის მთას დილით
ათბობს თიხის მზე,
თიხის ცას ცრიან
თიხის ღრუბლები
და თავს იწონებს
დილა ბილიკზე,
თიხის მხრებით და
თიხის მუხლებით,

თიხის გულები
თიხის მკერდებით,
ეხეთქებიან
თიხის საათებს,
და არიგებენ
თიხის მტრედები
თიხის რტოებს და
თიხის ბარათებს..

და რადგან თიხა
არის მოტივი,
მანამდე ვძერწე
ვიდრე გავძელი
და შემომაცვდა
ხელში დოქივით,
სხეული - ძველი
თიხის ნამსხვრევი...


Сообщение отредактировал nukria - შაბ, 12.05.2012, 21:10
 
nukriaДата: კვ, 13.05.2012, 15:43 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
---
ამ მთებს, ამ მინდვრებს
ბევრჯერ მედავნენ,
ბევრჯერ გასწირეს
თავი კაცებმა,
ეს უწყინარი
წვიმა ნეტავი,
ასე რა ძალამ
გაანაწყენა?
 
ძებნა:

მოგესალმები Гость